Back

 

This album contains drawings by Cristoforo Teramo Castelli (1597 - 1659), an Italian Theatine missionary, who spent twenty-two years in Georgia from 1632 to 1654. In this publication, they selected photographs with rider bows.


Prince Vakhtang Gurieli - "
მთავარი ვახტანგ გურიელი, ჩვენი პატრებისათვის უდიდესი ბოროტმოქმედი და სხვ. ღმერთმა შეიწყალოს მისი სული."

Prince Mamia Gurieli - "მთავარი მამია გურიელი - შეიარაღებული. მისმა შვილმა სიმონმა პურის ჭამის დროს მოჰკლა იგი... გურიაში, სადაც დიდ ტანჯვაში გავატარე 7 წელი, ხუთი მთავარი გამოიცვალა. ამ სურათზე ნაჩვენებ მთავარს ეწოდება მამია, მეორე იყო მისი შვილი სიმონი, მესამე მალაქია, რომელიც პატრიარქად იყო, მეოთხე ვახტანგი, მეხუთე ქაიხოსრო, იგი დღეს ცოცხალია და დიდი პატივისმცემელია ჩვენი პატრებისა. "

"ქართველი შაბატარი [საბახტარი, გვარად ავალიშვილი] ჩვენი მტრის, ალავერდელად წოდებული ეპისკოპოსის ძმა იყო, რომლის შესახებ ვრცლად მოთხრობილია მის ისტორიაში. იგი მუდამ ჩვენი კეთილისმყოფელი იყო. მის სოფელში თეჩში [ტეჩი] მე მოვნათლე უამრავი კაცი და ქალი, განსაკუთრებით მის მსახურთა გოგო-ბიები, რომელნიც ხშირად მასთან ერთად ცხოვრობდნენ. ისინი იარაღით ხელში გვიცავდნენ ბერძნებისაგან. ყველა მათგანი წმინდა სარწმუნოების მტერი იყო / უკეთილშობილესი ქართველი შაბატარი და მისი ამბავი / თამაშობის შესახებ - ქართველები მისდევენ თამაშობას, რომელიც სიმკვირცხლესა და სიძლიერეს მოითხოვს. მათ იციან იარაღის ხმარება, როცა ისინი სამგზავროდ ან ცხოველებზე სანადიროდ მიდიან მთასა და ტყეში."

მეჰმედ ათაბაგი -"კეთილისმყოფელი - ჩვენი პატრების კეთილისმყოფელი ქართველი მთავარი მეჰმედ ათაბაგი, რომელსაც განუკურნებელი ავადმყოფობით დაავადებული და მოვურჩინეთ. შეხედეთ მის სიკეთესა და პატივისცემას, ავადმყოფობის დროს ის გვანდობდა საზრუნავად არა მხოლოდ შვილებსა და თავის სიცოცხლეს, არამედ თავის ულამაზეს მეუღლესაც, როდესაც ის ომში მიდიოდა, ჩვენს პატრებს მიაბარებდა ხოლმე. რა ეთქმით მართლმადიდებლებს ამაზე: იმის მაგივრად რომ თავიანთ წირვას დაესწრნენ და მიიღონ ზიარება, ისინი, განსაკუთრებით კი მათი ქალები, შორს იჭერენ თავს.

 

 

Imeretian Princes – Amazoon / იმერელი პრინცესა - ამაზონკა

ერთი მეგრელი აზნაური თურმე ქვრივის სახლში შევარდნილა, ქალის მოტაცება უნდოდა მაგრამ არ დასცალდა, ქალმა პირიქით დაატყვევა. კასტელს გადმოგვცემს საუბარს: აზნაურის თავზე: "ჯიქური კოჩი დაღონებული არის...

 ქალის თავზე: "სკანი თავი დაიჭირე, ნუ გენაღვლება" ქალის თავზე: „სკანი, თავი დაიჭირე ნუ გენაღვლება“. აზნაურის მარცხენა მხარეს: "ვაი, ვაი ჩემი უბედურება, რა და[]ემართა, ერთი ქალი დამიჭირე, ვაი, ვაი, ვაი

აზნაურის მარცხენა მხარეს: „ვაი, ვაი ჩემი უბედდურება, რა და{მ}ემართა, ერთი ქალი დამიჭირე, ვაი, ვაი, ვაი“.

მარჯვენა მხარეს: „ჯავრი მოკოდა, ამა რა ოკონო, ღმერთი დიდი არის; იმედი მაქო რომ გამიშოვს, ღმერთის წყალობა“.

 One of my favorites drawings from Castelli's album, noteworthy for what it shows in terms of contemporary attire and weapons as well as Castelli's own inscriptions. He recounts the story of a Mengrelian who tried to kidnap a woman only to be captured by the woman himself.

The family that fights together, stays together :) Circassian family on the way home, after husband returned from the army, mid-17th century.

კასტელის ჩანახატი, ჩერქეზი მეომარი ჯარიდან ბრუნდება, და მას თან ახლავს ცოლ-შვილი. საინტერესოა რომ კასტელი მოკლე "დიალოგს" გვთავაზობს, თანაც ქართულ ენაზე:
დედა: Zaliani daigere [ძალიან დაიჭირე/ჩაეჭიდე]
ბავშვი: O, deda, zadi, zadi [, დედა, წადი, წადი]
ქმარი: Zaliani Cra [ძალიან/ძლიერ ჰკრა]

 

 

 

Back