Back

                                              

მშვილდი იყო ჩვენი წინაპრების ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი და აღინიშნა მრავალ ძველ და თანამედროვე წყაროებში. მიუხედავად შეზღუდული ხელმისაწვდომი ფაქტობრივი მონაცემებისა და ნაწილობრივ დაუსაბუთებელი ინფორმაციისა საბედნიეროდ დღემდე მოაღწია ქართული შედგენილი მშვილდის რამდენიმე ნიმუშმა. კერძოდ, მე-11 მე-12 საუკუნით დათარიღებული მშვილდები მესტიის მუზეუმიდან.  ეს მშვილდები კლასიფიკაციის მიხედვით რთულ (იგივე რქის) შედგენილ მშვილდებს წარმოადგენენ.

მსოფლიოში ცნობილია 20-ზე მეტი ტრადიციული მშვილდების ოჯახი, მაგრამ დღემდე არსად იყო აღნიშნული ან განხილული ქართული მშვილდი.  

ამ ნაშრომის მიზანია მეცნიერებს, მკვლევარებს და უბრალოდ დაინტერესებულებს, აგრეთვე მოსწავლე ახალგაზრდებს გააცნოს ქართული მშვილდის ეს ნიმუშები, რაც აგრეთვე შეავსებს მსოფლიო მშვილდოსნობის კულტურის ისტორიას.

* წინამდებარე ნაშრომში მშვილდოსნობის ზოგადი მიმოხილვა ძირითადად ეყრდნობა აკადემიკოს ვასილ ელაშვილის წიგნს „მშვილდოსნობა“ 1959 წ.. შევსებულია ახალი მასალებით და ინფორმაციით მესტიის მშვილდების რეკონსტრიქციის და პრეზენტაციის მხარდასაჭერად, რასაც მოკლე ხანში შემოგთავაზებთ. 11-09-2016.

 

საბრძოლო იარაღების განვითარების ისტორიაში მშვილდოსნობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს არის პირველი საბრძოლო იარაღი რომლის მოქმედების საფუძველია აკუმულირებული ენერგიის გამოყენება. მოშვილდური ხის ენერგია, როგორც ჩანს, მშვილდ-ისარზე ადრე ნადირთა საჭერ და სხვა სატყორცნ იარაღებში იყო გამოყენებული. მაგრამ საბრძოლო იარაღთა შორის ამ მხრივ პირველი ადგილი მშვილდ-ისარს ეკუთვნის. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ.5)

ადამიანისათვის, რომელიც ხედავდა ხის ტოტის მოხრის დროს შექმნილ წინააღმდეგობას (რაც ტოტის უკან დაბრუნებისადმი მისწრაფებას გულისხმობს) და მისი გაშვების შემთხვევაში ტოტის დიდ სისწრაფესა და ძალას, თავისი განვითარების გარკვეულ პერიოდში მისახვედრი უნდა გამხდარიყო დაგროვილი ძალის მიზანმიმართული გამოყენების ხელსაყრელობა. მართლაც, ამ დაკვირვების შედეგად, ადამიანმა დაიწყო ისეთი ელასტიკური ჯოხების ხმარება, რომელთა მეშვეობით იგი ქვას შორს ისროდა. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 5)

უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ ამას მოყვა მშვილდის გამოგონება შედარებით პატარა ჯოხის (ისრის) შორს და ზუსტად სროლის მიზნით. იმდენად, რამდენადაც მშვილდ-ისარი წარმოადგენდა ენერგიის ახალი ფორმით გამოყენებას, იგი საფუძვლად დაედო ადამიანის არსებობის პირობებისათვის ბრძოლის საშუალებათა განვითარების ახალ საფეხურს. ამიტომ იყო, რომ . მორგანმა მშვილდ-ისარი მიიჩნია ველურობის შუა და ზედა საფეხურის მიჯნად. ხოლო .მორგანზე დაყრდნობით .ენგელსმაც კულტურის პერიოდიზაციაში მშვილდ-ისარს ასეთივე ადგილი მიუჩინა. მშვილდ-ისრის დახასიათებისას .ენგელსი ამბობს: „მშვილდი, ლამბი და ისარი შეადგენენ უკვე მეტად რთულ იარაღს, რომლის გამოგონება ხანგრძლივად დაგროვილ გამოცდილებას და გამახვილებულ გონებრივ ძალებს გულისხმობს“. (ლამბი სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „სეფქისა და ჩოგნის თასმა და მისთანანია“). უკანასკნელ ხანს დაგროვილი მასალების მიხედვით შესაძლებელი ხდება ვილაპარაკოთ მშვილდის გამოყენებაზე უკვე ზემო პალეოლითში (ქართული, უნგრული და სხვ. არქეოლოგიური მასალების მიხედვით). (.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 . გვ. 6)

(სულხან საბასთან რაც წერია, მშვილდის საბამთან ესენი უფრო ახლოა - ალყა (აბრეშუმის თოკი), ძალი, ლარი (წელის (ანუ ნაწლავის) ძალი)

ასევე საინტერესოა:  საბელი - (კორდა B.; იფ ZAaBCDE.; ტოსუნქ B. თოგ CDE.) ზოგადი სახელი არს ყო()ელთა შეგრეხილთა;

იმ დროიდან მოყოლებული მე-14 საუკუნემდე, როცა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებამ ფართო ხასიათი მიიღო, მშვილდ-ისარი წარმოადგენდა შორ მანძილზე სროლის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას, ძველთაგან მომდინარე შურდულთან და შედარებით გვიან გაჩენილ ბალისტიკურ იარაღთან ერთად. მაგრამ ამ იარაღებს შორისაც მშვილდ-ისარს უპირატესობა ჰქონდა შურდულთან შედარებით მოხვედრის სიზუსტის მხრივ, ხოლო ბალისტიკურ იარაღთან შედარებით - გამოყენების სფეროს მხრივ. თოფის წამლის გაჩენის შემდეგაც მშვილდ-ისარი დიდხანს ინახავდა საბრძოლო და სანადირო იარაღის ფუნქციას, ზოგიერთ ტომში იგი დღესაც ინარჩუნებს სანადირო იარაღის დანიშნულებას. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 6)

ცეცხლსასროლი იარაღის გაუმჯობესებასთან ერთად მშვილდ-ისარმა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა თანდათან დაკარგა და ჩვენამდე მან მოაღწია უმთავრესად როგორც სპორტის სახეობამ და საბავშვო გართობამ. მაგრამ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა (ფიზიკური აღზრდის საშუალება) მშვილდ-ისარმა სამხედრო და სანადირო ფუნქციებთან ერთად ძველთაგანვე მოიპოვა. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 6).

შეიძლება ითქვას, რომ მშვილდოსნობა ერთ-ერთი უძველესი ხელოვნებათაგანია, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ხალხში, დაწყებული პირველყოფილ თემური წყობილებიდან, მაგრამ არ იქნებოდა სწორი, თუ ვიტყოდით, რომ მშვილდოსნობა მთელი პირველყოფილი კაცობრიობისათვის საყოველთაოდ იყო ცნობილი. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ 6,7)

მშვილდიდან ისრის სროლას ჩვენ ვხვდებით ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური წყობილებისათვის დამახასიათებელ თამაშობებში. ამის დასასაბუთებლად მოვიყვანთ ცნობილ მასალას იმის შესახებ, რომ შორეული აღმოსავლეთის, ციმბირის, ალტაისა და სხვა მრავალ ტომის ყოფაში მე-18 და მე-19 საუკუნეებში ჩაწერილი მასალით, ამ დროს ფართოდ იყო გავრცელებული კოლექტიური შეჯიბრებანი რბენაში, ცურვაში, ნიჩბოსნობაში, შუბის ტყორცნაში, მშვილდიდან სროლასა და სხვა სახეობებში. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ. 7)

მე-19 საუკუნეში მანსებს, ხანტებსა და ნანაელებს შემონახული ჰქონდათ პირველყოფილ თემურ წყობილებისათვის დამახასიათებელი ბევრი თამაშობა და მათ შორის განსაკუთრებით გავრცელებული შეჯიბრების ხასიათის თამაშობა „დათვაობა“, რომელიც რბენისა და ჭიდაობის ელემენტებთან ერთად მშვილდიდან სროლასაც შეიცავდა. ამ თამაშობაში გამოხატული იყო მონადირეთა ტრადიციები და პირველყოფილი თემური წყობილების სხვა წეს-ჩვეულებანი. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ 7)

აღმოსავლეთ სლავების სამხედრო-ფიზიკურ მომზადებაში მე-6 - მე-8 საუკუნეებში, სამხედრო დემოკრატიის პირობებში, ფართოდ იყო გამოყენებული სხვადასხვა ხასიათის თამაშობები და ვარჯიშები, სახელდობრ, ქვის სროლა მანძილზე, მიზანში მშვილდიდან სროლა და სხვ. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ 7,8)

საქართველო:

განსხვავება მშვილდებს შორის ძირითადად ეხება მათ ზომებს, მასალას და დამზადების ტექნიკას. შესაძლებელია ისეთ ადგილებში, სადაც შედარებით ნაკლებად მოიპოვებოდა მშვილდისათვის ვარგისი ხის მასალა, შედგენილი მშვილდები შედარებით ადრე გაჩნდა. ამ შემთხვევაში იგულისხმება უმთავრესად რქისა და ხის ნაჭრებისგან შედგენილი მშვილდი. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ 8,9)

მშვილდის ზომის შესახებ სხვადასხვა, ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრი არსებობს. მაგალითად, ცნობილია, რომ აფრიკის ტყიან ადგილებში პატარა მშვილდები გვხვდება, ხოლო ველებზე პირიქით, დიდი მშვილდებია გავრცელებული. სამხრეთ ამერიკისათვის საწინააღმდეგო დებულებაა წამოყენებული. ცნობილია, მაგალითად, ისიც, რომ ცხენოსნები ყოველთვის პატარა მშვილდს ირჩევდნენ. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 9)

მშვილდოსნობა საქართველოში შერჩენილია მეტწილად მთიან რაიონებში, როგორც საბავშვო გასართობი და, ნაწილობრივ, როგორც სპორტის სახე. (მშვილდოსნობის ამ სახეს სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „სასაგნო“ ან „ასაბადი“ ეწოდება).  იგი შედის ყაბახის ტიპის ქართულ-ხალხურ მოძრავ თამაშობაში.  (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 15,16)

იმ ადგილის გასარკვევად, რომელიც ქართველი ხალხის ყოფაში ეჭირა მშვილდისარს, როგორც სამეურნეო, საბრძოლო და სავარჯიშო იარაღს, მოიპოვება რიგი არქეოლოგიური ძეგლები, წერილობით წყაროში დაცული ცნობა, ეთნოგრაფიული მასალა და ზეპირსიტყვიერების მონაცემები.

განსაკუთრებული დასაბუთება არც ჭირდება იმ ფაქტს, რომ ნიადაგ მებრძოლი ხალხის ყოფიერებაში გამორჩეული ადგილი უნდა სჭეროდა მშვილდის, იმ დროისათვის ყველაზე სრულყოფილი სასროლი იარაღის დამზადებისა და მოხმარების ცოდნას. ეს ცოდნა, სხვასთან შედარებით, კარგად არის შემონახული და დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა აქვს მოიძიოს საკმაოდ ვრცელი მასალა ამ თემაზე. მარტივი მშვილდის დამზადების ტექნოლოგიისთვის მივუთითებთ აკადემიკოს . ელაშვილის ნაშრომსმშვილდოსნობა”, დასტამბულს თბილისში 1959.

არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, დაახლ. 30000-50000 წლის წინ ანუ შუა პალეოლითში მცხოვრებ ნეანდერტალელებს* უნდა მიეკუთვნებოდეს ხელოვნურად დამზადებული კაჟის წვეტანები. ერთი შეხედვით ძნელია იმის გარკვევა, ისინი ისრისპირებს წარმოადგენენ თუ არა. ზოგიერთი მკვლევარი მშვილდისრის არსებობას უკვე შუა პალეოლითის ხანაში ვარაუდობს, თუმცა მშვილდისრის არსებობის პირველი სარწმუნო მატერიალური მონაცემები ზედა პალეოლითზე ადრეულ ხანას არ განეკუთვნება; ამიტომ შუაპალეოლითური ხანის მასალაში მიკვლეული . . ისრისპირები, სინამდვილეში ხელშუბების წვერებს უნდა წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია, ხელშუბი თუ სასროლი შუბი უკვე შუა პალეოლითში ჩნდება. სავარაუდოა, რომ მშვილდისარი თანამედროვე ადამიანის წინაპრის მიერ იყო ზედა პალეოლითის ხანაში შემოღებული და ამდენად იგი ჯერ არ უნდა ჰქონოდათ ნეანდერტალელებს*. (გიორგი ქავთარაძე, სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში, მეომრის ბიბლიოთეკა 9)

 

ერთმანეთისაგან განსხვავებული შეხედულებებია გამოთქმული აგრეთვე შურდულის პირველი გამოყენების თარიღის შესახებაც. ფიქრობენ, რომ მშვილდისრის გარდა, ასევე ზედა პალეოლითის ხანით უნდა დათარიღდეს შურდულისა და ათლათლის* გამოყენების საწყისი თარიღი. მშვილდისრის და რამდენადმე შურდულის მაღალეფექტურება სასროლ შუბებთან (თუნდაც ათლათლის მეშვეობით ნასროლის) შედარებით აშკარაა და ისინი თანდათანობით სულ უფრო იკავებდნენ გაბატონებულ მდგომარეობას სანადირო და საბრძოლო სასროლ იარაღებს შორის. ათლათლთან* შედარებით მშვილდი ბევრად უფრო მცირე ზომისა იყო და ადვილი სატარებელი, ხოლო სროლის სიხშირე და ეფექტურობა ბევრად მეტი ჰქონდა. (გიორგი ქავთარაძე, სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში, მეომრის ბიბლიოთეკა 9)

 

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სწორედ შორიდან სასროლი იარაღების მშვილდისრისა და შურდულის გამოგონების შედეგად გაზრდილმა საფრთხემ,

გარდა საკვებწარმოებითი რევოლუციის შემდეგ მიღებული ნამატი პროდუქტის დაცვის საჭიროებისა, აიძულა ადამიანი საფორტიფიკაციო ნაგებობების, მაღალი გალავნების მიღმა დაეცვა თავი. გალავნის შიგნით ხელშეუხლებლობისა და საკვები მარაგის დაცვის გარანტია, მას გარე სამყაროს წარმატებით ათვისებაში უწყობდა ხელს, სადაც თავის მხრივ იქმნებოდა ახალ-ახალ სამოსახლოები. (გიორგი ქავთარაძე, სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში, მეომრის ბიბლიოთეკა 9)

მშვილდი უძველესი იარაღთაგანია. არქეოლოგიური მასალით ჩვენში იგი გვიანი პალეოლითის ხანაში დასტურდება.

საქართველოში მშვილდის ერთერთი პირველი გამოსახულება თრიალეთის კედლის მხატვრობაზე, სადაც ნადირობის სცენაა ასახული  რომლებიც მეზოლითის??? ხანით (14 000 – 12 000 . ჩვენს ერამდე) თარიღდება. ამ იარაღის დახვეწაგანვითარება მოიცავს კაცობრიობის ისტორიის უზარმაზარ მონაკვეთსპალეოლითიდან XIX საუკუნემდე.

აგრეთვე უძველესი გამოსახულებები პატარა ხრამის ხეობის პეტროგლიფებში გვხვდება, რომლებიც მეზოლითის ხანით (10 000 – 6 000 . ჩვენს ერამდე) თარიღდება. (ფოტო - კობა ჭუმბურიძე)

ამ უკანასკნელ გარემოებებზე მიგვითითებენ უპირველეს ყოვლისა არქეოლოგიური კვლევა-ძიებით მოპოვებული ბრინჯაოს სამკაულები, რომლებზედაც დიდი ოსტატობით არის გამოხატული მშვილდოსნობა. სწორედ ეს აქვს მხედველობაში აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილს, როდესაც წერს, რომ „მაშინდელ იარაღთა შორის, რასაკვირველია, მთავარი ადგილი უნდა შვილდ-ისარს სჭეროდა. საფლავებში არსად ეს იარაღი არ არის აღმოჩენილი, რადგან ხე დროთა განმავლობაში ადვილად ფუტუროვდება და მტვრად იქცევა ხოლმე, ისევერ ოგორც საბელი იშლება. მაგრამ მშვილდ-ისარი და მშვილდოსანი გამოხატულია მაშინდელ ბრინჯაოს სარტყელზე და ამით მისი არსებობა აუცილებლივ მტკიცდება... ისრებს ტალის ანახეთქი და ლითონის წვერები ჰქონდა, რომლებიც სამარეებში ბლომად მოიპოვება. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ 16)

„მშვილდი იმდენად დიდი ყოფილა, რომ ადამიანის სიმაღლეს სჭარბობდა და სამად მოხრილი და კიდურებ გადახრილი მახვილი მშვილდისაგან და შედარებით წვრილი საბელისაგან შედგებოდა“.  (აკად. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, 1928)

აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილის ზემოხსენებული დებულება ემყარება სარტყელზე აღბეჭდილ გამოსახულებას. მართლაც, როგორც ეს მოყვანილი გამოსახულებიდან ჩანს, მშვილდის სიგრძე აღემატება ადამიანის სიმაღლეს. შვილდი ნახევარრკალისებულად კი არ არის მოხრილი, როგორც ეს ქვემოთ მოყვანილი მშვილდებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ იგი შუა ადგილას ლარისაკენ არის შეღუნული, და ამგვარად რთული ფორმისაა. უკანასკნელი გარემოება იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ეს მშვილდი შედგენილია და არა მარტივი. მშვილდის მასალისა და შედგენილობის წესის შესახებ, ამ გამოსახულების მიხედვით, სამწუხაროდ ვერაფერს ვიტყვით (სურ.8). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ 16)

ამ არტეფაქტების მიხედვით შეიძლება ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადრე ბრინჯაოს ეპოქაში და ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში (მე-9-მე-7 საუკუნეები) ხმარებაში იყო რთული შედგენილი მშვილდები. თუმცა ეს ცხადია არ გამორიცხავს იმას, რომ შედგენილი მშვილდის კულტურა საქართველოში მანამდეც არსებობდა.

