ამირან ბიჭაშვილი
დაიბადა 1972 წლის 15 მაისს ქ. თბილისში. დაამთავრა ქ. თბილისის 154–ე საშუალო სკოლა. 1994 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტი. აგრეთვე საზოგადოებრივი პროფესიათა ფაკულტეტი საექსპოზიციო დიზაინერის სპეციალობით.
1998 წლიდან დაინტერესდა იარაღის განვითარების ისტორიით და შეუდგა ძველი საჭურველის კვლევას, რესტავრაციას და ტიპიური ასლების დამზადებას. მუშაობს სახლის პირობებში მოწყობილ მცირე სახელოსნოში. მიუხედავად ამისა, შესწავლილი და დამზადებული აქვს ძველებური იარაღის მრავალი ნაირსახეობა: ხმლები, შუბები, სატევრები, არბალეტები, თოფ–დამბაჩა, აგრეთვე საინტერიერო–საბრძოლო ნაკრებები. ათვისებული აქვს ლითონის ტექნიკური და მხატვრული დამუშავების სხვადასხვა ტექნოლგია.
2005 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან. მიღებული აქვს მონაწილეობა ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების რესტავრაციაში. ასევე დმანისის ნაქალაქარზე ორგანიზებული ექსპერიმენტული არქეოლოგიის ღონისძიებებისთვის დამზადებული აქვს არქაული იარაღის რეპროდუქციული ასლები.
მისი ინიციატივით 2006-2007 წლებში გამოიცა კედლის კალენდრები „ქართველთა საჭურველი“, რომლებშიც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული შუა საუკუნეების ტრადიციული შეიარაღების ნიმუშები.
გამოფენებში მონაწილება მიღებული არ აქვს. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მისამართი:
თბილისი
ტელეფონი:
599 110746
***
1
საბრძოლო–საინტერიერო ნაკრები. შემადგენლობა: ორი შუბი, ორი ცული, ორი ხმალი, კვერთხები, ფარი და მუზარადი. 2005 წ.
***
2
შუა საუკუნეებში
გავრცელებული ირანული ტიპის მუზარადი. გრავირებული ფოლადი, ჯაჭვი. 2007 წ.
3
სტილიზებული
მუზარადი. გრავირებული დაფერილი ფოლადი, ჯაჭვი. 2005 წ.
***
4
ჯაჭვის პერანგი.
შემკული მზის, მთვარის და ვარსკვლავების სტილიზებული გამოსახულებით, ნახევრადძვირფასი
ქვებით: ფირუზი, ამაზონიტი, ქარვა, გიშერი. წონა: 8,7 კგ.
***
5
ხმლების ნაკრები, მოთავსებული დეკორატიულ სამაგრში, შედგენილი XVI-XVIII ს.ს. გავრცელებული ხმლების ტიპიური ასლებით. 2008 წ.
***
6
7
სტილიზებული ვადაჯვრიანი ხმალი. ფოლადი, ხე, ტყავი, ბრინჯაო, რქა. ჭედვა, გრავირება. სიგრძე: 95 სმ, წონა: 1250 გრ. 2006 წ.
***
8
ირანული შამშირის ტიპიური ასლი. ფოლადი, ძვალი, ბრინჯაო, ქარვა. ჭედვა, გრავირება. 2008 წ.
***
9
10
სტილიზებული ვადაჯვრიანი ხმალი. ფოლადი, ბრინჯაო, ძვალი, ხე, ტყავი. ჭედვა, გრავირება, მოვერცხლილი ბრინჯაო. 2009 წ.
***
11
კაბიანი ხმალი. უვადო ხმალი ტიპიური დახრილი ტარით. ფოლადი, ხე, რქა. 2008 წ.
***
12
ქართული ვადაჯვრიანი ხმლის ტიპიური ასლი. ფოლადი, ხე, ტყავი. 2008 წ.
***
13
ევროპული ტიპის სტილიზებული მახვილი. 2008 წ.
***
14
მახვილი. ფოლადი, ძვალი, ბრინჯაო. სიგრძე: 110 სმ, წონა: 1,5 კგ. 2007 წ.
***
14a
ხმალი „ამირანული“ — სწორი, ორლესული. მასალა: ფოლადი, ხე, ძვალი, ტყავი.
***
4bb
ხმალი "ამირანული" - სასაჩუქრე - ჯილდოთ გადასაცემი. გრავირება, ჩუქურთმოვანი მოოქროვება, ნახევრადძვირფასი ქვები
***
14b
დანა „აღმოსავლური“ — ფოლადი, ბრინჯაო, ხე, ძვალი, ნახევრადძვირფასი ქვები.
***
4a
დანა "აღმოსავლური" ქვის სადგამით და ჭილობის სასაჩუქრე ყუთით
***
14c
სტილეტები — სამკუთხა ფორმის საჩხვლეტი იარაღი. მასალა: ფოლადი, ბრინჯაო, ძვალი.
