Back

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით მშვილდოსნობა შეტანილია უდიდესი საერტაშორისო სპორტული შეჯიბრების - ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. ამასთან დაკავშირებით სპორტის ამ სახის მიმართ თავს იჩენს გარკვეული პრაქტიკული ინტერესი.

ამჯამად, როდესაც ტექნიკის განვითარებამ და საერთოდ ადამიანის კულტურამ მიაღწია იმ დონეს, რომ შექმნილია დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები, საპლანეტთაშორისო რაკეტა, მშვიდობიანი მიზნით ატომური ენერგიის გამოყენების შესაძლებლობა და ა.შ., კაცობრიობა არ ივიწყებს თავისი უძველესი კულტურის ერთ-ერთ მონაპოვარს - მშვილდოსნობას და დღემდე იყენებს მას, როგორც სპორტის ერთ-ერთ საინტერესო სახეს. რაში მდგომარეობს სპორტის ამ სახის განვითარების საჭიროება იმ დროს, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ტექნიკამ ესოდენ მაღალ დონეს მიაღწია?

საჭიროა აღინიშნოს, რომ როდესაც ლაპარაკია სპორტზე არ უნდა დავივიწყოთ კერძოდ სპორტის ის სახეები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ამა თუ იმ ხალხის უძველეს კულტურასთან და წარმოადგენენ ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთ გამოყენებით საშუალებას.

ცნობილია, რომ სპორტული შეჯიბრებები სპორტის ხალხურ-ეროვნულ სახეებში ყოველთვის იზიდავს როგორც მონაწილეების, ისე მაყურებელთა დიდ რაოდენობას. ეს შემთხვევითი როდია. ძველი სპორტის ასეთ მეტად საინტერესო და მიმზიდველ სახეობას მშვილდოსნობაც წარმოადგენს.

მშვილდოსნობა ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა. იგი კარგად ანვითარებს თვალზომას, მხედველობის სიზუსტეს, კუნთურ გრძნობას, ფიზიკურ სიმარჯვეს, ხელისა და მაჯის გამძლეობას, ძალას და ა.შ.. ამაში გამოიხატება

მშვილდოსნობის როგორც სპორტის ერთ-ერთი სახეობის პედაგოგიური მნიშვნელობა.

უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ სისტემატიური სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობისა და სპორტული შეჯიბრების სწორი ორგანიზაციის პირობებში მშვილდოსნობა ფეხს მოიკიდებს საბჭოთა ფიზკულტურულ მოძრაობაში, იქცევა აღმზრდელობითი მნიშვნელობის მქონე ერთ-ერთ საინტერესო და მიმზიდველ სახედ, სათანადო ადგილს დაიკავებს ფიზიკური აღზრდის საბჭოური სისტემის სხვა საშუალებათა შორის.

საბჭოთა ფიზკულტურული მოძრაობის მუშაკებს ისტორიკოს-ეტნოგრაფებთან ერთად შეუძლიად მეტად სასარგებლო სამუშაოს შესრულება ხალხთა ყოფაში შემონახული ხალხური შემოქმედების საუკეთესო ნიმუშების, ხალხური ფიზიკური აღზრდის უძველესი საშუალებების გამოსავლინებლად და სათანადოდ შესასწავლად. ამ ნიმუშებიდან საუკეთესოთა შერჩევა და შემოქმედებითი გადამუშავება მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ფიზიკური აღზრდის საშუალებათა თანამედროვე არსენალს.

საერთაშორისო ეროვნული კომიტეტის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებასთან და სპორტულ გაზეთ „ლელოში“ სპეციალური სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ფიზიკური კულტურისა და სპორტის რესპუბლიკურმა კომიტეტმა 1957 წელს მიიღო დადგენილება საქართველოს სპორტულ პრაქტიკაში მშვილდოსნობის დანერგვის შესახებ. შედგა მშვილდოსნობის დანერგვის სპეციალური გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა ძირითადი ღონისძიება სპორტის ამ სახეობაში სასწავლო აღმზრდელობითი მუშაობის სწორი ორგანიზაციისათვის.

ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით, ამჟამად საბჭოთა კავშირის ხალხებს შორის მშვილდოსნობა შემონახულია უმთავრესად ბურიატებთან და საქართველოში.

მშვილდოსნობის დანერგვის გამოცდილების შესწავლის მიზნით ჩვენ ვიყავით ბურიატ-მონღოლეთში. ადგილზე მოვიპოვეთ მეტად საინტერესო ფაქტობრივი მასალა როგორც სასწავლო მუშაობის, შეჯიბრების ჩატარების ორგანიზაციისა და მშვილდოსნობის სხვა პრაქტიკული საკითხების, ასევე ბურიატებს შორის მშვილდოსნობის განვითარების ისტორიის, იარაღის აღწერილობის, მისი დამზადების ხერხების, მეცადინეობისა და შეჯიბრების ჩატარე-

ბის ადგილისა და სხვა საკითხებზე. ამ უკანასკნელს დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტის აღნიშნული სახის აღდგენისათვის, მშვილდიდან სროლის უკეთესი ტექნიკის დადგენის, მშვილდ-ისრის ზომებისა და მასალის შერჩევისათვის, მშვილდოსანთა მომზადების მეთოდიკის შემუშავებისათვის. გარდა ამისა, ეთნოგრაფიული ცნობები საშუალებას გვაძლევენ დავაზუსტოთ ჩვენი ცოდნა სსრ კავშირის ხალხთა ფიზიკური აღზრდის ხალხური სისტემის შესახებ, რომლის ერთ-ერთ საშუალებად მშვილდოსნობა ითვლება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ისტორიულ ეთნოგრაფიული მასალები, გარდა ამისა, აფართოებენ ჩვენს ცოდნას კულტურის ისტორიის დარგში.

ამ ნაშრომის მიზანია მოკლედ გააშუქოს მსოფლიოს მრავალი ხალხის ყოფაში ძველთაგანვე გავრცელებული მშვილდოსნობის საკითხი, მშვილდოსნობის აღმოცენების პირობები, მისი მნიშვნელობა, როგორც სამეურნეო დანიშნულების იარაღისა, სამხედრო-ფიზიკური აღზრდის ხალხური სისტემის ძველტაგან მომდინარე მნიშვნელოვანი საშუალებისა, ხოლო დღეს კი სპორტის ერთი სახეობისა.

ადამიანის საბრძოლო იარარების განვითარების ისტორიაში მშვილდოსნობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს არის პირველი საბრძოლო იარაღი რომლის მოქმედების საფუძველია აკუმულირებული ენერგიის გამოყენება. მოშვილდური ხის ენერგია, როგორც ჩანს, მშვილდ-ისარზე ადრე ნადირთსაჭერ და სხვა სატყორცნ იარაღებში იყო გამოყენებული. მაგრამ საბრძოლო იარაღთა შორის ამ მხრივ პირველი ადგილი მშვილდ-ისარს ეკუთვნის.

ადამიანისათვის, რომელიც ხედავდა ხის ტოტის მოხრის დროს შექმნილ წინააღმდეგობას (რაც ტოტის უკან დაბრუნებისადმი მისწრაფებას გულისხმობს) და მისი გაშვების შემთხვევაში ტოტის დიდ სისწრაფესა და ძალას, თავისი განვითარების გარკვეულ პერიოდში მისახვედრი უნდა გამხდარიყო დაგროვილი ძალის მიზანმიმართული გამოყენების ხელსაყრელობა. მართლაც, ამ დაკვირვების შედეგად, ადამიანმა დაიწყო ისეთი ელასტიკური ჯოხების ხმარება, რომელთა მეშვეობით იგი ქვას შორს ისროდა.

უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ ამას მოყვა მშვილდის გამოგონება შედარებით პატარა ჯოხის (ისრის) შორს და ზუსტად სროლის მიზნით. იმდენად, რამდენადაც მშვილდ-ისარი წარმოადგენდა ენერგიის ახალი ფორმით გამოყენებას, იგი საფუძვლად დაედო ადამიანის არსებობის პირობებისათვის ბრძოლის საშუალებათა განვითარების ახალ საფეხურს. ამიტომ იყო, რომ ლ. მორგანმა მშვილდ-ისარი მიიჩნია ველურობის შუა და ზედა საფეხურის მიჯნად. ხოლო ლ.მორგანზე დაყრდნობით ფ.ენგელსმაც კულტურის პერიოდიზაციაში მშვილდ-ისარს ასეთივე ადგილი მიუჩინა. მშვილდ-ისრის დახასიატებისას ფ.ენგელსი ამბობს: „მშვილდი, ლამბი და ისარი შეადგენენ უკვე მეტად რთულ იარაღს, რომლის გამოგონება ხანგრძლივად დაგროვილ გამოცდილებას და გამახვილებულ გონებრივ ძალებს გულისხმობს“. (ლამბი სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „სეფქისა და ჩოგნის თასმა და მისთანანია“). უკანასკნელ ხანს დაგროვილი მასალების მიხედვით შესაძლებელი ხდება ვილაპარაკოთ მშვილდის გამოყენებაზე უკვე ზემო პალეოლითში (ქართული, უნგრული და სხვ. არქეოლოგიური მასალების მიხედვით).

იმ დროიდან მოყოლებული მე-14 საუკუნემდე, როცა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებამ ფართო ხასიათი მიიღო, მშვილდ-ისარი წარმოადგენდა შორმანძილზე სროლის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას ძველთაგან მომდინარე შურდულთან და შედარებით გვიან გაჩენილ ბალისტიკურ იარაღთან ერთად. მაგრამ ამ იარაღებს შორისას მშვილდ-ისარს უპირატესობა ჰქონდა შურდულთან შედარებით მოხვედრის სიზუსტის მხრივ, ხოლო ბალისტიკურ იარაღთან შედარებით - გამოყენების სფეროს მხრივ. თოფის წამლის გაჩენის შემდეგაც მშვილდ-ისარი დიდხანს ინახავდა საბრძოლო და სანადირო იარაღის ფუნქციას, ზოგიერთ ტომში იგი დღესაც ინარჩუნებს სანადირო იარაღის დანიშნულებას.

ცეცხლსასროლი იარაღის გაუმჯობესებასთან ერთად მშვილდ-ისარმა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა თანდათან დაკარგა და ჩვენამდე მან მოაღწია უმთავრესად როგორც სპორტის სახეობამ და საბავშვო გართობამ. მაგრამ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა (ფიზიკური აღზრდის საშუალება) მშვილდ-ისარმა სამხედრო და სანადირო ფუნქციებთან ერთად ძველთაგანვე მოიპოვა.

შეიძლება ითქვას, რომ მშვილდოსნობა ერთ-ერთი უძველესი ხელოვნებათაგანია, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ხალხში, დაწყებული პირველყოფილ თემური წყობილებიდან, მაგრამ არ იქნებოდა სწორი, თუ ვიტყოდით, რომ მშვილდოსნობა მთელი

პირველყოფილი კაცობრიობისათვის საყოველთაოდ იყო ცნობილი.

პირველყოფილი ადამიანის სხვა იარათა შორის (შუბი, ცული და სხვ.) მშვილდ-ისარი შედარებით გვიან გაჩნდა. ცნობილია, რომ ავსტრალიის ტომთა შორის, მათი აღმოჩენის დროისთვის ზოგმა მშვილდ-ისრის ხმარება არ იცოდა. ასევე არ იცნობდნენ მშვილდ-ისარს მელანეზიისა და მდინარე ამაზონკის რაიონის ცალკეული ტომები. პოლინეზიელებსა და მაკრონეზიელებს შორის მშვილდ-ისარი მხოლოდ საბავშვო სათამაშოს სახით გვხვდება. ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ მას ადრე უფროსი თაობაც იყენებდა როგორც სამეურნეო, ისე საბრძოლო იარაღის სახით.