 

თრიალეთში 1935 წელს ნაპოვნი სარტყელის მოჭედილობის კომპოზიციის ორივე (მარჯვენა და მარცხენა) ნაწილში სიმეტრიულად და ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით გამოსახულია მშვილდ-ისრით შეიარაღებული ორი მონადირე, რომელთაც უკვე მოშვებული აქვთ საბამი, ისრები კი ერთ შემთხვევაში (კომპოზიციის ზედა მარჯვენა მხარე) მიღწეულია მიზანს, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ჯერ კიდევ არა.

აქ, ჩვენ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ის გარემოებაა, რომ ჯერ კიდევ მშვილდები არ არის დიდი ზომისა. ისრებს საკმაოდ დიდი და მკვეთრად გამოხატული ზომები აქვთ. იგივე ითქმის თბეებზე. ზროები თავისი ფორმის მიხედვით სანადირო ისრისაა. ნათლად მოჩანს ოთხი კაპარჭი შიგ ჩადებული ოთხ-ოთხი ისრით (სურ. 9). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ 18)

სამთავროში აღმოჩენილი ბრინჯაოს სარტყლის მოჭედილობაში გამოსახულია აგრეთვე ნადირობის სცენა. მოჭედილობის მარცხენა ნაწილზე სიმეტრიულად გამოსახულია ორი ცხენოსანი მონადირე. ერთ მათგანს (ზედას) ხელში მშვილდ-ისარი გამართულ მდგომარეობაში უჭირავს. ქვედა მონადირეს მშვილდ-ისარი არა აქვს. კომპოზიციის მარჯვენა მხარეს, ზედა რიგზე გამოსახულია მშვილდით შეიარაღებული ცხენოსანი, რომელსაც მარჯვენა ხელის მდგომარეობის მიხედვით უკვე გატყორცნილი აქვს ისარი. ისარი ჯერ კიდევ არ არის მოცილებული მშვილდს. პროფ. შ. ამირანაშვილის სიტყვით, ზემოაღნიშნული სარტყელი თარიღდება ძვ.წ. მე-7 - მე-8 საუკუნით. სარტყლის გამოსახულების მიხედვით ჩანს, რომ მშვილდი ამ შემთხვევაში პატარა ზომისაა (სურ.10). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ 18).

ძველი ბრინჯაოს ეპოქის თრიალეთის ყორღანულ სამარხში გარდა ლითონის სხვა ნივთებისა (ხანჯლის პირი, შუბის წვერი, სპილენძის აბჯარის ფრაგმენტები, მსხვილი და ფართო ოფსიდური ისრები), ნაპოვნია თხელი შედუღებული ოქროს ცილინდრისებური მრგვალი ხის ტოტის სამი სალტე დიამეტრით 2,5 სმ. იმის გამო, რომ ეს სალტეები ნახევარწრიულადაა დაწყობილი ისრების განლაგების ადგილას, ბ.კუფტინი შესაძლებლად მიიჩნევს ისინი მარტივ მშვილდ მიაკუთვნოს. თუ ეს ასეა უნდა ვიფიქროთ, რომ ამ დროისთვის თრიალეთში არსებობდა ისეთი მარტივი მთლიანი მშვილდები, რომლებსაც უკეთდებოდა ცილინდრისებური ბრტყელი სალტეები, როგორც ეტყობა სიმაგრისათვის. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ 19).

ამგვარად, ჩვენს ხელთ არსებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით შეიძლება ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადრე ბრინჯაოს ეპოქაში და ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში ხმარებაში იყო როგორც დიდი, ასევე პატარა ზომის მარტივი და შედგენილი მშვილდები. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ 19)

თუ რამდენად გავრცელებული იყო ძველ საქართველოში მშვილდოსნობა, როგორც სპორტის სახეობა, შეიძლება ვიმსჯელოდ ძველი ქართული მხატვრული ლიტერატურის ძეგლების მიხედვით. გრიგოლ ხაძთელის ცხოვრებაში მოხსენიებულია „მაგრიად მოისარი“ რომელიც მარჯვედ მსროლელს ნიშნავს:

ხოლო მან სრულიად საღმრთოჲ შიში განაგდო ამპარტავანებისაგან ლეულმან და ფარულად მოუწოდა ერის-კაცსა ანჩელსა, ლირბსა გლახაკსა დმარგიად მოისარსა,ა აღუთქუა მიცემად სამი გრივი ფეტჳ და ხუთნი თხანი და წარავლინა ხანცთად მოკლვად მამისა გრიგოლისა. და გზას ვისგანმე ცნა, ვითარმედ არს იგი ხანცთისა აგარაკსა და დღეს მოვალს შინა. მაშინ წარვიდა მზირად ტყესა მას ხანცთისასა და მშჳლდი გარდაცუმული ჴელთა აქუნდა. (გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება, თავი LXVIII).

 

შოთა რუსთაველი თავის უკვდავ პოემაში ქართული სპორტის სხვა სახეებთან ერთად დაწვრილებით აღწერს შეჯიბრებას მშვილდოსნობაში. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ 20)

 

მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ მოვახსნეთ მოწმედ თქვენნივე ყმანია;

მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია. გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მოედანია! (ტაეპი 67, 1937 წ. გამოცემა)

კვლა უბრძანა: „მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად; თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად!

- ერთაი შენი შერმადინ - არს მათად დასადარებლად - ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდნენ უტყუვრად, მიუმცდარებლად. (ტაეპი 70)

 

უბეძანა: „მონა თორმეტი მოდით ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა  ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა“. (ტაეპი 74).

(შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, 1937)

 

უფრო სრულად მშვილდოსნობაზე წარმოდგენილია არჩილის (მე-17 საუკუნე) ნაწარმოებში „საქართველოს ზნეობანი“. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ 19)

არჩილი

არჩილის ხსენებულ ნაწარმოებში ასახულია ქართველი ფეოდალების არა მარტო ფიზიკური აღზრდის საკითხები, რომლებიც წარმოადგენდა საერთო აღზრდის თუმცა შემადგენელ მხოლოდ ერთ ნაწილს, არამედ აგრეთვე გაშუქებულია ფეოდალთა აღზრდის სხვადასხვა მხარე და საკმაო სისრულით ნაჩვენებია ფეოდალური საზოგადოების მორალი. არჩილის მიხედვით, ეს მორალი, საერთო და ფიზიკური აღზრდის წესები, გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდა არა მარტო ფეოდალებს, არამედ მიზნად ისახავდა ჩამოეყალიბებინა „უბრალო ხალხის“ სათანადო მოვალეობანი. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ. 20)

თუ ამ პოემის ზოგიერთი ადგილის მიხედვით ვიმსჯელებთ, მშვილდოსნობაში, სპორტის სხვა სახეობისაგან განსხვავებით, მეცადინეობდნენ ხანდაზმულ ასაკამდე.

დაბერდი და თვალს დაგაკლდა, მშვილდისარსა რად არ დასდებ? და სიბრძნე არის სამუდამო, სიკვდილამდინ ვერ გააგდებ.

არჩილ II, შაჰნაზარ ხანი (. 1647 . 16 აპრილი. 1713, მოსკოვი) — საქართველოს მეფე, პოეტი, ვახტანგ V-ის ძე. მეფობდა იმერეთში 1661-1663, კახეთში 1664-1675, კვლავ იმერეთში 1678-1679, 1690-1691, 1695-1696, 1698.

ქართულ ხალხურ პოეზიაშიც ხშირად იხსენიება ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი. მშვილდი და ისარი ისეთი სისრულითაა მოხსენიებული, რომ ამის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ მშვილდოსნობის განვითარების დონის შესახებ და ავწეროთ კიდეც იგი ან დავაზუსტოთ მისი აღწერა; ასე, მაგალითად ხევსურულ პოეზიაში ლაპარაკია იმაზე, რომ მშვილდებს აკეთებდნენ რქისაგან, უმთავრესად ჯიხვის რქისაგან. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.22)

ხალხურ გადმოცემებს მხარს უჭერენ ისტორიული წყაროები. მაგალითად ვახუშტი ბატონიშვილი, „აღწერაში“ მიუთითებს ხელოსნებზე, რომლებიც ამზადებდნენ მშვილდებს ჯიხვის, თხისა და ხარის რქისაგან. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.22)

ვახუშტი ბატონიშვილი/ბაგრატიონი (. 1696, თბილისი . 1757 ან 6 დეკემბერი, 1784[ 1], დონის მონასტერი) — გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი. ავტორი სამეცნიერო თხზულებისა აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის უკანონო შვილი.

თუ ლიტერატურული მონაცემებით და პირველ რიგში პოეზიისა და ზეპირი გადმოცემების მიხედვით ვიმსჯელებთ, საქართველოში და განსაკუთრებით მის მთიან ზოლში დახელოვნებული მსროლელები ცხოვრობდნენ. მაგალითად გაზეთ „ცნობის ფურცლის“ 1901 წ. მე-7 ნომერში დაბეჭდილია ფოტოსურათი 12 წლის ხევსური ბიჭისა, რომელიც დამიზნების მომენტში დგას საბრძოლო მდგომარეობაში მშვილდითა და ისრით ხელში (სურ. 11). ფოტოსურათის განმარტებაში ნათქვამია, რომ ეს პატარა ხევსური ქართული სილამაზის კარგი ტიპია და ამასთან გამოცდილი მსროლელიცაა: გულადად ისვრის და ახვედრებს ორკაპიკიან მონეტას 12 საჟენის მანძილიდან. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.22)

შუა საუკუნეების საქართველოში მშვილდოსნობის არანაკლებ გავრცელების შესახებ თვალნათლივ მეტყველებენ ძველი ციხე სიმაგრეებიც. საქართველოს და განსაკუთრებით მისი მთიანი ნაწილის გეორგაფიული მდგომარეობა საშუალებას იძლეოდა ციხე სიმაგრეები აშენებულიყო ისეთ ადგილებზე, რომლებიც უპასუხებდა საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის განვითარების იმდროინდელ დონეს. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ. 22-23)

 სურ.11

პ. ზაქარაიას საინტერესო ნაშრომში, რომელშიც მოყვანილია მასალები საქართველოში ციხე-სიმაგრეების მშენებლობისა და საბრძოლო იარაღის განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ, სწორედაა მითითებული იმაზე, რომ „საბრძოლო იარაღის, სატყორცნი და კედელსამსხვრევი მანქანების განვითარება უშუალოდ დაკავშირებულია საფორტიფიკაციო ნაგებობების კონსტრუქციისა და ფორმების განვითარებასთან“. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.23)

ციხე-კოშკების ჩვეულებრივ ამბრაზურები უკეთდებოდა, რომლებშიც მსროლელები იყვნენ ჩასაფრებული. ამის მაგალითია ბებრისციხის ამბრაზურები, რომელშიც ორი-სამი მსროლელი თავსდებოდა. იმ ციხე-სიმაგრეებში, რომელთაც არ გააჩნიათ კოშკები თავდასაცავი ხვრელები კეთდებოდა უშუალოდ ციხე-სიმაგრის კედელში.

ასეთ შემთხვევაში მიწიდან 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე გაკეთებულია მთავარი ნიშები (წალოები), რომელთაც მცირე მოცულობის ხვრელები ჰქონდათ, აქვე დატოვებული იყო პატარა მოედანი მშვილდოსანთათვის. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.23)

საინტერესოა, რომ აფხაზეთის დიდი კედლის მშენებლობისას (საგუშაგო და თავდაცვითი კოშკებისა), ყველაზე საშიშ ადგილებში კოშკებს ერთმანეთს აშორებდნენ მშვილდიდან ისრის გასროლის მანძილზე. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.23)

მშვილდის მნიშვნელობაზე მიუთითებს გ,მაჭავარიანის მიერ მთიულეთში დადგენილი ფაქტი, რომელიც ბავშვის მოვლა-აღზრდის წესებთან არის დაკავშირებული. ვ. მაჭავარიანის სიტყვით: „მთუულეთში ერთი წლის ბავშვს ძირს მიჭაზე დასვამდნენ თუ გოგო იყო წინ დაუყრიდნენ „სახელსაქმეს“: საჩეჩელს, ფარტენას, ხოკერს, სატეხელა, სართავტარს, დუქარდს. თუ ბიჭი იყო საომარ და სამუშაო იარაღს: წალდს, ნამგალს, მშვილდ-ისარს, პატარა გუთანს და სხვა, და რასაც ბავშვი ხელს წაავლებდა „იმის ნიჭი გამოყვებაო, იმისი იღბალი ექნებაო“ - იტყოდა მთიული. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ 16).

ფრანგი მოგზაურის, ჟან ბატისტ ტავერნიეს თქმით: “ქართველები შვილდისარს ხმარობენ საოცარი სიმარდით და მთელს აზიაში საუკეთესო სახელი აქვთ განთქმული”.

 

მშვილდ-ისარს შვილივით უვლიდნენ" - გიკვირთ? მაგრამ ასე იყო. ჩვენი წინაპრები მშვილდს შვილს უთანასწორებდნენ. უმემკვიდრეო კაცი შვილიანს შემდეგი სიტყვებით მიმართავდა:

მე ჩემი მშვილდი გამიტყდა,
თავ-ბოლო სევადიანი,
შენ, შენი მშვილდი დაგარჩენს,
შენი ისრისა პირები,
ვაი, ბრალ ჩემი თავისა,
ვისგანღა დავიტირები.

(კ.ჩოლოყაშვილი, კვირის პალიტრა, ისტორიულ პირტა საჭურველზე „მონადირე“, 15 მაისი 2012 წ.).

 

მე-15 საუკუნეში საქართველოში მთავარ იარაღად კვლავ მშვილდ-ისარი რჩებოდა. უფრო გვიან კი ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებასთან ერთად (ჩვენ ისტორიულ დოკუმენტებში პირველი თოფი მოხსენიებულია 1448 წელს მომხდარ ამბებთან დაკავშირებით. მშვილდ-ისარი და ცივი იარაღის ზოგი სახე თანდათან კარგავს თავის პირვანდელ მნიშვნელობას. ბუნებრივია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გაჩენასთან ერთად დაიწყო ამბრაზურების შეცვლაც - გაჩნდა სათოფურები. ეს პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა, რამდენადაც თოფი ჯერ კიდევ არ იყო გადაქცეული ბრძოლის ძირითად იარაღად. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.23-24)

რაც შეეხება საქართველოს ისეთ რაიონებს, როგორიცაა ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი და სხვა მთიანი ადგილები, იქ შედარებით იშვიათ ცეცხლასროლ იარაღთან ერთად დიდხანს იყენებდნენ ცივ და სატყორცნ იარაღს. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.24)

მე-17 საუკუნის 40-იან წლებში მეფე თეიმურაზს ჯერ კიდევ ჰყავდა მშვილდებით, ხმლებითა და შუბებით შეიარაღებული ცხენოსანი და ქვეითი რაზმები. ამგვარად, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მთიელებს, სადაც როგრც ზემოთ იყო ნათქვამი, მშვილდი და იარაღის სხვა ძველი სახეები შედარებით დიდხანს იყო შემონახული, საქართველოში მე-17 საუკუნის დასასრულიდან ცეცხლსასროლ იარაღს უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მოპოვებული. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.24)

ამასთან ერთად ცნობილია, რომ მე-18 საუკუნეშიც (1747 წ.) ჯეირნებზე ნადირობის დროს, როდესაც არსებული ჩვეულების მიხედვით თოფის სროლა არ შეიძლებოდა, მშვილდ-ისარს იყენებდნენ. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.24)

დ.სალაძის ცნობით, ზემო რაჭაში მას უნახავს რკინის მშვილდი სიგრძით 3 ადლის და რკინისავე ისარი სიგრძით ორი არშინი, ხოლო სისქით ერთი გოჯი. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.24) (სარიტუალო რკინის მშვილდი, დაცულია აგრეთვე ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში)

ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რკინის მშვილდები მარჯვნივ 2. საინტერესოა მარცხენა მშვილდი, რქის შედგენილი მშვილდი (ფოტო ინტერნეტიდნ)

ჩხოროწყუს მახლობლად მდებარე სოფელ ჯუმის წმინდა გიორგის - მირსას სალოცავ ხატში ინახებოდა მშვილდი, რომლის ქვეშაც სალოცავად მისულ, გათხოვილ ქალებს გაატარებდნენ, ბოროტმა და მავნე სულმა არ დაამიზეზოსო. ილორის წმინდა გიორგის მნათე სულით ავადმყოფს რკინის მშვილდში გაატარებდა და წმინდა გიორგის შეევედრებოდა, რომ სნეული ეშმაკისგან გათავისუფლებულიყო.  (კ.ჩოლოყაშვილი, კვირის პალიტრა, ისტორიულ პირტა საჭურველზე „მონადირე“, 15 მაილი 2012 წ.).

