მთავარი გვერდი

მე-19 საუკუნის თბილისელი მეიარაღე გიორგი ელიარაშვილის (გეურქ ელიაროვ) გენეოლოგია

რ.ხუციშვილი, გ.ლაღიძე, 2021 წლის აპრილი-ივნისი (მიჰყევით ბმულს)

Armorer of Russian Emperors - Geurk Eliarashvili from Tbilisi

Research of Geneology, Tbilisi, April - June 2021 (link)

Eliazarashvili, ელიაროვი, ელიარაშვილი, გეურქ, Eliarov, Eliarashvili, Eliarov, Eliarashvili,Ключевые слова: Тифлис, булат, Геурк, Грузия, оружейник, Элиаров, Элиарашвили. Eliazarashvili, Eliarov

***

ერეკლე ეორეს მეიარაღე ხეჩატურ ბებუროვის გენეოლოგია, რ.ხუციშვილი

2021 წლის ივნისი (მიჰყევი ბმულს) 

Armorer of King Erekle II of Georgia - Khechetur Beburov

Research of geneology, Tbilisi, june 2021. (link) 

***

 

http://www.kvirispalitra.ge/pictures/artimages/image4/2428f91611b9bff5bd0086bfe36fe85f.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

რკინის აბჯარი საქართველოსი... 


ქართული საჭურველი იქმნებოდა და "იწრთობოდა" იმ განუწყვეტელ ომებში, რომელიც თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ უწევდა. საქართველოში დამზადებულ საჭურველს ძველთაგანვე საუკეთესოდ მიიჩნევდნენ არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 

საჭურვლისა და მაღალხარისხოვანი ფოლადის წარმოებაში საუკუნეების განმავლობაში ოსტატდებოდნენ ქალაქელი და ქვეყნის მთიანი რეგიონების ხელოსნები, რომლებიც საჭურვლის დამზადების საიდუმლოებას თაობიდან თაობას გადასცემდნენ.

შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ჯავარდენის ანუ მაღალხარისხოვანი ფოლადის ერთ-ერთ კლასიკურ ქვეყნად საქართველოა მიჩნეული. საქართველომ ბოლო დრომდე შემოინახა ჯავარდენის წარმოების საიდუმლოება და მისგან საბრძოლო იარაღის დამზადების ტექნიკაც.

საჭურველზე არსებული დამღებითა და წარწერებით დადგენილია არა მხოლოდ სახელგანთქმულ მეიარაღეთა, არამედ იმ ისტორიულ პირთა ვინაობაც, რომელთაც ეს იარაღი ეკუთვნოდა. ასეთი წარწერებია ერეკლე II-ის, სოლომონ I-ის, სოლომონ II-ის, გიორგი XII-ის თოფებზე და სხვ.

ბევრი წარწერა ქართველ მეომართა მტერზე მოპოვებულ გამარჯვებებზე მეტყველებს. ნაალაფევ საჭურველს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დაცული ჯალალედინის მუზარადი, შაჰ-აბასის ხმალი. ერთნი პარადოქსად მიიჩნევენ, მეორენი კი კანონზომიერებად, რომ შაჰ-აბასის ხმალს "გვერდს უმშვენებს" ნაპოლეონის ხმალი ფრანგული წარწერით...

მუზეუმში დაცულ საჭურველს ორ ჯგუფად ვყოფთ: თავდასაცავი და შესატევი იარაღი. პირველს მივაკუთვნებთ თავდაცვით საშუალებებს: თავსარქველს, ჯაჭვს, ჯავშანს, ფარს და სხვ. მეორე ჯგუფშია: დასარტყმელი, საძგერებელი, საკვეთი, სატყორცნი და ცეცხლსაფრქვევი.

მუზეუმის ექსპონატებისა და სხვა ისტორიული წყაროების მრავალწლიანი და გულდასმით შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ქართველი მეომრები ოთხი სახის თავსარქველს ხმარობდნენ: მაღალწვერიან მუზარადს, ჯამის ფორმის ჩაჩქანს, ჯაჭვით ნაქსოვ ჩაბალახს, კომბინირებულ თავსარქველს, რომელიც ჯამის ფორმის ჩაჩქნისა და მასზე ჩამობმული ჯაჭვისგან შედგებოდა.

საქართველოში ოვალური რგოლებისგან ასხმული ჯაჭვის პერანგი იყო გავრცელებული, მისი კალთა კი უფრო წვრილი რგოლებისგან შედგებოდა. ჯაჭვის პერანგს ჩვეულებრივ სამოსზე ზემოდან იცვამდნენ, რომელიც გულთან ჩაჭრილი იყო და ყელთან დუგმებით იკვრებოდა.

დამზადების ტექნიკის მიხედვით განასხვავებდნენ ფარეშიან, უფარეშო და შედუღებულ ჯაჭვებს. ეს უკანასკნელი უფრო გამძლედ ითვლებოდა. ჯაჭვის ფართო სახელოები მხრებს ფარავდა და თითქმის იდაყვებამდე ჩამოდიოდა.

ჯაჭვის დამზადების პროცესს ძველად ჯაჭვის "ქსოვა" ან "ასხმა" ეწოდებოდა, რომელსაც ქვიშით აკრიალებდნენ ხოლმე. ჯაჭვის დამზადება ცოცხლად და საინტერესოდაა აღწერილი ხევსურულ ფოლკლორში.

ქართველი მეომრის აღკაზმულობას ავსებდა ჯაჭვიანი კიდურთსაფარი - "საფუხრე", რომელიც თითქმის მთელ ხელს ფარავდა და მხოლოდ თითის წვერებს ტოვებდა დაუცველს. მარცხენა ხელზე "საფუხრე" არც იყო საჭირო, რადგან იგი ისედაც ფარით იყო დაცული.

ქართული ფარები უპირატესად მრგვალი ფორმისაა. დამზადების ტექნიკის მიხედვით ისინი შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: 1. ტყავგადაკრული ხის ფარი; 2. ლითონით შეკრულ-შეჭედილი ტყავის ფარი; 3. ცივად ნაჭედი ლითონის ფარი.

მცირე ზომის ხევსურული ფარი მრგვალი ან ოვალური ფორმისაა. იგი მზადდებოდა ფურცლოვანი რკინისგან. ფარის ჩონჩხი რკინის ან სპილენძის ნაჭრებისგან შედგება. რკალის გარედან ნაწიბურებზე "ჯვარას" ამაგრებდნენ, რომელიც რკინის ზოლებისგან ანუ ხიდებისგან შედგებოდა. ფარის ცენტრში ჯვარა უერთდებოდა რკინის ზესადებს - "გუმბათს", რომელიც შუაში ამოზნექილია. ამ ნაწილს ეწოდება "გუმბათის ვაშლი". ფარს გარედან ჰქონდა ერთი ან ორი რკალი - "გირგოლი", რომელზედაც წვეტიანი რკინის ფარეშები იყო დამაგრებული. ფარს შიგნიდან ტყავს აკრავდნენ, სარჩულზე ოთხკუთხა ფორმის ტყავის ნაჭერს აკერებდნენ, რომელზედაც ღვედებისგან დაწნულ სახელურს - "საბღუჯავს" ამაგრებდნენ.
ფარისთვის განკუთვნილ ტყავს ხევსურები განსაკუთრებული წესით ამუშავებდნენ. ხარს რომ გაატყავებდნენ, 
ტყავს ჯოხებზე გაჭიმავდნენ და მასზე საჭირო ზომის წრეს ამოჭრიდნენ. შავად შესაღებად ნედლ ტყავს ჭვარტლს ჩააგლესდნენ, ან ერთი დღე-ღამის განმავლობაში ჭვარტლის ხსნარში ხარშავდნენ. შემდეგ გააშრობდნენ და უშუალოდ ფარის გაკეთებას შეუდგებოდნენ. გამზადებული ფარი კერაზე უნდა შეებოლათ, სანამ მთლად არ გაშავდებოდა. სწორედ ამან მისცა საბაბი შუა საუკუნეების აღმოსავლელ ავტორებს, არაგვის ხეობის მცხოვრებლებისთვის "ყარაყალყანები" ეწოდებინათ, რაც ქართულად შავფაროსნებად ითარგმნება. ყარაყალყანებში ხევსურები უნდა ივარაუდებოდნენ.

მკითხველს უთუოდ დააინტერესებს მუზეუმში დაცული ქართული საბრძოლო საჭურვლის ნიმუშები.
საბრძოლო მათრახი სხვადასხვა სიმსხოსი იყო და ძველად ქართული მეომრის აუცილებელ თანმხლებ საგანს წარმოადგენდა. "ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად", - ვკითხულობთ "ვეფხისტყაოსანში".
საბრძოლო მათრახს, ჩვეულებრივი მათრახისაგან განსხვავებით, მსხვილი და ენაბრტყელი ბოლო ჰქონდა. იგი, როგორც წესი, ხარის ტყავის ღვედებისგან კეთდებოდა. ღვედს დასამრგვალებლად და მისთვის განსაზღვრული სიმსხოს მისაცემად წინასწარ შინდის ხის ფიცარში ამოჭრილ რგოლში (ადიდაში) უყრიდნენ. მათრახს მავთულს აწნავდნენ, ტარს კი ხის ან ძვლისგან ამზადებდნენ.

ქვის უძველეს სატყორცნ იარაღს წარმოადგენს შურდული. მის დასამზადებლად იყენებდნენ ლაფანს (თელის, ტირიფის, თუთის და სხვ.), ძუას, შალის ძაფს. საუკეთესო მასალად ითვლებოდა ხბოს ან ხარის ტყავი. საშურდულე ქვის სატარებლად ქართველ მეომრებს საგანგებო აბგაჯიბე, ე.წ. "ხალთა" ჰქონდათ.
დანიშნულების მიხედვით შეიძლება განვასხვაოთ საბრძოლო, სანადირო და სამწყემსო შურდული.

ქართული მშვილდი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რქის ან ხისგან მზადდებოდა. რქის მშვილდს ჩვენში "აჯიმშვილდს" უწოდებდნენ. საქართველოში დამოწმებულია სამშვილდე ხის, უპირატესად შინდის მოხარშვა და რქის მოლბობა-გამოყვანა, რისთვისაც იცოდნენ მის მიწაში ან ნაკელში ჩაფვლა, მშვილდის ლარი კეთდებოდა მყესების, ნაწლავების, კანაფისა და სხვა მასალისგან. ისარი სამფრთიანი იყო და ფრინველის ფრთისგან მზადდებოდა. განთქმული იყო გუდამაყრელი მშვილდის ოსტატების ნახელავი. საქართველოში გავრცელებული ყოფილა ხელთოფა, რომელიც დიდ მანძილზე ზუსტი სროლის საშუალებას იძლეოდა.

მრავალი საუკუნის განმავლობაში საჭურველი ქართული ტანსაცმლის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა. ხმალი და სატევარი ოჯახურ რელიკვიად მიიჩნეოდა და თაობიდან თაობაზე გადადიოდა. ჭაბუკს მისი სრულწლოვანების აღსანიშნავად საჭურველს გადასცემდნენ ხოლმე. ხმალი საქართველოში ძალაუფლების სიმბოლოსაც წარმოადგენდა. მეფისთვის ან სარდლისთვის ხმლის გადაცემის დროს თავისებური წესი, რიტუალი სრულდებოდა. გარდა საბრძოლო იარაღისა, საქართველოში მზადდებოდა საგანგებო სააღლუმო იარაღი.