არსებობს აზრი (პეშელი, რომელიც მშვილდ-ისარს უმთავრესად სანადირო იარაღად თვლის) იმის შესახებ, რომ სადაც არ არის დიდი ტყეები (სანადირო ადგილები), იქ მშვილდოსნობა არ არის ან გადაგვარებულია, მაგრამ ასეა თუ ისე მშვილდი და ისარი იარაღებს შორისთავის დროზე ყველაზე უფრო გავრცელებული იყო.

მშვილდიდან ისრის სროლას ჩვენ ვხვდებით ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური წყობილებისათვის დამახასიათებელ თამაშობებში. ამის დასასაბუთებლად მოვიყვანთ ცნობილ მასალას იმის შესახებ, რომ შორეული აღმოსავლეთის, ციმბირის, ალტაისა და სხვა მრავალ ტომის ყოფაში მე-18 და მე-19 საუკუნეებში ჩაწერილი მასალით, ამ დროს ფართოდ იყო გავრცელებული კოლექტიური შეჯიბრებანი რბენაში, ცურვაში, ნიჩბოსნობაში, შუბის ტყორცნაში, მშვილდიდან სროლასა და სხვა სახეობებში.

მე-19 საუკუნეში მანსებს, ხანტებსა და ნანაელებს შემონახული ჰქონდათ პირველყოფილ თემურ წყობილებისათვის დამახასიათებელი ბევრი თამაშობა და მათ შორის განსაკუთრებით გავრცელებული შეჯიბრების ხასიათის თამაშობა „დათვაობა“, რომელიც რბენისა და ჭიდაობის ელემენტებთან ერთად მშვილდიდან სროლასაც შეიცავდა. ამ თამაშობაში გამოხატული იყო მონადირეთა ტრადიციები და პირველყოფილი თემური წყობილების სხვა წეს-ჩვეულებანი.

აღმოსავლეთ სლავების სამხედრო-ფიზიკურ მომზადებაში მე-6 - მე-8 საუკუნეებში, სამხედრო დემოკკრატიის პირობებში, ფართოდ იყო გამოყენებული სხვადასხვა ხასიათის თამაშობები და

ვარჯიშები, სახელდობრ, ქვის სროლა მანძილზე, მიზანში მშვილდიდან სროლა და სხვ.

მშვილდიდან სროლას გარკვეული ადგილი ეკავა მე-9 - მე-14 საუკუნეებსა და მოგვიანო პერიორში. არსებობს აზრი, რომ მშვილდის პირვანდელ სახეს ლერწმის ნაჭერი წარმოადგენდა, რომელსაც ქერქის ზოლი შუაში აგლეჯილი ჰქონდა ისე, რომ ამ ზოლის ბოლოები ბუნებრივად ჩამაგრებული იყო. ასეთი მშვილდი ფაქტიურად ერთი მთლიანი ნაჭრისაგან ყოფილა გაკეთებული.

არსებობს სხვა აზრიც, თითქოს მშვილდის პირვანდელ სახეს ბუჩქიდან მოჭრილი წნელი წარმოადგენდა, რომელსაც ერთი ბოლო შედარებით მსხვილი ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ გვერდის გასწორება დაიწყეს და ბოლოს მშვილდის ორივე ბოლო ერთი სისქისა გახდა. საქართველოს ცალკეულ მთიან რაიონში დღესაც ვხვდებით მშვილდს, რომელსაც ერთი მხარე ოდნავ უფრო მსხვილი აქვს მეორესთან შედარებით. საინტერესოა, როგორ უნარჩუნებდნენ მშვილდს ელასტიკურობას? ელასტიკურობის შენარჩუნების მიზნით მშვილდის საბამი სროლისაგან თავისუფალ დროს მოშვებული იყო. ეს შეეხება პატარა მშვილდებს, ვინაიდან დიდი ზომის მშვილდებში საბამის მაგარი დაჭიმვა მაინც და მაინც საჭირო არ იყო.

არა ნაკლებ საინტერესოა, რომ ბევრ ადრინდელ მშვოლდში მისი შიგნითა ნაწილის სიგრძეზე არსებული ღარი ხშირად თითქოს სათადარიგო ისრების ჩასადგმელად გამოიყენებოდა. ამის შესახებ არსებობდა მოსაზრება, რომ ეს ღარი მშვილდის იმ პირვანდელი ფორმისგანაა წარმოშობილი, რომლის საბელი თვით მშვილდის შუაში ამოკვეთილ ნაწილს წარმოადგენდა. უნდა შევნიშნოთ, რომ მშვილდში ამოკვეთილი ასეთი ღარი ისრებს ვერ დაიტევდა. გარდა ამისა, ღარში ჩაწყობილი ისრები მშვილდის ელასტიკურობას ხელს შეუშლიდა. ამასთანავე საგულისხმოა საკითხი: ეს ღარი მშვილდის უკეთესი დრეკადობისა და სიმაგრის მიზნით ხომ არ კეთდებოდა?

განსხვავება მშვილდებს შორის ძირითადად ეხება მათ ზომებს, მასალას და დამზადების ტექნიკას. შესაძლებელია ისეთ ადგილებში, სადაც შედარებით ნაკლებად მოიპოვებოდა მშვილდისათვის ვარგისი ხის მასალა, შედგენილი მშვილდები შედარებით

ადრე გაჩნდა. ამ შემთხვევაში იგულისხმება უმთავრესად რქისა და ხის ნაჭრებისგან შედგენილი მშვილდი.

მშვილდის ზომის შესახებ სხვადასხვა, ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრი არსებობს. მაგალითად, ცნობილია, რომ აფრიკის ტყიან ადგილებში პატარა მშვილდები გვხვდება, ხოლო ველებზე პირიქით, დიდი მშვილდებია გავრცელებული. სამხრეთ ამერიკისათვის საწინააღმდეგო დებულებაა წამოყენებული. ცნობილია, მაგალითად, ისიც, რომ ცხენოსნები ყოველთვის პატარა მშვილდს ირჩევდნენ.

ხელის მშვილდის განვითარება-გაუმჯობესების შედეგად წარმოიშვა კონდახიანი მშვილდი, რომელიც ხელის მშვილდისა და ცეცხლასროლ იარაღს შორის გარდამავალ სახეობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კონდახიანი მშვილდი უფრო განვითარებულ ფორმად ითვლება, მან ყველგან ერთნაირად ვერ მოიკიდა ფეხი. მშვილდოსნობის განვითარების მაღალი დონის ქვეყნებშიც მეტწილად ხელის მშვილდია ხმარებაში და არა კონდახიანი. ეს გარემოება ნაწილობრივ იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ ხელის მშვილდიდან სროლა ემოციურად უფრო მიმზიდველია და უფრო მეტად ავითარებს ადამიანის ფიზიკურსა და ნებელობით თვისებებს.

მშვილდიდან ისრის ტყორცნა შემდეგნაირად წარმოებს: მშვილდი მოქცეულია მარცხენა ხელში (ცაციასათვის-მარჯვენაში). მარჯვენა (ცაციასათვის მარცხენა) ხელით ისარი მშვილდს უნდა დაეყრდნოს ისე, რომ ისრის წვერი წინიდან მოექცეს, ხოლო ყია (კილონი) - ზურგიდან. ასეთ ვითარებაში საბამი ისრის ყიაში ექცევა.

მას შემდეგ, რაც მშვილდი და ისარი საბრძოლო მდგომარეობაში იქნება მოყვანილი, მშვილდოსანი მიზანში იღებს სროლის ობიექტს, შიმავს საბამს (ზოგჯერ ეს ორივე მოქმედება ართდროულად სრულდება) და იმ მომენტში როდესაც იგი მიიჩნევს, რომ დამიზნება დამთავრებულია (რაც უნდა ემთხვეოდეს საბამის დაჭიმვის უკანასკნელ მომენტს) ისარს მიზნის მიმართულებით გაუშვებს.

მკვლევარების მიერ, რომლებიც მშვილდოსნობას სწავლობენ, დიდი ხანია შემჩნეულია, რომ არსებობს თითების მდგომარეობის სხვადასხვა ვარიანტი ისრის დაჭერისა და საბამის მოზიდვის დროს.

აკვირდებოდა რა მშვილდიდან სროლას, მორზემ ყურადღება მიაქცია იმას, რომ მშვილდოსნობის იაპონური წესი ამ მხრივ განსხვავდება ინგლისური წესისაგან. შემდგომმა დაკვირვებებმა ჩრდილო ამერიკელ ინდიელებზე, მალაელებზე და სხვა ხალხებზე მორზე იმ დასკვამდე მივიდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში არსებობს მშვილდისა და ისრის დაჭერის, საბამის დაჭიმვის, აგრეთვე დამიზნების სხვადასხვა სპეციფიკური წესები და მათი ვარიანტები; ეს წესები მორზემ ხუთ ძირითად ჯგუფად დაყო. მორზეს ზემოდხსენებული კლასიფიკაცია მოიწონა და გამოიყენა ყველა იმ მომდევნო მკვლევარმა, ვინც კი მშვილდოსნობის საკითხებს ეხებოდა. ამ კლასიფიკაციას ახლაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა, თუმცა სხვა ხალხთა ყოფაში ამ საკითხზე არსებული ეთნოგრაფიული მასალის შესწავლამ ბევრი ახალი რამ გამოავლინა და დასახელებული კლასიფიკაციის შევსების საშუალება მოგვცა. ზემოთ დასახელებული საკითხების შემდგომი კვლევა საშუალებას მოგვცემს მორზეს კლასიფიკაცია საგრძნობლად დავაზუსტოთ.

ფ.ლუშანმა, რომელიც როგორც სჩანს მორზეს კლასიფიკაციას ეყრდნობოდა (ყოველ შემთხვევაში გარჩევისას არ აკრიტიკებს მას), შევსო იგი და დაუმატა საბამის მოზიდვის მეექვსე წესი. ამჟამად ეს კლასიფიკაცია შემდეგი სახით არის წარმოდგენილი:

საბამის მოზიდვის (მშვილდის მოზიდვას სულხან-საბა ორბელიანი „მორთხმას“ უწოდებს) პირველი წესი: საბამზე დასმული ისრის კილო მოთავსებულია ცერის ფრჩხილის ფალანგსა და მაჩვენებელი თითის მეორე და მესამე ფალანგს შორის. ისრის ბოლოს დაკავება და საბამის მოზიდვა ამ წესის დროს ერთი და იმავე თითებით წარმოებს. ეს წესი შედარებით ფართოდაა გავრცელებული ბავშვებს შორის. მშვილდოსნობის პირველდაწყებითი შესწავლა უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ წესით ხდება. როგორც სჩანს სწორედ ამის გამო ზემოდხსენებულ წესებს ზოგიერთი ავტორი უწოდებს საბამის მოზიდვის „პირველყოფილ“ წესს, „მარტივს“ (მორზე), „პირველადს“, „ბუნებრივს“. „ევრო-

პულს“ (ვეილე), მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს მაგარ მშვილდთან, რომლის საბამის მოზიდვა დიდ ძალას მოითხოვს, ეს წესი ვერ უზრუნველყოფს საბამის სათანადო დაჭიმვას და იგი ნაკლებ გამოსადეგი ხდება (სურ. 1).

მეორე წესი: ისრის დაჭერა აქაც ისევე ხორციელდება როგორც პირველი წესის დროს, იმ განსხვავებით, რომ საბამის მოზიდვაში შუა და არათითიც მონაწილეობენ. იგი არსებითად პირველი წესის შემდგომ განვითარებას წარმოადგენს, რაც მისი დასახელებითაც მტკიცდება („მეორადი წესი“) (სურ. 2).

მესამე წესი: ისარი ძევს მშვილდზე და კილოთი ჩადებულია საბამში. ამ მდგომარეობაში ისარი დაკავებულია მასზე დაბჯენილი ცერით. საბამის მოზიდვა ხდება მაჩვენებელი და შუა თითების მესამე ფალანგების საბამზე დაჭერის საშუალებით. ამ ხერხის დროს, უმრავლეს შემთხვევაში, მშვილდი თითქმის ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, მარცხენა ხელის ცერი საბამს ზემოთ იმყოფება, ისარი კი მშვილდზე ძევს. ამ შემთხვევაში საჭიროა საკმაოდ დიდი ძალის გამოყენება (სურ. 3).