რაც შეეხება მშვილდისა და ისრის მასალასა და დამზადების ტექნიკას, საბამის მოზიდვის წესებს, საერთოდ სროლის ტექნიკასა და სხვა მთელ როგ მნიშვნელოვან საკითხებს, მათი შედარებით სრული გაშუქება ეთნოგრაფიული მასალების მოშველიებით შეიძლება. ამ მასალით ირკვევა, რომ ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრებაში გვხვდება მშვილდები, ერთმანეთისგან განსხვავებულნი როგორც ზომით, ისე ფორმითა და დამზადების ტექნიკით. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.24)

 

მშვილდ-ისარი ქართულ ხალხურ ზღაპრებში - ელენე გოგიაშვილი

ზღაპრებში ყოფითი რეალიების ასახვა ჩვეულებრივი მოვლენაა, მათ შორის საბრძოლო იარაღების დასახელება. ცნობილი ფოლკლორისტი, ვლადიმერ პროპი აღნიშნავდა, რომ რაც უფრო მაღალია ხალხის კულტურა, მით უფრო დაწვრილებით აისახება მათ ზღაპრებში მათთვის დამახასიათებელი ბრძოლის ფორმები (Пропп 1986, 258).

ქართულ ზღაპრებში მშვილდ-ისარი სხვადასხვა ფუნქციით გვხვდება:

1) მშვილდ-ისარი - საბრძოლო იარაღი გველეშაპის წინააღმდეგ ბრძოლაში;

2) მშვილდ-ისარი - ნამდვილი გმირის ამოცნობის საშუალება;

3) ისრის გასროლა - პატიოსნებაში დარწმუნების საშუალება;

4) ისრის გასროლა ბედის საძებნელად.

ეს მოტივები მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებში ფართოდ არის გავრცელებული, საკმაოდ ინტერნაციონალურია.

 

1) მშვილდ-ისარი - საბრძოლო იარაღი გველეშაპის წინააღმდეგ ბრძოლაში

 გველეშაპთან ბრძოლის სრული სურათისთვის ციტირებას ვახდენ ქართლური ტექსტიდან, რომელიც ყველა სამი ძმის ზღაპრის მაგალითად გამოდგება:

„[ბიჭი] მივიდა წყალზე, ხედამს, ერთი მზეთუნახამი ქალი ზის და ტირის.

– რა გატირებსო? – ბიჭმა უთხრა.

– მე ხემწიფი ქალი ვარ, მსხვერპლათა მოყვანილიო, საცაა მოვა გველაშაპი და შამჭამსო. ბიჭმა უთხრა:

– მოდი, მე შენ მუხლზე დავიძინებ და გველაშაპი რო მოიდეს, გამაღვიძეო. დაწვა ბიჭი და დაიძინა. დაინახა ქალმა, რო მოდის გველაშაპი. ბიჭი შეეცოდა და ვერ აღვიძებ. ისევისე ტირილი დაიწყო. ერთი ცრემლი დაეცა ლოყაზე და ხელათ გაეღვიძა ბიჭსა. წამოხტა ზეზე და „რა ამბავიაო“ – იკითხა.– აგერა, მოდის გველაშაპიო. დაუჭირა ამ ბიჭმა შვილდისარი და ეს გველეშაპი შუაზე გააპო. მიჩეხ-მოჩეხა გველაშაპი და დაყარა. მივიდა, აავსო ქვევრები და უნდა წამოიდეს. ქალმა იფიქრა:

– ეს წავა და აბა მე როგორ უნდა ვიცნოო! დაისველა ხელები გველაშაპი სისხლში და დაარტყა ბეჭებზე ბიჭსა ნიშნათ. გაიქცა ქალი და მივიდა სახში. გაუჯავრდა მამაÁ:

– სად მოდიხარ, ახლა გველაშაპი წყალ აღარ მოგვცემსო.

– ის გველაშაპი ერთმა ბიჭმა მოკლაო, – ქალი ეუბნევა” (ღლონტი 1948, 252-253).

 

2) მშვილდ-ისარი - ნამდვილი გმირის ამოცნობის საშუალე

ზღაპარში „ათი ძმა და ერთი და“ უმცროსი ძმა მათხოვრად მიდის ძმების ქორწილში: „წამოვიდა ეს ყმაწვილი. ბევრი იარა და მოვიდა ისევ ძმებთან. ძმებს თურმე ქორწილი აქვთ და ეს ყმაწვილი მათხოვრათ მივიდა. შეიყვანეს სახლში. სკამზე დაჯდა და უყურებს ხალხს. ხედავს, მისი მშვილდ-ისარი გდია ამ სახლში და მიათრ-მოათრევენ. ამის პატრონი ძალიან ღონიერი კაცი არ იქნებოდაო, – ამბობს ხალხი. ეს ყმაწვილი ყურს უგდებს. მერე უთხრა: ეგ რაღაც არის, მეც მაჩვენეთო. ხან ერთმა წაჰკრა თავში, ხან მეორემ, – მასხარათ იგდებენ. ყმაწვილი მაინც იმდენი ეხვეწა, რომ შეაცდინა ხალხი და საცა თითონ ზის, იქამდინ მიატანინა შვილდ-ისარი. აიღო ხელში და მოსწია“ (უმიკაშვილი 1964, 79).

ეს საზღაპრო მოტივი პირველად წერილობით ფიქსირებულია ჰომეროსის „ოდისეაში“: ოდისევსის მშვილდს ვერავინ სწევს, სანამ თვითონ არ დაბრუნდება სახლში და იმით დახოცავს თავხედ სასიძოებს. აქვე გიგზავნი გერმანული საიტის ლინკს, შეიძლება გამოგადგეს: http://www.mythentor.de/griechen/odyssee9.htm

ზღაპარში „სიზმარა“ გმირის ამოცნობა ისრის საშუალებით ხდება: „აღმოსავლეთის ხელმწიფემ შვილდს გამოჰკრა და ისარი იმ ხელმწიფის სახლის წინ ჩაერჭო და ადგილიდან ვერავინ ვერ დასძრა. ქალი ისევ სიზმარასთან მივიდა და ყველაფერი უამბო.

- ნუ გეშინია, - უთხრა სიზმარამ: ამაღამ მე ამოვალ და ამოვიღებო.

მართლაც, იმ ღამეს სიზმარა ამოვიდა, მიანძრ-მოანძრია ისარი, ამოიღო და იქვე დააგდო, თვითონ კი ისევ ხაროში ჩაჯდა.

 მეორე დილას გამოვიდა და ხელმწიფე გაჰკვირდა: ვინ ამოიღო, ვინა, რომ ჩემი ქალი იმას მივცეო.

 ყველა იძახის: მე, მეო, მაგრამ ხელმწიფე რომ ეტყოდა: აბა, თუ შენ ამოიღე, ეხლაც დასძარ ადგილიდანაო, ისარი ვერავინ ვერ დასძრა. მაშინ ქალმა უთხრა: მამავ, იქნება ის სიზმარა ცოცხალი იყოს და იმან ამოიღოს?

 გაგზავნეს ვეზირები, ნახეს - სიზმარა დევს დამსგავსებია. მოიყვანეს სიზმარა. აიღო ხელში ისარი, გაჰკრა და აღმოსავლეთის ხელმწიფის სახლში ჩაერჭო” (ჩიქოვანი 1956, 118-119).

 

3) ისრის გასროლა - პატიოსნებაში დარწმუნების საშუალება

ზღაპრებში, რომელთა მთავარი გმირებიც ორი ძმაა, თითქმის ყველგან გვხვდება შემდეგი მოტივი: ერთი ძმა მიდის მეორის საშველად, პოულობს მკვდარს და გააცოცხლებს. შინ დაბრუნებისას, გზაში, გაცოცხლებული ძმა ცილს სწამებს მეორეს, ჩემს ცოლთან ხომ არ იწექიო. მაგალითად, ზღაპარში „ორი ძმა“ ვკითხულობთ: „არა, არაფერს ბოროტს ჩემს გულში არ გაუვლიაო, –  უთხრა ძმამ, – აიო, ისარს ავისვრიო და რაზედაც დამეცემა, ის იქნება შენს ცოლთან მიკარებულიო. აისროლა ისარი და დაეცა ფეხის ცერზე და მოსწყვიტა“ (უმიკაშვილი 1964, 67)

 

4) ისრის გასროლა ბედის საძებნელად

ზღაპარში „ყმის ცოლი და ბატონი“ უმცროს ძმას ცოლად ბაყაყი ერგება. უფროსი ძმები თაკილობენ ბაყაყის რძლობას და უმცროსს ეყრებიან. ბაყაყი კი მზეთუნახავი ქალი აღმოჩნდება (უმიკაშვილი 1964: 115). „იყო და არა იყო რა, იყო სამი ძმაკაცი, სამთავე უცოლოები იყვნენ. ერთს დღეს ერთმანეთს უთხრეს: ჩვენ შვილდ-ისრები უნდა გავიკეთოთ და გავისროლოთო და საცა ჩვენი ისარი დაეცეს, იქ უნდა შევირთოთ ცოლებიო. გაიკეთეს შვილდ-ისრები და გაისროლეს. ორი ძმის, უფროსების ისარი გლეხკაცის კარზე დაეცა და იქიდან მოიყვანეს ცოლები. უმცროსმა გაისროლა ისარი და ტბაში ჩაეცა. ამოიღო ვაჟმა ისარი და ამოყვა ბაყაყი. ბაყაყი ისევ ტბაში ჩააგდო, წამოვიდა და კიდე შორიდან გაისროლა ისარი. ისარი კიდე იმ ტბაში ჩავარდა და კიდე ბაყაყი ამოჰყვა. რამდენიმეჯერ სცადა, მარამ მაინც არ მოეშვა ეს ბაყაყი. მერმე იფიქრა ყმაწვილმა: რა გაეწყობაო, რაკი ეს ბაყაყი მწერებია ცოლათ, უნდა წავიყვანოვო. და წამოიყვანა სახლში...“ (უმიკაშვილი 1964, 115).

ლიტერატურა

1. უმიკაშვილი პეტრე: ხალხური სიტყვიერება, III. თბილისი: „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1964.

2. ღლონტი ალექსანდრე: ქართლური ზღაპრები და ლეგენდები. თბილისი: „საბჭოთა მწერალი“, 1948.

3. ხალხური სიტყვიერება. V ტომი. მიხეილ ჩიქოვანის რედაქციით. თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა”, 1956.

4. Пропп, Владимир Яковлевич: Исторические корни волшебной сказки. Ленинград, «ЛТУ издательство», 1986.

 

მშვილდის ტიპები, კონსტრუქცია და დამზადება

სირთულის მიხედვით მშვილდი სამ ძირითად სახეობად უნდა დაიყოსმარტივად, რთულად და რთულშედგენილად.

-         მარტივი მშვილდი ხის ამონაყარის ან ფიცრის ერთი მთლიანი ნაჭრისგან მზადდებოდა.

-         რთულ მშვილდს, რომელიც შედგება მერქნის ერთიანი ნაჭრისაგან, მარგი ქმედების გასაძლიერებლად დამატებული აქვს ლითონის სარტყლები, დახვეული აქვს ძარღვი, მყესი, ტყავი, აშკი და მისთანანი.

 -         რთულშედგენილი მშვილდი იმდროინდელი ტექნოლოგიის თავისებური კრებულია. მის საფუძველს წარმოადგენს რამდენიმე მტკიცედ შეწებებული ხის, რქის, ძვლის, ლითონის ფენების საკმაოდ რთული თანაწყობა. ამავე დროს, ერთად შეკვრამდე, თითოეულ ამათგანს დამუშავების საგანგებო ციკლი აქვს გავლილი.

 სულხან- საბა ორბელიანს (1658 -1725) მოჰყავს მშვილდის რამდენიმე სახესხვაობის დასახელება მისი მასალისა და დანიშნულების მიხედვით, საკუთრივ „მშვილდი“ (ისრის სატყორცნელი), „აჯის მშვილდი“ (გალაურის ენით რქის მშვილდი), „ბზაკალი“ („ხის მშვილდი გინა ბზის ხის კოპიტი“), „ქამანი“ („სუსტი მშვილდი“), „ჯიღა მშვილდი“ („ტყეთა შინა სასხლეტად მორთვენ მშვილდ ისართა რა ნადირნი გავლიან, შესძრავს დასხლტება და მოჰკლავს“). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.25) (სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა).

გუდამაყრელთა აღწერისას ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავდა: „...მშვილდმომქმედნი, აკეთებენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ხართაგან“. (ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი, 1941 გვ.65)) მაგრამ ჩვენს ხელთ არსებულ ლიტერატურულ და ეთნოგრაფიულ მასალაში მთლიანად რქისგან ნაკეთები მშვილდის არსებობა არ დასტურდება. უნდა ვიფიქროთ, რომ ვ. ბაგრატიონი ამ შემთხვევაში გულისხმობს ხისგან და რქისგან შედგენილ მშვილდს, რომელიც საყოველთაოდ იყო ცნობილი. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.25)

 

მარტივი მშვილდის კონსტრუქცია და დამზადების წესი: საქართველოში არსებული მშვილდები, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ისინი მრავალი ნაირსახეობითაა წარმოდგენილი, უმთავრესად ერთნაირი ფორმისა და ნაკეთობისაა. ზომაშიც, მაგალითად, ხევსურულს, თუშურს, ფშაურსა და სხვა მშვილდებს შორის დიდი განსხვავება არ შეიმჩნევა. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.27)

აღწერისათვის ჩვენ ძირითადად ხევსურულ მშვილდზე შევჩერდებით. ხევსურული მშვილდი შედგება მოჭრილი ხის (თხილის, დგნალის ან იფნის) ტოტისაგან და მის ორივე ბოლოზე მიმაგრებული დაწნული თოკისაგან რომელიც ხევსურეთში „საბამის“ სახელწოდებით არის ცნობილი. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.27)

მშვილდის სიგრძე დაჭიმულ მდგომარეობაში დაახლოებით 135 სმ. უდრის, ხოლო მოშვებულ მდგომარეობაში 150 სმ. აღწევს. „სახელურა“ ეწოდება მშვილდის შუა დამრგვალებულ ნაწილს (მისი სიგრძე შიგნიდან 12-15 სმ. უდრის, დიამეტრი 3-4 სმ. აღნიშნული ადგილიდან ორივე მხარე შიგნიდან ამოჭრილია ელასტიკურობისათვის. (იგი ტყორცნის დროს დამიზნებას ეხმარება). ზოგიერთ მშვილდს „სახელურა“ ამოჭრილ-ამოღრმავებული აქვს, რაც აადვილებს მშვილდის ხელში დაჭერას. მშვილდს თავსა და ბოლოში ორივე მხრიდან აქვს სამკუთხედის ფორმის ამოჭრილი ადგილები - „კილონი“, რომლებიც „საბამის“ დაჭიმვას ემსახურება (სურ. 14). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.27)

„საბამი“ ჩვეულებრივ მსხვილი რქოსანი საქონლის ტყავისაგან კეთდება, უკანასკნელ ხანს ზოგჯერ ამ მიზნით დაწნულ კანაფს ხმარობენ. მშვილდის ბოლოში მკვიდრად არის დამაგრებული, ხოლო თავში მარყუჟი აქვს გამობმული. როდესაც მშვილდი „ჩამოყრილია“ მარყუჟი ამოგდებულია კილოდან. მშვილდის საბრძოლო მდგომარეობაში ყოფნისას

მარყუჯი ჩამოცმულია საბამის ჩამოსაყრელზე და მშვილდი მოღუნული. ამ უკანასკნელს საბამი საბრძოლო მდგომარეობაში მოჰყავს (სურ. 15). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.27,28)

 

ფოტო კობა ჭუმბურიძე

მშვილდი უფრო ხშირად შოთხვის (Prunus padus), და დგნალისაგან (Salix caprea) მზადდება. შეიძლება აგრეთვე ცირცლისაგან დამზადებაც.

ივანე ჯავახიშვილი `მშვილდის~ სახელწოდებასშინდიდად წარმოებულად მიიჩნევს.