ქართული ორფხიანი სატევარი ახლო მანძილზე გამოსაყენებელი იარაღია, რომელიც ნადირობის დროსაც იხმარებოდა. საქართველოში XIX საუკუნემდე მზადდებოდა სწორი ან ოდნავ მოხრილი ერთ და ორღარიანი სატევრები, მასიური ტარით. შემდეგ შემოვიდა უფრო პატარა, წვრილი სატევარი, რომელიც ქართველი ვაჟკაცის ნაციონალური სამოსელის აუცილებელ სამკაულს შეადგენდა. სატევრის ტარსა და ქარქაშს სამკაულით ამკობდნენ. ბევრი ამ სატევართაგანი მხატვრული ოსტატობის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. 

ქართული ხმალი ორგვარია: ვადიანი და უვადო. ქართველ ოსტატთა მიერ დამზადებულ ხმლის პირებს სახელი ჰქონდა მოხვეჭილი საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ჩვენში უკანასკნელ დრომდე განთქმული იყო ხმლის პირები: დავითფერული ფრანგული, გორდა, კალდიმი და სხვ. ძველად ქართველი ხელოსნები საიდუმლოდ ინახავდნენ ჯავარდენის დამზადების ხერხს. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა ამოხსნეს ეს საიდუმლოება და მაღალხარისხოვანი ფოლადის დამზადების რეცეპტი თავის დროზე რუსთაველ მეტალურგებს გადასცეს. დღეს კი ეს "საიდუმლოება", სამწუხაროდ, აღარავის აინტერესებს...

გვიან ფეოდალურ ხანაში ქართველმა ხელოსნებმა აითვისეს ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება. ბევრი მათგანი ისე დახელოვნდა ამ საქმეში, რომ თავისი დროისთვის სრულყოფილ საჭურველს ამზადებდა. ისტორიამ შემოგვინახა ისეთ გამოჩენილ ოსტატთა სახელები, როგორებიც იყვნენ: გუდამაყრელი პაპო და ხევსური სამნა. ამ უკანასკნელს პირადად იცნობდა მეფე ერეკლე II. დაახლოებით ამავე დროისათვის ოზურგეთელმა ოსტატებმა აითვისეს ღარლულიანი თოფების წარმოება.

მაღალი საბრძოლო თვისებებით ხასიათდებოდა ქართული დამბაჩები. ქართული სისტემის დამბაჩას "მაჭახელას" სახელი დაერქვა დამბაჩების წარმოების ერთ-ერთი ცენტრის მიხედვით, რომელიც აჭარაში მდებარეობდა. XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში თბილისში, ერეკლე II-ის თაოსნობით, ცეცხლსასროლი საჭურვლის ქარხანა დაარსდა, სადაც ქვემეხებსა და მორტირებს ამზადებდნენ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ნაციონალური საჭურვლის უმდიდრესი კოლექციის გვერდით მუზეუმში დაცულია ინდური, ჩინური, იაპონური, არაბული, თურქული, სპარსული, რუსული და ევროპული იარაღის საუკეთესო ნიმუშებიც.

კოტე ჩოლოყაშვილი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

 

http://www.kvirispalitra.ge/pictures/artimages/image4/811495b9a717879a443417689baf690a.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

***

დღესაც კი, როცა ადამიანის ინტელექტის ნაყოფი მზის სისტემას გასცდა და უსასრულო სამყაროში მიიკვლევს გზას, ჩვენ მაინც მოწიწებითა და ფეხაკრეფით შევაბიჯებთ ფარღალალა სამჭედლოში, რომელშიაც რამდენიმე ათასი წელია არაფერი შეცვლილა – ისევ ის გრდემლი, კვერი და მარწუხი, ქურა და საბერველი… და კიდევ მჭედელი, რაღაც დიდ საიდუმლოს ნაზიარები კაცთაგანი. 


სწორედ მან მოათვინიერა ბუნების ურჩი გამოვლინება – ლითონი, და თუ რარიგ მოათვინიერა, ამაზე მეტყველებს უხსოვარი დროიდან მოტანებული მისი შემოქმედება – ვეება გრდემლიდან ჯაჭვის პერანგის რგოლის პაწაწინა მოქლონამდე, მრისხანე სატევრიდან ქალის ნატიფ სამკაულამდე. 
უძველესი ეპიკური ძეგლის – ამირანის თქმულების თანახმად, სამჭედლოში სრულდება ერთ–ერთი უდიდესი საიდუმლოება: გაზაფხულზე, დიდ ხუთშაბათს, მჭედლები კვერს დასცემენ გრდემლზე და ფრთოსანი ძაღლის მიერ ლოკვით გალეული ჯაჭვი კვლავ მსხვილდება, რათა ამირანმა არ აიწყვიტოს. 
სწორედ იმ მჭედელთა ნებით რჩება ამირანი სამუდამო ტყვეობაში, რომელთა ქურაშიც მის მიერ მოპოვებული ცეცხლი გიზგიზებს. 
ამ გამოცანას შესაძლოა ასეთი გასაღები მოეძებნოს: ბრინჯაოს ხანამდე მონადირე იყო ზენა ძალებთან დაახლოებული და საიდუმლო წესთა შემსრულებელი პირი. 
ხის ჯოხის (ანუ რიტუალური კვერთხის) დაკვრით მას, დროდადრო, მის მიერვე შერყეული ბუნებრივი წონასწორობა უნდა აღედგინა (გაიხსენეთ მცირე ხრამის პეტროგლიფები). 
ლითონდამუშავების ხანაში ეს მისტერია თანდათან მჭედელზე ინაცვლებს და კვერის დაკვრაც ამის გამოძახილი უნდა იყოს. ამ ვერსიას შუალედური რგოლიც მოეძევება – სკანდინავიური ღვთაება ტორი გაცოცხლებას უროს დაკვრით ახორციელებს. 
კვერის დაკვრა ქართულში თანხმობასაც ნიშნავს, ანუ, მჭედლები ამ დროს საერთო თანხმობის შეგრძნებითაც იმსჭვალებიან, რაც დიდი მისიის აღსრულებისას ურთიერთგამხნევებას უნდა ნიშნავდეს. 


რა შეიძლება იყოს დიდი მისია? ცეცხლის დაურვებით ძლიერ დაჩქარდა ტექნოლოგიური პროგრესი და შეიქმნა საზოგადოების კულტურულ და ტექნიკურ განვითარებათა შორის წონასწორობის დარღვევის საშიშროება, რამაც შესაძლოა კატასტროფა გამოიწვიოს. ამიტომ ამირანი, როგორც ტექნოლოგიური რევოლუციის უმართავი წყარო, უმჯობესია მიჯაჭვული დარჩეს. 
მაგრამ ამ კატასტროფის რომ ასე გეშინოდეს, იგი გადატანილი უნდა გქონდეს. იქნებ ეს ატლანტიდის, ან რომელიმე, გაუფრთხილებლობით დაღუპული ცივილიზაციის ხსოვნის ანარეკლია. 
კვლავ გავიხსენოთ ქვის ხანის მონადირე – განა რამდენი ირემი უნდა მოეკლა კაჟისპირიანი შუბით, რომ ეკოლოგიური ბალანსის დარღვევას შეეშინებინა? 
ჩანს მან წინაპართა მწარე გამოცდილებით იცის, რომ ბუნებრივი წონასწორობის დარღვევა საშიშია და ამიტომ ასრულებს ესოდენ ბეჯითად ერთი შეხედვით პრაქტიკული ღირებულების არმქონე, მაგრამ მკაცრად დადგენილ წესს. 

თუ რაოდენ მყარია და საიმედო ამ გზით მომავალში ცოდნისა და ქცევის გაგზავნა, ამის დასტურია დღემდე მოტანებული მრავალათასწლოვანი არაერთი წესი, ცეკვა თუ სიმღერა. 
ახლა იმის შესახებ, თუ ვის მიერ დაწესებულ წესს ასრულებენ მონადირეები და მჭედლები: თუ კატასტროფას ცივილიზებული საზოგადოების მცირე ნაწილი გადაურჩა, შესაძლოა მან მაღალტექნოლოგიური პროდუქტი ვერ აწარმოოს, მაგრამ ის კი ძალუძს, რომ თავისი მაღალგანვითარებული ენით წარსულის შესახებ მოუთხროს შთამომავლობას და ეს მონათხრობი ორიოდ თაობაში მითად იქცევა. 
შედეგად კი მივიღებთ, რომ გარკვეულ პერიოდში, ზოგიერთ ხალხს აქვს უფრო განვითარებული ენა და მითებში განფენილი ცოდნა, ვიდრე მატერიალური კულტურა. 
თუ ამ მონათხრობმა გონებაში იბერიულ–კავკასიურენოვან ხალხთა უცნაური თავგადასავალი ამოატივტივა, ესეც სავსებით ბუნებრივია… 
და არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ევროპელი თეთრ, ანუ საკუთარ რასას კავკასიურს უწოდებს. 
ისიც შესაძლებელია, რომ მჭედლები ამ შემთხვევაში ქურუმთა კასტას წარმოადგენდნენ, ანუ სახელმწიფო სტრუქტურის დაწინაურებულ ნაწილს, და მათ მიერ კვერის დაკვრა განსაკუთრებული ცოდნის შენახვას ნიშნავს. 
ამის დასტურია ჩრდილოკავკასიური მითები, რომელთა თანახმად მჭედლებს, გარდა საკუთარი ხელობისა, მრავალი იდუმალი ცოდნა მიეწერებათ. 
თუ რამდენად დაფასებული იყო სამჭედლო საქმის ცოდნა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თვით ზევსის ერთ–ერთი იარაღი ურო გახლდათ. ურო იყო სკანდინავიური ღვთაება ტორის იარაღიც, რომელსაც იგი მრისხანების ჟამს ტყორცნიდა. 

კობა ჭუბურიძე

 

***

 

ქართული საიუველირო ხელოვნების ისტორიის მოკლე მიმოხილვა (მიჰყევი ბმულს)

***

რკინის მადნები, ლითონის დამუშავება და ცივი იარაღის წარმოება საქართველოში


საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც მთელ სამხრეთ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში, ლითონის დამუშავება ქრისტესშობამდე VI-V ათასწლეულების მიჯნაზე იწ¬ყე¬ბა. ამას ხელს უწყობდა სამხრეთ კავკასიაში არსებული ხელსაყრელი პირობები: ლითონის გამადნებების მრავალგვაროვნება და ნაირსახეობები (ოქრო, საპილენძი, დარიშხანი, ტყვია, თუთია, ვერცხლი, რკინა, ვოლფრამი, მოლიბდენი, მანგანუმი, პოლიმეტალური საბადოები), საწვავი მასალის სიუხვე (სხვადასხვა ჯიშის ხის ჯიშები და ნახშირი), წყლის უზომოდ დიდი რესურსები და რა თქმა უნდა ხელოსანთა ის მაღალი დონე, რომელიც ნელ-ნელა, საუკუ¬ნე¬ების მანძილძე მუდმივად იხვეწებოდა. გეოლოგიური მონაცემებით საქართველოში ცნობი¬ლია 200-ზე მეტი სპილენძის, დარიშხანის, ანთიმონის, რკინისა და პოლიმეტალური საბადო¬ები¬სა და ზედაპირული გამოვლინებების ადგილები. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა უმთავრეს საბადოზე აღმოჩენილია მადნის მოპოვებისა და დამუშავების კვალი.