მეოთხე წესი: ისარი თავსდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის და საბამის მოზიდვაც ამავე თითებიტ ხორციელდება; ზოგჯერ ამ თითებს არათითიც ეხმარება. ამ შემთხვევაში დიდი დატვირთვა მაჩვენებელი და არათითის უკანასკნელ ფალანგებზე მოდის და ამიტომ ამ თითების დასაცავად იხმარება ტყავის ხელტათმანი ან ტყავის საფარი, რომელიც სამ (მაჩვენებელ, შუა და არათით) ჩამოიცმება. ამ შემთხვევაში ისარი მშვილდის მარცხენა მხარეზეა, ამის გამო უფრო ადვილად ებჯინება მშვილდს და სასროლად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება. ისარი რომ მოვათავსოთ მშვილდიდან მარჯვნივ, იგი შეიძლება ადვილად დაცდეს მარცხენა ხელიდან.

ეს წესი რაციონალურ წესად ითვლება და თანამედროვე სპორტულ მშვილდოსნობაში ყველაზე მეტად არის გავრცელებული. იგი ძველთაგანვე ცნობილია, მას უწოდებენ „ხმელთაშუაზღვისეულს“ (მორზე, გ.შურცი, კ.ვეილე). საბამის მოზიდვის ეს წესი გავრცელებულია აგრეთვე სხვა ხალხებშიც (ესკიმოსები, ჩუქჩები და სხვ. სურ. 4).

მეხუთე წესი: ისარი იმყოფება მშვილდიდან მარჯვნივ, მაჩვენებელ და ცერს შორის. ისრის ასეთი მდგომარეობა ხელს უწყობს მის მარცხნივ გადახრას. საბამი იჭიმება მოხრილი ცერით, ხოლო მაჩვენებელი თითი ეხმარება ცერს იმით, რომ მეორე ფალანგით ებჯინება მის ზემოდან ლიტერატურაში (მორზე, შულცი, ვეილე) მითითებულია, თითქოს ამ წესის დროს ცერი გადის მაჩვენებელ და შუა თითებს შორის. ბურიატ-მონღოლეთში ჩვენი დაკვირვებებით ცერის ასეთი მდგომარეობა არ დასტურდება. ჩვენ გვგონია, რომ ეს საერთოდ ნაკლებ დასაჯერებელი შემთხვევაა, რამდენადაც მონღოლური მშვილდის საბამის მოზიდვისას ერთდროულად ცერის გაყრა მაჩვენებელ და შუა თითებს შორის შეუძლებელია. ამ წესს „მონღოლური“ ეწოდენა (სურ. 5).

ზემოდმოყვანილ კლასიფიკაციასთან, კერძოდ, საბამის მოზიდვის მონღოლურ წესთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბურიატ-მონღოლეთში საბამის მოზიდვის საერთოდ ცნობილი ადგილობრივი (მონღოლური) წესის გარდა, რომელიც ყველაზე ფართოდაა იქ გავრცელებული მოხერხდა სხვა წესის აღწერაც.

როგორც აღინიშნა, ბურიატ-მონღოლეთში საბამის მოზიდვის ძირითადი წესი დასახელებული კლასიფიკაციის მეხუთე ანუ „მონღოლური“ წესია. ამ წესის უპირატესობას ბურიატიაში იმით ხსნიან, რომ ამ შემთხვევაში ხელი თითქოს დამოკლებულია, ძლიერ მოზიდავს საბამს და ადვილად უშვებს მას, როგორც ჩანს, ეს წესი სხვაზე მეტად იმიტომაცაა გავრცელებული, რომ მონღო-

ლური მშვილდი მეტად მაგარია და მის მოზიდვას დიდი ძალა სჭირდება. მაგრამ ბურიატ-მონღოლეთში გამოყენებულია ე.წ. „პირველადი“ ანუ „ბუნებრივი“ წესიც (სურ. 1). ამასთან ამ წესს იყენებენ ის მშვილდოსნები, რომელთაც ძლიერი ხელის თითები აქვთ და, ამგვარად, შეუძლიათ საბამის მოზიდვა ისრის ფრენის სიზუსტის აუცილებელი დაცვით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბურიატების თვალსაზრისით ამ წესს აქვს თავისი ნაკლიც: მისი გამოყენების დროს ხელი თითქოს გრძელდება, რაც ისრის ტყორცნას აძნელებს.

ბურიატ-მონღოლეთში გამოყენებულია ზემოდხსენებული კლასიფიკაციის მეოთხე ანუ საბამის მოზიდვის „ხმელთაშუაზღვისეული“ წესიც და მისი სახესხვაობაც, რომელიც ითვალისწინებს არა სამი, არამედ ორი თითის გამოყენებას. ამ შემთხვევაში შეიმჩნევა მაჩვენებელი და შუა თითების ისრის დაჭერის სხვადასხვა წესები. ყველაზე მეტად ეს წესი გავრცელებულია დასავლეთ ბურიატებს შორის, საერთოდ კი მათი ბავშვები უფრო ეტანებიან.

საბამის მოზიდვის ტიპიური მონღოლური და ხმელთაშუაზღვისეული წესებისა და მათი სხვადასხვაობების გარდა ბურიატ-მონღოლეთში ჩვენ ავღწერეთ კიდევ ერთი წესი, რომელიც ისრის დაჭერითაც და საბამის მოზიდვითაც განსხვავდება ლიტერატურიდან ჩვენთვის ცნობილი მშვილდოსნობის წესებისაგან.

ეს წესი ითვალისწინებს ისრის ბოლოში ცერის და შუა თითების ჩავლებას. ამ შემთხვევაში ისარი დაჭერილია მაჩვენებელი თითის ზურგით. ხოლო საბამი ხელის ყველა თითით მოიზიდება (სურ. 6) 1 (გადაღებულია ჩვენს მიერ ბურიატიაში, სოფ. ხარგანა, 1958 წ. 23 მარტი)

მეექვსე წესი: მშვილდოსანი საბამს მოზიდავს არა უშუალოდ თითით ან თითებით, არამედ მარჯვენა ხელის მტევნის შუა ნაწილზე მოთავსებული, ხის შეუკრავი ან რკინის შეკრული სალტით. თუ სალტე ხისაა და შეუკრავი, მისი ღია ნაწილი ნეკის მხარეს ექცევა. საბამის მოზიდვის მიზნით მშვილდოსანი ხის ნახევარრკა-

ლის ზურგს გამოსდებს საბამის შუა ნაწილს და მოიზიდავს საბამს ისარტან ერთად (ამ წესით მოზიდვისას ისარი ისეთივე მდგომარეობაშია, რომელიც მონღოლურ წესს ახასიათებს).

ეს წესი ფართოდაა გავრცელებული ცენტრალური კამერუნის ვუტეს ტომებს შორის და აქედანვე წარმოდგა მისი სახელწოდება - „ვუტეს წესი“. იგი გავრცელებულია აგრეთვე შუა სუდანის ხალხებში. ამ წესით ვუტეს ტომის წარმომადგენლები ისარს ისვრიან რამდენიმე ასეული მეტრის მანძილზე (სურ. 7).

ამგვარად ბურიატ-მონღოლეთში ჩვენს მიერ შეკრებილი მასალა იმაზე მიუთითებს, რომ არსებულ კლასიფიკაციაში შესულ საბამის მოზიდვის წესებთან ერთად ხალხთა ყოფაში დასტურდება სხვა წესების არსებობაც.

ბურიატ-მონღოლეთში მშვილდოსნობა შემონახულია, როგორც უძველესი წარსულის მქონე ხალხური სპორტის სახეობა. შეჯიბრება მშვილდოსნობაში აქ ტარდება უმთავრესად გაზაფხულის დიდი დღესასწაულის - „სურხანბანის“ დროს, მისთვის განსაკუთრებულად გამომუშავებული წესების მიხედვით. ეს შეჯიბრება უძველესი დროიდან ტარდება. მართალია, ერთ დროს ამ შეჯიბრებათა მასშტაბი შესამჩნევად შემცირდა, მაგრამ უკანასკნელ წლებში, იგი არა მარტო აღდგენილ იქნა, არამედ უფრო მეტად გაფართოვდა.

ამჟამად ბურიატ-მონღოლეთში შეჯიბრება მშვილდოსნობაში ტარდება ბურიატიის ფიზკულტურული ორგანიზაციების მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით. უწინ „სურხანბანის“ დღესასწაულზე ტარდებოდა შეჯიბრებები არა მარტო მშვილდოსნობაში, არამედ აგრეთვე ადგილობრივ შიდაობასა და სპორტის ცხენოსნურ სახეობებშიც.

რესპუბლიკის ბევრ აიმაკში მუშაობენ მშვილდოსნობის სექციები, რომლებშიც რეგულარულად მიმდინარეობს სასწავლო საწვრთნელი მუშაობაც, ეწყობა ცალკეული შეჯიბრებებიც.

ამჯამად ბურიატ-მონღოლეთის ფიზკულტურული ორგანიზაციები ატარებენ ქმედით ღონისძიებებს რესპუბლიკაში მშვილდოსნობის შემდგომი განვითარებისა და წმინდა სპორტულ სახეობად მისი გადაქცევისათვის შეჯიბრების საერთაშორისო წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მიღებულია გადაწყვეტილება დურალუმინისაგან საერთაშორისო ყალიბის მშვილდებისა და ისრების დამზადების შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნებაყოფლობითი სპორტული საზოგადოება - „უროჟაის“ ცენტრალურმა საბჭომ 1957 წლიდან დაიწყო სამატჩო შეხვედრების ჩატარება მშვილდოსნობაში, ბურიატებსა და მეზობელ რაიონებს შორის.

აქვე შევვნიშნავთ, რომ ბურიატ-მონღოლეთში მშვილდოსნობის, როგორც სპორტის სახეობის დანერგვაში, ჩვენი აზრით, მხედველობიდანაა გამორჩენილი ზოგიერთი მნიშვნელოვანი რამ, მაგალითად, ბურიატ-მონღოლეთში მშვილდოსნობა ინერგება მხოლოდ მამაკაცებსა და ჭაბუკებს შორის; მასში ჩაბმული არ არიან ქალები და გოგონები. რესპუბლიკის დედაქალაქში (ულან-უდე) წმინდა სპორტულ მშვილდოსნობაში არსებობს მხოლოდ ერთი სექცია (პედაგოგიურ ინსტიტუთთან), რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა. ეს სექცია აერთიანებს როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს.

ასევე მთლიანად არაა გადაწყვეტილი საკითხი იმის შესახებ, დაინერგოს თუ არა მშვილდოსნობაპარალელურად, როგორც გაზაფხულის სახალხო დღესასწაულის „სურხარბანის“ მთავარი სპეციალური ელემენტი და როგორც წმინდა სპორტული სახე, რომელიც დაფუძნებული იქნება შეჯიბრების საერთაშორისო წესებზე თუ დაინერგოს მხოლოდ სპორტული მშვილდოსნობა.

ჩვენს მიმართ ბურიატ-მონღოლეთში ჩატარებული იქნა მუშაობა ბურიატებს შორის მშვილდოსნობის ძველად არსებული ფორმების ძშესასწავლად. ადგილზე შეგროვებული კონკრეტული მასალა უიფლებას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ მშვილდოსნობა ითვლება ერთ-ერთ ისტორიულ მიღწევად და მიეკუთვნება ბურიატების სახალხო კულტურის ძირითად ელემენტენტებს. ამასვე ამტკიცებენ ჩვენ მიერ ულან-უდეში შესწავლილი წერილობითი წყაროები რომლებიც პირდაპირ ეხებიან ბურიატ-მონღოლეთში მშვილდოსნობის საკითხებს.