დამზადებაც. მშვილდისათვის ტყეში მოჭრილ ხის ტოტს თუშეთში „საფშვინდეს“ უწოდებენ. საფშვინდედ აირჩევენ ძირეულად - „შვებულად“ ამოსულ ხეს, დაახლოებით მაჯის სიმსხო „შვებულოს“. საშვინდე ისე უნდა შეირჩეს, რომ „ჭიდი არ ჰქონდეს გოზაში“. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.28)

მშვილდის სიგრძე ადამიანის „შეძლების ანუ მისი ძალის მიხედვით მოიზომება“. ჩვეულებრივად მშვილდს ორივე გაშლილი მკლავების სიგრძისას ირჩევენ, რასაც ყულაჯი ეწოდება (სახელურის ზემო ნაპირიდან იგი მწყრთა და ერთი მტკაველი უნდა იყოს). სამშვილდე ხეს რომ მოსჭრიან, ზურგიდან მოთლიან ცოტას, მეტი დრეკადობის მიზნით. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.28)

ამ საფშვინდეს ერთ კვირამდე დააცლიან, რომ „ცოტა შეშრეს“, შემდეგ საფშვინდეს გამოსაშრობად (გამოსახარშავად) დებენ ნაკელში დაახლოებით ერთი კვირით, მაგრამ არის ცნობა იმის შესახებაც, რომ ზოგნი საფშვინდის ამ წესით გამოშრობას 2-3 თვეს ანდომებენ. (ცნობა მოგვაწოდა სოფ. ქუმელაურთა-ში მცხ. ხარება ღვთისოს-ძე ბექურაიძემ). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.28,29)

ითვლება, რომ ნაკელს საფშვინდე „გამოყავს“ - აწრთობს მას. მთათუშეთის ზოგიერთ სოფელში (მაგალითად ფარსმაში) ამ მიზნით ცხენის „მჩორეს“ ირჩევდნენ, ვინაიდან, მათი დაკვირვებით, ეს უფრო დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, საერთოდ უფრო მხურვალეა და კარგადაც აწრთობსო მშვილდს. „მჩორეს გამოყავსო“, ამბობენ თუშები, ან „ისეთი სიმხურვალე აქვს, რომ რკინას გამოალბობსო“. შემდეგ ამოიღებენ საფშვინდეს, გარეცხავენ, მშვილდს გააკეთებენ და საბამს მოარგებენ. საბამის მორგებისას საბამსა და მშვილდის სახელურს შორის გარკვეულ მანძილს იჭერენ (სურ. 16). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.29)

 

ცნობილია, რომ ჩვეულებრივად საქონლის შარდიცა და ნაკელიც ბაშტის კარის წინ გროვდება. საფშვინდეს, როგორც წესი, ნაკელის ქვეშ ათავსებენ იქ სადაც შარდი იწურება. ამის მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ საფშვინდის წრთობაში უფრო მეტი როლი შარდს უნდა ჰქონოდა. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.29)

გამზადებულ მშვილდს (უსაბამოდ) zogi ალუdის (ლუდის) სახარშ ქვაბში ჩააყუდებდა და ლუდდთან ერთად ხარშავდა 3-4 საათის განმავლობაში. მშვილდის გამოხარშვა, გარდა ამისა, არყის ბუყშიც იცოდნენ. (ბუყი არყის გამოხდის შემდეგ დარჩენილი ნაძირალია). საამისოდ მშვილდს ჩადებენ ცხელ ბუყში და ერთი კვირის განმავლობაში აქ ამყოფებებდნენ. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.85)

საფშვინდის გამოსაშრობად ზემოხსენებულ წესებს ამჟამად აღარავინ მიმარტავს, განსაკუთრებით ეს ითქმის გამოშრობაზე. რომელიც იმდენად ძველია, რომ მეხსიერებაში მისი აღდგენა ძნელდება. სამაგიეროდ ახლაც კარგად ახსოვთ, რომ შალის საქსოვი ბეჭები მათ გამოყენებამდე წინასწარ ნაკელში უნდა ჩაეგდოთ. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.29)

საფშვინდის გამოშრობის შემდეგ მას დანით გააცლიან ქერქს „სიგრძიდან-სიგრძემდე“, შიგნითა მხრიდან, საიდანაც იგი უნდა გაითალოს. მერე შუაში დაუტოვებენ სახელურის ადგილს, ხელის ზომაზე ცოტა მეტს, დაახლოებით 15 სანტიმეტრამდე. რაც უფრო სქელია სახელურის ადგილი, მით უკეთესია - ეს ზრდის გოზანების („გოზა“ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით მშვილდის მწუერვალია) დრეკადობას. შემდეგ გაუთლიან ორივე მხარეს დახლოებით ნახევარ სისქემდე. გოზანი გვერდებით ისე უნდა ჩაეთალოს მშვილდს, რომ თითოეული შუა ნაწილი ცოტა ამაღლებული იყოს, რადგან ეს ნაჭილი ყველაზე დიდ დატვირთვას განიცდის, ჩვეულებრივ. ამის შემდეგ მუხლზე ისინჯება გოზანების სისქის ერთგვარობა, აქედან კი მისი დრეკადობა. ამის მიხედვით ხდება შემოწმება „გოზანები მოსდევს თუ არა“, ე.ი.თანაბარი დრეკადობისაა თუ არა. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.29,30)

ამის შემდეგ გოზანებს უკეთდება ჭდეები. უკანა მხარის გოზას ჭდეები საბამის დასამაგრებლად არის განკუთვნილი. უკანა გოზას ორივე მხარეს თითო ან ორ-ორი ჭდეა. გოზანებს ორ-ორ ჭდეს იმიტომ უკეთებენ, რომ საბამი რამდენჯერმე დაეხვიოს. იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება მშვილდის ან საბამის ელასტიკურობა, საბამს სხვადასხვა ზომაზე უკეთებენ. ამიტომ საბამის მოზომვისას სათანადო თადარიგს იჭერენ. წინა გოზას მხარზე თითო ჭდე აქვს; მათ „ამოსაგდები ყია“ ეწოდება. საბამის ეს ბოლო მუდმივი მყარი ყულფით არის დამაგრებული. მშვილდის ჩამოგდება „ჩამოყრა“ (მოშვება) ამ ყულფის ჩამოხსნით წარმოებს. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.30)

„მშვილდი ხმარებაში უნდა იყოს, სახრეს რომ მოსჭრიან, ხმარებაში უნდა ჩავარდეს. თუ არ იხმარება გახმება და ხმარებაში გატყდება. ასევეა „გოზანებიც“, - ამბობენ ადგილობრივი ოსტატები. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.30)

თუ საფშვინდედ მოტანილი ხე გახმა ჯერ გააკეთებენ მშვილდს და შემდეგ წყალში ჩააგდებენ, რომ სროლის დროს გოზანები არ დაიმტვრეს. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.29)

ადგილობრივთა თქმით „მშვილდი საერთოდ დიდხანს ძლებს. ჭია თუ გაუჩნდა, თორემ ჩქარა არ ფუჭდება. მას სახლში „საბოლეში“ ინახავენ, მთავარია სიმშრალეში იყოს“.

გარდა ზემომოყვანილი მშვილდებისა, არსებობდა აგრეთვე კონდახიანი მშვილდები. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.30)

კონდახიანი მშვილდი შედგება ორი ნაწილისაგან: მშვილდისა და კონდახისაგან. მშვილდი ჩადგმულია კონდახის წინა ნაწილში, საბამი წესისამებრ მიბმულია ბოლოებზე. კონდახის ზემონაწილი ამოღებულია ისრის ჩასადებად. კონდახიან მშვილდს, რომელსაც სვანეთში „ცხემად“ ეწოდება, აქვს ჩახმახი, რომელზედაც საბამი იმართება. ცხემადის მოსამართად ფეხის ძალის გამოყენებაა აუცილებელი. ამ ტიპის მშვილდ-ისარი ხევსურეთშიაც გვხვდება, სადაც მას „სასხლეტიანი“ მშვილდი ეწოდება. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.30,31)

რთულ შვილდს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მზადდება მერქნის ერთიანი ნაჭრისაგან და მარგი ქმედების გასაძლიერებლად დამატებული აქვს აქვს ლითონის სარტყლები, დახვეული აქვს ძარღვი, მყესი, ტყავი, აშკი და მისთანანი.

რთულ-შედგენილი მშვილდი

რთულ-შედგენილი მშვილდი არის ტრადიციულ მშვილდის სახეობა და მზადდება რქის, ხის, ძვლებისდა საქონლის მყესების ლამინირებით. ამავე დროს, ერთად შეკვრამდე, თითოეულ ამათგანს დამუშავების საგანგებო ციკლი აქვს გავლილი.

საბრძოლოდ მომართულ მშვილდში შუა ნაწილი ხეა, რქა არის მშვილდოსნის მხარეს, ხოლ მყესები მშვილდის გარე მხარეს. მშვილდის მოზიდვისას მყესები იწელება, ხოლო რქა იკუმშება და იძლევა გაცილებით მეტ ენერგიას, ვიდრე იმავე ზომის ხის (მარტივი) მშვილდი. შედგენილი მშვილდის დამზადების დრო გაცილებით მეტია და იგი უფრო მგრძნობიარეა წყლისა და ჰაერის ტენიანობის მიმართ.

 

შედგენილი მშვილდი ცნობილია არქეოლოგიული მასალებიდან და იგი გავრცელებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულიდან. მისი Composite bows have been known from archaeology and art since the second millennium BCE, but their history is not well recorded as they were developed by cultures without a written tradition.ისტორია და დამზადების ტექნოლოგიები კარგად არ არის აღწერილი ძველ წერილობით წყაროებში, მაგრამ დადგენილია, რომ იგი სათავეს იღებს ჩრდილო აზიელი მომთაბარე მწყემსებიდან, რომელთათვისაც ეს იარაღი წარმოადგენდა ყოველდღიურ აუცილებლობას.

 

ამ სახის მშვილდი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც მხედრის, ასევე ქვეთის მიერ. მოგვიანებით იგი  გავრცელდა სხვა ხალხთა მონადირეთა და მეომართა შორის და გამოიყენებოდა მთელს აზიაში, კორეიდან ევროპის ატლანტიკის სანაპირომდე, ჩრდილოეთ აფრიკაში, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით და ინდოეთში.

ცნობილია, რომ შედგენილ მშვილდებს ოდითგანვე იყენებდნენ ჩინელები, ასირელები, ეგვიპტელები. შემორჩენილია ცნობა თუთმოს III-ის მშვილდოსნებზე, რომლებიც იყენებდნენ მას საბრძოლო ეტლებიდან.

 

 

Afbeeldingsresultaat voor thutmose III archer

თუთმოს III გამოსახულება, კედლის მხატვრობა

 

.. მე-14 საუკუნის თუთანჰამონის სამარხში ნაპოვნია რამდენიმე შედგენილი მშვილდი.

 

 

შედგენილი მშვილდები თუთანჰამონის სამარხიდან

 

შედგენილი მშვილდის ტრადიციის პერიოდები და სახეობები მერყეობდა სხვადასხვა კულტურების შორის. მოგვიანებით, სკვითები,  ჰუნები, თურქები და მონღოლები ძალიან წარმატებულნი იყვნენ შედგენილი მშვილდების დამზადებასა და მოხმარებაში. (ვიკიპედია)

ამ იარაღის დახვეწაგანვითარება მოიცავს კაცობრიობის ისტორიის უზარმაზარ მონაკვეთს პალეოლითიდან XIX საუკუნემდე.

 

შედგენილი მშვილდის კულტურა საქართველოში დასტურდება ადრე ბრინჯაოს ეპოქაში და ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში (მე-9-მე7 საუკუნეები) ხმარებაში იყო რთული შედგენილი მშვილდები. თუმცა ეს ცხადია არ გამორიცხავს იმას, რომ შედგენილი მშვილდის კულტურა საქართველოში მანამდეც არსებობდა. (.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959. გვ 16)

 

უძველესი დროიდან მე-14 საუკუნემდე, როცა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებამ ფართო ხასიათი მიიღო, მშვილდ-ისარი მაინც წარმოადგენდა შორ მანძილზე სროლის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას, ძველთაგან მომდინარე შურდულთან და შედარებით გვიან გაჩენილ ბალისტიკურ იარაღთან ერთად. თოფის წამლის გაჩენის შემდეგაც მშვილდ-ისარი დიდხანს ინახავდა საბრძოლო და სანადირო იარაღის ფუნქციას, ზოგიერთ ხალხში, მათ შორის საქართველოშიც, იგი დღესაც პოპულარულია და ინარჩუნებს სპორტული იარაღის დანიშნულებას.

 

მესტიის მუზეუმში დაცული სამგოზა შედგენილი მშვილდი (ფოტო მუზეუმი) დათარიღებულია 11-12 ს.

 

 

 

 

მესტიის მუზეუმში დაცული სამგოზა შედგენილი მშვილდი (ფოტო მუზეუმი) დათარიღებულია 11-12 ს. (ფოტო-ინტერნეტი)

 

 

შედგენილი მშვილდის დამზადება და გამოყენებული მასალები

 

ხის საფუძველი აძლევს მშვილდს ძირითად ფორმას და განზომილებით სტაბილურობას. იგი ხშირად შედგება რამდენიმე ხის ნაწილისაგან, რომელიც ერთმანეთში ზუსტად ჩაწებებულია ცხოველური წებოთი და V ფორმის ჭრებით, რათა გადაბმის ადგილებს მაქსიმალური მოჭიდება ჰქონდეს.

ასეთი სახის გადაბმები საშუალებას იძლევა მშვილდისთვის სხვადასხვა განსაკუთრებული ფორმის მისაცემად. ფორმების ვარიაციით მშვილდი  ერთ შემთხვევაში ფეხოსნისთვის ტყეში სანადიროდ არის პრაქტიკული  და სხვა შემთხვევაში - მხედრისთვის ცხენიდან სასროლად.

მშვილდის The wood of the bending part of the limb ( "dustar" ) must endure intense shearing stress, and denser woods such as hard maples are normally used in Turkish bows. [1] Bamboo, and wood of the mulberry family , are traditional in China.ხის კიდურებმა, რომელთაც გოზები ჰქვიათ, უნდა გაუძლოს ინტენსიურ დატვირთვას. მასალად აირჩევა საუკეთესო სრუქტურის ძლიერი და მსუბუქი ხის მასალა როგორიცაა, მაგალითად: ნეკერჩხალი, თუთა, თხილის ნაირსახეობა და სხვ.

 

ჯიხვის, ხარის, კამეჩის ან თხის რქის ფირფიტა, შესაბამისი წინასწარი დამუშავების შემდეგ, ხეს ეწებება ორივე გოზაზე შიდა მხარეს - მომართულ მდგომარეობაში უყურებს მსროლელს.

 

მყესებს ამზადებდნენ ნადირის ან საქონლის (ირმის, ჯიხვის ან შინაური ჩლიქოსნების) ქაქუჩის მყესებისგან, რომლსაც კარგი გაშრობის შემდეგ სიგრძივ იკეპებოდა წვრილ ძაფებად. ამგვარად დამუშავებული მყესები, გაჟღენთილი ცხოველური წებოთი, ფენებად ედება ხის გოზებს გარე მხრიდან მშვილდის მთელ სიგრძეზე და შრება. ასეთნაირად დაწებებული და უკვე გამშრალი მყესები მყარად ეკვრება ხეს და ხდება ერთი მთლიანი, აძლევს საოცარ შენარჩუნებად დრეკადობას და ელასტიკურობას.

 

წებო, იგივე ჟელატინი მზადდება თევზისგან ან ცხოველური ძვლებისაგან და გამოიყენება ხის ნაწილების ერთმანეთზე შესაწებებლად, რქის და მყესების ხეზე დასაწებებლად.

 

ეს განსაკუთრებული პროცედურაა და სჭირდება დიდი დრო კარგად გასაშრობად. უკვე დასრულებულ მშვილდს, წყლისგან და ნესტისგან დაცვის მიზნით, ეკვრება თხელი ტყავი ან არყის ხის ქერქი.

 

საბამი უმთავრესად ლერწმისა, მცენარეულის ბოჭკოსა და ცხოველის ძარღვისაგან მზადდებოდა. (.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959. გვ.25).

 

სულხან-საბა ორბელიანს (1658 -1725) მოჰყავს მშვილდის რამდენიმე სახესხვაობის დასახელება მისი მასალისა და დანიშნულების მიხედვით, საკუთრივმშვილდი“ (ისრის სატყორცნელი), „აჯის მშვილდი“ (გალაურის ენით რქის მშვილდი), „ბზაკალი“ („ხის მშვილდი გინა ბზის ხის კოპიტი“), „ქამანი“ („სუსტი მშვილდი“), „ჯიღა მშვილდი“ („ტყეთა შინა სასხლეტად მორთვენ მშვილდ ისართა რა ნადირნი გავლიან, შესძრავს დასხლტება და მოჰკლავს“). (.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959. გვ.25. სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა).

სულხან-საბა ორბელიანი (ერისკაცობაში სულხან ორბელიანი, ბერად დაერქვა საბა; . 24 ოქტომბერი/3 ნოემბერი, 1658, ტანძია, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტი . 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე.

შედგენილი მშვილდები საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლომდე გამოიყენებოდა როგორც საბრძოლო, სანადირო და საპაექრო იარაღი მრავლადაა შემონახული შუასაუკუნეების და გვიანდელი ფეოდალური დროის მხატვრული ნამუშევრები მშვილდოსნების გამოსახულებით. საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებში დაცულია შედგენილი მშვილდები. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მესტიის სამხარეო მუზეუმში დაცულია 2 უნიკალური შედგენილი მშვილდი, რომელსაც შემდგომში განვიხილავთ.

 

-         ხელის მშვილდი

ხელის მშვილდის განვითარება-გაუმჯობესების შედეგად წარმოიშვა კონდახიანი მშვილდი, რომელიც ხელის მშვილდისა და ცეცხლასროლ იარაღს შორის გარდამავალ სახეობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კონდახიანი მშვილდი უფრო განვითარებულ ფორმად ითვლება, მან ყველგან ერთნაირად ვერ მოიკიდა ფეხი. მშვილდოსნობის განვითარების მაღალი დონის ქვეყნებშიც მეტწილად ხელის მშვილდია ხმარებაში და არა კონდახიანი. ეს გარემოება ნაწილობრივ იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ ხელის მშვილდიდან სროლა ემოციურად უფრო მიმზიდველია და უფრო მეტად ავითარებს ადამიანის ფიზიკურსა და ნებელობით თვისებებს.

კონდახიანი მშვილდის ნაკლებად გავრცელებას სხვა მიზეზი აქვს. მისი ფუნქცია განსხვავებულია. იგი არის უფრო ძნელად დასამზადებელი მაგრამ ამ დროს მიზანში უფრო ზუსტი, უფრო შორსმსროლელი და ხელისა კი შეუდარებლად უფრო სწრაფი და მსუბუქია.

 

 

 

კონდახიანი მშვილდი, მესტიის მუზეუმი? სვანურად „ცხემად“.