დასაწყისში ლითონის დამუშავება წარმოებდა თვითნაბადი ოქროსა და სპილენძის ცივი წესით გამოჭედვის სახით. უკვე მომდევნო პერიოდში, ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. IV-II ათასწ.) ფერადი ლითონების მადნის ათვისებამ გაიარა განვითარების ყველა კლასიკური საფეხური - ჟანგეული მადნების ათვისებიდან დაწყებული, ვიდრე სულფიდური მადნების მოპოვება-დამუშავებისას წარმოებაში რთული ტექნიკური და ტექნოლოგიური პროცესების დანერგვით დამთავრებული (ირ.ღამბაშიძე, ბ.მინდიაშვილი, ბ.გოგოჭური, კ.კახიანი, ი.ჯაფარიძე- უძველესი მეტალურგია და სამთო საქმე საქართველოში ძვ.წ. VI-III ათასწლეულებში. გამომცემლობა “მწიგნობარი“. თბილისი. 2010. 592გვ.). ტექნოლოგიურად- ხელოსნები სპილენძში უმატებდნებ დარიშხანს და იღებდნენ ბრინჯაოს, ეს ფაქტი დამახასიათებელია საქართველოს მელითონეებისათვის, რადგან სხვა ქვეყნებში, სპილენძს ძირითადად კალას (შნ - შტანნუმ) უმატებდნენ.

სპილენძის მოპოვების, მათი გამოდნობისა და მათგან მიღებული ბრინჯაოს ნივთებისა და იარაღის დამზადების უმაღლეს დონეს ძველქართულმა ტომებმა III-II ათასწლეულების მიჯნაზე მიაღწიეს. კერძოდ ასეთ ლითონის მომპოვებელ და გადამამუშავებელ რეგიონებს ძირითადად განეკუთვნებოდნენ კავკასიონის მთავარი ქედის გასწვრივ: აფხაზეთის, სვანეთის, რაჭის, სამაჩაბლოსა და კახეთის, ხოლო მცირე კავკასიონზე და აჭარა-თრიალეთში: ქვემო და შიდა ქართლის და აჭარა-გურიის სამთო-მეტალურგიული კერები; აგრეთვე სამეგრელოსა და იმერეთის მცირე გამოვლენები.

როგორც ავღნიშნეთ, ჩვ.წ.-მდე II ათასწლეულის დასაწყისი საქართველოში აღინიშნა ლითო-ნის - ჯერ სილენძისა და ბრინჯაოს, ხოლო შემდეგ კი- რკინის მასიური წარმოებით. ასე მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე, საყოფაცხოვრებო და მატერიალური კულტურის ძეგლებისა და ლითონთა გამოდნობის ცენტრების მრავალრიცხოვნებით, არქეოლოგები როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვანს გამოყოფენ რაჭის რეგიონს. აქ, მეცნიერისა და არქეოლო¬გის, ბ-ნი გელა გობეჯიშვილის აზრით, მარტო ბრილის სამაროვანში (საერთო ფართი 700 კვ.მ.) აღმოჩენილი და შესწავლილი იყო 250 სამარხი. მეცნიერთა აზრით, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც ჯერჯერობით გვიმალავს მრავალსაუკუნოვანი მიწაყრილები. მთელი ეს ტერიტორიები, სადაც ჩატარებული იყო არქეოლოგიური სამუშაოები, მოფენილია ლითო¬ნის ნიმუშებით (როგორც ბრინჯაოს, აგრეთვე რკინის). ეს ნანახი არტეფაქტები (სურ.1) მიგვანიშნებენ აქაური მოსახლეების საკმაოდ მაღალი განვითარების დონეზე და აგრეთვე შორეულ ქვეყნებთან მჭიდრო კონტაქტებზე (რაზეც მიგვითითებს სამარხებში ნაპოვნი დიდი რაოდენობის ეგვიპტური მინის მძივები).

shubis piri+dana+najaxi. spilenzi. 18 saukune B.S...jpg  qinzistavi. spilenzi. 17 saukune B.S..jpg

სურ.1. ა)სატევრები, შუბის პირი, ნაჯახი და ბ)თმის ქინძისთავი ბრილის სამარხიდან (რაჭა). ქრისტესშობამდე მე-18 საუკუნე. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი.

რაჭის ამავე რაიონში იქნა ნანახი ლითონის მადნების დაახლოებით 150 გამონამუშევარი და გამოსადნობი და დასამუშავებელი სახელოსნოების დიდი რაოდენობა.

როგორც ჩანს რკინის გამოდნობა და მისგან ნაკეთობის დამზადება II ათალწკეულის დასაწყისში საკმაოდ პრობლემატური იყო, რადგან ჯერ ერთი ხელოსნებს უჭირდათ მაღალი ტემპერატურის მიღება და მეორეც- სუფთა რკინა იმდენად რბილია, რომ მისგან შეუძლებელი იყო მტკიცე ცულის ან თუნდაც დანის დამზადებაც კი. ამიტომ ლითონური ნაკეთობის დამზადებას შენადნობების დამატება სჭირდებოდა. ამ დამატებებმა წარმოშვა ფოლადიცა და თუჯიც. ჩვეულებრივი რკინა საიარაღო მასალად გადააქცია - ჭვარტლმა. სწორედ ჭვარტლს ან ხის ნახშირს ძალუძს რბილი რკინა მტკიცე თუჯად ან ფოლადად გარდაქმნას. რკინის ზოგიერთი „სახეობა“ იწრთობოდა გახურებული მდგომარეობიდან წყალში გაცივებით, ზოგიერთი კი - არა. ფოლადის ეს თვისება - იწრთოს წყალში გაცივებისას, მრავალი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა ერთ-ერთ განმასხვავებელ ნიშანს რკინასა და ფოლადს შორის. 

ქართველი არქეოლოგების მრავალრიცხოვანმა ექსპედიციებმა ცხადყო, რომ მე-II ათას¬წ¬ლე¬უ-ლის ბოლოსათვის (მე-12 საუკუნე ჩვ.წ-მდე) მკვეთრად გაიზარდა რკინის ნაკეთობათა რაო¬დე-ნობა, რაც თავისთავად შეუძლებელი იყო მოპოვებული მადნებისა და გამოდნობილი რკი¬ნის ნაკეთობათა მოცულობის გაზრდის გარეშე. მაგრამ ამის მიუხედავად, მკვეთრი ნახტომი რკი¬ნის მოპოვებისა და დამუშავებისა შეიმჩნევა ცოტა მოგვიანებით (X-IX საუკუნეები ჩვ.წ.).

რკინის მადნების ადგილობრივი რესურსები მოიხმარებოდნენ უხსოვარი დროიდან. ეს საბადოები და მადანგამოვლინებები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან მადნების მარაგე¬ბითა და წარმოშობის პირობებით. საქართველოს ტერიტორიაზე რკინის მეტალურგია და „რკინის ხანის“ დასაწყისი თანდა¬თანობით ძლიერდებოდა, თუმცა იგი არ ჩამოყალიბებულა როგორც ცალკე, დამოუკი¬დე¬ბელი მიმდევრობა. მეტალის დამუშავების ხელოსნები მუდამ ცდილობდნენ შეენარჩუ¬ნებინათ თავიანთი ტრადიციები და გაემეორად ბრინჯაოში უკვე აპრობირებული ფორმები, რაც დასტურდება უხვი არქეოლოგიური მასალებით სამთავ¬როდან, ღები, ვანი, ურეკი, ჭითახევი და ლარილარიდან(სურ.2).

სურ.2. ქართული სატევრების პირები: ზედა სურათზე- რკინა (ბრილი, რაჭა); ქვედა - ბრინჯაო (ნიგოზეთი, იმერეთი). ჩვ.წ-მდე პირველი ათასწლეულის პირველი ნახევარი.

იმ დროის რკინის სადნობი სახელოსნოები, როგორც წესი, შესდგებოდა ერთი ან ორი სად-ნო¬ბი ღუმელისაგან, ქვის მაგიდისაგან და სპეციალურად გამოყოფილი ფართისაგან, სადაც ინა¬ხე¬ბოდა ცეცხლგამძლე თიხის მარაგები (სურ. 3). კოლხეთის ტერიტორიაზე უძველესი სად¬ნო¬ბი ღუმელები წარმოადგენდნენ ორმოს, რომელშიც ეწყობოდა მადანი და ხის ნახშირი. ორმოს თავზე იქმნებოდა თაღი მოკლე მილით; გვერდიდან -კი მოწყობილი იყო სპეცია¬ლუ¬რი საბერველი. ამ ორმოს ფსკერი ნახევრადსფერიული იყო და გვერდები კი მოპირკეთე¬ბუ¬ლი ქვით. წიდის (სურ. 4) ამოღება არ ხდებოდა. იგი ღუმელის ძირში გროვდებოდა. წარმო¬ე¬ბის ნარჩენები - წიდის დიდი რაოდენობა, ღუმელის გადახურებული თიხის იზოლაცია და ჭურჭელი იყრებოდა მთის ფერდობებზე.

 

ა) ლითონის ჩამოსასხმელი თიხის ფორმები. (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი). ბ) ქურაში ჟანგბადის მისაწოდებელი თიხის მილი მაღალი ტემპერატურის შესანარჩუ-ნებლად. 

გ) მეტალურგიული ცენტრი ამირანის გორა(by Kavtaradze G.L.The Importance of Metallurgical Data for the formation of a Central Transcaucasian achronology. In: Hauptmann A., Pernicka E., Rehren T. & Yalcin U. (eds.), The begin­nings of Metallurgy, Der Anschnitt 9, 1995. P.67-101, Deutsches bergau Museum, Bochum) სურ. 3.

საქართველოს ისტორიის განვითარების მთელი ამ პერიოდისათვის, ლითონის სადნობი ღუმელების ფორმები, პრაქტიკულად შეუცვლელნი რჩებოდნენ მთელი ამ საუკუ¬ნე¬ები¬სა-თვის. ხელოსნების გამოცდი¬ლე¬ბამ (რკინის მადნების გალღობა და მისგან პროდუქციის შექმნა) გამოიწვია სადნობი ღუმელის მუდმივი პარამეტრების არსებობის აუცილებლობა. წლების, საუკუნეების და ათასწლეულების მანძილზე ჩამოყალი¬ბდა, რომ მაღალხარიასხიანი ლითონის დასამუ¬შავებლად საჭიროა ღუმელი, რომლის მშენებ¬ლო¬ბი¬სა¬თვის აუცილებელია მისი ზედა რკალისათვის მუდმივი სიდიდეები (G.Inanishvili. About the History of Iron Production in Georgia. “METALLA”, #14. 1/2, Bochum, 2007). ადრეული პერიოდის (ჩვ.წ-მდე XII-V საუკუნები) მცირე ზომის ღუმელებისათვის დამახასიათებელი იყო : Н = 0.7-1.0 მ., D = 0.6-0.8 მ., ხოლო შემდგომი მოგვიანებითი პერიოდისათვის კი - Н = 0.9-1.2 მ. და D = 0.8-1.0 მ.).

სურ.4. რკინის წიდები, რომელიც რჩებოდა ლითონის გადამუშავების შედეგად.