მშვილდოსნობა საქართველოში შერჩენილია მეტწილად მთიან რაიონებში, როგორც საბავშვო გასართობი და, ნაწილობრივ, როგორც სპორტის სახე. (მშვილდოსნობის ამ სახეს სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „სასაგნო“ ან „ასაბადი“ ეწოდება).  იგი შედის ყაბახის ტიპის ქართულ-ხალხურ მოძრავ თამაშობაში და ჩართულია რესპუბლიკის თანამედროვე საცხენოსნო

სპორტულ შეჯიბრებებში. ინტერესი მშვილდოსნობისადმი, როგორც სპორტის დამოუკიდებელი სახეობისადმი, საქართველოში უკანასკნელ ხანს გაცხოველდა. რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონებში გამოჩნდნენ ინიციატორები, რომლებმაც გაშალეს პედაგოგიური მუშაობა მშვილდოსნობის მოსამზადებლად. რამდენიმე სკოლაში, აგრეთვე თილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში უკვე ჩატარებულია პირველი საცდელ-საჩვენებელი შეჯიბრებები სპორტის ამ სახეობაში. 1958 წ. 25 მაისს სოფელ ქვემო ალვანში (ახმეტის რაიონი) ჩატარდა ბახტრიონის სახალხო გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი დიდი სპორტული დღესასწაული. შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ ცხენოსნები, მშვილდოსნები, ფრენბურთელები, ფეხბურთელები და სპორტის სხვა სახეობათა წარმომადგენლები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მშვილდოსნობამ..

ამჟამად უკვე მომწიფდა აუცილებლობა, რომ შემოღებულ იქნეს მშვილდოსნობაში შეჯიბრების ერთიანი წესები. საჭიროა სპორტის ეს მიმზიდველი სახეობა ჩაერთოს სპორტული შეჯიბრებების კალენდარში იმ ანგარიშით, რომ საბოლოოდ აღვადგინოთ იგი და მივცეთ მას სპორტული მოქალაქეობრიობის უფლება.

იმ ადგილის გასარკვევად, რომელიც ქართველი ხალხის ყოფაში ეჭირა მშვილდისარს, როგორც სამეურნეო, საბრძოლო და სავარჯიშო იარაღს, მოიპოვება რიგი არქეოლოგიური ძეგლები, წერილობით წყაროში დაცული ცნობა, ეთნოგრაფიული მასალა და ზეპირსიტყვიერების მონაცემები.

უძველესი დროიდან ზანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ქართველთა წინაპრების ყოფაში მშვილდ-ისარს დიდი ადგილი ეჭირა 1. ( მშვილდის ამ მნიშვნელობაზე მიუთითებს გ,მაჭავარიანის მიერ მთიულეთში დადგენილი ფაქტი, რომელიც ბავშვის მოვლა-აღზრდის წესებთან არის დაკავშირებული. ვ მაჭავარიანი სიტყვით: „მთუულეთში ერთი წლის ბავშვს ძირს მიჭაზე დასვამდნენ თუ გოგო იყო წინ დაუყრიდნენ „სახელსაქმეს“: საჩეჩელს, ფარტენას, ხოკერს, სატეხელა, სართავტარს, დუქარდს. თუ ბიჭი იყო საომარ და სამუშაო იარაღს: წალდს, ნამგალს, მშვილდ-ისარს, პატარა გუთანს და სხვა, და რასაც ბავშვი ხელს წაავლებდა „იმის ნიჭი გამოყვებაო, იმისი იღბალი ექნებაო“ - იტყოდა მთიული.)

ამ უკანასკნელ გარემოებებზე მიგვითითებენ უპირველეს ყოვლისა არქეოლოგიური კვლევა-ძიებით მოპოვებული ბრინჯაოს სამკაულები, რომლებზედაც დიდი ოსტატობით არის გამოხატული მშვილდოსნობა. სწორედ ეს აქვს მხედველობაში აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილს, როდესაც წერს, რომ „მაშინდელ იარაღთა შორის, რასაკვირველია, მთავარი ადგილი უნდა შვილდ-ისარს სჭეროდა. საფლავებში არსად ეს იარაღი არ არის აღმოჩენილი, რადგან ხე დროთა განმავლობაში ადვილად ფუტუროვდება და მტვრად იქცევა ხოლმე, ისევერ ოგორც საბელი იშლება. მაგრამ მშვილდ-ისარი და მშვილდოსანი გამოხატულია მაშინდელ ბრინჯაoს სარტყელზე და ამით მისი არსებობა აუცილებლივ მტკიცდება... ისრებს ტალის ანახეთქი და ლითონის წვერები ჰქონდა, რომლებიც სამარეებში ბლომად მოიპოვება.

„მშვილდი იმდენად დიდი ყოფილა, რომ ადამიანის სიმაღლეს სჭარბობდა და სამად მოხრილი და კიდურებ გადახრილი მახვილი მშვილდისაგან და შედარებით წვრილი საბელისაგან შედგებოდა“.

აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილის ზემოხსენებული დებულება ემყარება სარტყელზე აღბეჭდილ გამოსახულებას. მართლაც, როგორც ეს მოყვანილი გამოსახულებიდან ჩანს, მშვილდის სიგრძე აღემატება ადამიანის სიმაღლეს. შვილდი ნახევარრკალისებულად კი არ არის მოხრილი, როგორც ეს ქვემოთ მოყვანილი მშვილდებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ იგი შუა ადგილას ლარისაკენ არის შეღუნული, და ამგვარად რთული ფორმისაა. უკანასკნელი გარემოება იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ეს მშვილდი შედგენილია და არა მარტივი. მშვილდის მასალისა და შედგენილობის წესის შესახებ, ამ გამოსახულების მიხედვით, სამწუხაროდ ვერაფერს ვიტყვით (სურ.8).

თრიალეთში 1935 წელს ნაპოვნი სარტყელის მოჭედილობის კომპოზიციის ორივე (მარჯვენა და მარცხენა) ნაწილში სიმეტრიულად და ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით გამოსახულია მშვილდ-ისრით შეიარაღებული ორი მონადირე, რომელთაც უკვე მოშვებული აქვთ საბამი, ისრები კი ერთ შემთხვევაში (კომპოზიციის ზედა მარჯვენა მხარე) მიღწეულია მიზანს, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ჯერ კიდევ არა.

აქ, ჩვენ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ის გარემოებაა, რომ ჯერ კიდევ მშვილდები არ არის დიდი ზომისა. ისრებს საკმაოდ დიდი და მკვეთრად გამოხატული ზომები აქვთ. იგივე ითქმის თბეებზე. ზროები თავისი ფორმის მიხედვით სანადირო ისრისაა. ნათლად მოჩანს ოთხი კაპარჭი შიგ ჩადებული ოთხ-ოთხი ისრით (სურ. 9).

სამთავროში აღმოჩენილი ბრინჯაოს სარტყლის მოჭედილობაში გამოსახულია აგრეთვე ნადირობის სცენა. მოშედილობის მარცხენა ნაწილზე სიმეტრიულად გამოსახულია ორი ცხენოსანი მონადირე. ერთ მათგანს (ზედას) ხელში მშვილდ-ისარი გამართულ მდგომარეობაში უჭირავს. წვედა მონადირეს მშვილდ-ისარი არა აქვს. კომპოზიციის მარჯვენა მხარეს, ზედა როგზე გამოსახულია მშვილდით შეიარაღებული ცხენოსანი, რომელსაც მარჯვენა ხელის მდგომარეობის მიხედვით უკვე გატყპორცნილი აქვს ისარი. ისარი ჯერ კიდევ არ არის მოცილებული მშვილდს. პროფ. შ. ამირანაშვილის სიტყვით, ზემოაღნიშნული სარტყელი თარიღდება ძვ.წ. მე-7 - მე-8 საუკუნით.

სარტყლის გამოსახულების მიხედვით ჩანს, რომ მშვილდი ამ შემთხვევაში პატარა ზომისაა (სურ.10).

ძველი ბრინჯაოს ეპოქის თრიალეთის ყორღანულ სამარხში გარდა ლითონის სხვა ნივთებისა (ხანჯლის პირი, შუბის წვერი, სპილენძის აბჯარის ფრაგმენტები, მსხვილი და ფართო ოფსიდური ისრები), ნაპოვნია თხელი შედუღებული ოქროს ცილინდრისებური მრგვალი ხის ტოტის სამი სალტე დიამეტრით 2,5 სმ. იმის გამო, რომ ეს სალტეები ნახევარწრიულადაა დაწყობილი ისრების განლაგების ადგილას, ბ. კუფტინი შესაძლებლად მიიჩნევს ისინი მარტივ მშვილდ მიაკუთვნოს. თუ ეს ასეაუნდა ვიფიქროთ, რომ ამ დროისთვის თრიალეთში არსებობდა ისეთი მარტივი მთლიანი მშვილდები, რომლებსაც უკეთდებოდა ცილინდრისებური ბრტყელი სალტეები, როგოერც ეტყობა სიმაგრისათვის.

ამგვარად, ჩვენს ხელთ არსებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით შეიძლება ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადრე ბრინჯაოს ეპოქაში და ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში ხმარებაში იყო როგორც დიდი, ასევე პატარა ზომის მარტივი და შედგენილი მშვილდები.

არქეოლოგიური მასალის ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრე ბრინჯაოს ეპოქაში თრიალეთის მოსახლეობის მიერ ხმარებული მშვილდი ნაკეთები იყო მთლიანი ხისგან. იგი შედარებით პატარა ზომისა იყო და მას დასმული ჰქონდა სალტეები. ანალოგიურ ჩვენებას მშვილდის ზომისა და მოყვანილობის შესახებ გვაძლევს თრიალეთშივე აღმოჩენილი ზემო დასახელებული სარტყელი.

ამავე პერიოდს ეკუთვნის საქართველოში ისრის წვერებად სხვადასხვა მასალის გამოყენება (კაჟისა, ხისა, ობსიდიანისა, ძვლისა, ბრინჯაოს და რკინისა). ისრების სხვადასხვა ფორმისა იყო -

ღეროიანი ისარი, გვხვდება აგრეთვე ისრის სკვითური ტიპის ზროები, შხამში ამოსავლები სპეციალური კავით.

თუ რამდენად გავრცელებული იყო ძველ საქართველოში მშვილდოსნობა, როგორც სპორტის სახეობა, შეიძლება ვიმსჯელოდ ძველი ქართული მხატვრული ლიტერატურის ძეგლების მიხედვით. შოთა რუსთაველი თავის უკვდავ პოემაში ქართული სპორტის სხვა სახეებთან ერთად დაწვრილებით აღწერს შეჯიბრებას მშვილდოსნობაში.

 

მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;  ნაძლევი დავდვათ მოვახსნეთ მოწმედ თქვენნივე ყმანია;               

მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია.  გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მოედანია! (ტაეპი 67, 1937 წ. გამოცემა)

კვლა უბრძანა: „მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად;   თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად!       

- ერთაი შენი შერმადინ - არს მათად დასადარებლად - ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდნენ უტყუვრად, მიუმცდარებლად. (ტაეპი 70)

უბეძანა: „მონა თორმეტი მოდით ჩვენთანა ვლიდითა,  მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,

ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვავიდითა“. (ტაეპი 74).

 

ფიზიკური ახსნის ქართული ფეოდალური სისტემის ძირითადი დამახასიატებელი თვისებები „ვეფხისტყაოსნის“ გარდა მოცემულია შემდგომი პერიოდისსხვა ძეგლებშიც. უფრო სრულად ეს სისტემა კოდიფიცირებული ფორმით წარმოდგენილია არჩილის (მე-17 საუკუნე) ნაწარმოებში „საქართველოს ზნეობანი“.