 

ისრები

ისრის ყველაზე ძველი ზრო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა ნახული და პალეოლითის ხანას განეკუთვნება, კაჟისაა (სურ. 13 55x670 მმ).  (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.26)

 

სურ 13

                      

სურ 13ა

ანანურში ნაპოვნი ისრის წვერები ადრეული ბრინჯაოს ხანაიდან (სურ 13ა - ფოტო ინტერნეტიდან)

ადრე ბრინჯაოს პერიოდს ეკუთვნის საქართველოში ისრის წვერებად სხვადასხვა მასალის გამოყენება (კაჟისა, ხისა, ობსიდიანისა, ძვლისა, ბრინჯაოს და რკინისა). ისრების სხვადასხვა ფორმისა იყო -  ღეროიანი ისარი, გვხვდება აგრეთვე ისრის სკვითური ტიპის ისრის წვერები, შხამში ამოსავლები სპეციალური კავით. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ 19-20).

(ზროს ელაშვილი არასწორად ხმარობს. საბას მიხედვით ზრო არის ტანი, კაცის ტანზეც ზროს იტყვიან, ხის ტანზეც. ისრის წვერი არის ბუნიკი, გინდაც უბრალოდ წვერი, პირი, წვეტი)

ამ თვალსაზრისით საინტერესოა სტრაბონის ცნობა - საკვირველ შხამს ხმარობენ ისრებზე, რომ სუნითაც კი სტანჯავს იმათ, ვინც არ დაჭრილაო. (თ. ყაუჩხიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტი. 1957, გვ. 126).

ისრის პირები კოლხეთში (ყოველ შემთხვევაში, მის უმეტეს ნაწილში) დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა (18, გვ.2). ქსენოფონტე სამხრეთ-ქართველურ ტომებს შორის ფაქტობრივად გამოყოფს მხოლოდ ერთს - კარდუხებს, რომლებიც ბრძოლებში აქტიურად იყენებდნენ მშვილდებს, თანაც ძირითადი იარაღის სახით. მისი მოწმობით, ეს ძალზე დიდი და მძლავრი მშვილდები იყო, რომელთა მიერ ნატყორცნ ისარს ხშირად ერთდროულად მძიმე ჰოპლიტური ფარისა და ჯავშნის გახვრეტა შეეძლო (იხ.21, кн.4). ბერძენთა დანარჩენი მეტოქეები ამ რეგიონში პარტიზანულ მოქმედებებსაც კი ძირითადად ხელჩართული ბრძოლით აწარმოებდნენ. სატყორცნი იარაღის მიმართ ასეთი დამოკიდებულება პარალელებს პოულობს ევროპის ზოგიერთ ხალხში, პირველ რიგში - კელტებსა და გერმანელებში, რომლებიც შორიდან მტრის განგმირვას მეომრისთვის საკადრის საქციელად არ თვლიდნენ (19, გვ.257-292). თუმცა აღნიშნული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს იარაღი კოლხეთში საერთოდ არ იყო ხმარებაში, სტრაბონის ცნობა სვანებში ისრის პირების მოწამვლის წესის შესახებ (23, II, გვ.138-139) უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ სვანები, როგორც ჩანს ამ იარაღს საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. დანარჩენ კოლხურ ტომებშიც მშვილდ-ისარი მთლად მივიწყებული არ იყო, რასაც არქეოლოგიური მასალებიც ადასტურებს. კერძოდ, სატყორცნი იარაღის მნიშვნელობა საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო საალყო და, შესაძლოა საზღვაო ბრძოლებშიც, ამიტომ სულაც არაა შემთხვევითი, რომ კოლხეთში ისრის პირების ყველაზე დიდი რაოდენობა ეშერის ნაქალაქარის ფინალურო შტურმის ადგილზეა ნაპოვნიმთიან და ტყე-ბუჩქიან პირობებშიც, მცირე (პარტიზანული) ომის ტაქტიკის გამოყენების დროს, მშვილდ-ისარი მეტად ეფექტურ საბრძოლო საშუალებას წარმოადგენდა. ძვ.. 65 - პომპეუსის წინააღმდეგ მებრძოლმა იბერებმა სწორედ ასეთი ტაქტიკით დაიმსახურეს თავიანთ რომაელ მოწინააღმდეგეთა მოწონება. (.ბერულავა - კოლხური შეიარაღების განვითარება ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანებში)

ძნელი წარმოსადგენია რომ მსგავს პირობებში კოლხებიც ანალოგიურად არ მოქმედებდნენაფხაზეთში ნაპოვნ ანტიკური პერიოდის ისრის პირებს .ვორონოვი ოთხ ტიპად ჰყოფს:

1. ორფრთიანი (ნახ.VIII, 1-12);                                                                                                                         2. სამფრთიანი (ნახ.VIII, 12-21);                                                                                    3. სამწახნაგოვანი (ნახ.VIII, 22 - 23). სავარაუდოდ სკვითური, ან მათი გავლენით შექმნილია (13). ამავე წარმოშობის ვანში ნაპოვნი ძვ.. IV -ის პირამიდალური და ოთხწახნაგა ისრის პირებია, რომლებსაც არც მასრა, არც ყუნწი არ გააჩნიათ და ტარი უშუალოდ მათ კორპუსში არსებულ ღრმულში იტენებოდა (ნახ.XI). სკვითური გავლენა იარაღის ამ სახეობაზე უდაოდ ძალზედ ძლიერი იყო მთელ ახლო აღმოსავლეთში ძვ.. VIII-VII -დან. თუმცა კოლხეთში ისრის პირების ერთი ორიგინალური ნაირსახეობაცაა ნაპოვნი. ერთადერთ ადგილს, სადაც ის დღესდღეისობით ფიქსირებულია, ეშერის ნაქალაქარი წარმოადგენს. მითრიდატეს მიერ კოლხეთის ოკუპაციის დროს, აღნიშნული დასახლება წარმაოდგენდა ამ უკანასკნელის ერთ-ერთ დასაყრდენ პუნქტს კოლხეთში, სადაც ამ დროს აშენებულ იქნა კაპიტალური ციხე-სიმაგრე. ძვ.. I -ის შუა ხანებში ეს სიმაგრე განადგურებულ იქნა უცობი მტრის მიერ და სწორედ ამ ფინალური შტურიმის დროს, ნაქალაქარის ნანგრევებში ხსენებული ისრის პირების ასზე მეტი ეგზემპლარი დარჩა (32, გვ.61; 14, გვ.46). (.ბერულავა - კოლხური შეიარაღების განვითარება ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანებში)

ეს არის ყუნწიანი ისრის პირები, რომელა მთავარ დამახასიათებელ თავისებურებას ყუნწის მკვეთრი გაფართოება წარმოადგენს პირის მხარეზე. მისი დანიშნულება ისრის პირის ტანში ზედმეტი ჩარჭობის არდაშვება იყო (ნახ.IX). მსგავსი, თუმცა გაცილებით ნაკლები ზომის დეტალები, საკმაოდ ხშირად ფეოდალური ეპოქის ქართულ ისრის პირებზეც გვხვდება. თუმცა ეშერის ეგზემპლარების პირდაპირი ანალოგიები ჩვენთვის უცნობია. ყუნწები ხშირად მოღუნულია, კედელთან დიდი სიჩქარით შეჯახების შედეგად, რადგან ისრები თავდასხმელებს ეკუთვნოდაიქვე ნაპოვნია კიდევ ერთი ორიგინალური საბრძოლო საშუალება, რომელსაც .შამბა ისრების კატეგორიას მიაკუთნებს (32, გვ.62). ეს არის .. "კარავლის კბილანები", ანუ "ნიორი" - ერთმანეთზე მიდუღებული ოთხი ბასრი წვეტანა, რომელთა ბოლოები ყველა მიმართულებით უყურებს ისე, რომ ერთი ყოველთვის ზემოთაა მიმართული. ჩვეულებრივ "ნიორს" ყრიდნენ მტრის ფეხებ ქვეშ, მისი გადაადგილების შეფერხების მიზნით. განსაკუთრებით ეფექტურ საშუალებად ის ითვლებოდა კავალერიის წინააღმდეგ და მისი აღმოჩენა ეშერში ირიბად ადასტურებს, რომ აქ, კოლხეთში, პონტოელები ცხენოსან მტრებთან ბრძოლებისთვის ემზადებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მაშინ როცა მტერთან ბრძოლა დიდი მანძილიდან (მაგალითად, ციხის კედლიდან) იყო საჭირო, ალბათ "ნივრის" ისრის ტარზე ასხმა და საჭირო მიმართულებით ტყორცნაც შეიძლებოდა, .შამბას მიერ მისი მოთავსება ისრების აკტეგორიაში გაუგებრობას უნდა მივაწეროთვანში ნაპოვნია ისრის კიდევ რამდენიმე ორიგინალური ფორმა: საალყო მანქანების - კატაპულტებისა და გასტრაფეტის მოზრდილი ისრის პირები (ნახ.X, 1, 3, 4), როგორც ჩანს, ძვ.. I -ში აქ მოხვდა და მითრიდატეს წინააღმდეგ გალაშქრებული რომაელების, ან ფარნაკე ბოსფორელის ჯარის კუთვნილება შეიძლება იყოს. მოკლე (2,5-3 სმ-იანი) ისრის პირები და ასევე - ბრინჯაოს სამწახნაგა ისრის პირები ვანიდან, იხთვისიდან და ქუთაისიდან (ნახ.X, 5, 6 , 9) ასევე სკვითური ნიმუშებისაგან წარმოშობილი, მაგრამ, . გაგოშიძის დაკვირვებით, ძვ.. V-IV საუკუნეებში ისინი კოლხეთისთვისაც დამახასიათებელი იყო (3, გვ.85). მათ თავისეურებას ძალიან ვიწრო დაიამეტრიანი (3-4 მმ.) მასრა წარმოადგენს. მსხვერპლის სხეულში ჩარჭობის შემდეგ ისრის ტარი ჩვეულებრივ ტყდებოდა მასრის ადგილზე, პირი სხეულში რჩებოდა და სწრაფად იწვევდა სისიხლის მოწამვლას (7, გვ.179), ორიგინალურ ფორმად შიიძლება მივიჩნიოთ გრძელყუნწიანი, ქედიანი და ბრტყელი, 6-7 სმ-იანი ისრის პირები ვანიდან (7, გვ.180), რომლებიც ალბათ საშინელ ჭრილობებს ტოვებდნენ და ძვლის გადაჩეხვაც კი შეეძლოთ (ნახ.X, 7-8). მაშასადამე, ისრის ფორმების მრავალფეროვნება ამ იარაღის მრავალფუქნციონალობას უნდა მიუთითებდეს. ხშირად ერთად გვხვდება სხვადასხვა დანიშნულების ისრის პირები: სამ-ოთხწახნაგიანი - ჯავშანმხვერტი, მაღალი ბალისტიკური მონაცემების მქონე სამფრთიანი, ძლიერი ჭრილობების მისაყენებლად

განკუთვნილი ფართო და .. როგორც ჩანს, მებრძოლი ხშირად ბრძოლაში მიდიოდა რამდენიმე ტიპის ისართან ერთად და ხმარობდა ამა თუ იმ ტიპს მისი კონკრეტული დანიშნულებიდან გამომდინარე. ჩრდილოეთის სტეპების ნომადები, რათა სხვადასხვა ტიპის ისრების არევა არ მომხდარიყო, ერთდროულად რამდენიმე კაპარჭით (საისრით) სარგებლობდნენ ხოლმე, რომლებიც ხშირად უნაგირზე ჰქონდათ მიბმული. ფეხოსან მშვილდოსნებს, მათგან განსხვავებით, რამდენიმე საისრის ერთად ტარების საშუალება ნაკლებად ჰქონდათ და ისინი, ალბათ სხვადასხვა ისრებს განსხვავებული შებუმბვლილობით არჩევდნენ. (.ბერულავა - კოლხური შეიარაღების განვითარება ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანებში)

http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10001/saunje-Four_Arrow_Heads.jpg

ისრის წვერები ვანიდან  (.ბერულავა - კოლხური შეიარაღების განვითარება ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანებში

(.ბერულავა - კოლხური შეიარაღების განვითარება ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანებში

 

 

.ბერულავა - კოლხური შეიარაღების განვითარება ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანებში

საქართველოს მთიან რაიონებში ჩვენს მიერ დამოწმებული ისრები, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის განყოფილებაში დაცული ისრის წვერები უმთავრესად ორგვარია: მჭრელი (პირწაწვეტილი - ერთწვერიანი, ორწვერიანი) (სურ. 17) და ბლაგვი (ბრტყელპირიანი და მრგვალპირიანი) (სურ. 18). მათ შორის უმეტეს შემთხვევაში მჭრელი, ერთ წვერიანი ისრის წვერებია. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.31)

(ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.31)

 

 

 

 

 

ისრის წვერები მესტიის მუზეუმიდან

სულხან საბა ორბელიანის კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველოში ცნობილი ისრები 11 სახედ იყოფა. საბას კლასიფიკაციის საფუძვლად აღებული აქვს ისრის წვერისა და  ფრთის (თბეს) ფორმა, აგრეთვე ისრის სიგრძე. ავტორს ამ შემთხვევაში აღარ მოუცია ისრების ყველა სახის სრული აღწერილობა და ისაზღვრება გამოთქმით, რომ არსებობს ისრების სხვა ჯგუფი, რომელიც ატარებს საერთო სახელს „ბორძალი“ და სხვ. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.26)

„15 ისარი (44 ქება) ისარი ზოგადი სახელი არს ყოველთა ისართაი. ხოლო განიყოფიან სხუა და სხუა სახელებითა. ფრთე დაბალი და პირ წურილი, რომელსა ყივჩაყნი და თურქნი იქონებენ, არის საყალნო, ზომიერი ისარი, ფრთე მობრტყე და პირ მობრტყე არს სარჩა. მისგან უგრძესი, პირ დიდი და ფრთე მაღალი არს ქეიბური. ისარი სარჩის მსგავსი და პირგანპებული მომცრო არს ქიბორჯი. ისარი ქეიბურის მსგავსი, პირ დიდი და განპებული არს ბოძალი. ისარი სარჩის ტოლი, სამ ფრთოსანი, უპირო წვერ-მგრგუალი არს ყოდალი. ყოდლისა უგრძესი წუერმწვეტი ჯვარედად ჩხირ დასხმული არს ღრჯა. ფრთე მაღალი, გრძელი, გრკალ შემობმული არს სეფქა. უფრთო უპირო ისარი არს გეზი. სამალი არს ღარი რკინისა სატყორცებელი და ისარი მტკაველზედ მეტი მის ღარით სასროლი. სხუანიც რამ ისარნი არიან, (რაიბ/162) რომელსამე ბორძლად უწოდენ და სხუასა სხუასა. ხოლო ყრმათა ისარ ცუდასა - წინწკიტელა“. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.26. სულხან საბა ორბელიანი, სიტყვის კონა).

სვანური ეთნოგრაფიული მასალა გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ გარდა საბრძოლო ისრებისა, შესაძლებელია ჰქონოდათ ცეცხლის გასაჩენი ისრებიც. ალმოდებულ ისარს მტრის ბანაკში ისროდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ იქაურობას.

ეთნოგრაფიულად ფიქსირებული ისრების წვერები თავისი ფორმის მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა: მახვილწვერიანი: (ერთი ან ორი წვერით) და ბლაგვწვერიანი (სწორი და მომრგვალებული ბოლოთი). ისრის წვერების თითოეულ ჩამოთვლილ სახესხვაობას თავისი უპირატესობა აქვს. ასე, მაგალითად, ბლაგვწვერიანი ისრის წვერები  გამოყენებულია უმთავრესად ფრინველებზე და პატარა ძვირფას ტყავიან ცხოველებზე სანადიროდ, ტყავის დაზიანების თავიდნ აცილების მიზნით. ბლაგვბოლოიანი ისრის წვერები სწორი წვერით გამოიყენება თევზაობის დროს. ამ შემთხვევაში ისარი გამოებმება მშვილდს გრძელი თოკით. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.26-27)

ბლაგვ ისრის წვერებს შორის აღსანიშნავიაბრტყელპირიანი წვერი. ეს უკანასკნელი იხმარება თევზებზე სანადიროდ. როდესაც სროლა ახლო მანძილიდან სწარმოებს ამ შემთხვევაში ისრის ბოლო მშვილდზე ან საბამზეა თოკით დამაგრებული. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.31)

კობა ჭუმბურიძე, ისრის წვერების ტიპოლოგიური ჩანახატები

 

ისრის დამზადება

ისარი მზადდება მაგარი ჯიშის მსუბუქი ხისაგან და შედგება ძროსაგან, ტანისაგან, კილოს და ფრთისაგან. ქართულ ისრებში ზრო უმთავრესად ლითონისა გვხვდება (ეს არ გამორიცხავს იმას, რომ უძველეს ხანაში ხის, კაჟის ან სხვა მასალის ზროები იყო ჩვენში). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.25)

აყენებს რა მშვილდოსნობას სპორტის ისეთი სახეების გვერდით, როგორიცაა ბურთაობა და სხვადასხვა ცხენოსნურ-სპორტული თამაშები, არჩილ მეფე ხსენებულ პოემაში იძლევა რჩევა დარიგებას, ისრის დამზადების ტექნიკისა და კაპარჭებში მათი შენახვის, აგრეთვე მშვილდის მოზიდვის წესის შესახებ. ისრის დამზადების შესახებ არჩილი ამბობს:

ისრის თლა, სწორად გამართვა, გაქლიბვა, სეფქის გაწყობა,                                                                                    მშვილდის ჩაგდება, ყულაჯი, ქარქაშის კარგა ჩაწყობა,                                                                                                 არც შორი-შორ და არც სულა ახლო ერთმანეთს მიწყობა,                                                                                                 და რა ზნეა, თორემ ქვეყანა არის, ვარგისობს ბრიყობა.