ამავე პერიოდის არქეოლოგიური მონაცემები ყურადღებას იპყრობენ იმით, რომ საქართ-ველოში ფიქსირდება ლითონის გამოლღობისა და დამუშავების ძალიან მაღალი დონე. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ თუნდაც მხოლოდ სამთავრო (მცხეთის რ-ნი). ამ ადგილებში იყო განლაგებული რკინის წარმოებები, აქვე იყიდებოდა და შესაძლებელია, რომ აქედანვე ხდებოდა ამ ნაკეთობათა ექსპორტირება (სურ. 5). 
ამ ნაკეთობების ულამაზესი დიზაინი და შესრულების ხარისხი გადაე¬ცე¬მო¬და თაობიდან თაობას , რაც თავისთავად ხელს უწყობდა ადგილობრივი მადნის მომ¬პო¬ვე¬ბე¬ლთა, მეტა-ლურ¬გე¬ბისა და ხელოსნების მდიდარი ტრადიციების შენარჩუნებას.
საერთოდ უნდა ავღნიშნოთ რომ, როგორც ჩანს, ქართველური ტომებისათვის ძალიან მნიშ¬ვ-ნე¬¬ლოვანი იყო იარაღის არსებობა და აქედან გამომდინარე მისი დამზადებაც. ეს ტომები უძ-ვე¬ლესი დროიდან სხვადასხვა სახეობის შუბებს (სურ.1) ამზადებდნენ და იყენებდნენ. ბერ-ძენი ისტორიკოსების მონაცემების მიხედვით, კოლხებს მოკლე შუბები ჰქონდქათ, ხოლო მოსხებს (მესხებს) და ხალიბებს (ქართველური ტომებია) კი -გრძელი.


სურ. 5. ხმალი. II ათასწლეულის მეორე ნახევარი. სამთავრო. მცხეთის რაიონი.

გამორჩეულნი იყო აგრეთვე იარაღის სხვა სახეობებიც, რომლებიც მკვეთელი იარაღების რიც¬ხვს მიეკუთვნებოდნენ (ხათუნა იოსელიანი. ტრადიციული ქართული საბრძოლო იარაღი. მეომრის ბიბლიოთეკა, #21. თბილისი, 2008). ესენი იყო: ხმალი, მახვილი, ხანჯალი, დაშნა, დიდი სატევარი, სატევარი (სურ. 2) და ცული. როგორც წერილობითი წყაროებიდან ჩანს, ძველ დროში ყველაზე მეტად გავრცელებული ხმალი (სურ. 5) ყოფილა. იგი სხვადასვა მოყვანილობის იყო და რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა: პირი, კოტა (ხელის მოსაკიდებელი), ვადა ან ჯვარედი. როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, ქართული კლასიკური ხმალი სწორი ფორმის იყო და მას „შვეტი“ ერქვა. საეკლესიო მხატვრობიდან ჩანს, რომ ასეთი ფორმის ხმლები საქართველოში XII საუკუნემდე იყო გავრცელებული, ხოლო XIII საუკუნიდან ხმლის ფორმა ოდნავ იცვლის სახეს და იხრება. ხმალი ორპირად მჭრელი იარაღი არ იყო, მას ერთ მხარეზე ჰქონდა ფხა, ხო¬ლო მეორეზე - ყუა, ანუ გნდე.

საქართველოში საუკეთესო ფოლადი (ე.წ. დამასკოს ან ბულატი) VII—XII საუკუნეებში იწარ¬მო¬ებდა. იარაღის დამზადების საიდუმლოებები თაობიდან თაობაზე გადადიოდა და ეს ცო¬დ¬ნა ინახებოდა როგორც ოჯახური რელიქვია. მეტალის მოხარშვისა და მისგან იარაღის გამო¬ჭე¬დვის გამოცდილებები თვით ხელოსანისა და მისი შვილების გარდა არავის გაეზია-რე¬¬ბოდა. ასე მაგალითად, შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში რამოდენჯერმე მოიხსენიებს იარაღს, მაგრამ არასდროს მის შექმნის პირობებს.

დაწყებული მე-14 საუკუნიდან ფოლადის და განსაკუთრებით ბულატის დამუშავება საქართ¬ვე¬ლოში (ჩვენი ცნობით მთელ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთშიც) ორი-სამი საუკუნის განმა¬ვ¬ლო¬ბაში, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, ფაქტიურად მივიწყებას მიეცა. სამაგიეროდ უნდა ავღნიშნოდ, რომ ამ ხელო¬ბის ამობრწყინება საქართველოში ხდება XVIII საუკუნის დასაწყისში და თავის პიკს აღწევს XIX საუკუნეში. ამ პერიოდში საქართველოში, და განსაკუთრებით თბილისში იქმნება ბულა¬ტის იარაღი, რომელიც წარმოუდგენლად დიდ მოწონებას იმსახურებენ მთელ კავკასიაში, რუსეთსა და ევროპაში (ეს ექსპონატები დღესაც დაცულია ერმიტაჟში, მოსკოვის ისტორიულ და გერმანიის მუზეუმებში).
აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ ბულატის წარმომავლობის შესახებ. იმ ლეგენდებიდან, რომელნიც გვიამბობენ ბულატის გასაოცარ თვისებებზე, ბულატის დაბადება ბურუსით არის შენიღბული. არსებობს ცნობები, რომ ჯერ კიდევ 1300 წლის წინ ჩვენს ერამდე მას უკვე ამუშა¬ვე¬ბდნენ ინდოეთში, სპარსეთში, სირიასა და ეგვიპტეში. ფოლადის ჭედვის საიდუმლოებას ფლობდა იაპონიაც - ეს არის ცნობილი სამურაის ხმლები.

თვით ეს სახელი „ბულატი“ წარმოშობილია არაბულიდან - ელ-ფულადი ან სპარსული فولاد -ფულადი ან თურქული „ბოლოტ“-ისაგან. ყველა ეს სახელი ფოლადს ნიშნავს. აქედან-ვეა წარმოშობილი ქართული სიტყვა- ფოლადი და ინდური „ვუტცის“ შესატყვისი - პულადი.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც ეკუთვნის აკადემიკოს გ.მელიქიშვილს. მისი აზრით, უძ¬¬ვე¬ლეს დროს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რკინის დასამუშავებელი კერას წარმო-ადგენდა ადგილი, რომელიც მოიცავდა თანამედროვე თურქეთის, საქართველოს, სომხეთის, ირანისა და სირიის ნაწილის ტერიტორიებს. ჩვენ წელთაღრიცხვამდე XII-XI საუკუნეებში ეს რაიონი წარმოადგენდა ძველი სახელმწიფოს - ფულუადიის შემადგენელ ნაწილს. სწორედ ამ სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული მაღალი ხარისხის ლითონის სახელი. 
ლითონის ნაყში და მოხატულობა წარმოადგენდა ბულატის ფოლადისაგან დამზადებული ნაკეთობის ყველაზე მთავარ, გარეგნულ განმასხვავებელ ნიშანს. ოსტატები გულდასმით ინა-ხა¬ვდნენ ბულატის წარმოების საიდუმლეობას და თაობიდან თაობას გადასცემდნენ. დამ¬ზა-დე¬ბის რეცეპტი უმკაცრესად იყო გასაიდუმლოებული. საიდუმლოს გათქმისათვის მკაცრი სასჯელი იყო დადგენილი. ბულატის დამზადების რამოდენიმე ცნობილი ცენტრი არსებო¬ბ-და. განსაკუთრებით განთქმული იყო სირიის ქალაქი დამასკო. იქ ჯერ კიდევ 1800 წლის წინ არსებობდა ფოლადის წარმოების პირველი მსხვილი სახელოსნო. „დამასკური ფოლადი“ მოგ¬ვიანებით ბულატის ფოლადის კრებით ცნებად გადაიქვა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მზადდებოდა.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბულატის წარმოება საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნე-ლო¬ვანი გახდა XVIII-XIX საუკუნეებში. ამ საქმის ოსტატების ჩამონათვალი მოცემულია წიგნში: Э.Аствацатурян-Оружие народов Кавказа. История Оружия. თბილისში წარმოებული იარაღი განთქმული იყო კავკასიის ფარგლებს გარეთაც. არსებობს ცნობები, რომ XVIII საუკუნეში კავკასიის მთიელ ხალხებს და ირანს ხმლები და ხანჯლები მიეწოდებოდათ თბილისიდან. ამ იარაღის ხარისხზე და მის პოპულარობაზე 1827 წელს წერდა ა.ს.პუშკინი თავის ლექსში „ოქრო და ბულატი“:

"Все мое, сказало злато; 
Все мое, сказал булат. 
Все куплю, сказало злато; 
Все возьму, сказал булат."

ათწლეულების მანძილზე ბულატის წარმოებით გამოირჩეოდა ელიაზაროშვილების (მოგვი¬ა¬ნებით მოხდა ამ გვარის რუსიფიცირება- ელიაზაროვად) გვარი. ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა და ფოლადის წარმოების სპეციალისტმა ბ-მა კ.ჩოლოყაშვილმა თავისი კვლევებით დაადგინა, რომ ამ ოჯახმა ბულატის წარმოების საიდუმლოება შთანმომავლობით მიიღო თავისი წინაპრებისაგან. იმ პერიოდში განსაკუთრებულ პოპულარობას სარგებლობდა ამ იარაღის ერთ-ერთი შემქმნელი გიორგი ელიაზაროშვილი, რომლის ხელობითაც აღრფ¬თო¬ვა¬ნებულმა მ.ი.ლერმონტოვმა მას თავის ლექსში „პოეტი“ მიუძღვნა შემდეგი სიტყვები: «В серебряных ножнах блистает мой кинжал, Геурга старого изделье. Булат его хранит таинственный закал, Для нас давно утраченное зелье». გიორგის შვილმა -ყარამან ელიაზარო¬შვილმა გააგრძელა მამის საქმე და ამზადებდა ბულატის იარაღს ქართული ნალებისაგან, თურქული ფოლადის ნაქლიბისაგან, თუჯისაგან და რკინისაგან (სურ. 6). ეს იარაღი გამოირჩეოდა ისეთი მაღალი ხარისხით, რომ როგორც პ.ანოსოვი წერდა „ამ სატევრების გამოცდისას მათი მეშვეობით, ხარებს ერთი დარტყმით აჭრიდნენ თავებს“. 

სურ. 6. თბილისური ხანჯალი. ეფრემ ელიაზაროშვილის ნამუშევარი

ამავე პერიოდის რკინის დამუშავების წესებზე მიგვითითებს რაჭაში, წედისში მადანის მოპო¬ვე¬ბისა და მისი გადამუშავების თავისებურებები. აქ ძველ დროში ძირითად საქ¬მი-ანობას შეა¬დ¬გენდა მეტალურგობა. მათ ჰქონდათ საკუთარი რკინის საბადო ველუანთას “ქვა-წითელას” სახელწოდებით. ადგილობრივი მოსახლეობა რკინის ამ მადნებს ოდითგანვე ამუ-შავე¬ბდა. ამ საქმიანობასთან დაკავშირებით რკინის მწარმოებელ მთელ ხეობას “სარკი¬ნეთი” ეწოდებოდა.

რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც ამ რკინის გადამუშავებით იყო დაკავებული, მათ რკინის კაცებს ეძახდნენ. ისინი თავიანთი საქმიანობის მიხედვით იყოფოდნენ რამდენიმე ჯგუფად: მაძიებელნი, რომელნიც აწარმოებდნენ საბადოს მიგნებას; ამომცნობნი, რომელნიც მადნეულის ხარისხს და მის რკინად გამომავლობას ამოწმებდნენ; მთხრელნი – რომელნიც სა¬ბა¬დოდან მადნეულის გამოწველას აწარმოებდნენ; მზიდავნი – რომელთაც ევალებოდათ მად¬ნეულის გადაზიდვა დანიშნულ ადგილას; მკაზმავები – რომელთაც ევალებოდათ მადნის გაკაზმვა და მისი შემზადება დასაწურად; მწურავები, რომელნიც აწარმოებდნენ დაკაზმული რკინის მად¬ნის დარიგებას საწურ “ბოვში” და წურვის მსვლელობის წესიერად წარმართვას; მბერავები – რომლებიც უსხდნენ საბერველს და ხელაწყობით უბერავდნენ განუწყვეტლად; მეუროვენი – რომელნიც ბოვიდან ამოღებულ დაწურულ რკინის ლუგვს ხის დიდი უროებით ბეგვდნენ ქვის ბრტყელ გრდემლზე – საბეგვ ქვაზე; მენახშირენი – რომელთა უშუალო საქმეს წარმოადგენდა სხვადასხვა ჯიშის ხის ნახშირის დაწვა – დამზადება; მჭედლები ანუ “კვერით ხურონი” – რომელთა მიერ წარმოებდა სხვადასხვა სახისა და დანიშნულების რკინის გაჭედვა; მადანს რკინის კაცები უწოდებდნენ ლითონს, ხოლო მადნეულის საბადოს სალითონეს. 

რაჭის სარკინეთში, მაღალი ხარისხის რკინის დამზადებაში დიდ როლს თამაშობდა ერთის მხრივ მადნეულის გარჩევა, სხვადასხვა ხასიათის ხის ნახშირი, სადუღი მიწა, წრთობის წესი, ხოლო მეორე მხრივ რკინის მადნეულში სარევი ლითონის “ფაშას”’ (შავი ქვა) მირთვა. მადანში გარკვეული პროპორციით შავი ქვის დამატება, რომელიც ძველი წესი ყოფილა და ცნობილი იყო როგორც ხალიბური რკინის დამზადების წესი, ჰქმნიდა რკინისაგან ჭედურ საფოლადე მასალას. ჩვენი აზრით, ეს შავი ქვა მანგანუმის მადანს უნდა წარმოადგენდეს. რკინის დამუშავების პრაქტიკაში ფართო გამოყენება ჰქონდა ერთგვარ მიწას, რომელსაც “სადუღი” ეწოდებოდა, რომლის ხმარებასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხარისხიანი რკინის დაყენების საქმეში. წურვის დროს იგი იცავდა რკინას ცეცხლში ჩაწვისა და გამოფიტვისაგან, ხელს უწყობდა დნობის ნორმალურ მსვლელობას და ნელნელა სათანადოდ წურავდა ლითონს. მჭედლები რკინის გახურების მსვლელობისას აყალო მიწას, კაჟს, სილას, ქვაკაჟას ხმარობდნენ. რკინის დამუშავება სპეციალურ ქურებში ხდებოდა. 1820 წლისათვის წედისში 20 ასეთი ქურა იდგა. თვით სოფლის სახელიც - წედისი- რკინის მეტალურგიასთან არის დაკავშირებული.

აკაკი წერეთელი მიუთითებდა: “დღესაც არის ჩვენში, რაჭის მაზრაში ერთი მთა. გული რკინის მადნისა აქვს და უხსოვარი დროიდან ირგვლივ მცხოვრებნი მჭედლობის მეტს არას აკეთებენ. ამ მთას ჰქვია წედისი ანუ “ჭედისი” (აკ. წერეთლის კრებული, 1897 წ).
იმ დროს წედისის რკინა მოიხმარებოდა არა მარტო რაჭაში, არამედ ის გაჰქონდათ როგორც საქართველოს სხვა რაიონებში, ასევე ჩრდილო კავკასიაშიც. დამახასიათებელია ის ვითარებაც, რომ წედისის რკინის წარმოებისას ამ საქმეში ჩართულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე სხვა სოფლებიდან მოსული ხალხი. დამუშავების პროცესი ატარებდა სეზონურ ხასიათს (ძირითად სამუშაო პერიოდს წარმოადგენდა შემოდ-გომა და ზამთარი).

დაახლოებით იგივე სურათს ვაწყდებით ზემო იმერეთშიც, სადაც სოფ. ტყიბული, საწირი და სორმონის მიდამოებში არსებობს რკინის მცირე საბადოები. ტყიბულთან ძირითად საწარმოო ობიექტს რკინის ოხრა წარმოადგენდა, რომელიც იმ ტერიტორიაზე გვხვდება დიდი ქვარგ¬ვა¬ლე¬ბის სახით. აქ მადნის დამუშავება მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდულობით. ცალკეული მცირე საბადოების გამომუშავება ხდებოდა 3-4 წელიწადში. ამ სოფლებში მადნის მოპოვება ხდებოდა ერთდროულად დაახლოებით 30 ოჯახის მეშვეობით, წლის იმ დროს, როდესაც ისინი არ იყვნენ დაკავებულნი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით. რკინის გამოლ¬ღობა ხდებოდა მწირე მადნებიდან, სადაც რკინის შემცველობა არ აღემატებოდა 17%.

XVIII-XIX საუკუნეებში რკინის მადნების დამუშავება დაახლოებით იგივე წესით ხდებოდა თითქმის მთელ საქართველოში (რამოდენიმე რეგიონის გარდა). XIX საუკუნის ბოლოში კი, მაშინ როდესაც საკმაოდ გავრცელდა ცეცხლსასროლი იარაღი, რკინის გამოდნობა და მისგან ბულატის მიღება ფაქტიურად შეწყდა. ამას დაემთხვა ის, რომ იმპორტირებული ფოლადი (მართალია გაცილებით უხარისხო) შეუდარებლად უფრო იაფი იყო. ასე მაგალითად, ამ პე-რი¬ო¬დში, არა მარტო საქართველოში, არამედ ინდოეთსა და სირიაშიც კი ცივი იარაღის წარ-მო¬ება უკვე ხდებოდა ინგლისური და შვედური უბრალო ფოლადის გამოყენებით.

სიამაყით უნდა ავღნიშნოთ, რომ დღეს-დღეობით საქართველოში ენტუზიასტი ხელოსნების და ზოგიერთი ამ საქმეს შეყვარებული სხვა პირის მეშვეობით აღდგენილია მაღალხა¬რი¬ს-ხოვანი ფოლადის - ბულატის წარმოება. თუმცა, აქვე ავღნიშნავთ, რომ ამ ხელობის განახ¬ლე-ბას მეტი ყურა¬დ¬ღების მიქცევა სჭირდაბა სახელმწიფოს მხრიდან.

საქართველოში, რკინის დამუშავების შედეგების განხილვის დასკვნით ნაწილში უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი საკითხი: ის რომ ჩვენ წინაპრებს გააჩნდათ მაღალი ტექნოლოგიური დონე - ეს დღეს უკვე გასაგებია, მაგრამ საკითხავია თუ კონკრეტულად სად მოიპოვებდნენ ისინი ნედლეულს (ძირითადი საბადოები) და საიდან ხდებოდა მათი ტრანსპორტირება?
მაგალითისათვის, ჩვენთვის ლიტერატურული ცნობებით ცნობილია, რომ დამასკოს მახლობლად არსებობდა მთა, რომელიც შესდგებოდა ბუნებრივი რკინისაგან, ნახშირბა¬დი-სა¬გან (0,9-1%), ვოლფრამიტისაგან (8-9%), ცოტა გოგირდისა და ფოსფორისაგან. უძველესი ხელოსნები უბრლოდ ატეხავდნენ ნატეხებს ამ ქანებს და მისგან ამზადებდნენ ხმლებს და ხანჯლებს. მოგვიანებით მისგან მიიღეს ვოლფრამიტული ბულატი. პოლონელი სპეციალისტის ი.პისკოვსკის მიხედვით, მე-18 საუკუნის ბოლოში ეს მთა ბოლომდე იქნა გამომუშავებული.
ვთქვათ ჩვენთვის გასაგებია, თუ რა იყო დამასკოს ფოლადის წყრო, მაგრამ ამ შემთხვევაში იბადება კითხვა - საიდან მოჰქონდათ მადანი ძველქართულ ტომებს, რას ხმარობდნენ ნედლეულად? ჩვენი აზრით, საქართველოს ტერიტორიაზე, ესეთი მადნის მოსაპოვებელი ადგილები შეიძლება ყოფილიყო რამოდენიმე:

1. ყველაზე ადვილად მოსაძიებელ და მოსაპოვებელ ნედლეულს, რომელიც როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით მიწის ზედაპირზე იდო, წარმოა¬დ¬გე-ნდა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და მდ.ჭოროხის ხეობაში გავრცელებული მაგნეტი¬ტუ¬რი ქვიშები. ეს ნედლეული, ბაზალტური ქანების დაშლის პროდუქტს წარმოადგენს. ისინი თავის შემადგენლობაში დაახლოებით 11% მაგნეტიტს შეიცავენ. ეს რკინისშემცველი ქვიშები მრავალრიცხოვან მდინარეებს ჩამოჰქონდათ და ილექე-ბო¬დნენ შავი ზღვის სანაპიროზე. ეს ზუსტად ის მასალაა, რისგანაც ჩვენი აზრით, მიიღებოდა ცნობილი ხალიბური რკინა. ამ ქვიშებისაგან დამზადებულ ლითონს (არის¬ტო¬ტელეს აზრით) ჰქონდა ვერცხლის ფერი და ითვლებოდა დაუჟანგავად. ალბათ ამ მაგნეტიტური ქვიშების გამდიდრებასთანაა დაკავშირებული კოლხეთის დაბლობის ძველი ქართველური ტომების სადგომებში ნანახი დიდი მოცულობის აბაზანები, რომლებიც დამზადებულნი იყო უხეში თიხისაგან. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ რკინის ოთხი ძირითადი ქანთმაშენი მინერალიდან, კოლხეთის ტერიტორიის ამ ქვიშებში გვხვდება სამი. ესენია -ჰემატიტი, მაგნეტიტი და ლიმონიტი. პირველი ორი მათგანი შეიცავს 65-70% სუფთა რკინას. მადანსალღობი სახელოს¬ნო¬ე¬ბის მაღალ კონცენტრაციას ვაწყდებით მდ.ჩოლოკის შუა წელში, სადაც და¬ფი¬ქ¬სირებულია ჩვ.წ.-მდე VI—II საუკუნეების დიდი ნაქალაქარი. ასეთივე სახელოსნოებია ნანახი მდ.ხობისა და ოჩხამურის აუზებში, რომელთაგან ყველაზე ძველი მათგანი დათარიღებულია როგორც ჩვ.წ.-მდე IX საუკუნის ძეგლი.

2. აგრეთვე გამორჩეულად უნდა აღინიშნოს მცირე კავკასიონის მეტალმატარებელი ზონა, და განსაკუთ¬რებით მისი აღმოსავლეთ ნაწილი (მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისისა და ნაწილობრივ დმანისის რ-ები), რომელზედაც განლაგებულია მრავალრიცხოვანი ლითონური გამადნებები. მათ რიცხვშია რკინის გამადნებებიც. ამ მადნიანი ველის გეოლოგიურმა შესწავლამ საშუალება მოგვცა დაგვედგინა, რომ აქ არის კონცენტრირებული როგორც ჰემატიტური (ჩათახი, მადნის-წყარო და სხვა), ასევე მანგანუმ-ჰემატიტური (თეთრი-წყარო, მადნის-სერი, სოშები და სხვა) საბადოები. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ რაიონშია განლაგებული კოლჩედანური, სპილენძის, ოქროსა და პოლიმე¬ტალური საბადოები, რომლებიც შეიცავენ არც თუ ისე მცირე ვერცხლის რაოდენო¬ბებსაც. რკინის უძველესი მეტალურგიისათვის რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ ტერიტორიაზე განლაგებული იყო ჰემატიტური და მანგანუმ-ჰემატიტური მრავალრიცხოვანი გამადნებები. არ არის გამორიცხული, რომ ძველი მეტალურგები მაღალხარისხიანი ფოლადის მისაღებად მადანს მანგამუმს უმატებდნენ. თუმცა ისინი იგივე შედეგს მიიღებდნენ მანგანუმ-ჰემატიტური მადნების უბრალო დამუშავებით. ცნობისათვის აქვე ავღნიშნავთ, რომ ჩათახის საბადოს წარმოება XX საუკუნის დასაწყისამდე ფუნქციონირებდა.