არჩილის ხსენებულ ნაწარმოებში ასახულია ქართველი ფეოდალების არა მარტო ფიზიკური აღზრდის საკითხები, რომლებიც წარმოადგენდა საერთო აღზრდის თუმცა შემადგენელ მხოლოდ ერთ ნაწილს, არამედ აგრეთვე გაშუქებულია ფეოდალთა აღზრდის სხვადასხვა მხარე და საკმაო სისრულით ნაჩვენებია ფეოდალური საზოგადოების მორალი. არჩილის მიხედვით, ეს მორალი, საერთო და ფიზიკური აღზრდის წესები, გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდა არა მარტო ფეოდალებს, არამედ მიზნად ისახავდა ჩამოეყალიბებინა „უბრალო ხალხის“ სათანადო მოვალეობანი.

აყენებს რა მშვილდოსნობას სპორტის ისეთი სახეების გვერდით, როგორიცაა ბურთაობა და სხვადასხვა ცხენოსნურ-სპორტული თამაშები, არჩილ მეფე ხსენებულ პოემაში იძლევა რჩევა დარიგებას, ისრის დამზადების ტექნიკისა და კაპარჭებში მათი შენახვის, აგრეთვე მშვილდის მოზიდვის წესის შესახებ. ისრის დამზადების შესახებ არჩილი ამბობს:

 

ისრის თლა, სწორად გამართვა, გაქლიბვა, სეფქის გაწყობა,  მშვილდის ჩაგდება, ყულაჯი, ქარქაშის კარგა ჩაწყობა,

არც შორი-შორ და არც სულა ახლო ერთმანეთს მიწყობა,  და რა ზნეა, თორემ ქვეყანა არის, ვარგისობს ბრიყობა.

 

აქედან ჩანს, რომ ისრის დამზადება მისი გათლით იწყებოდა, მერე საჭირო იყო მისი სწორად გამართვა და გაქლიბვა. სეფქა - ისრის ერთ-ერთი ნაირსახეობის სახელწოდება იყო. საბას განმარტებით სეფქა არის „ფრთე მაღალი, გრძელი, გრკალ შემობმული ისარი.

როგორც არჩილის ერთ ერთი ფიგურალური გამონათქვამიდან ჩანს, ფრთის (თბეს) მაგრად და სწორად დაწებებას დიდი მნიშვნელობა ჰქონია („ღვთის სათნოების ისარზედ ფრთედ მაგრა სწორად დააწებს“.

მოყვანილი ტაეპის მეორე სტროფი ლაპარაკობს ისრის შეწყობის შესახებ მშვილდთან და მის ზომასთან. ცნობილია, რომ „ყულაჯი ზომის ერთეულია ორივე გაშლილი ხელის სიგრძე თითის წვერებიდან მოკიდებული გულმკერდის ჩათვლით“. ჩვენს მიერ მთათუშეთში ჩაწერილი ეთნოგრაფიული მასალაც ამას ადასტურებს. თუშები გადმოგვცემენ, რომ მშვილდის ზომად „ორივე გაშლილი ხელის სიგრძეა მიღებული“.

მომდევნო სტროფებიდან ჩანს, რომ ქარქაშშ ისრების ჩალაგებას გარკვეული მნიშვნელობა და თავისი წესი ჰქონდა. ქარქაშის ძირში ჩამაგრებული იყო ფრინველის ფრთის რამდენიმე ღერო („სვავის ფრთის ძირი“), ისე რომ თითოეული ისრის ზრო მოხვედრილიყო ზუსტად ერთ-ერთ ღეროში. ეს ჩვენს მიერ დამოწმებულია მთათუშეთში1958 წელს. საგულდაგულოა არჩილის სიტყვები „საცერის წყობის“ შესახებ. არჩილი ამბობს:

 

ხრმლის ცემა, ლახტის თამაში, ბევრგვარ ბრუნება შუბისა,  საცერის წყობა, მათრახის, ბილდირგა რა შეუბისა.

21

(„ბილდირგა“ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ხელის ან თითის გასატარია“).

როგორც ჩანს, აქ საუბარია საერთოდ საბრძოლო იარაღის ხმარების ხელოვნებაზე, რომელშიაც კაპარჭიდან ისრის დროულ ამოღებას, მის „წყობას“ და ტყორცნას, ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

თუ ამ პოემის ზოგიერთი ადგილის მიხედვით ვიმსჯელებთ, მშვილდოსნობაში, სპორტის სხვა სახეობისაგან განსხვავებით, მეცადინეობდნენ ხანდაზმულ ასაკამდე.

 

დაბერდი და თვალს დაგაკლდა, მშვილდისარსა რად არ დასდებ?  

და სიბრძნე არის სამუდამო, სიკვდილამდინ ვერ გააგდებ.

 

ქართულ ხალხურ პოეზიაშიც ხშირად იხსენიება ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი. მშვილდი და ისარი ისეთი სისრულითაა მოხსენიებული, რომ ამის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ მშვილდოსნობის განვითარების დონის შესახებ და ავწეროთ კიდეც იგი ან დავაზუსტოთ მისი აღწერა; ასე, მაგალითადხევსურულ პოეზიაში ლაპარაკია იმაზე, რომ მშვილდებს აკეთებდნენრქისაგან, უმთავრესად ჯიხვის რქისაგან.

ხალხურ გადმოცემებს მხარს უჭერენ ისტორიული წყაროები. მაგალითად ვახუშტი ბატონიშვილი, „აღწერაში“ მიუთითებს ხელოსნებზე, რომლებიც ამზადებდნენ მშვილდებს ჯიხვის, თხისა და ხარის რქისაგან.

თუ ლიტერატურული მონაცემებით და პირველ რიგში პოეზიისა და ზეპირი გადმოცემების მიხედვით ვიმსჯელებთ, საქართველოში და განსაკუთრებით მის მთიან ზოლში დახელოვნებული მსროლელები ცხოვრობდნენ. მაგალითად გაზეთ „ცნობის ფურცლის“ 1901 წ. მე-7 ნომერში დაბეჭდილია ფოტოსურათი 12 წლის ხევსური ბიჭისა, რომელიც დამიზნების მომენტში დგას საბრძოლო მდგომარეობაში მშვილდითა და ისრით ხელში (სურ. 11). ფოტოსურათის განმარტებაში ნათქვამია, რომ ეს პატარა ხევსური ქართული სილამაზის კარგი ტიპია და ამასთან გამოცდილი მსროლელიცაა: გულადად ისვრის და ახვედრებს ორკაპიკიან მონეტას 12 საჟენის მანძილიდან.

შუა საუკუნეების საქართველოში მშვილდოსნობის არანაკლებ გავრცელების შესახებ თვალნათლივ მეტყველებენ ძველი ციხე სიმაგრეებიც. საქართველოს და განსაკუთრებით მისი მთია-

ნი ნაწილის გეორგაფიული მდგომარეობა საშუალებას იძლეოდა ციხე სიმაგრეები აშენებულიყო ისეთ ადგილებზე, რომლებიც უპასუხებდა საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის განვითარების იმდროინდელ დონეს.

 სურ.11

პ.ზაქარაიას საინტერესო ნაშრომში, რომელშიც მოყვანილია მასალები საქართველოში ციხე-სიმაგრეების მშენებლობისა და საბრძოლო იარაღის განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ, სცორედაა მითითებული იმაზე, რომ „საბრძოლო იარაღის, სატყორცნი და კედელსამსხვრევი მანქანების განვითარება უშუალოდ დაკავშირებულია საფორტიფიკაციო ნაგებობების კონსტრუქციისა და ფორმების განვითარებასთან“.

ციხე-კოშკების ჩვეულებრივ ამბრაზურები უკეთდებოდა, რომლებშიც მსროლელები იყვნენ ჩასაფრებული. ამის მაგალითია ბებრისციხის ამბრაზურები, რომელშიც ორი-სამი მსროლელი თავსდებოდა. იმ ციხე-სიმაგრეებში, რომელთაც არ გააჩნიათ კოშკები თავდასაცავი ხვრელები კეთდებოდა უშუალოდ ციხე-სიმაგრის კედელში. ასეთ შემთხვევაში მიწიდან 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე გაკეთებულია მთავარი ნიშები (წალოები), რომელთაც მცირე მოცულობის ხვრელები ჰქონდათ, აქვე დატოვებული იყო პატარა მოედანი მშვილდოსანთათვის.

საინტერესოა, რომ აფხაზეთის დიდი კედლის მშენებლობისას (საგუშაგო და თავდაცვითი კოშკებისა), ყველაზე საშიშ ადგილებში კოშკებს ერთმანეთს აშორებდნენ მშვილდიდიან ისრის გასროლის მანძილზე.

მე-15 საუკუნეში საქართველოში მთავარ იარაღად კვლავ

მშვილდ-ისარი რჩებოდა. უფრო გვიან კი ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებასთან ერთად (ჩვენ ისტორიულ დოკუმენტებში პირველი თოფი მოხსენიებულია 1448 წელს მომხდარ ამბებთან დაკავშირებით. მშვილდ-ისარი და ცივი იარაღის ზოგი სახე თანდათან კარგავს თავის პირვანდელ მნიშვნელობას. ბუნებრივია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გაჩენასთან ერტად დაიწყო ამბრაზურების შეცვლაც - გაჩნდა სათოფურები. ეს პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა, რამდენადაც თოფი ჯერ კიდევ არ იყო გადაქცეული ბრძოლის ძირითად იარაღად.

რაც შეეხება საქართველოს ისეთ რაიონებს, როგორიცაა ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი და სხვა მთიანი ადგილები, იქ შედარებით იშვიათ ცეცხლასროლ იარაღთან ერთად დიდხანს იყენებდნენ ცივ და სატყორცნ იარაღს.

მე-17 საუკუნის 40-იან წლებში მეფე თეიმურაზს ჯერ კიდევ ჰყავდა მშვილდებით, ხმლებითა და შუბებით შეიარაღებული ცხენოსანი და ქვეითი რაზმები. ამგვარად, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მთიელებს, სადაც როგრც ზემოთ იყო ნათქვამი, მშვილდი და იარაღის სხვა ძველი სახეები შედარებით დიდხანს იყო შემონახული, საქართველოში მე-17 საუკუნის დასასრულიდან ცეცხლსასროლ იარაღს უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მოპოვებული.

ამასთან ერთად ცნობილია, რომ მე-18 საუკუნეშიც (1747 წ.) ჯეირნებზე ნადირობის დროს, როდესაც არსებული ჩვეულების მიხედვით თოფის სროლა არ შეიძლებოდა, მშვილდ-ისარს იყენებდნენ.

რაც შეეხება მშვილდისა და ისრის მასალასა და დამზადების ტექნიკას, საბამის მოზიდვის წესებს, საერთოდ სროლის ტექნიკასა და სხვა მთელ როგ მნიშვნელოვან საკითხებს, მათი შედარებით სრული გაშუქება ეთნოგრაფიული მასალების მოშველიებით შეიძლება. ამ მასალით ირკვევა, რომ ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრებაში გვხვდება მშვილდები, ერთმანეთისგან განსხვავებულნი როგორც ზომით, ისე ფორმითა და დამზადების ტექნიკით.

დ.სალაძის ცნობით, ზემო რაჭაში მას უნახავს რკინის მშვილდი სიგრძით 3 ადლის და რკინისავე ისარი სიგრძით ორი არშინი, ხოლო სისქით ერთი გოჯი.

ქართული მშვილდები, მათი დამზადების მიხედვით 2 ძირითადი სახისაა - ხისა (მარტივი მშვილდი) და სხვადასხვა მასალისა (შედგენილი მშვილდები). 1

1 გუდამაყრელთა აღწერისას ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავდა: „...მშვილდმომქმედნი, აკეთებენ რქისაგან მჯიხვისა, ტხისაგან და ხარტაგან“. (ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი, 1941 გვ.65)) მაგრამ ჩვენს ხელთ არსებულ ლიტერატურულ და ეთნოგრაფიულ მასალაში მთლიანად რქისგან ნაკეთები მშვილდის არსებობა არ დასტურდება. უნდა ვიფიქროთ, რომ ვ. ბაგრატიონი ამ შემთხვევაში გულისხმობს ხისგან და რქისგან შედგენილ მშვილდს, რომელიც საყოველთაოდ იყო ცნობილი.