***
4ee
სამკუთხა სტელეტი სადგამით. ტარზე-ორნამენტული მოოქროვება
***
15
ქართული სატევარი. ფოლადი, ხე, ტყავი. მოვერცხლილი ბრინჯაო. ჭედვა, გრავირება. 2009 წ.
***
16
საბრძოლო კვერთხები (საინტერიერო ნაკრებიდან).
***
17
18
საბრძოლო–საინტერიერო ნაკრების შემადგენელი ნივთები: შუბები, კვერთხები და საბრძოლო ცულები.
***
19
ფარი. ფურცლოვანი ფოლადი, ბრინჯაო. ჭედვა, გრავირება. ზომა: 50X70 სმ, წონა: 4 კგ.
***
20
21
არბალეტი სადგამით, ისრებით, ფოლადის მშვილდით. ჭედვა, გრავირება, ინკრუსტაცია. ხე (კაკალი, ბზა), ფოლადი, ბრინჯაო, ძვალი, კანაფი, ტყავი. 2009 წ.
***
21a
არბალეტი სადგამით, ისრებით, ფოლადის მშვილდით. ჭედვა, გრავირება, ინკრუსტაცია. ხე (კაკალი, ბზა), ფოლადი, ბრინჯაო, ძვალი, კანაფი, ტყავი. 2012 წ.
***
21b
მშვილდისარი — ხის გრძელი მშვილდი, ისრები, კარპაჭი.
***
4dd
კავკასიური კაჟიანი დამბაჩა და დამბაჩის მექანიზმი ( მხატვრული დამუშავების გარეშე).
***
22
კაჟიანი თოფი. ფრანგული ტიპის მექანიზმით. სიგრძე: 125 სმ, წონა: 5 კგ, კალიბრი: 17 მმ. ჭედვა, ინკრუსტაცია, ხეზე ჭრა. 2003 წ.
***
4cc
სადუელო გარნიტური - კაფსოლიანი დამბაჩები და კუთვნილი ნივთები. მე-19 საუკუნის მე-2 მეოთხედის რეპროდუქციული ასლი.
***
4f
კაჟიანი დამბაჩები - მე-18 საუკუნის ევროპული ნიმუშების ტიპიური ასლები. მასალა: ფოლადი, ბრინჯაო, ხე (კაკალი, ტალღოვანი ნეკერჩხალი)ტექნიკა: ორნამენტული მოოქროვება, გრავირება, ინკრუსტაცია.
***
22a
კაჟიანი თოფი — წახნაგოვანი ლულით (გრავირება, ინკრუსტაცია, ოქსიდირება. მასალა: ფოლადი, ბრინჯაო, ოქრო, ვერცხლი, ხე - კაკალი).
***
22b
კაპსოლიანი მუშკეტი — კალიბრი 25 მმ.
***
23
24
დუელის ნაკრები. ფრანგული ტიპის კაჟ–საკეტიანი დამბაჩები და აქსესუარები, განთავსებული ხის მოხავერდებულ ყუთში. 2002 წ.
***
25
კაჟიანი დამბაჩა აქსესუარებით.
***
26
დამბაჩა ინგლისური ტიპის კაჟიანი საკეტით. 2008 წ.
***
27
კაჟიანი დამბაჩების წყვილი. მასალა: ფოლადი, ბრინჯაო, ოქრო, ვერცხლი, ხე (კაკალი, ბზა). ტექნიკა: ჭედვა, ინკრუსტაცია, გრავირება. 2003 წ.
***
28
29
ორლულიანი კაპსოლიანი დამბაჩა აქსესუარებით, ხის დეკორატიულ ყუთში. 2007 წ.
***
30
კლასიკური ტიპის ევროპული კაჟიანი დამბაჩა აქსესუარებით: საპირისწამლე, ტყვიის სადნობი და ჩამოსასხმელი ყალიბი. 2005 წ.
***
30a
ევროპული ტიპის კაჟიანი დამბაჩა აქსესუარებით.
***
30b სადუელო გარნიტური — კაჟიანი დამბაჩების წყვილი და აქსესუარები.
***
31
კაჟიანი პისტოლეტი დასაკეცი ხიშტ-დანით.
***
32
ჩოხის ქილები (მასრები) — გრავირებული ლითონის თავებით.
***
33
შუბების საინტერიერო ნაკრები სამაგრი-სადგამით: სამკაპა, რომაული პილუმი, ცულ-შუბები — ალებადრები.
***
34
ალებადრა — გრავირებული ფოლადის პირებით, სიძველის იმიტაციით.
***
35
შუბი — ფოთლისებრი ბუნიკით (ფოლადი, ხე).
***
36
შუბი (სპარტული შუბის მსგავსი) — ფოლადი, ხე.
***
ამირან ბიჭაშვილი
მთავარი გვერდი I ჩვენს შესახებ I გალერია I პუბლიკაციები I სიახლე I ბმულები
Copyright © 2005 www.georgians-weapons.ge