3. საქართველოს ლითონის დამუშავების ისტორიაში არც თუ მცირე როლს თამაშობდა ძამის სკარნული რკინის საბადო ოქროთი (აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის ცენტრალური სეგმენტი. სოფ. ტყემლოვანას მიდამოები). აქ გასული საუკუნის 40-60-იან წლებში აღმოჩენილი იყო ლითონის სახარში უძველესი ღუმელები და წიდების აუარებელი რაოდენობა. სამწუხაროდ, ეს ნანახი სახელოსნოები განადგურებული იყო ადგილობრივი მოსახლეობისა და დროის მეშვეობით.

4. ეს არის მცირე გამადნებები აფხაზეთის, სვანეთისა და ზემო სამეგრელოს ტერიტორი-ებზე, სადაც მადანში Fე3O4 -ის შემცველობა 91-95% აღწევს. აგრეთვე რაჭისა და ზემო იმერეთის მადანგამოვლინებები, სადაც აგრეთვე მოძიებული იყო უძველესი მეტალურგიული კერები.

დავით ყუფარაძე
გეოლ.-მინერ. მეცნიერებათა დოქტორი

 

***

დავით აღმაშენებლისდროინდელი საჭურვლისათვის  

ჯვარი ვაზისა 2, 1999“

ისიც საკითხავია, თუ დავით აღმაშენებლის ჯარმა განმათავისუფლებელ ომში, რა საჭურვლით დაიბრუნა თურქ-სელჯუკებისაგან მიტაცებული მიწა-წყალი, რით გადაიტანა საქართველოს საზღვარი ნიკოფსითგან დარუბანდისა ზღუადმდე და ოვსეთიდგან-სოერად, და არეგაწემდე? საქართველოსათვის ასეთი პიროვნების მოვლენას გ. ორბელიანი განგებას მიაწერს.

მიუხედავად მრავალი ქარტეხილისა, ჩვენს წინაპრებს შემონახული ჰქონიათ შუა საუკუნეების ქართველი მხედრის მთლიანი აღჭურვილობა, რითაც ეს საკითხი ნათელი გახდებოდა, მაგრამ სხვა უნიკალურ ქართულ კოლექციებთან ერთად, საქართველოში მოღვაწე უცხოელთა წყალობით, ზოგი საზღვარგარეთულ მუზეუმებში აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით აკად. ივ. ჯავახიშვილი, როდესაც იგი 1937 წ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შ.რუსთაველის ხანის მატერიალური კულტურის საიუბილეო გამოფენას, გულისტკივილით აღნიშნავდა: არც საქართველოს მუზეუმის კოლექციებში და არც სხვაგან მთლიანად იმდროინდელი XI _ XIII  ს. ჯავშანი ან თორი უკვე აღარ მოიპოვება. მხოლოდ ბერლინის ცოიგჰაუზის (იარაღის) მუზეუმში ნახავს ადამიანი საქართველოდან (ხევსურეთიდან) XI X ს-ში გატანილს მანეკენზე ჩამოცმულს, X I I I ს. რაინდისა და ცხენის ორს მთლიანს საუცხოო ანაკრებს. ოქროს ზარნახშით უხვად შემკული მშვენიერი ქართული მუზარადიც არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით არც ის არის საქართველოში. კავკასიის მუზეუმის ყოფილი დირექტორი გ.რადე (1867-1903), დასძენს აკად. გ. ჩიტაია, ქართული უნიკალური კოლექციებით პირველ რიგში გერმანიის მუზეუმებს:ჰამბურგს, ლაიპციგს და ბერლინს ამარაგებდა. საფიქრებელია, რომ ხსენებული კოლექცია ბერლინში მისი მეშვეობით მოხვდაო. ქართული აღჭურვილობა გერმანიის საჭურვლის მუზეუმში კ. გამსახურდიას დაუთვარიელებია, რომლის შესახებ მწერალი შემდეგს აღნიშნავს:ჩვენს დრომდის მოაღწია ქართული თორის და უბრწყინვალესმა ნიმუშმა. ერთი ქართული თორის მთელი კომპლექსი XIII ს. მე თავათ მინახავს ბერლინის ცოიგჰაუშში-იარაღის მუზეუმში (ურიგო არ იქნება, ეს თორიც მოვკითხოთ პრუსიელებს). ბერლინის მუზეუმში დაცული საჭურვლის ბადალი, კ. გამსახურდიას გადმოცემით, არსებულა ქ. მიუნჰენში მცხოვრებ მანტოლდის ოჯახში, რომელიც მათთვის უსახსოვრებია ნიჟნიგოროდის პოლკის komandirs bagrations. საჭურველს კ. გამსახურდია ასე აგვიწერს:savsabiT უზადოთ შემონახულიყო, როგორც ჯაჭვის პერანგი, ისე თორი, ჯაჭვის პერანგი თვალმრგვალი იყო და სამფეროსანი. ჩაბალახს ორიოდ ადგილას თვალი ამოვარდნოდა“. ხოლო მუზარადზე კი ქართული ასოებით Csng ე.ი. 1253 წ. აღნიშნულია ნივთის თარიღი. იქვე გამოფენილი ყოფილა ხევსურული დავითფერული, ფრანგული, ქართული ვადაჯვრიანი ხმლები. ქართული საჭურვლის სანახავად ამ წერილის ავტორსაც, მოუხდა დასახელებულ მუზეუმში 1967 წ. მუშაობა, რამაც უშედეგოდ ჩაიარა 1941-45 წწ. ომის შემდეგ ექსპონატების აწეწილობის გამო. ამ საკითხით იქაური თანამშრომლებიც დავაინტერესეთ. 1987 წელს ბერლინის საჭურვლის მუზეუმიდან გამოგვიგზავნეს საჭურვლის ფოტოსურათი, რომელიც ქართული არ აღმოჩნდა. ე.ი. ძიება კვლევ გრძელდება. მართლაც როგორ დამშვენდებოდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფეოდალური ხანის გამოფენას, რომ მის დარბაზში იყოს ფეოდალური ხანის მხედრის აღჭურვილობა.  

საკითხავი ისიცაა, ეროვნული საჭურველი სად მზადდებოდა? კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფეოდალური ხანის საჭურველი, ლითონის საბადოებთან ახლოს საქართველოს მთაში: აჭარაში, სვანეთში, რაჭაში, ხევსურეთში, გუდამაყარში და ალგეთში იჭედებოდა, რასაც მატერიალურ კულტურასთან ერთად ზეპირსიტყვიერება ადასტურებს. 

საჭურველს შემდეგ უკვე დიდდ ქალაქებში - დავითის მიერ აღმოცენებულ ქალაქებში ამზადებდნენ. ანონიმური ავტორის ცნობით ქ. თბილისიდან საექსპორტოდ გაჰქონდათ სპილოს ძვლით ინკრუსტირებული კაპარჭები და სხვა.

აურაცხელი საჭურვლის ჭედვამ საქართველო მეტალურგიის მნიშვნელოვან კერად აქცია. საჭურვლის დამზადებისათვის საგანგებო ოსტატები რომ არსებობდნენ, ჩვენამდე მოღწეული შემდეგი გვარების არსებობაც ადასტურებს: მეფარიშვილი, მეფარიანი, ჯავშანიშვილი, ჯავშანიძე, ჯაჭვლიანი, ჭურაძე, ჯოლბორდი (ისრის მთლელი), ზეინკლიშვილი (ზეინკალი ადრე მთლიანი საჭურვლის, ხოლო შემდეგ კი მხოლოდ თავდასაცავი საჭურვლის ოსტატი), შუბითიძე, ხმალაძე, ხანჯალაძე, დაშნიანი, დაშნიანიძე, ქარქაშაძე და არა მარტო ამ გვარების წარმომადგენლები ჭედავდნენ თავის მხსნელ ქართულ საუკეთესო საჭურველს, რომლის მაღალხარისხოვნობამ და ხმარების დახვეწილმა წესმა უცხო დამპყრობლებისაგან გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა. 

საგანგებო ყურადრება უნდა შევაჩეროთ ქართული საჭურვლის არსებობაზე, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან როგორც ცნობილია, ბევრ დიდ და სახელოვან ერებს, საკუთარი საჭურველი არ გააჩნდათ. ქართველები კი ომიაშვილები, ჩუბინიძეები (ისრის მსროლელნი) მშვიდობაძეები და მათთან ერთად ყველა, ქართული საჭურვლით სამშობლოს დასაცავად, მშვიდობის მოსაპოვებლად იბრძოდნენ.

ფეოდალური ხანის ქართული საჭურველი აღწერეს სულხან-საბა ორბელიანმა და ვახუშტი ბაგრატიონმა. ხოლო ივ. ჯავახიშვილმა საგანგებო ნაშრომი მიუძღვნა.

ამ პერიოდში შესატევ, მკვეთელ საჭურველად ხმარობდნენ მახვილს, ხმალს, და სატევარს, დასარტყმელად: ლახტს, ჩუგლუგს და გურზს, საძგერებლად კი ჰოროლს, შუბს და ხიშტს; სატყორცნელად: შურდულს ქვითა და ტავარჯუხით, ასევე ფილაკვანს, სასროლად კი შვილდ - ისარს კაპარჭით. თავდასაცავი საჭურველიდან კი:ფარს, თავსარქველად მუზარადს და ჩაბალახს ( X I I s. ნიკორწმიდის სიგელში მოხსენებულია გუდამაყრული ჩაბალახი). ტანისსაცავად: ჯავშანს, ჯაჭვს და პოლოტიკს. ზედაკიდურთსაცავს: ხელნავს და საფუხრეს, ქვედასი კი: საბარკულს, საჩერნეს და სხვა.