სულ უკანასკნელ დრომდე საქართველოში შემონახული იყო უმთავრესად მთლიანად ხისაგან დამზადებული უბრალო მშვილდები (სურ. 12).

რაც შეეხება სხვადასხვა მასალებისაგან შედგენილ მშვილდებს ისინი დიდი ხანია გამოვიდნენ ხმარებიდან და ამჟამად მათი ნახვა მხოლოდ მუზეუმებში ანდა ხატ-სალოცავებში შეიძლება. საბამი უმთავრესად ლერწმისა, მცენარეულის მოჭკოსა და ცხოველის ძარღვისაგან მზადდებოდა.

ისარი მზადდება მაგარი ჯიშის მსუბუქი ხისაგან და შედგება ძროსაგან, ტანისაგან, კილოს და ფრთისაგან. ქართულ ისრებში ზრო უმთავრესად ლითონისა გვხვდება (ეს არ გამორიცხავს იმას, რომ უძველეს ხანაში ხის, კაჟის ან სხვა მასალის ზროები იყო ჩვენში).

სულხან- საბა ორბელიანს (1658 -1725) მოჰყავს მშვილდის რამდენიმე სახესხვაობის დასახელება მისი მასალისა და დანიშნულების მიხედვით, საკუთრივ „მშვილდი“ (ისრის სატყორცნელი), „აჯის მშვილდი“ (გალაურის ენით რქის მშვილდი), „ბზაკალი“ („ხის მშვილდი გინა ბზის ხის კოპიტი“), „ქამანი“ („სუსტი მშვილდი“), „ჯიღა მშვილდი“ („ტყეთა შინა სასხლეტად მორთვენ მშვილდ ისართა რა ნადირნი გავლიან, შესძრავს დასხლტება და მოჰკლავს“).

სულხან საბა ორბელიანის კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველოში ცნობილი ისრები 11 სახედ იყოფა. საბას კლასიფიკაციის საფუძვლად აღებული აქვს ზროსა და ისრის ფრთის (თბეს) ფორმა, აგრეთვე ისრის სიგრძე. ავტორს ამ შემთხვევაში აღარ მოუცია ისრების ყველა სახის სრული აღწერილობა და ისაზღვრება გამოთქმით, რომ არსებობს ისრების სხვა ჯგუფი, რომელიც ატარებს საერთო სახელს „ბორძალი“ და სხვ.

„15 ისარი (44 ქება) ისარი ზოგადი სახელი არს ყოველთა ისართაი. ხოლო განიყოფიან სხუა და სხუა სახელებითა. ფრთე დაბალი და პირ წურილი., რომელსა ყივჩაყნი და თურქნი იქონებენ, არის საყალნო, ზომიერი ისარი, ფრთე მობრტყე და პირ მობრტყე არს სარჩა. მისგან უგრძესი, პირ დიდი და ფრთე მაღალი არს ქეიბური. ისარი სარჩის მსგავსი და პირგანპებული მომცრო არს ქიბორჯი. ისარი ქეიბურის მსგავსი, პირ დიდი და განპებული არს ბოძალი. ისარი სარჩის ტოლი, სამ ფრთოსანი, უპირო წვერ-მგრგუალი არს ყოდალი. ყოდლისა უგრძესი წუერმწვეტი ჯვარედად ჩხირ დასხმული არს ღრჯა. ფრთე მაღალი, გრძელი, გრკალ შემობმული არს სეფქა. უფრთო უპირო ისარი არს გეზი. სამალი არს ღარი რკინისა სატყორცებელი და ისარი მტკაველზედ მეტი მის ღარით სასროლი. სხუანიც რამ ისარნი არიან, (რაიბ/162) რომელსამე ბორძლად უწოდენ და სხუასა სხუასა. ხოლო ყრმათა ისარ ცუდასა - წინწკიტელა“.

ისრის ყველაზე ძველი ზრო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა ნახული და პალეოლითის ხანას განეკუთვნება, კაჟისაა (სურ. 13 55x670 მმ).

 სურ. 13

ეთნოგრაფიულად ფიქსირებული ისრების ზროები თავისი ფორმის მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა: მახვილწვერიანი: (ერთი ან ორი წვერით) და ბლაგვწვერიანი (სწორი და მომრგვალებული

 ბოლოთი). ზროების თითოეულ ჩამოთვლილ სახესხვაობას თავისი უპირატესობა აქვს. ასე, მაგალითად, ბლაგვწვერიანი ზროები გამოყენებულია უმთავრესად ფრინველებზე და პატარა ძვირფას ტყავიან ცხოველებზე სანადიროდ, ტყავის დაზიანების თავიდნ აცილების მიზნით. ბლაგვბოლოიანი ზროები სწორი წვერით გამოიყენება თევზაობის დროს. ამ შემთხვევაში ისარი გამოებმება მშვილდს გრძელი თოკით.

მშვილდის დამზადების წესი: მშვილდი სხლეტის მიხედვით ორი ძირითადი სახეობისაგან შედგება. ესენია: ჩვეულებრივი მშვილდი, რომლიდანაც ისრის გაშვება საბამიდან ხელით წარმოებს და ე.წ. კონდახიანი, რომელსაც სპეციალური სასხლეტი აქვს.

საქართველოში არსებული მშვილდები, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ისინი მრავალი ნაირსახეობითაა წარმოდგენილი, უმთავრესად ერთნაირი ფორმისა და ნაკეთობისაა. ზომაშიც, მაგალითად, ხევსურულს, თუშურს, ფშაურსა და სხვა მშვილდებს შორის დიდი განსხვავება არ შეიმჩნევა.

აღწერისათვის ჩვენ ძირითადად ხევსურულ მშვილდზე შევჩერდებით. ხევსურული მშვილდი შედგება მოჭრილი ხის (თხილის, დგნალის ან იფნის) ტოტისაგან და მის ორივე ბოლოზე მიმაგრებული დაწნული თოკისაგან რომელიც ხევსურეთში „საბამის“ სახელწოდებით არის ცნობილი.

მშვილდის სიგრძე დაჭიმულ მდგომარეობაში დაახლოებით 135 სმ. უდრის, ხოლო მოშვებულ მდგომარეობაში 150 სმ. აღწევს. „სახელურა“ ეწოდება მშვილდის შუა დამრგვალებულ ნაწილს (მისი სიგრძე შიგნიდან 12-15 სმ. უდრის, დიამეტრი 3-4 სმ. აღნიშნული ადგილიდან ორივე მხარე შიგნიდან ამოჭრილია ელასტიკურობისათვის. (იგი ტყორცნის დროს დამიზნებას ეხმარება). ზოგიერთ მშვილდს „სახელურა“ ამოჭრილ-ამოღრმავებული აქვს, რაც აადვილებს მშვილდის ხელში დაჭერას. მშვილდს თავსა და ბოლოში ორივე მხრიდან აქვს სამკუთხედის ფორმის ამოჭრილი ადგილები - „კილონი“, რომლებიც „საბამის“ დაჭიმვას ემსახურება (სურ. 14).

„საბამი“ ჩვეულებრივ მსხვილი რქოსანი საქონლის ტყავისაგან კეთდება, უკანასკნელ ხანს ზოგჯერ ამ მიზნით დაწნულ კანაფს

 ხმარობენ. მშვილდის ბოლოში მკვიდრად არის დამაგრებული, ხოლო თავში მარყუჟი აქვს გამობმული. როდესაც მშვილდი „ჩამოყრილია“ მარყუჟი ამოგდებულია კილოდან. მშვილდის საბრძოლო მდგომარეობაში ყოფნისას მარყუჯი ჩამოცმულია საბამის ჩამოსაყრელზე და მშვილდი მოღუნული. ამ უკანასკნელს საბამი საბრძოლო მდგომარეობაში მოჰყავს (სურ. 15).

მშვილდი უფრო ხშირად შოთქვის, ფოხვისა და დგნალისაგან მზადდება. შეიძლება აგრეთვე ცირცლისაგან დამზადებაც. მშვილდისათვის ტყეში მოჭრილ ხის ტოტს თუშეთში „საფშვინდეს“ უწოდებენ. საფშვინდედ აირჩევენ ძირეულად - „შვებულად“ ამოსულ ხეს, დაახლოებით მაჯის სიმსხო „შვებულოს“. საშვინდე ისე უნდა შეირჩეს, რომ „ჭიდი არ ჰქონდეს გოზაში“.

მშვილდის სიგრძე ადამიანის „შეძლების ანუ მისი ძალის მიხედვით მოიზომება“. ჩვეულებრივად მშვილდს ორივე გაშლილი მკლავების სიგრძისას ირჩევენ, რასაც ყულაჯი ეწოდება (სახელურის ზემო ნაპირიდან იგი მწყრთა და ერთი მყკაველი უნდა იყოს). სამშვილდე ხეს რომ მოსჭრიან, ზურგიდან მოთლიან ცოტას, მეტი დრეკადობის მიზნით.

ამ საფშვინდეს ერთ კვირამდე დააცლიან, რომ „ცოტა შეშრეს“, შემდეგ საფშვინდეს გამოსაშრობად (გამოსახარშავად)

დებენ ნაკელში დაახლოებით ერთი კვირით, მაგრამ არის ცნობა იმის შესახებაც, რომ ზოგნი საფშვინდის ამ წესით გამოშრობას 2-3 თვეს ანდომებენ. (ცნობა მოგვაწოდა სოფ. ქუმელაურთა-ში მცხ. ხარება ღვთისოს-ძე ბექურაიძემ).

ითვლება, რომ ნაკელს საფშვინდე „გამოყავს“ - აწრთობს მას. მთათუშეთის ზოგიერთ სოფელში (მაგალითად ფარსმაში) ამ მიზნით ცხენის „მჩორეს“ ირჩევდნენ, ვინაიდან, მათი დაკვირვებით, ეს უფრო დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, საერთოდ უფრო მხურვალეა და კარგადაც აწრთობსო მშვილდს. „მჩორეს გამოყავსო“, ამბობენ თუშები, ან „ისეთი სიმხურვალე აქვს, რომ რკინას გამოალბობსო“. შემდეგ ამოიღებენ საფშვინდეს, გარეცხავენ, მშვილდს გააკეთებენ და საბამს მოარგებენ. საბამის მორგებისას საბამსა და მშვილდის სახელურს შორის გარკვეულ მანძილს იჭერენ (სურ. 16).

ცნობილია, რომ ჩვეულებრივად საქონლის შარდიცა და ნაკელიც ბაშტის კარის წინ გროვდება. საფშვინდეს, როგორც წესი, ნაკელის ქვეშ ათავსებენ იქ სადაც შარდი იწურება. ამის მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ საფშვინდის წრთობაში უფრო მეტი როლი შარდს უნდა ჰქონოდა.

გამზადებულ მშვილდს (უსაბამოდ) zogi ალუdის (ლუდის) სახარშ ქვაბში ჩააყუდებდა და ლუდდთან ერთად ხარშავდა 3-4 საათის განმავლობაში. მშვილდის გამოხარშვა, გარდა ამისა, არყის ბუყშიც იცოდნენ. (ბუყი არყის გამოხდის შემდეგ დარჩენილი ნაძირალია). საამისოდ მშვილდს ჩადებენ ცხელ ბუყში და ერთი კვირის განმავლობაში აქ ამყოფებებდნენ.

საფშვინდის გამოსაშრობად ზემოხსენებულ წესებს ამჟამად აღარავინ მიმარტავს, განსაკუთრებით ეს ითქმის გამოშრობაზე. რომელიც იმდენად ძველია, რომ მეხსიერებაში მისი აღდგენა ძნელდება. სამაგიეროდ ახლაც კარგად ახსოვთ, რომ შალის საქსოვი ბეჭები მათ გამოყენებამდე წინასწარ ნაკელში უნდა ჩაეგდოთ.