(არჩილი, „საქართველოს ზნეობანი“)

აქედან ჩანს, რომ ისრის დამზადება მისი გათლით იწყებოდა, მერე საჭირო იყო მისი სწორად გამართვა და გაქლიბვა. სეფქა - ისრის ერთ-ერთი ნაირსახეობის სახელწოდება იყო. საბას განმარტებით სეფქა არის „ფრთე მაღალი, გრძელი, გრკალ შემობმული ისარი. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ. 21)

როგორც არჩილის ერთ ერთი ფიგურალური გამონათქვამიდან ჩანს, ფრთის (თბეს) მაგრად და სწორად დაწებებას დიდი მნიშვნელობა ჰქონია („ღვთის სათნოების ისარზედ ფრთედ მაგრა სწორად დააწებს“. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ. 21)

მოყვანილი ტაეპის მეორე სტროფი ლაპარაკობს ისრის შეწყობის შესახებ მშვილდთან და მის ზომასთან. ცნობილია, რომ „ყულაჯი ზომის ერთეულია ორივე გაშლილი ხელის სიგრძე თითის წვერებიდან მოკიდებული გულმკერდის ჩათვლით“. ჩვენს მიერ მთათუშეთში ჩაწერილი ეთნოგრაფიული მასალაც ამას ადასტურებს. თუშები გადმოგვცემენ, რომ მშვილდის ზომად „ორივე გაშლილი ხელის სიგრძეა მიღებული“. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ. 21)

ხევსურეთში ისარი შვინდის, ტყემლის ან სხვა ხისგან კეტდება. ისრების სიგრძე სხვადასხვაა (50-დან 75 სმ-მდე). ისარი შედგება: ტანისაგან, ზროსაგან, თბესაგან და კილოსაგან (კილო სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ისართა მშვილდის საბელთა ჩასაგდებელია“). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.31)

ისრის ტანი რაც შეიძლება სწორი უნდა იყოს. მას თავზე „წვერი“ აქვს დასმული (ისრის მთლელს სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ჯოლბორდი“ ეწოდება). (სურ. 19). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.31)

საქართველოში ზრო კეთდება რკინისაგან 1, ხშირად ტყვიისა და ფორმით იგი კონუსს წააგავს. სიგრძე სხვადასხვაა (2,1-დან 5 სმ-მდე). ისრის წვერის ძირითადი დანიშნულებაა უპირველეს ყოვლისა დარტყმის ეფექტის გაძლიერება, სროლის სიზუსტის უზრუნველყოფა და ისრის წვერის გახეთქვისგან დაცვა. ბოლოში ისარს უკეთდება „თბეები“. საამისოდ იხმარება მეტწილად ბორას, აგრეთვე ყაჯირის, სვავის არწივის ან ორბის ფრთა. თითოეული ფრთა ცალკე მიწებებულია ისრის ტანზე (ისრის ბოლოდან 3,4 -4,0 სმ. დაცილებით) და წარმოადგენს სამკუთხედს. მის დანიშნულებას გატყორცნილი

ისრის სწორი მიმართულების დაცვა წარმოადგენს. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.32)

1 საქართველოში ისრის წვერის შარდში წრთობის ფაქტი აღწერილი აქვს ალ. კოჭლავაშვილს მოხსენებაში, რომელიც მან წაიკითხა საქართველოს ფოლკლორისტთა პირველ სამეცნიერო რესპუბლიკურ კონფერენციაზე 1956 წლის დეკემბერში. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.32)

ისარი, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ზოგადი მნიშვნელობის ტერმინია. მთათუშეთში ისრის ორი ძირითადი სახეობაა დამოწმებული: „წებულა“ და „ისარი“. 2 (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.25)

2 „წებულა თუშეთში ეწოდება ჩვეულებრივ ისარს, ხოლო „ისარი“ წებულასაგან განსხვავდება იმით, რომ იგი გაუთლელი წკნელია, ისრის წვერის გარეშე და პირწამახული; მას მხოლოდ ორი თბე აქვს. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.32)

წებულა კეთდება ფიჭვისაგან, ვერხვისა და ცაცხვისაგან. იგი ითლება სპეციალური ხოწით ისე, რომ სწორი გამოვიდეს. თუ ცაცხვის ტოტი კარგად გაითალა, წებულა ამ ხისა სჯობია.  (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.32)

საერთოდ ცაცხვის ისარი უფრო სუსტია ამიტომ იგი სპეციალურად უნდა გამოიხარშოს ან სალუდე ქვაბში ან ბუყში (უზროდ). მას წებოს საშუალებით უკეთდება სამი ან ოთხი თბე (რომ ქარისაგან არ იბრუნოს). თბეს აქ ისე არ უკეთებენ როგორც „ისარს“, ვინაიდან დიდი ძალა ხვდება და შეიძლება გასკდეს. წებულას თბეს სიგრძე დაახლოებით 4 თითის დადებაა. წებულას ზურგი შუაწელში უფრო მსხვილი უნდა იყოს - წონასწორობასაც იცავს და მაგარიცაა. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.32)

წებულას სიგრძე 8 მჯიღი (სამი მტკაველი) უნდა იყოს. შუა მჯიღი შედარებით უფრო სქელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწაზე მოხვედრის დროს იგი იმტვრევა. წებულა იხმარება ნადირობისა და ყაბახის დროს, ვინაიდან სროლის სიზუსტეს წებულა უფრო უზრუნველყოფს, ვიდრე „ისარი“. დართლოს ზემოთ (ჭეშოში, ფარსმაში და ა.შ.) წებულა არ იყო ცნობილი (სურ. 20). (სურ. 21) (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.33)

           

„ჯღიანი“ წებულა იხმარება ნადირობის დროს. ისარს წვერზე აქვს გაკეთებული ხის „ჯღა“ (სურ. 21). ჯღიანი წებულას წვერი რომ გასცდეს კიდეც მიზანს, ამ უკანასკბელს ერთ-ერთი ჯღა მაინც მოხვდება. ამ ტიპის ისრებს სულხან-საბა ორბელიანი „ღრჯა“-ს უწოდებს. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.33)

„ისარი“ კეთდება უბრალო ხის ყლორტისა ან „შვებულოსაგან“, იგი მსუბუქია. ისარი წებულოზე უფრო წვრილია. მას არ თლიან; უკეთდება ორი თბე. იგი ბრუნავს თავისი გრძივი ღერძის გარშემო. სიგრძე თითქმის იგივე აქვს, რაც წებულას. გასწორების მიზნით ისარს ცეცხლში ატარებდნენ ან ნაცარში ამყოფებდნენ. ისარს წვერი არ აქვს. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.33)

საისრეს რომ მოჭრიან და სახლში მოიტანენ, ჯერ ცეცხლში ან ნაცარში (ნაკვერჩხალში) ახურებენ - გაატარ-გამოატარებენ, შემდეგ ასწორებენ. ათავსებენ ისეთ სწორ ადგილას, რომ არ გამრუდდეს. მერე გაიფხიკება და უკეთდება ყია და წვერი. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.33)

ისარს ზოგჯერ ადუღებულ წყალშიც კი ხარშავენ, რომ ხის „ზეთოვნობა“ გამოეყოთ, უფრო მსუბუქი გაეხადათ და სიმაგრე შეემატებინათ. ისარი ისეთი სისწრაფით მიდიოდა, რომ თქმულებაც კი არის, „ნადირს ისარი ისე უნდა გასვლოდა, რომ არ დამჩნეოდა სისხლი“. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.33,34)

კაპარჭი მშვილდ-ისრის კომპლექტში შედის. კაპარჭის შემოღებას ზოგნი მოწამლული ისრების გაჩენას და მრავალი ისრის მოხერხებულად ტარების აუცილებლობას მიაწერენ. კაპარჭი მხარზე ან ქამარზეა ჩამოკიდებული. კაპარჭები სხვადასხვა ზომისაა; მათ შორის ზოგი მშვილდსაც კი იტევს.(ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.34)

საქარელოში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კაპარჭები ისრების სატარებლად იხმარებოდა. საქართველოს მუზეუმში დაცული კაპარჭი ადგილობრივი წარმოებისაა. აკადემიკოს ს.ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიული ფონდები 3-29. სულხან საბა ორბელიანის განმარტებით „ისრის ქარქაში“. (სურ. 22). იგი ტყავისაა, მაღალი, ვიწრო ორივე მხრივ შებრტყელებული, კასრის მოყვანილობისაა. (მეკაპარჭე სულხან საბა ორბელიანის განმარტებით „ნიჯორგალია“). თუშეთში ჩაწერილი მასალის მიხედვით კაპარჭს შიგნით ჩამაგრებული აქვს ვერტიკალურად სვავის ფრთის ძირები, რომელტა სიღრუვეში თავსდებოდა კაპარჭში ჩაწყობილი ისრის ზროები. (საისრე დიდ კაპარჭს სულხან საბა ორბელიანის განმარტებით „ნიჟგორი“, ხოლო მენიჯგორე და ნიჟორგალი მნე მათი ეწოდება). როგორც ჩანს არსებობდა აგრეთვე მშვილდის „ჩასადებელი“ (სულხან საბა ორბელიანის მიხედვით „ხილიფა“ იგივე „ჩალათა“). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.34).

არჩილის მიხედვით ქარქაშში ისრების ჩალაგებას გარკვეული მნიშვნელობა და თავისი წესი ჰქონდა. ქარქაშის ძირში ჩამაგრებული იყო ფრინველის ფრთის რამდენიმე ღერო („სვავის ფრთის ძირი“), ისე რომ თითოეული ისრის ზრო მოხვედრილიყო ზუსტად ერთ-ერთ ღეროში. ეს ჩვენს მიერ დამოწმებულია მთათუშეთში1958 წელს. საგულდაგულოა არჩილის სიტყვები „საცერის წყობის“ შესახებ. არჩილი ამბობს:

ხრმლის ცემა, ლახტის თამაში, ბევრგვარ ბრუნება შუბისა,                                                                                             საცერის წყობა, მათრახის, ბილდირგა რა შეუბისა.

(არჩილი, საქართველოს ზნეობანი)

 („ბილდირგა“ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ხელის ან თითის გასატარია“).

როგორც ჩანს, აქ საუბარია საერთოდ საბრძოლო იარაღის ხმარების ხელოვნებაზე, რომელშიაც კაპარჭიდან ისრის დროულ ამოღებას, მის „წყობას“ და ტყორცნას, ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

 

სურ.22 (კაპარჭი სიღნაღის მუზეუმიდან)

 

 

 

სროლის ტექნიკა

მშვილდიდან ისრის ტყორცნა შემდეგნაირად წარმოებს: მშვილდი მოქცეულია მარცხენა ხელში (ცაციასათვის-მარჯვენაში). მარჯვენა (ცაციასათვის მარცხენა) ხელით ისარი მშვილდს უნდა დაეყრდნოს ისე, რომ ისრის წვერი წინიდან მოექცეს, ხოლო ყია (კილონი) - ზურგიდან. ასეთ ვითარებაში საბამი ისრის ყიაში ექცევა. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 9)

მას შემდეგ, რაც მშვილდი და ისარი საბრძოლო მდგომარეობაში იქნება მოყვანილი, მშვილდოსანი მიზანში იღებს სროლის ობიექტს, ჭიმავს საბამს (ზოგჯერ ეს ორივე მოქმედება ართდროულად სრულდება) და იმ მომენტში როდესაც იგი მიიჩნევს, რომ დამიზნება დამთავრებულია (რაც უნდა ემთხვეოდეს საბამის დაჭიმვის უკანასკნელ მომენტს) ისარს მიზნის მიმართულებით გაუშვებს. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 9)

(იხ. ტაბულა I,II). საბრძოლო დგომი - მშვილდოსნის ყველაზე მოხერხებული მდგომარეობაა. სროლის წინ იგი სამიზნისაკენ მარცხენა მხრით დგას. სამიზნის ცენტრი მეტწილად ორივე ფეხებზე ერთნაირადაა განაწილებული; ფეხები მხრების სიგრძეზე ოდნავ ვიწროდაა გადადგმული, ტერფებით ცოტა განზე. მშვილდის სახელური მარცხენა გამართულ ხელში იმყოფება. ისარი მარჯვენა ხელით დადებულია მშვილდზე ისე, რომ მისი მოზიდვის დროს ისრის ზრო მშვილდის სახელურთან აღმოჩნდეს. ისარი მარცხენა ხელის ცერი თითის ზურგით მაგრდება, ხოლო მარჯვენათი ისრის კილოთია საბამზე ჩამოცმული. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.34,35)

დამიზნება - „ნიშნის აღება“. მშვილდოსანი საბრძოლო დგომიდან მშვილდს მაღლა ასწევს და ერთდროულად საბამს მოზიდავს. გასროლის წინ მშვილდი ნახევრად ვერტიკალურ (ირიბ) მდგომარეობაშია, ხოლო ისარი მარცხენა ხელით დამიზნებულია სანიშნეზე. საბამი დამიზნებისას ისე მოიზიდება, რომ ისრის ზრო მშვილდის სახელურთან მოვიდეს. მარჯვენა ხელი ამ დროს დაახლოებით მარჯვენა ლოყასთანაა. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.35)

დამიზნებისას მშვილდოსანი, საბამის მოზიდვასთან ერთად, ისრის ზროს თვალით უსწორებს სამიზნეს. „კარგი თვალის მქონე“ მშვილდოსანი ისრის ზროს უსწორებს არა სამიზნეს ცენტრს, არამედ ცოტა ზემოთ, რადგან ითვალისწინებს, რომ ისარი გარკვეულ ტრაექტორიას მოხაზავს ჰაერში. ისრის მოხვედრის სიზუსტე ამ შემთხვევაში დამოკიდებულია მშვილდოსნის გამოცდილებაზე. მშვილდის ხარისხსა და ძალაზე, ისრის სიმძიმეზე, ქარის მიმართულებაზე, მანძილსა და სხვა ფაქტორებზე. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.35)

დამიზნებისას მშვილდოსანს იარაღი საბრძოლო დგომიდან ისეთ მდგომარეობაში მოჰყავს, რომ ისრის ზროს მიმართულებით მოსახვედრი საგანი აღმოჩნდეს. მშვილდოსანი ამ დროს უყურებს რა სამიზნეს, ზემოაღნიშნულ ფაქტორებთან ერთად ითვალისწინებს ისრის მოძრაობის შესაძლებელ მიმართულებას (ტრაექტორია). ჩვენი მთიელები ბავშობიდანვე ისე კარგად არიან გაწვრთნილები დამიზნებაში, რომ ისრის სროლის ტექნიკის ძირითადი ელემენტები ჩვევაში აქვთ გადასული. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.35)

სწორი დამიზნება დამოკიდებულია არა მარტო მშვილდოსნის მხედველობაზე, თუმცა ეს მთავარია, არამედ იმაზეც, თუ რამდენად შეთანხმებულია ადამიანის სხვადასხვა ორგანოების მოქმედება. მშვილდის მაქსიმალური მოზიდვა და ისრის გაშვება თითქმის ერთდროული უნდა იყოს, რათა მშვილდი გოზაში არ გადატყდეს. გარდა ამისა დაჭიმულ მდგომარეობაში ხელის დიდხანს გაჩერება ძნელია. (ისრის კილოს დაზიდვით ჭერას სულხან-საბა ორბელიანი „კიპი-ს“ უწოდებს). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.35)

დამიზნებისას მარცხენა ხელი მთლიანად გამართული უნდა იყოს. ცერი თითი მიბჯენილია სახელურზე, ზოგი კი უბრალოდ  შემოახვევს ხელს. სალოკი თითი ნახევრად მოხრილია და ზედ თითზე ედება, რითაც წონასწორობას იცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისარი შეიძლება გადავარდეს ხელის ზურგზე და მიმართულება დაიკარგოს. მშვილდოსაანი თითოეული გასროლის წინ იმ ხელს, რომლითაც საბამს ზიდავს, ხშირად მიწით იმშრალებს, რაც ხელს უწყობს მშვილდის მაგრად მოზიდვას. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.36,37).

მკვლევარების მიერ, რომლებიც მშვილდოსნობას სწავლობენ, დიდი ხანია შემჩნეულია, რომ არსებობს თითების მდგომარეობის სხვადასხვა ვარიანტი ისრის დაჭერისა და საბამის მოზიდვის დროს. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 10)

აკვირდებოდა რა მშვილდიდან სროლას, მორზემ ყურადღება მიაქცია იმას, რომ მშვილდოსნობის იაპონური წესი ამ მხრივ განსხვავდება ინგლისური წესისაგან. შემდგომმა დაკვირვებებმა ჩრდილო ამერიკელ ინდიელებზე, მალაელებზე და სხვა ხალხებზე მორზე იმ დასკვამდე მივიდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში არსებობს მშვილდისა და ისრის დაჭერის, საბამის დაჭიმვის, აგრეთვე დამიზნების სხვადასხვა სპეციფიკური წესები და მათი ვარიანტები; ეს წესები მორზემ ხუთ ძირითად ჯგუფად დაყო. მორზეს ზემოდხსენებული კლასიფიკაცია მოიწონა და გამოიყენა ყველა იმ მომდევნო მკვლევარმა, ვინც კი მშვილდოსნობის საკითხებს ეხებოდა. ამ კლასიფიკაციას ახლაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა, თუმცა სხვა ხალხთა ყოფაში ამ საკითხზე არსებული ეთნოგრაფიული მასალის შესწავლამ ბევრი ახალი რამ გამოავლინა და დასახელებული კლასიფიკაციის შევსების საშუალება მოგვცა. ზემოთ დასახელებული საკითხების შემდგომი კვლევა საშუალებას მოგვცემს მორზეს კლასიფიკაცია საგრძნობლად დავაზუსტოთ. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 10)

(ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.36).