ქრისტიანობის მიღების შემდეგ მიცვალებულს თან საჭურველს აღარ ატანდნენ. მიუხედავად ამ წესისა, ჩვენს დროში ფეოდალური ხანის ინტენსიური, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მაინც აღმოჩენილია შუასაუკუნეების ზოგიერთი საჭურვლის ნიმუში. მუზარადი რკინისა, ძაბრისებური ასევე მუზარადის წოპი ჯავახეთის ახალქალაქიდან, ჯაჭვის პერანგის ნაგლეჯი ქსოვილთან ერთად დმანისიდან. ჯაჭვის პერანგი ბიზანტიური მონეტით, ზურტაკის სამარხიდან. ბრტყელი, სამკუთხოვანი და ორკაპიანი ისრები. შუბი ხიშტისებრი დმანისიდან. ხმლის ვადები უმეტესად ნეფრიტისა, მცენარეული და რელიეფური ორნამენტით. ხმალი რკინისა ორლესული, ხმალი რკინისა ცალლესული, ვადა ბურთულებისებური დაბოლოვებებით, ვანიდან, და სხვა. დიდგორის არქეოლოგიური გათხრები ამ მხრივაც მდიდარ მასალას გადაგვიშლიდა თვალწინ

საქართველო აღმაშენებელმა ჯვრით, რომელსაც ბრძოლებში ყოველთვის თან ატარებდა და ჯვარ-ვადიანი ხმლით აღადგინა. მეფე-სარდლის მიერ საქართველოს საზღვრების გაფართოებას და მის მიჯნის გადატანას გ. ორბელიანი აღმაშენებლის ხმალს მიაწერს:შირვან, დერბენდი, ჰყავ სამზღვრად, შენი ხმლით შემოხაზული. მაღალხარისხოვანი ქართული ხმლის შესახებ აღნიშნავენ:თუ სადმე ხმალი მძლეობდეს, უთუოდ აქაურია, მაგრამ როგორი ფორმის ხმლით აღადგინა საქართველო და დაუმკვიდრა თავის ერს? საძიებელი აი, ეს არის. X I I I ს. ხმლის ფორმის დასადგენად უნდა დავეყრდნოთ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ, ღარიბ და მდიდრულ ფრეკულსა, იკონოგრაფიულსა და ნუმიზმატიკურ მასალას, რითაც დგინდება, რომ X I I ს. ხმალი სწორი იყო, რომელიც X I I I ს. მონღოლების შემოსევის გამო მოიხარა, რაც ლაშა გიორგის ბეთანიისა და ბერთუბნის ფრესკებზე კარგადაა გამოსახული. პირველზე ლაშას შვეტი-სწორი ხმალი არტყია. ბერთუბნის ფრესკებზე კი მისი ხმალი უკვე მოხრილია. ივ.ჯავახიშვილი, აგრძელებს რა მსჯელობას ამ საკითხზე, აღნიშნავს:ისტორიულ მხატვრობის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ, რომ X I I ს. საქართველოში გავრცელებული ყოფილა შვეტისწორი ხმალი; მაგრამ X I I I ს. დამდეგს უკვე ჩნდება მოხრილი ხმალი, ისეთი, როგორიც გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ე.ი. ქართული ხმალი ფორმას იცვლის, მაგრამ ისეთი ღვარჭნილი და მრუდე არ ხდება, როგორც მუსულმანური-ნახევრად მთვარისებური, არამედ ქართული ხმალი ოდნავ მოხრილია, რომელიც უკეთ გამოყენების გამო ჩვენში დამკვიდრდა.

დავითის ჯვართან ერთად ჩვენამდის მოაღწია მის დროს მოჭრილმა მონეტებმა, ჩვენს თემასთან დაკავშირებით, ყურადსაღებია არაბული შემდეგი წარწერანი: მეფეთა მეფე დავითი, ძე გიორგისა, მესიის მახვილი, და მეფე, მეფეთა, მახვილი მესიის დავით. რაც დავითს წარმოგვიდგენს ქრისტიანთა დამცველად და მუსულმანთა დამლახვრელად. დავითის მიერ შემოღებული დასახელებული წარწერა ამშვენებს მეფეების: დემეტრე I-ის, გიორგი III-ის, თამარის, ლაშა გიორგის და რუსუდან მეფეების მონეტებს. დასახელებული წარწერა ჟამთა უკუღმართმა სვლამ მოსპო.

ქართველების მიერ ომის დროს საჭურვლის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია იბნ-ალ-ასირის ცნობა. დიდგორის ბრძოლაში იმ 200-მა გმირმა ვაჟკაცმა, ომის დაწყებამდე მოწინააღმდეგის ბანაკს რომ მიუახლოვდა, დამპყრობლებს მშვილდ-ისარი ესროლა, რითაც მოწინააღმდეგეების არეულობა გამოიწვია.

დავითი ომის დროს არა მარტო მხედარმთავრობდა, არამედ, იგი თვით იყო უებრო მეომარი. არსენ იყალთოელის თქმით: ძლიერი, ვითარცა ლომი მხეცთა შორის, როგორც მისი ისტორიკოსი აღნიშნავს: 1105 წ. ერწუხის ბრძოლიდან დაბრუნებულ ნაომარ დავითს ჯაჭვის პერანგის სარტყელი რომ შეუხსნია, მტკნარი შეყინული სისხლი გადმოღვრილა, რომელიც იყო მტრის სისხლი, დავითის ხმლით უკუმომდინარე. ამ ბრძოლაში დავითისათვის სამი ცხენი მოუკლავთ და მეოთხეთი გაუმარჯვნია.

ქართველთათვის ხმლით ბრძოლა მთავარი იყო. ამბობდნენ, ხმალი ქართველს დაბადებიდან ებედებაო. ქართველი კაცი და ხმალი ისე შეერწყვნენ ერთმანეთს, რომ ჩვენს ყოფაში მან საპატიო ადგილი დაიკავა. იგი ქართული ჩოხა-ახალუხის და ოჯახის სამკაულია. ჭაბუკს, მხედარმთავარსა და მეფეს ხმალს შემოაკრავდნენ. ნეფე-პატარძალს გადაჯვარედინებულ ხმლებში გაატარებდნენ და სხვა. ხმლით ჩვენმა ხალხმა იმდენი იბრძოლა, რომ ამბობდნენ, ხმალივით მართალი კაციაო. ქართველისათვის ხმლით ბრძოლა იყო მთავარი. ქართველო, ხელი ხმალს იკარ, დრო დაგიდგა სანატრელი-ო. და სხვა. ასეთი ურთიერთობისა გამო ხმალმა ჩვენს ცხოვრებაში საპატიო ადგილი დაისაკუთრა. მეფედ კურთხევის ცერემონიალში, ადრე, ფეოდალურ ხანაში, მეფეს ხმალს ფეოდალური არისტოკრატია შემოარტყამდა, რაც დავითის მეფედ კურთხევისას, იმ აწეწილობის ჟამს, არ შესრულებულა. დავითს თვით მამამ (გიორგი II) დაადგა გვირგვინი მეფობისა. დავითმა მეფედ კურთხევის ძველი ტრადიცია აღადგინა და მნიშვნელოვანი სიახლეც შეიტანა. თავის ვაჟს დემეტრე I-ს დაადგა გვირგვინი, თვით მისითა ხელითა და თვითონ ;შეარტყა წელთა ძლიერთა მახვილი. ამით დავითმა სამეფო სიძლიერეს გაუსვა ხაზი.დემეტრე I-სათვის ხმლის შემოკვრის ცერემონიალია ასახული სოფ. ლატალის მაცხოვრის ეკლესიის ფრესკაზე, რომელსაც ახლავს შემდეგი წარწერა ხმალს აბამენ დემეტრესა დავითისასაო აღმაშენებელი თავის ანდერძში დასძენს, რომ დემეტრე I-ს მივეც დროშა ჩემი სვიანი. დავითის დროშას ეწოდებოდა დროშა სვანად ხმარებული გორგასლიანი და დავითიანი. სწორედ დავითის დროშითა და ხმლით გალაღდა საქართველო. ანდერძში აღნიშნულია რომ დავითს დემეტრე I-სათვის გადაუცია აბჯარი სამეფონი და საჭურჭლენი, თვითონ ზემონი და ქვემონი, რაც ჩვენი თემისათვის მნიშვნელოვანია.

დავით აღმაშენებლის, როგორც ომის ღმერთის სახელი, იქამდის აღზევდა, რომ იტალიის ქ. ფერარაში და გერმანიის ქ. ზოლინგენში დამზადებულ ფერარას ხმლებს, რომლებსაც ჩვენში დავითფერულს უწოდებენ, მეცნიერები (ბ. აბაშიძე და რ. ბურჭულაძე) დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირებენ.

საჭურვლის კარგ ხმარებასთან ერთად დავითი ზრუნავდა ქართული ჯარის საგანგებო გაწვრთნისათვის, რისთვისაც ვაჟკაცებს საგანგებოდ ახალისებდა, მხნეთა ქებითა და ნიჭითა მიცემითა, ხოლო ჯაბანთა სადედოთა შთაცუმითა და კიცხვითა ძაგებითა. დავით IV -ს ჯარში ყოველი უწესობა მოსპობილი იყო ლაშქართა შინა მისთა.

საქართველოს აღორძინებისათვის დავითს, მისგან დავალებულმა ქართველმა ერმა აღმაშენებელი უწოდა. აღმაშენებლის საქმის უკვდავსაყოფად ერთმა დარბაისელმა გლეხმა ესეთი სადღეგრძელო წარმოსთქვა:დავით აღმაშენებლის თამადობით, ვინც ქართულ საძირკველს ერთი აგურიც კი მიუმატა, ყველას გაუმარჯოსო, მართლაც და, დალოცვილი იყოს დავითის ღვაწლი და ყველა მისი მიმდევარი.         

კოტე ჩოლოყაშვილი

 

ლითონის დამუშავება საქართველოში

არქეოლოგიური მასალებით დასტურდება, რომ საქართველოში სპილენძის ცივი ჭედვა ხდებოდა ძვ.წ მე–3 ათასწლეულის დასაწყისიდან, ხოლო მე–2 ათასწლეულის შუა ხანებში კი შეიძლება ითქვას, არსებობდა საკმაოდ განვითარებული მეტალურგია. ასევე არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით თვალსაჩინო ხდება, რომ ქართველურ ტომებს ამ საქმიანობის განვითარების საკუთარი ბაზა გააჩნდათ.

წერილობითი წყაროების თანახმად, ელინისტურ ხანაში და მის წინა პერიოდშიაც ქართველთა ერთ–ერთი წინაპარნი – ხალიბები რკინის მადნის ექსპორტს ახდენდნენ, ეს მადანი კი იმდენად დაფასებული იყო, რომ საგანებო იარაღის დასამზადებლად იყენებდენენ.

ასურული წარწერებით დასტურდება , რომ მუსკები ძვ.წ. XI საუკუნეში ძირითადად მევენახეობითა და ლითონ დამუშავებით იყვნენ ცნობილი. კიდევ უფრო დაწინაურებული ჩანს მეტალურგიაში თაბალთა ტომი. სწორედ მათი ვერცხლის მაღაროები დაიპყრო ძვ.წ. 837 წელს სალმანსარ II-მ.
ბიბლიაში მოხსენიებული თუბალ კაინიც (კაინი სემიტურად მჭედელს ნიშნავს) "იყო კვერით ხურო, მჭედელი რვალისა და რკინისა" . აქ სხვათა შორის, კარგად ჩანს, რომ მეტაფორად დამკვიდრებული "რვალური სიმტკიცე" რკინის კულტურამდელი ცნებაა, რადგან "რვალად" სპილენძი და ზოგჯერ კი მისი შენადნობები იწოდებოდა, რომლებიც სიმტკიცით რკინას ვერ ედრებიან.

ბიბლიის თანახმად, ხსენებული ტომები საკმაოდ ვრცელ არეალზე ვაჭრობდნენ თავიანთი ლითონის ნაწარმით. ფსევდოარისტოტელე აღწერს რა ხალიბთა ტექნოლოგიურ პროცესს, დასძენს – "როგორც ამბობენ, მხოლოდ ეს რკინა არ იჟანგებაო". თუ ეს მართალია, თავისთავად საინტერესოა, და თუ არა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ხალიბთა მეტალურგიული ცოდნა იმდენად აღმატებული იყო სხვისაზე, რომ მაშინდელი თანამედროვენიც კი ლეგენდებს თხზავდნენ.