საფშვინდის გამოშრობის შემდეგ მას დანით გააცლიან ქერქს „სიგრძიდან-სიგრძემდე“, შიგნითა მხრიდან, საიდანაც იგი უნდა გაითალოს. მერე შუაში დაუტოვებენ სახელურის ადგილს, ხელის

ზომაზე ცოტა მეტს, დაახლოებით 15 სანტიმეტრამდე. რაც უფრო სქელია სახელურის ადგილი, მით უკეთესია - ეს ზრდის გოზანების („გოზა“ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით მშვილდის მწუერვალია) დრეკადობას. შემდეგ გაუთლიან ორივე მხარეს დახლოებით ნახევარ სისქემდე. გოზანი გვერდებით ისე უნდა ჩაეთალოს მშვილდს, რომ თითოეული შუა ნაწილი ცოტა ამაღლებული იყოს, რადგან ეს ნაჭილი ყველაზე დიდ დატვირთვას განიცდის, ჩვეულებრივ. ამის შემდეგ მუხლზე ისინჯება გოზანების სისქის ერთგვარობა, აქედან კი მისი დრეკადობა. ამის მიხედვით ხდება შემოწმება „გოზანები მოსდევს თუ არა“, ე.ი.თანაბარი დრეკადობისაა თუ არა.

ამის შემდეგ გოზანებს უკეთდება ჭდეები. უკანა მხარის გოზას ჭდეები საბამის დასამაგრებლად არის განკუთვნილი. უკანა გოზას ორივე მხარეს თითო ან ორ-ორი ჭდეა. გოზანებს ორ-ორ ჭდეს იმიტომ უკეთებენ, რომ საბამი რამდენჯერმე დაეხვიოს. იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება მშვილდის ან საბამის ელასტიკურობა, საბამს სხვადასხვა ზომაზე უკეთებენ. ამიტომ საბამის მოზომვისას სათანადო თადარიგს იჭერენ. წინა გოზას მხარზე თითო ჭდე აქვს; მათ „ამოსაგდები ყია“ ეწოდება. საბამის ეს ბოლო მუდმივი მყარი ყულფით არის დამაგრებული. მშვილდის ჩამოგდება „ჩამოყრა“ (მოშვება) ამ ყულფის ჩამოხსნით წარმოებს.

„მშვილდი ხმარებაში უნდა იყოს, სახრეს რომ მოსჭრიან, ხმარებაში უნდა ჩავარდეს. თუ არ იხმარება გახმება და ხმარებაში გატყდება. ასევეა „გოზანებიც“, - ამბობენ ადგილობრივი ოსტატები.

თუ საფშვინდედ მოტანილი ხე გახმა ჯერ გააკეთებენ მშვილდს და შემდეგ წყალში ჩააგდებენ, რომ სროლის დროს გოზანები არ დაიმტვრეს.

ადგილობრივთა თქმით „მშვილდი საერთოდ დიდხანს ძლებს. ჭია თუ გაუჩნდა, თორემ ჩქარა არ ფუჭდება. მას სახლში „საბოლეში“ ინახავენ, მთავარია სიმშრალეში იყოს“.

გარდა ზემომოყვანილი მშვილდებისა, არსებობდა აგრეტვე კონდახიანი მშვილდები.

კონდახიანი მშვილდი შედგება ორი ნაწილისაგან: მშვილდისა და კონდახისაგან. მშვილდი ჩადგმულია კონდახის წინა ნაწილ-

ში, საბამი წესისამებრ მიბმულია ბოლოებზე. კონდახის ზემონაწილი ამოღებულია ისრის ჩასადებად. კონდახიან მშვილდს, რომელსაც სვანეთში „ცხემად“ ეწოდება, აქვს ჩახმახი, რომელზედაც საბამი იმართება. ცხემათის მოსამარტად ფეხის ძალის გამოყენებაა აუცილებელი. ამ ტიპის მშვილდ-ისარი ხევსურეთშიაც გვხვდება, სადაც მას „სასხლეტიანი“ მშვილდი ეწოდება.

ისრის დამზადების წესი. საქართველოს მთიან რაიონებში ჩვენს მიერ დამოწმებული ისრები, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის განყოფილებაში დაცული ისრის ზროები უმთავრესად ორგვარია: მჭრელი (პირწაწვეტილი - ერთწვერიანი, ორწვერიანი) (სურ. 17) და ბლაგვი (ბრტყელპირიანი და მრგვალპირიანი) (სურ. 18). მათ შორის უმეტეს შემთხვევაში მჭრელი, ერთ წვერიანი ზროებია.

ბლაგვ ზროებს შორის აღსანიშნავიაბრტყელპირიანი ზრო. ეს უკანასკნელი იხმარება თევზებზე სანადიროდ. როდესაც სროლა ახლო მანძილიდან სწარმოებს ამ შემთხვევაში ისრის ბოლო მშვილდზე ან საბამზეა თოკით დამაგრებული.

ხევსურეთში ისარი შვინდის, ტყემლის ან სხვა ხისგან კეტდება. ისრების სიგრძე სხვადასხვაა (50-დან 75 სმ-მდე). ისარი შედგება: ტანისაგან, ზროსაგან, თბესაგან და კილოსაგან (კილო სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ისართა მშვილდის საბელთა ჩასაგდებელია“).

ისრის ტანი რაც შეიძლება სწორი უნდა იყოს. მას თავზე „ზრო“ აქვს დასმული (ისრის მთლელს სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ჯოლბორდი“ ეწოდება). (სურ. 19).

საქართველოში ზრო კეთდება რკინისაგან 1, ხშირად ტყვიისა და ფორმით იგი კონუსს წააგავს. სიგრძე სხვადასხვაა (2,1-დან 5 სმ-მდე). ზროს ძირითადი დანიშნულებაა უპირველეს ყოვლისა დარტყმის ეფექტის გაძლიერება, სროლის სიზუსტის უზრუნველყოფა და ისრის წვერის გახეთქვისგან დაცვა. ბოლოში ისარს უკეთდება „თბეები“. საამისოდ იხმარება მეტწილად ბორას, აგრეთვე ყაჯირის, სვავის არწივის ან ორბის ფრთა. თითოეული ფრთა ცალკე მიწებებულია ისრის ტანზე (ისრის ბოლოდან 3,4 -4,0 სმ. დაცილებით) და წარმოადგენს სამკუთხედს. მის დანიშნულებას გატყორცნილი ისრის სწორი მიმართულების დაცვა წარმოადგენს.

1 საქართველოში ისრის ზროს შარდში წრთობის ფაქტი აღწერილი აქვს ალ. კოჭლავაშვილს მოხსენებაში, რომელიც მან წაიკითხა საქართველოს ფოლკლორისტთა პირველ სამეცნიერო რესპუბლიკურ კონფერენციაზე 1956 წლის დეკემბერში.

ისრის დამზადების წესები. ისარი, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ზოგადი მნიშვნელობის ტერმინია. მთათუშეთში ისრის ორი ძირითადი სახეობაა დამოწმებული: „წებულა“ და „ისარი“. 2

2 „წებულა თუშეთში ეწოდება ჩვეულებრივ ისარს, ხოლო „ისარი“ წებულასაგან განსხვავდება იმით, რომ იგი გაუთლელი წკნელია, უზრო და პირწამახული; მას მხოლოდ ორი თბე აქვს.

წებულა კეთდება ფიჭვისაგან, ვერხვისა და ცაცხვისაგან. იგი ითლება სპეციალური ხოწით ისე, რომ სწორი გამოვიდეს. თუ ცაცხვის ტოტი კარგად გაითალა, წებულა ამ ხისა სჯობია. საერთოდ ცაცხვის ისარი უფრო სუსტია ამიტომ იგი სპეციალურად უნდა გამოიხარშოს ან სალუდე ქვაბში ან ბუყში (უზროდ). მას წებოს საშუალებით უკეთდება სამი ან ოთხი თბე (რომ ქარისაგან არ იბრუნოს). თბეს აქ ისე არ უკეთებენ როგორც „ისარს“, ვინაიდან დიდი ძალა ხვდება და შეიძლება გასკდეს. წებულას თბეს სიგრძე დაახლოებით 4 თითის დადებაა. წებულას ზურგი შუაწელში უფრო მსხვილი უნდა იყოს - წონასწორობასაც იცავს და მაგარიცაა.

წებულას სიგრძე 8 მჯიღი (სამი მტკაველი) უნდა იყოს. შუა მჯიღი შედარებით უფრო სქელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწაზე მოხვედრის დროს იგი იმტვრევა. წებულა იხმარება ნადირობისა და ყაბახის დროს, ვინაიდან სროლის სიზუსტეს წებულა უფრო უზრუნველყოფს, ვიდრე „ისარი“. დართლოს ზემოთ (ჭეშოში, ფარსმაში და ა.შ.)წებულა არ იყო ცნობილი (სურ. 20). (სურ. 21)

           

„ჯღიანი“ წებულა იხმარება ნადირობის დროს. ზროს აქვს გაკეთებული ხის „ჯღა“ (სურ. 21). ჯღიანი წებულას წვერი რომ გასცდეს კიდეც მიზანს, ამ უკანასკბელს ერთ-ერთი ჯღა მაინც მოხვდება. ამ ტიპის ისრებს სულხან-საბა ორბელიანი „ღრჯა“-ს უწოდებს.

„ისარი“ კეთდება უბრალო ხის ყლორტისა ან „შვებულოსაგან“, იგი მსუბუქია. ისარი წებულოზეუფრო წვრილია. მას არ თლიან; უკეთდება ორი თბე. იგი ბრუნავს თავისი გრძივი ღერძის გარშემო. სიგრძე თითქმის იგივე აქვს, რაც წებულას. გასწორების მიზნით ისარს ცეცხლში ატარებდნენ ან ნაცარში ამყოფებდნენ. ისარს ზრო არ აქვს.

საისრეს რომ მოჭრიან და სახლში მოიტანენ, ჯერ ცეცხლში ან ნაცარში (ნაკვერჩხალში) ახურებენ - გაატარ-გამოატარებენ, შემდეგ ასწორებენ. ათავსებენ ისეთ სწორ ადგილას, რომ არ გამრუდდეს. მერე გაიფხიკება და უკეთდება ყია და წვერი.

ისარს ზოგჯერ ადუღებულ წყალშიც კი ხარშავენ, რომ

ხის „ზეთოვნობა“ გამოეყოთ, უფრო მსუბუქი გაეხადათ და სიმაგრე შეემატებინათ. ისარი ისეთი სისწრაფით მიდიოდა, რომ თქმულებაც კი არის, „ნადირს ისარი ისე უნდა გასვლოდა, რომ არ დამჩნეოდა სისხლი“.

კაპარჭი მშვილდ-ისრის კომპლექტში შედის. კაპარჭის შემოღებას ზოგნი მოწამლული ისრების გაჩენას და მრავალი ისრის მოხერხებულად ტარების აუცილებლობას მიაწერენ. კაპარჭი მხარზე ან ქამარზეა ჩამოკიდებული. კაპარჭები სხვადასხვა ზომისაა; მათ შორის ზოგი მშვილდსაც კი იტევს.

საქარელოში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კაპარჭები ისრების სატარებლად იხმარებოდა. საქართველოს მუზეუმში დაცული კაპარჭი ადგილობრივი წარმოებისაა. აკადემიკოს ს.ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიული ფონდები 3-29. სულხან საბა ორბელიანის განმარტებით „ისრის ქარქაში“. (სურ. 22). იგი ტყავისაა, მაღალი, ვიწრო ორივე მხრივ შებრტყელებული, კასრის მოყვანილობისაა. (მეკაპარჭე სულხან საბა ორბელიანის განმარტებით „ნიჯორგალია“). თუშეთში ჩაწერილი მასალის მიხედვით კაპარჭს შიგნით ჩამაგრებული აქვს ვერტიკალურად სვავის ფრთის ძირები, რომელტა სიღრუვეში თავსდებოდა კაპარჭში ჩაწყობილი ისრის ზროები. (საისრე დიდ კაპარჭს სულხან საბა ორბელიანის განმარტებით „ნიჟგორი“, ხოლო მენიჯგორე და ნიჟორგალი მნე მათი ეწოდება). როგორც ჩანს არსებობდა აგრეთვე მშვილდის „ჩასადებელი“ (სულხან საბა ორბელიანის მიხედვით „ხილიფა“ იგივე „ჩალათა“).