 

 

 

 

(ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.37).

ფ. ლუშანმა, რომელიც, როგორც სჩანს, მორზეს კლასიფიკაციას ეყრდნობოდა (ყოველ შემთხვევაში გარჩევისას არ აკრიტიკებს მას), შეავსო იგი და დაუმატა საბამის მოზიდვის მეექვსე წესი. ამჟამად ეს კლასიფიკაცია შემდეგი სახით არის წარმოდგენილი:

საბამის მოზიდვის (მშვილდის მოზიდვას სულხან-საბა ორბელიანიმორთხმასუწოდებს) პირველი წესი: საბამზე დასმული ისრის კილო მოთავსებულია ცერის ფრჩხილის ფალანგსა და მაჩვენებელი თითის მეორე და მესამე ფალანგს შორის. ისრის ბოლოს დაკავება და საბამის მოზიდვა ამ წესის დროს ერთი და იმავე თითებით წარმოებს. ეს წესი შედარებით ფართოდაა გავრცელებული ბავშვებს შორის. მშვილდოსნობის პირველდაწყებითი შესწავლა უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ წესით ხდება. როგორც სჩანს სწორედ ამის გამო ზემოდხსენებულ წესებს ზოგიერთი ავტორი უწოდებს საბამის მოზიდვისპირველყოფილწესს, „მარტივს“ (მორზე), „პირველადს“, „ბუნებრივს“. „ევრო-

პულს“ (ვეილე), მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს მაგარ მშვილდთან, რომლის საბამის მოზიდვა დიდ ძალას მოითხოვს, ეს წესი ვერ უზრუნველყოფს საბამის სათანადო დაჭიმვას და იგი ნაკლებ გამოსადეგი ხდება (სურ. 1). (.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 . გვ. 10-11)

მეორე წესი: ისრის დაჭერა აქაც ისევე ხორციელდება როგორც პირველი წესის დროს, იმ განსხვავებით, რომ საბამის მოზიდვაში შუა და არათითიც მონაწილეობენ. იგი არსებითად

პირველი წესის შემდგომ განვითარებას წარმოადგენს, რაც მისი დასახელებითაც მტკიცდება („მეორადი წესი“) (სურ. 2). (.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 . გვ. 11)

მესამე წესი: ისარი ძევს მშვილდზე და კილოთი ჩადებულია საბამში. ამ მდგომარეობაში ისარი დაკავებულია მასზე დაბჯენილი ცერით. საბამის მოზიდვა ხდება საჩვენებელი და შუა თითების მესამე ფალანგების საბამზე დაჭერის საშუალებით. ამ ხერხის დროს, უმრავლეს შემთხვევაში, მშვილდი თითქმის ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, მარცხენა ხელის ცერი საბამს ზემოთ იმყოფება, ისარი კი მშვილდზე ძევს. ამ შემთხვევაში საჭიროა საკმაოდ დიდი ძალის გამოყენება (სურ. 3). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 11)

მეოთხე წესი: ისარი თავსდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის და საბამის მოზიდვაც ამავე თითებით ხორციელდება; ზოგჯერ ამ თითებს არათითიც ეხმარება. ამ შემთხვევაში დიდი დატვირთვა მაჩვენებელი და არათითის უკანასკნელ ფალანგებზე მოდის და ამიტომ ამ თითების დასაცავად იხმარება ტყავის ხელთათმანი ან ტყავის საფარი, რომელიც სამ (მაჩვენებელ, შუა და არათით) ჩამოიცმება. ამ შემთხვევაში ისარი მშვილდის მარცხენა მხარეზეა, ამის გამო უფრო ადვილად ებჯინება მშვილდს და სასროლად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება. ისარი რომ მოვათავსოთ მშვილდიდან მარჯვნივ, იგი შეიძლება ადვილად დაცდეს მარცხენა ხელიდან. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 11)

ეს წესი რაციონალურ წესად ითვლება და თანამედროვე სპორტულ მშვილდოსნობაში ყველაზე მეტად არის გავრცელებული. იგი ძველთაგანვე ცნობილია, მას უწოდებენ „ხმელთაშუაზღვისეულს“ (მორზე, გ.შურცი, კ.ვეილე). საბამის მოზიდვის ეს წესი გავრცელებულია აგრეთვე სხვა ხალხებშიც (ესკიმოსები, ჩუქჩები და სხვ. სურ. 4).

მეხუთე წესი: ისარი იმყოფება მშვილდიდან მარჯვნივ, მაჩვენებელ და ცერს შორის. ისრის ასეთი მდგომარეობა ხელს უწყობს მის მარცხნივ გადახრას. საბამი იჭიმება მოხრილი ცერით, ხოლო მაჩვენებელი თითი ეხმარება ცერს იმით, რომ მეორე ფალანგით ებჯინება მის ზემოდან. ლიტერატურაში (მორზე, შულცი, ვეილე) მითითებულია, თითქოს ამ წესის დროს ცერი გადის საჩვენებელ და შუა თითებს შორის. ბურიატ-მონღოლეთში ჩვენი დაკვირვებებით ცერის ასეთი მდგომარეობა არ დასტურდება. ჩვენ გვგონია, რომ ეს საერთოდ ნაკლებ დასაჯერებელი შემთხვევაა, რამდენადაც მონღოლური მშვილდის საბამის მოზიდვისას ერთდროულად ცერის გაყრა საჩვენებელ და შუა თითებს შორის შეუძლებელია. ამ წესს „მონღოლური“ ეწოდენა (სურ. 5). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 12)

ზემოდმოყვანილ კლასიფიკაციასთან, კერძოდ, საბამის მოზიდვის მონღოლურ წესთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბურიატ-მონღოლეთში საბამის მოზიდვის საერთოდ ცნობილი ადგილობრივი (მონღოლური) წესის გარდა, რომელიც ყველაზე ფართოდაა იქ გავრცელებული მოხერხდა სხვა წესის აღწერაც. (.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 . გვ. 12)

როგორც აღინიშნა, ბურიატ-მონღოლეთში საბამის მოზიდვის ძირითადი წესი დასახელებული კლასიფიკაციის მეხუთე ანუმონღოლურიწესია. ამ წესის უპირატესობას ბურიატიაში იმით ხსნიან, რომ ამ შემთხვევაში ხელი თითქოს დამოკლებულია, ძლიერ მოზიდავს საბამს და ადვილად უშვებს მას, როგორც ჩანს, ეს წესი სხვაზე მეტად იმიტომაცაა გავრცელებული, რომ მონღოლური მშვილდი მეტად მაგარია და მის მოზიდვას დიდი ძალა სჭირდება. მაგრამ ბურიატ-მონღოლეთში გამოყენებულია

.. „პირველადიანუბუნებრივიწესიც (სურ. 1). ამასთან ამ წესს იყენებენ ის მშვილდოსნები, რომელთაც ძლიერი ხელის თითები აქვთ და, ამგვარად, შეუძლიათ საბამის მოზიდვა ისრის ფრენის სიზუსტის აუცილებელი დაცვით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბურიატების თვალსაზრისით ამ წესს აქვს თავისი ნაკლიც: მისი გამოყენების დროს ხელი თითქოს გრძელდება, რაც ისრის ტყორცნას აძნელებს. (.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 . გვ. 12,13)

ბურიატ-მონღოლეთში გამოყენებულია ზემოდხსენებული კლასიფიკაციის მეოთხე ანუ საბამის მოზიდვის „ხმელთაშუაზღვისეული“ წესიც და მისი სახესხვაობაც, რომელიც ითვალისწინებს არა სამი, არამედ ორი თითის გამოყენებას. ამ შემთხვევაში შეიმჩნევა საჩვენებელი და შუა თითების ისრის დაჭერის სხვადასხვა წესები. ყველაზე მეტად ეს წესი გავრცელებულია დასავლეთ ბურიატებს შორის, საერთოდ კი მათი ბავშვები უფრო ეტანებიან. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 13)

საბამის მოზიდვის ტიპიური მონღოლური და ხმელთაშუაზღვისეული წესებისა და მათი სხვადასხვაობების გარდა ბურიატ-მონღოლეთში ჩვენ ავღწერეთ კიდევ ერთი წესი, რომელიც ისრის დაჭერითაც და საბამის მოზიდვითაც განსხვავდება ლიტერატურიდან ჩვენთვის ცნობილი მშვილდოსნობის წესებისაგან.

ეს წესი ითვალისწინებს ისრის ბოლოში ცერის და შუა თითების ჩავლებას. ამ შემთხვევაში ისარი დაჭერილია მაჩვენებელი თითის ზურგით. ხოლო საბამი ხელის ყველა თითით მოიზიდება (სურ. 6) 1 (გადაღებულია ჩვენს მიერ ბურიატიაში, სოფ. ხარგანა, 1958 წ. 23 მარტი)

მეექვსე წესი: მშვილდოსანი საბამს მოზიდავს არა უშუალოდ თითით ან თითებით, არამედ მარჯვენა ხელის მტევნის შუა ნაწილზე მოთავსებული, ხის შეუკრავი ან რკინის შეკრული სალტით. თუ სალტე ხისაა და შეუკრავი, მისი ღია ნაწილი ნეკის მხარეს ექცევა. საბამის მოზიდვის მიზნით მშვილდოსანი ხის ნახევარრკალის ზურგს გამოსდებს საბამის შუა ნაწილს და მოიზიდავს საბამს ისარტან ერთად (ამ წესით მოზიდვისას ისარი ისეთივე მდგომარეობაშია, რომელიც მონღოლურ წესს ახასიათებს). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 13,14)

ეს წესი ფართოდაა გავრცელებული ცენტრალური კამერუნის ვუტეს ტომებს შორის და აქედანვე წარმოდგა მისი სახელწოდება - „ვუტეს წესი“. იგი გავრცელებულია აგრეთვე შუა

სუდანის ხალხებში. ამ წესით ვუტეს ტომის წარმომადგენლები ისარს ისვრიან რამდენიმე ასეული მეტრის მანძილზე (სურ. 7) (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 14)

 

ამგვარად ბურიატ-მონღოლეთში ჩვენს მიერ შეკრებილი მასალა იმაზე მიუთითებს, რომ არსებულ კლასიფიკაციაში შესულ საბამის მოზიდვის წესებთან ერთად ხალხთა ყოფაში დასტურდება სხვა წესების არსებობაც. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959 წ. გვ. 14)

როგორც ზემოთ აღინიშნა, მშვილდის მოზიდვის თავისებურებათა თვალსაზრისით ლიტერატურაში ცნობილია ექვსი სხვადასხვა წესი. ჩვენს ხელთ არსებული ეთნოგრაფიული მასალა საშუალებას იძლევა ეს კლასიფიკაცია შევსებულ იქნას. საკუთრივ თუშური მასალის მიხედვით დგინდება მშვილდის მოზიდვის შემდეგი წესებისა და ვარიანტების არსენობა:

1.      „წიკუთ მოწევა“. საბამი გადის ჯიგვსა და სალოკ თითებზე; ყია დასმულია საბამზე

ერთმანეთზე მიდებული ჯიგვისა და სალოკ თითის ბალიშებს შორის. ორივე თითი გამართულია. ძალა არათანაბრადაა განაწილებული. ეს ხერხი უმეტესად ბავშვებსა და ქალებს შორისაა გავრცელებული, როდესაც ისინი იწყებენ მშვილდ ისრის ხმარების სწავლას. მშვილდის მოზიდვის ეს წესი ზემოხსენებული კლასიფიკაციისთვის უცნობია. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.38)

2.      „უბრალოდ მოწევა“. საბამი გადის ჯიგვსა და მოხრილ სალოკ თითს შორის; ყია მოდებულია საბამზე ამავე თითებთან ბალიშის კიდეზე. ამ თითებითვე ხდება საბამის დაჭერაცა და მოზიდვაც. ამ წესის ვარიანტებია:                                                       ა)ხსენებული თითებით უმთავრესად ისრის დაჭერა, ხოლო შუა და არათითით საბამის მოზიდვა; ბ) იგივე, ხოლო საბამის მოწევა აგრეთვე ნეკის („თითნიკას“) დახმარებით. დასახელებული წესი შეესიტყვისება ზემოხსენებული კლასიფიკაციის პირველ წესს.

 

3.        „მჯიღით მოწევა“. საბამი გადის სალოკსა და შუა თითს შორის. ისრის ყია მოთავსებულია ამავე თითების მეორე ფალანგის მოხრის ადგილზე. ამ თითებს ეხმარება ჯიგვი (ცერი თითი) რომელიც ბალიშით აწვება სალოკს მეორე ფლანგზე. ჯიგვი ამ შემთხვევაში ხელს უწყობს ისრის მტკიცედ დაჭერას, ხოლო მთავარი ძალა მაჩვენებელსა და შუათითზე მიდის (სურ, 23). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.38).

ეს წესი განსხვავდება ხმელთაშუაზღვისეული წესისგან საბამის მდებარეობით და იმით, რომ ამ შემთხვევაში მოზიდვა მთელი მჯიღით წარმოებს. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.38)

 

4.      „ჯიგვური“. საბამი გადის ჯიგვის პირველ სახსართან; ყია მოდებულია საბამზე აქვე. ჯიგვი მიბჯენილია მაჩვენებელი თითის მეორე ფლანგზე. შუათითის ბალიში აწვება ჯიგვის ფრჩხილს. მთავარი ძალა ამ შემთხვევაში ჯიგვის ფალანგზე მოდის, ხოლო მაჩვენებელი თითი ეხმარება მას ისრის დაჭერაში (სურ. 24 და სურ. 25).        ვარიანტები: ა) იგივეა, ხოლო მონაწილეობს როგორც დამხმარე, არა მარტო არათითი, არამედ შუათითიც. დასახელებული წესი ზემოაღნიშნულ კლასიფიკაციაში არ არის მოყვანილი.

5.        (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.39)

 

 

6.        „მუჯუგნით მოწევა“. საბამი გადის მაჩვენებელ თითსა და ჯიგვს შორის. ისრის ყია მოთავსებულია მაჩვენებელი და შია თითისპირველი ფალანგის ზურგზე. ისრის ყიას ზემოდან ჯიგვი იჭერს (სურ. 26 და 27). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.36)

ეს წესი დიდ ხელოვნებასა და შეჩვევას მოითხოვს, რადგან ვარჯიშობის შედეგად ხსენებული თითების პირველი სახსრების ზურგი კარგად თუ არ გამაგრდა, ძნელია სროლა. ეს ხერხი უფრო კარგად ნავარჯიშები მოხუცების მიერ გამოიყენება, უფრო საიმედოა და სატყორცნადაც ადვილის. არც ეს წესია ზემოხსენებულ კლასიფიკაციაში მოყვანილი. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.39-40).

ხევსურეთში დღემდე შემორჩენილია საბამის მოზიდვის სამი წესი. პირველი მათგანი, საკუთრივ საბამის მოზიდვა მხოლოდ ბერა და მაჩვენებელი თითით თითქმის მთლიანად შეეფარდება იმ წესს, რომელიც ზოგად ეთნოგრაფიაში პირველადს და „ბუნებრივ“ წესად არის ცნობილი (სურ. 28). (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.40)

მეორე წესის დროს საბამი იჭიმება ბერა, მაჩვენებელი და არათითით. (საბამის მოზიდვის აღნიშნული წესი დამოწმებულია პროფ. გ. ჩიტაიას მიერ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მთლიანი ეთნოგრაფიული გამოფენა „მშვილდ-ისარი“).  (სურ. 29). გარდა ამისა1957 წ. ხევსურეთში, ჩვენს მიერ ჩაწერილ იქნა დასახელებული წესის სახესხვაობა, რომელიც ითვალისწინებს საბამის მოზიდვას, ბერა, მაჩვენებელი, შუა და არათითით, ოღონდ შუათითი უნდა ებჯინებოდეს არათითს (სურ. 30). ამრიგად ქართველ მთიელებს შორის, კერძოდ, თუშეთსა და ხევსურეთში, საბამის მოზიდვის წესების შესახებ არსებული ეთნოგრაფიული მასალა ძირითადად ემთხვევა ზოგადი ეთნოგრაფიიდან ცნობილს, მაგრამ ამასთან ერთად იგი ავლენს საინტერესო თავისებურებებს, რაც საშუალებას გვაძლევს შევავსოთ მშვილდით სარგებლობის წესების არსებული კლასიფიკაცია. (ვ.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959წ. გვ.40)

 

 

ფოტო - კობა ჭუმბურიძე

საქართველოში მშვილდოსნობის სხვადასხვა ხერხების შემონახულობა მყარი ტრადიციის სახით საფუძველს ქმნის იმისთვის, რათა აღდგენილ იქნას მშვილდების დამზადების ტრადიცია და მშვილდოსნობის ტრადიციული სახე  მაღალკვალიფიციური მშვილდოსნების მომზადებას სპორტული მშვილდოსნობის საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. (გოჩა ლაღიძე)

ვასილ ელაშვილის წიგნში „მშვილდოსნობა“ გამოქვეყნებული მასალები

 

