თანამედროვე ქართული მხატვრული საავტორო იარაღი

ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს თანამედროვე მხატვარ მეიარაღეთა ინტერნეტ საიტზე. საიტი შეიქმნა 2010 წელს ქართული საავტორო მხატვრული იარაღის პოპულარიზაციის მიზნით. საიტის სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ თანამედროვე მატვარ მეიარაღეების შემოქმედებას და დაინტერესების შემთხვევაში პირადად დაუკავშირდნენ ავტორებს.


"სახელმწიფო შრომა და ომია. Fფოლადისაგან გაკეთებული შრომისა და ბრძოლის იარაღი კი ორივე შემთხვევაში აუცილებელი. არ უნდა დავუკარგოთ შთამომავლობას ის ცოდნა რაც წინაპრებმა შეგვინარჩუნეს და დაგვიტოვეს.

საქართველოში მეიარაღეობს ისეთივე დიდი ისტორია აქვს როგორც თავად საქართველოს. იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მთელი თავისი არსებობის მანძილზე არ შეუწყვეტია ბრძოლა გადარჩენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისათვის, ამ პროფესიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომაც ამბობდნენ ძველად: მღვდელი და მჭედელი ყველასიაო... ქართული სიტყვა '"ფოლად" ნაწარმოებია სიტყვა '"ბულატ"''- ისაგან, რაც იმის მანიშნებელია, რომ ოდითგანვე საქართველოში ხდებოდა არა მარტო საბრძოლო იარაღის შექმნა, არამედ აქვე ადნობდნენ მადანს და მეტალურგიული ტექნოლოგიების გამოყენებით გამოადნობდნენ მისთვის საჭირო ნედლეულს.

საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს ყველა კუთხეს, მისთვის დამახასიათებელი და თანაც კლასიკურად ჩამოყალიბებული ცივი იარაღი და საჭურველი ჰქონდა, რომელშიც გათვალისწინებული იყო ადგილობრივი ბუნებისა და რელიეფის თავისებურებები, ბრძოლის სტილი და სხვა ნიუანსები" ზაზა ავალიანი, მხატვარი მეიარაღე

 

 

 

მთავარი გვერდი  I  გალერეასიახლე  I პუბლიკაციები ბმულები

 Copyright © 2005 http://www.georgians-weapons.ge/