სროლის ტექნიკა (იხ. ტაბულა I,II). საბრძოლო დგომი - მშვილდოსნის ყველაზე მოხერხებული მდგომარეობაა. სროლის წინ იგი სამიზნისაკენ მარცხენა მხრით დგას. სამიზნის ცენტრი მეტწილად ორივე ფეხებზე ერთნაირადაა განა-

წილებული; ფეხები მხრების სიგრძეზე ოდნავ ვიწროდაა გადადგმული, ტერფებით ცოტა განზე. მშვილდის სახელური მარცხენა გამართულ ხელში იმყოფება. ისარი მარჯვენა ხელით დადებულია მშვილდზე ისე, რომ მისი მოზიდვის დროს ისრის ზრო მშვილდის სახელურთან აღმოჩნდეს. ისარი მარცხენა ხელის ცერი თითის ზურგით მაგრდება, ხოლო მარჯვენათი ისრის კილოთია საბამზე ჩამოცმული.

დამიზნება - „ნიშნის აღება“. მშვილდოსანი საბრძოლო დგომიდან მშვილდს მაღლა ასწევს და ერთდროულად საბამს მოზიდავს. გასროლის წინ მშვილდი ნახევრად ვერტიკალურ (ირიბ) მდგომარეობაშია, ხოლო ისარი მარცხენა ხელით დამიზნებულია სანიშნეზე. საბამი დამიზნებისას ისე მოიზიდება, რომ ისრის ზრო მშვილდის სახელურთან მოვიდეს. მარჯვენა ხელი ამ დროს დაახლოებით მარჯვენა ლოყასთანაა.

დამიზნებისას მშვილდოსანი, საბამის მოზიდვასტან ერთად, ისრის ზროს თვალით უსწორებს სამიზნეს. „კარგი თვალის მქონე“ მშვილდოსანი ისრის ზროს უსწორებს არა სამიზნეს ცენტრს, არამედ ცოტა ზემოთ, რადგან ითვალისწინებს, რომ ისარი გარკვეულ ტრაექტორიას მოხაზავს ჰაერში. ისრის მოხვედრის სიზუსტე ამ შემთხვევაში დამოკიდებულია მშვილდოსნის გამოცდილებაზე. მშვილდის ხარისხსა და ძალაზე, ისრის სიმძიმეზე, ქარის მიმართულებაზე, მანძილსა და სხვა ფაქტორებზე.

დამიზნებისას მშვილდოსანს იარაღი საბრძოლო დგომიდან ისეთ მდგომარეობაში მოჰყავს, რომ ისრის ზროს მიმართულებით მოსახვედრი საგანი აღმოჩნდეს. მშვილდოსანი ამ დროს უყურებს რა სამიზნეს, ზემოაღნიშნულ ფაქტორებთან ერთად ითვალისწინებს ისრის მოძრაობის შესაძლებელ მიმართულებას (ტრაექტორია). ჩვენი მთიელები ბავშობიდანვე ისე კარგად არიან გაწვრთნილები დამიზნებაში, რომ ისრის სროლის ტექნიკის ძირითადი ელემენტები ჩვევაში აქვთ გადასული.

სწორი დამიზნება დამოკიდებულია არა მარტო მშვილდოსნის მხედველობაზე, თუმცა ეს მთავარია, არამედ იმაზეც, თუ რამდენად შეთანხმებულია ადამიანის სხვადასხვა ორგანოების მოქმედება. მშვილდის მაქსიმალური მოზიდვა და ისრის გაშვება თითქმის ერთდროული უნდა იყოს, რათა მშვილდი გოზაში არ გადატყდეს. გარდა ამისა დაჭიმულ მდგომარეობაში ხელის დიდხანს გაჩერება ძნელია. (ისრის კილოს დაზიდვით ჭერას სულხან-საბა ორბელიანი „კიპი-ს“ უწოდებს).

დამიზნებისას მარცხენა ხელი მთლიანად გამართული უნდა იყოს. ცერი თითი მიბჯენილია სახელურზე, ზოგი კი უბრალოდ

 

შემოახვევს ხელს. სალოკი თითი ნახევრად მოხრილია და ზედ თითზე ედება, რითაც წონასწორობას იცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისარი შეიძლება გადავარდეს ხელის ზურგზე და მიმართულება დაიკარგოს. მშვილდოსაანი თითოეული გასროლის წინიმ ხელს, რომლითაც საბამს ზიდავს, ხშირად მიწით იმშრალებს, რაც ხელს უწყობს მშვილდის მაგრად მოზიდვას.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მშვილდის მოზიდვის თავისებურებათა თვალსაზრისით ლიტერატურაში ცნობილია ექვსი სხვადასხვა წესი. ჩვენს ხელთ არსებული ეთნოგრაფიული მასალა საშუალებას იძლევა ეს კლასიფიკაცია შევსებულ იქნას. საკუთრივ თუშური მასალის მიხედვით დგინდება მშვილდის მოზიდვის შემდეგი წესებისა და ვარიანტების არსენობა:

1.      „წიკუთ მოწევა“. საბამი გადის ჯიგვსა და სალოკ თითებზე; ყია დასმულია საბამზე

ერთმანეთზე მიდებული ჯიგვისა და სალოკ თითის ბალიშებს შორის. ორივე თითი გამართულია. ძალა არათანაბრადაა განაწილებული. ეს ხერხი უმეტესად ბავშვებსა და ქალებს შორისაა გავრცელებული, როდესაც ისინი იწყებენ მშვილდ ისრის ხმარების სწავლას. მშვილდის მოზიდვის ეს წესი ზემოხსენებული კლასიფიკაციისთვის უცნობია.

 

2.      „უბრალოდ მოწევა“. საბამი გადის ჯიგვსა და მოხრილ სალოკ თითს შორის; ყია მოდებულია საბამზე ამავე თითებთან ბალიშის კიდეზე. ამ თითებითვე ხდება საბამის დაჭერაცა და მოზიდვაც. ამ წესის ვარიანტებია:                                                       ა)ხსენებული თითებით უმთავრესად ისრის დაჭერა, ხოლო შუა და არათითით საბამის მოზიდვა; ბ) იგივე, ხოლო საბამის მოწევა აგრეთვე ნეკის („თითნიკას“) დახმარებით. დასახელებული წესი შეესიტყვისება ზემოხსენებული კლასიფიკაციის პირველ წესს.

 

3.      „მჯიღით მოწევა“. საბამი გადის სალოკსა და შუა თითს შორის. ისრის ყია მოთავსებულია ამავე თითების მეორე ფალანგის მოხრის ადგილზე. ამ თითებს ეხლარება ჯიგვი (ცერი თითი) რომელიც ბალიშით აწვება სალოკს მეორე ფლანგზე. ჯიგვი ამ შემთხვევაში ხელს უწყობს ისრის მტკიცედ დაჭერას, ხოლო მთავარი ძალა მაჩვენებელსა და შუათითზე მიდის (სურ, 23).

 

ეს წესი განსხვავდება ხმელთაშუაზღვისეული წესისგან საბამის მდებარეობით და იმით, რომ ამ შემთხვევაში მოზიდვა მთელი მჯიღით წარმოებს.

 

 

4.      „ჯიგვური“. საბამი გადის ჯიგვის პირველ სახსართან; ყია მოდებულია საბამზე აქვე. ჯიგვი მიბჯენილია მაჩვენებელი თითის მეორე ფლანგზე. შუათითის ბალიში აწვება ჯიგვის ფრჩხილს. მთავარი ძალა ამ შემთხვევაში ჯიგვის ფალანგზე მოდის, ხოლო მაჩვენებელი თითი ეხმარება მას ისრის დაჭერაში (სურ. 24 და სურ. 25).        ვარიანტები: ა) იგივეა, ხოლო მონაწილეობს როგორც დამხმარე, არა მარტო არათითი, არამედ შუათითიც. დასახელებული წესი ზემოაღნიშნულ კლასიფიკაციაში არ არის მოყვანილი.

5.      „მუჯუგნით მოწევა“. საბამი გადის მაჩვენებელ თითსა და ჯიგვს შორის. ისრის ყია მოთავსებულია მაჩვენებელი და შია თითისპირველი ფალანგის ზურგზე. ისრის ყიას ზემოდან ჯიგვი იჭერს (სურ. 26 და 27).

ეს წესი დიდ ხელოვნებასა და შეჩვევას მოითხოვს, რადგან ვარჯიშობის შედეგად ხსენებული თითების პირველი სახსრების ზურგი კარგად თუ არ გამაგრდა, ძნელია სროლა. ეს ხერხი უფრო კარგად ნავარჯიშები მოხუცების მიერ გამოიყენება, უფრო

საიმედოა და სატყორცნადაც ადვილის. არც ეს წესია ზემოხსენებულ კლასიფიკაციაში მოყვანილი.

ხევსურეთში დღემდე შემორჩენილია საბამის მოზიდვის სამი წესი. პირველი მათგანი, საკუთრივ საბამის მოზიდვა მხოლოდ ბერა და მაჩვენებელი თითით თითქმის მთლიანად შეეფარდება იმ წესს, რომელიც ზოგად ეთნოგრაფიაში პირველადს და „ბუნებრივ“ წესად არის ცნობილი (სურ. 28).

მეორე წესის დროს საბამი იჭიმება ბერა, მაჩვენებელი და არათითით. (საბამის მოზიდვის აღნიშნული წესი დამოწმებულია პროფ. გ. ჩიტაიას მიერ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მთლიანი ეთნოგრაფიული გამოფენა „მშვილდ-ისარი“).  (სურ. 29). გარდა ამისა1957 წ. ხევსურეთში, ჩვენს მიერ ჩაწერილ იქნა დასახელებული წესის სახესხვაობა, რომელიც ითვალისწინებს საბამის მოზიდვას, ბერა, მაჩვენებელი, შუა და არათითით, ოღონდ შუათითი უნდა ებჯინებოდეს არათითს (სურ. 30). ამრიგად ქართველ მთიელებს შორის, კერძოდ, თუშეთსა და ხევსურეთში, საბამის მოზიდვის წესების შესახებ არსებული ეთნოგრაფიული მასალა ძირითადად ემთხვევა ზოგადი ეთნოგრაფიიდან ცნობილს, მაგრამ ამასთან ერთად იგი ავლენს საინტერესო თავისებურებებს, რაც საშუალებას გვაძლევს შევავსოთ მშვილდის სარგებლობის სესების არსებული კლასიფიკაცია.

საქართველოში მშვილდოსნობის სხვადასხვა ხერხების შემონახულობა მყარი ტრადიციის სახით საფუძველს ქმნის იმისთვის,

რათა აღდგენილ იქნას სპორტული მშვილდოსნობის ყველაზე სასარგებლო სახე თანამედროვე ფიზიკური აღზრდის პრაქტიკაში, პირველ რიგში მოსწავლეთა და სტუდენტთა შორის დანერგვისათვის. ეს დაეხმარება აგრეთვე მაღალკვალიფიციური მშვილდოსნების მომზადებას სპორტული მშვილდოსნობის საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

ყოველივე ზემოხსენებული საფუძველს გვაძლევს დავაყენოთ საკითხი სპორტული მშვილდოსნობის უფრო ფართოდ ორგანიზაციულად დანერგვის აუცილებლობის შესახებ. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვსვამთ საკითხს, სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადების პროგრამაში მშვილდოსნობის შეტანის შესახებ. სპორტის ეს სახეობა ფიზიკური აღზრდის სხვა საშუალებებთან ერთად ხელს შეუწყობს ახლაგაზრდობის მრავალმხრივ ფიზიკურ მომზადებას შრომისა და სამშობლოს თავდაცვისათვის.

Back

 

 Copyright Gotscha Lagidse, 2017, All rights reserved.