აჯის მშვილდირქის მშვილდი
ბზაკალიმშვილდის სახეა
ბოძალდიკონდახიანი მშვილდი
გოზამშვილდი სახელურიდან მწვერვალამდე
დიხაშვილდიმახეშვილდი
ზროისრის ტანი, ოკა
ზუზიაგესლი სწრაფმაკვდინებელი
თბეფრთა
თეთიკისასხლეტი
ისარიზოგადი სახელი:
აქოქისასულეთი სასროლი
აღრაბი
ბორბალა
ბოძალიპოწალი, ბორძალი, ქეიბურივით პირდიდი, ორკაპა
გეზიუფრთო, უპირო
თამუქიისრის სახეა
კონკომასრით ბუნისმაგიერ
კოპულიისარი (მეგრ.)
ლიბანდაკისაყალნოზე მოკლე
ნავაქიმცირე ისარი
როხნომძიმე ისარი, როკნო
სანადიროქეიბურივით
სარჩაისარი ზომიერი, პირმობტყე, ფრთამობტყე
საყალნოფრთადაბალი, პირწვრილი
სეფქაფრთამაღალი, გრძელი
სტუპალა
ტლიკვიუგრკლო სეფქა
ფერცხალი
ქასაგანიისრის სახეა
ქეიბურიუგრძესი, ფრთამაღალი, პირდიდი ისარი,
ქიბორჯიმომცრო, პირგანპებული, სარჩასავით
ღრჯაყოდალის უგრძესი, წვერმწვეტი, ჯვარედად ჩხირდასხმული
ყოდალიკოდალი, სარჩისხელა, სამფრთიანი, უპირო, წვერმრგვალი
წებულაოთხფრთიანი ისარი, დაწებებული ფრთებით
წინწკიტელასაჩვევი ისარი
წიფხაისრის სახეა
წიწკასაყმაწვილო, მარტივი
ცერა
ცხვიისარი (სვან.)
ჯღაწებულას ბუნიკის სახე,
- კილომშვილდის საბლის ჩასაგდებელი
- კიპიმშვილდის დაზიდვით ჭერა
- ლამბისეფქის თასმა, ლარი, საბამი, უფრო ძროხის ტყავისა

- მენიჯგორეისართა გამგებელი
- ნაკაპარიკაპარჭი, ისართა ქარქაში, ნიჯგორი
ოდრიკალიმოდრეკით დაბმული
ოხიამშვილდისარი (აჭარ.)
სამალირკინის ღარი, მტკავლიანი ისრის სასროლი
სასაგნოასაბადი, სამიზნის ადგილი
სასროლეთი
სასულეჩაბერვით სასროლი იარაღი
სასხლეტიანიხევს. კონდახიანი მშვილდი
სასხრტოიდასასხლეტით სასროლი
საფრთესაისრე ყობული
საჩვევი მშვილდებიწკიპურტანა, მშვილდკოდალი, ბზეკალკოდალი
სახელურამშვილდის გოზებშუა
ფეშრიმშვილდის დაძაბვა
ქოჯოისრის კონა, ქეში
ღალეფრთა (სვან.)
ღანკისანიშნე ოდიშსა და აფხაზეთში
ღეპეპიფრთის ღერო
ყიაკილო, რითაც ისარი საბამს ებჯინება
ყულაჯიმშვილდის სიგრძე, გაშლილი ხელების ზომა
შვებულოსაისრე ტოტი
შქვილიმშვილდი, ქაშქვინდი
ჩალხიმაგარი მშვილდი
ჩარსავიმშვილდის შალითა
ცხემადსვანური კონდახიანი მშვილდი
ხელკოტალიბზეკალკოტალი
ხილიფამშვილდის ქარქაში
ჯიღამშვილდიდასაგები მახემშვილდი
ჯიხაშულიმშვილდი (ლეჩხ.)
ჯოლბორდიისრის ოსტატი

მოზიდვის სახეები

1.წიკუთ მოწევასაბამი გადის ჯიგვსა და სალოკ თითებზე
2.
უბრალოდ მოწევაერთვება თითნიკაც
3.
მჯიღით მოწევასალოკსა და შუათითს შორის
4.
ჯიგვურისაბამი გადის ჯიგვის პირველ სახსართან
5.
მუჯუგნითსაბამი გადის სალოკსა და ჯიგვს შორის
6.
წოლელაებჯინება ფეხებს და იზიდება ორი ხელით
7.
ფეხდაბჯენითუძველეს წყაროებში აღწერილი ხერხი

ნეანდერტალელი კაცობრიობის განვითარების გვერდითი შტო, ცხოვ-რობდა ძირითადად შუა პალეოლითში.

 

პალეოლითი ბერძნულადძველი ქვა”; არქეოლოგიური ტერმინი, გა-მოიყენება ძველი ქვის ხანის აღსანიშნავად.

ათლათლი შუბის სასროლი მილისებურად ამოღარული ხის ჯოხი, რო-მელიც ფაქტიურად მკლავის დამაგრძელებელის ფუნქციას ასრულებდა და ზრდიდა სროლის ეფექტურობის ხარისხს.

·         სამალი - რკინის ღარი, მოკლე ისრების სასროლად, სამალი ქვია, ეგეც მოსაძებნია ჩვენ მუზეუმებში მაგრამ ნაკლები შანსია რომ იყოს. აზიელებსაც აქვთ მაგდაგვარი მაგრამ ის ხისაა, პრინციპი კი მსგავსია, მოკლე ისრებისთვისაა ისიც.

საცერე - არის გასაშუქებელი ცერზე შესაცმელი ZA. ცერზე საცმელი B. ცერზე საცვამი CD. განუმარტავია

მხედარი მშვილდოსანი, ატენის სიონის რელიეფი. მე-10 საუკუნე

 

მშვილდოსნები. ჯრუჭის მეორე ოთხთავი, გვ. 186V-ს ფრაგმენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

Second Gospel Jruchi, Page 186V. fragment. National Center of Manuscripts

 

ჯრუჭის მეორე ოთხთავი (ხელნაწერი H1667), გვ. 111R, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

Second Gospel Jruchi (manuscript H1667), Page 111R. National Center of Manuscripts

 

H1665 დავითნი, გვ. 212v - ფრაგმენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

https://scontent-amt2-1.xx.fbcdn.net/v/t1.0-9/14141996_892701357501468_5539702139505270337_n.jpg?oh=efad3ac9be0c9070a53372b960ab4b33&oe=583ADC8E

Battle of Köse Dağ 1243. ქართველები მონღოლების ჯარში და მამლუქები.

 

 

 

Battle of Wadi al-Khazandar (Homs) 1299. Both archers facing Mamluks and Seljuks could represent Georgians employed in Mongol army, first one probably under command of Shamadavle of Akhaltsikhe. ქართველები მონღოლების ჯარში და მამლუქები

 

Battle of Wadi al-Khazandar (Homs) 1299. Both archers facing Mamluks and Seljuks could represent Georgians employed in Mongol army, first one probably under command of Shamadavle of Akhaltsikhe. ქართველები მონღოლების ჯარში და მამლუქები

 

ვახტანგ გორგასალის პორტრეტი შედგენილი მშვილდით. ფრესკა რომელიც 18 საუკუნის 50-იან წლებში ნახა და აღწერა „მიმოსვლათა“ წიგნის ავტორმა ტიმოთე გაბაშვილმა 1902 წ. ნიკო მარს უკვე არარ დახვდა - კედელი შეთეთრებული იყო. ასე დაიკარგა მისი პორტრეტი სვეტიცხოველში.

 

 

  

დონ კრისტოფორო დე კასტელი იტალიელი მისიონერი, პატრი, თეატინელთა ორდენის წევრი. მოღვაწეობდა XVII საუკუნის პირველ ნახევარსა და შუა წლებში. საქართველოში 1628 წელს ჩამოვიდა პატრ ანტონიო ჯარდინასა და ბერ კლაუდიოსთან ერთად. მისიონერები მივიდნენ ქალაქ გორში თეიმურაზ პირველთან, ხოლო 1634 წელს შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით გურიაში გადავიდნენ. 1640 წელს ვახტანგ II გურიელმა ისინი განდევნა. იტალიელი მისიონერები ოდიშში ჩავიდნენ. კრისტოფორო კასტელი 1652 წელსაც საქართველოშია, შემდეგ კი იტალიაში ბრუნდება. ამ პერიოდში მან მრავალი საინტერესო ჩანახატი გააკეთა, რომელიც ორ ალბომში იყო შესრულებული. ერთი ალბომი კრისტოფოროს იტალიაში დაბრუნებისას განადგურდა, მეორე კი დაცულია ქალაქ პალერმოს კომუნალურ ბიბლიოთეკაში და 500-ზე მეტ ჩანახატს შეიცავს. ამ ჩანახატების ნაწილი გამოაქვეყნა მიხეილ თამარაშვილმა, მანვე ჩამოიტანა საქართველოში ჩანახატების ნაწილის ფოტოფირები. 1977 წელს კასტელის ალბომი წინასიტყვაობითა და შენიშვნებით გამოსცა . გიორგაძემ. კასტელის რელაცია, ჩანახატები და მათზე მინაწერები ძვირფას ცნობებს იძლევა XVII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიისათვის.

"მთავარი ვახტანგ გურიელი, ჩვენი პატრებისათვის უდიდესი ბოროტმოქმედი და სხვ. ღმერთმა შეიწყალოს მისი სული."

 

"მთავარი მამია გურიელი - შეიარაღებული. მისმა შვილმა სიმონმა პურის ჭამის დროს მოჰკლა იგი... გურიაში, სადაც დიდ ტანჯვაში გავატარე 7 წელი, ხუთი მთავარი გამოიცვალა. ამ სურათზე ნაჩვენებ მთავარს ეწოდება მამია, მეორე იყო მისი შვილი სიმონი, მესამე მალაქია, რომელიც ატრიარქად იყო, მეოთხე ვახტანგი, მეხუთე ქაიხოსრო, იგი დღეს ცოცხალია და დიდი პატივისმცემელია ჩვენი პატრებისა. "

 

 

"ქართველი შაბატარი [საბახტარი, გვარად ავალიშვილი] ჩვენი მტრის, ალავერდელად წოდებული ეპისკოპოსის ძმა იყო, რომლის შესახებ ვრცლად მოთხრობილია მის ისტორიაში. იგი მუდამ ჩვენი კეთილისმყოფელი იყო. მის სოფელში თეჩში [ტეჩი] მე მოვნათლე უამრავი კაცი და ქალი, განსაკუთრებით მის მსახურთა გოგო-ბიჭები, რომელნიც ხშირად მასთან ერთად ცხოვრობდნენ. ისინი იარაღით ხელში გვიცავდნენ ბერძნებისაგან. ყველა მათგანი წმინდა სარწმუნოების მტერი იყო / უკეთილშობილესი ქართველი შაბატარი და მისი ამბავი / თამაშობის შესახებ - ქართველები მისდევენ თამაშობას, რომელიც სიმკვირცხლესა და სიძლიერეს მოითხოვს. მათ იციან იარაღის ხმარება, როცა ისინი სამგზავროდ ან ცხოველებზე სანადიროდ მიდიან მთასა და ტყეში."

მ,ეგრელი თავადი, კასტელის ალბომიდან

 

 

 

 

 

 

 

 

ერთი მეგრელი აზნაური თურმე ქვრივის სახლში შევარდნილა, ქალის მოტაცება უნდოდა მაგრამ არ დასცალდა, ქალმა პირიქით დაატყვევა. კასტელს გადმოგვცემს საუბარს: აზნაურის თავზე: "ჯიქური კოჩი დაღონებული არის...
ქალის თავზე: "სკანი თავი დაიჭირე, ნუ გენაღვლება" ქალის თავზე: „სკანი, თავი დაიჭირე ნუ გენაღვლება“. აზნაურის მარცხენა მხარეს: "ვაი, ვაი ჩემი უბედურება, რა და[]ემართა, ერთი ქალი დამიჭირე, ვაი, ვაი, ვაი

აზნაურის მარცხენა მხარეს: „ვაი, ვაი ჩემი უბედდურება, რა და{მ}ემართა, ერთი ქალი დამიჭირე, ვაი, ვაი, ვაი“. მარჯვენა მხარეს: „ჯავრი მოკოდა, ამა რა ოკონო, ღმერთი დიდი არის; იმედი მაქო რომ გამიშოვს, ღმერთის წყალობა“. კასტელის ალბომიდან

ნახატს თან ახლავს მოკლე წარწერა: "ესე არს ვარდისფერა, ქართველთა დედოფალი და თეიმურაზის მეუღლე [შეცდომა: ალექსანდრეს], კაცთა მოდგმაში ულამაზესი არსება რომლის სილამაზემ არც თუ პატარა ზიანი მიაყენა თავის სამეფოს, ჭეშმარიტად ითქმის რომ ამ სამყაროს ახალი [ტროელი] ელენეა." (კასტელის ალბომიდან)

 

 

იმერელი პრინცესა-ამაზონკა, კასტელის ალბომიდან

 

ქართველი ბავშვი მშვილდით

 

ყაბახი, კასტელის ალბომიდან

ცხენზე ამხედრებული მონადირე მამუკა ბასკია

 

 

 

 

კავკასიური იარაღი, წიგნი მეორე

. . ჩახკიევი, ვაინახთა იარაღი - თარგმანი კობა ჭუმბურიძისა

წარსულში ვაინახთა განკარგულებაში მყოფი შესატევი იარაღი იყოფა სატყორცნ, საჩხვლეტ, საჩეხსაკვეთ, საცემ და ცეცხლმსროლელ ნიმუშებად.

სატყორცნი იარაღის სახეობებში პირველყოვლის უნდა აღინიშნოს ოდითგან სახელგანთქმული ვაინახური მშვილდები და ისრები.

გამოიყენებოდა მარტივი, რთული და რთულშედგენილი მშვილდები.

მარტივი მხოლოდ ხისაგან მზადდებოდა. შუა საუკუნეებში იგი საბავშო იარაღად იქცა. რთული მშვილდი შედგებოდა მერქნის ერთიანი ნაჭრისაგან და ემატებოდა სხვა მრავალი მასალა (რქა, ძვალი, მყესი, ტყავი, ჩლაქვი ანუ არყის ხის ქერქი და სხვ.).

ეს მშვილდები ვაინახთა მიერ გამოიყენებოდა ძველთაგან ვიდრე XIX საუკუნის დასაწყისამდე. რთულშედგენილი მშვილდის საფუძველს წარმოადგენდა რამდენიმე მტკიცედ შეწებებული ხის ნაწილი, ზემოთჩამოთვლილი დამატებითი მასალით შევსებული.

რთული და რთულშედგენილი ვაინახური მშვილდები გამოირჩეოდნენ მომცრო ზომით (მთიან არეში გამოსაყენებლად მოსახერხებელი რომ ყოფილიყო როგორც ქვეითის, ისე მხედრის მიერ), ერთობ საგულდაგულო გაწყობით (ხანდახან ლამაზი ორნამენტაციით ჩლაქვზე და ტყავის ზედაპირზე) და ფრიად საგრძნობი სიმძლავრით.

ისარი შედგებოდა ბუნიკის, ზროსა და ფრთისაგან. სიგრძე მერყეობდა 60–დან 90 სანტიმეტრამდე დანიშნულების შესაბამისად (მაგალითად შეჭურვილი მეტოქის, მხედრობის წინააღმდეგ თუ სხვა).

ისართა ბუნიკებს მრავაგვარი ფორმა ჰქონდათ (რომბისებრი, ფოთლისებრი, პირამიდული და მისთ.).

ასევე მრავალფეროვანი იყო ფრთის განივკვეთი (ბრტყელი, წახნაგოვანი, ლაპოტა და სხვ.). სხდასხვაგვარი იყო ბუნიკის ზროზე დამაგრების ხერხი (ჩამოსაცმელი და ჩასაყარი).

ზრო, როგორც წესი, მზადდებოდა მკვრივი, სწორფენოვანი მერქნისაგან (რცხილა, ნეკერჩხალი და მისთ.), ან ამავე მიზნით გამოიყენებოდა ახალი ამონაყარი, მსუბუქი, მაგრამ მაგარი, რბილი გულგულათი. საფრთე მასალას წარმოადგენდა მტაცებელ ფრინველთა (არწივი, მიმინო, სვავი და სხვ.) ფრთები.

მშვილდისა და ისრების შესანახად ვაინახები იყენებდნენ ჩლაქვის ან ტყავის შალითებსა და ხის ძირიან კაპარჭებს, რომელნიც ხშირად მდიდრულად

ორნამენტირებულნი იყვნენ და ძვლის ფირფიტებით მორთულნი. კაპარჭი იტევდა 25–30 ისარს, რომლის ბოლოც გაფერადებული იყო ხოლმე. ისრები კაპარჭში ბუნიკით დაღმა ლაგდებოდა.

მშვილდის სროლისას ვაინახი მებრძოლეები მარჯვედ ხმარობდნენ ძვლის, ქვის და რკინის საგანგებო დამცავ რგოლებს (მშვილდი ძალიან დაძაგრული იყო) და ტყავის სათითურებს, რომელთა მეშვეობითაც, ტრადიციულთან ერთად, სროლა წარმოებდამონღოლური დახმელთაშუა ზღვის ხერხებით.

გვიანი შუა საუკუნეების ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ფართო გავრცელებას ჰპოვებს (განსაკუთრებით კოშკურა ნაგებობათა და გამაგრებულ ზღუდეთა დაცვისას) კონდახიანი მშვილდები. ისინი გამოირჩეოდნენ სიმძლავრით და სიზუსტით.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მშვილდითა და ბოძალდით სროლის ურთულეს ხელოვნებაში, რომელსაც ბალღობიდან ასწავლიდნენ, ვაინახებმა უდიდეს ოსტატობას მიაღწიეს, რასაც მრავალრიცხოვანი წყაროებიც ადასტურებენ.

ხშირად, მეტოქის მეტად დაზიანების მიზნით, ბუნიკს ზროზე არამყარად ამაგრებდნენ, რათა ისრის ამოძრობისას იგი სხეულში ჩარჩენილიყო. გამოიყენებოდა აგრეთვე მოწამლული ისრებიც.

 

 

 

 

Back