ლითონთა სახელები ზოგიერთ ერს დღემდე ქართველურ ტომთა სახელწოდებიდან ნაწარმოები სახით შემორჩა.
– ბერძნები ფოლადს "ხალიუბდიკოს" –ად მოიხსენიებდნენ, რაც ივანე ჯავახიშვილის შენიშვნით, ხალიბურს ნიშნავს.
– თითბერს გერმანულად – MESSINE, ანგლო საქსურად – MASTLING, ნორმანდიულად – MESSING, პოლონურად – MOSIANDZ ჰქვია, რაც, ცხადია, მოსინიკების სახელიდან არის ნაწარმოები.
– ბრონზე, ბრინჯაოს ევროპული სახელწოდება, ნაწარმოებია სპარსული ბირინჯისაგან, რომელიც ქართული ენიდანაა შეთვისებული და სპილენძს, სპირ–ენძს (მეგრულად "ლინჯ") ანუ სპერის, ისპირის მადანს ნიშნავს.

ჩვენი მეცნიერები 50–იანი წლების დასაწყისში წარმოებული გამოკვლევების შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძვ.წ. II ათასწლეულის შუა საუკუნეებში ქართველთა წინაპრები ლითონის გაწნევისთვის ჩარხს იყენებდნენ. ანუ ფურცლოვანი ლითონის დამუშავებას მბრუნავშპინდელიან საგანგებო დანადგარზე აწარმოებდნენ. ცნობილი არქეოლოგის ბ. კუფტინის მიერ 1949 წელს წარმოებული გათხრების დროს სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ნაპოვნია ორ მხარეს ნალესი (განსხვავებული გეომეტრიით) ბრინჯაოს საჭრისიც ("თეგი" აქედან სიტყვა "თეგვა" ანუ "ჩეკანკა" ), რომლის სიმაგრე 3–4 ჯერ აღემატება ოქროსა და ვერცხლის სიმაგრეს.

ზემოაღნიშნულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სახელოსნო საქმის ამგვარი განვითარება მხოლოდ მასში დასაქმებული ხალხის სხვა საქმიანობისაგან გამონთავისუფლებით, ანუ შრომის პროფესიული დანაწილების შედეგადაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ საზოგადოებრივი სტრუქტურის შედარებოთ მაღალ განვითარებაზე მიანიშნებს.

www.kakhaberzarnadze.ge

 

თუშეთში აბჯას არ ატარებდნენ. ბრძოლისას ეცვათ კარგად გათელილი თექა და ნაბდის ქუდი, რომლის გაჭრაც ხმლის დარტყმით თითქმის შეუძლებელი იყო. თუშები იბრძოდნენ ორი ხმლით. რომელბსაც ხალაკინაები ერქვათ. ხმლები იყო მოკლე ისე რომ ხელდაშვებულზე ხმლის წვერი მიწას არ უდა შეხებოდა. ხმლები იყო ორლესული - ყუა წვერიდან შუამდე იყო გალესილი. ხმლების ქნევა და მოძრაოები იყო როგორც სიმეტრიულ-სინქრონული ასევე ასინქრონული ასევე შეტევის მიმართულებაც იყო წრიულად ნებისმიერი მიმართულებით. ფარი არ ქონდათ თუშ მეომრებს. მკლავებზე ეკეთათ მხოლოდ სამკლაურები. თუმცა იყვნენ ერთი ხმლით შეიარაღებული მეომრებიც.

ასევე იარაღად გამოიყენებოდა ჩვეულებრივი ჯოხი. ჯოხით ბრძოლის ხელოვნებას მეჯოხეობა ერქვა და მისი ხელოვნება მეოცე საუკუნემდე შემორჩა. ერთი მეჯოხე თავისუფლად უმკლავდებოდა 2-3 ხმლიან მომხდურს.
შურდული თუშეთში სხვანაირი იყო. იგი განკუთვნილი იყო სიპი ბრტყელი ქვების სასროლად. შურდული წარმოადგენდა ნახევარ მეტრიან ჯოხს, მის ბოლოში სიგრზეზე იყო ამოჭრილი ღარი სიპი ქვის ჩასადებად. ბოლოში მიმაგრებული იყო 20-30 სმ ტყავი და ტყავზე მიმაგრებული იყო თასმა. სიპ ქვას დებდნენ ჯოხის ღარში და ტყავით ამაგრებდნენ, თასმას კი დაჭიმულ მდგომარეობაში იჭერდნენ ჯოხის ბოლოში. ჯოხის მოქნევის მომენტში ხელს უშვებდნენ თასმას და სიპი ქვა ტრიალით მიფრინავდა. შურდულით ნასროლ სიპ ქვას ხმლის დარტყმეზე არანაკლები ჭრილობის მიყენება შეეძლო მოწინააღმდეგეზე.
მშვილდს ჩვენთან ამზადებდნენ ნიამორის რქებისგან. სროლისას მშვილდი ყეფის ხმას გამოსცემდა და შორს ისმოდა.ძალიან კარგი ნაშრომია. ჩვენთან თუშეთში აბჯას არ ატარებდნენ. ბრძოლისას ეცვათ კარგად გათელილი თექა და ნაბდის ქუდი რომლის გაჭრაც ხმლის დართყმით თითქმის შეუძლებელი იყო. თუშები იბრძოდნენ ორი ხმლით. რომელბსაც ხალაკინაები ერქვათ. ხმლები იყო მოკლე ისე რომ ხელდაშვებულზე ხმლის წვერი მიწას არ უდა შეხებოდა. ხმლები იყო ორლესული უკანა ყუა წვერიდან შუამდე იყო გალესილი. ხმლების ქნევა და მოძრაოები იყო როგორც სიმეტრიულ-სინქრონული ასევე ასინქრონული ასევე შეტევის მიმართულებაც იყო წრიულად ნებისმიერი მიმართულებით. ფარი არ ქონდათ თუშ მეომრებს. მკლავებზე ეკეთათ მხოლოდ სამკლაურები. თუმცა იყვნენ ერთი ხმლით სეიარაღებული მეომრებიც.
ასევე იარაღად გამოიყენებოდა ჩვეულებრივი ჯოხი. ჯოხით ბრძოლის ხელოვნებას მეჯოხეობა ერქვა და მისი ხელოვნება მეოცე საუკუნემდე შემორჩა. ერთი მეჯოხე თავისუფლად უმკლავდებოდა 2-3 ხმლიან მომხდურს.
შურდული ჩვენთან სხვანაირი იყო. იგი განკუთვნილი იყო სიპი ბრტყელი ქვების სასროლად. შურდული წარმოადგენდა ნახევარ მეტრიან ჯოხს, მის ბოლოში სიგრზეზე იყო ამოჭრილი ღარი სიპ ქვის ჩასადებად. ბოლოში მიმაგრებული იყო 20-30 სმ ტყავი და ტყავზე მიმაგრებული იყო თასმა. სიპ ქვას დებდნენ ჯოხის ღარში და ტყავით ამაგრებდნენ თასმას კი დაჭიმულ მდგომარეობაში იჯერდნენ ჯოხის ბოლოში. ჯოხის მოქნევის მომენტში ხელს უშვებდნენ თასმა და სიპი ქვა ტრიალით მიფრინავდა. შურდულით ნასროლ სიპ ქვას ხმლის დარტყმეზე არანაკლები ჭრილობის მიყენება შეეძლო მოწინააღმდეგეზე.
მშვილდს ჩვენთან ამზადებდნენ ნიამორის რქებისგან. სროლისას მშვილდი ყეფის ხმას გამოსცემდა და შორს ისმოდა.

ქართული საიუველირო ხელოვნების ისტორიის მოკლე მიმოხილვა

საიუველირო საქმე კაცობრიობის ერთგვარი ისტორიაა. კეთილ-შობილ ლითონთა მხატვრული დამუშავების ძველთაძველი ტრადიციები, საუკუნეთა მანძილზე ქართველ ხელოსანთა მიერ შექმნილი ძეგლები ის მდიდარი მემკვიდრეობაა, რომელიც საქართველოში მის სინამდვილეში მრავალსაუკონოვანი წარსულიდან მოდის. სწორედ ამ ბაზაზე შეიქმნა, აღორძინდა და ახლაც ვითარდება თანამედროვე ქართული ოქრომჭედ¬ლობა.

საიუველირო ნაწარმის წარმოება უძველესი ცივილიზაციის შექმ-ნიდან¬¬ვე მომდინარეობს. ძვ.წ. III ათასწლეულში ძველ ეგვიპტესა და შუმერში შეიქმნა საიუველირო ხელოვნების შედევრები.
საიუველირო ხელოვნება მხატვრული შემოქმედების უძველესი დარგია. საიუველირო საქმე კეთილშობილი ლითონების, ძვირფასი ქვების და ზოგიერთი სხვა მასალის დამუშავების ხელოვნების ერთ-ერთი სახეა. აქ მთავარია საიუველირო ოსტატობაში ორნამენტაციის საოცარი დახ-ვეწილობა და წვრილმანი დეტალების კაზმული შემკობა: ლითონისა და ქვის დეკორატიული და მხატვრული დამუშავების ხელოვნება.
საქართველო საიუველირო ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი კერაა. იგი სამართლიანად ითვლება ლითონის დამუშავების ერთ-ერთ უძველეს სამშობლოდ მსოფლიოში. საქართველოს მიწის წიაღი მდიდარია მადნეული რესურსებით, ხოლო არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ აქ ადამიანები სპილენძს პირველად ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულ¬ში ამუშავებდნენ და საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომებმა უკვე იცოდნენ ბრინჯაოს დამზადება. იმ დროიდანვე ეუფლებიან ისინი სხვა ლითონებსაც: ტყვიას და სტიბიუმს (ანთიმონიუმი), ვერცხლსა და ოქროს.

ქართულ საიუველირო ხელოვნებას ფესვები შორეულ წარსულში აქვს. ბრინჯაოს ხანიდან ქართული საიუველირო ხელოვნება მაღალ დონეზე იდგა. ქართული ოქრომჭედლობა სათავეს იღებს შორეულ წარ-სულში და დიდ წარმატებას აღწევს. ოქრომჭედლობის განვითარება საქართველოში, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგებისა, არ იყო და არ შეიძლებოდა ყოფილიყო სწორხაზოვანი, ერთი აღმავალი ხაზით მიმართული. ძველი საქართველო მუდამ იყო ცივილიზებული სამყაროს ორგანული ნაწილი, ამიტომ ქართული ოქრომჭედლობა განვითარების ყველა საფეხურზე კანონზომიერად ატარებდა თავისი ეპოქის ნიშნებს, ამავე დროს, მას ჰქონდა ეროვნული თავისებურებებიც, რომლებიც ერთი მხრივ განასხვავებდა ქართველთა ნახელავს მათი თანადროული უც¬ხოური ნაწარმისაგან, მეორე მხრივ კი აკავშირებდა საქართველოში სხვადასხვა დროს შექმნილ ძეგლებს, როგორც განვითარების კიბის სხვადასხვა საფეხურებს. ამ ეროვნული თავისებურებების დანახვა და რაც მთავარია, ჩვენება არ არის იოლი საქმე, და საერთოდ, განსაკუთ¬რებით გამოყენებითი ხელოვნების ისეთ დარგში, როგორიცაა სამკაულთა წარმოება, რომელიც დიდად არის დამოკიდებული მოდაზე. მოდა კი, იშ¬ვიათად იზღუდავს თავს ეთნიკური და სახელმწიფოებრივი საზღვრებით.
ქართველი ქალის მშვენება ძველთაგანვეა ცნობილი, ქალი და სამ-კაული განუყოფელია. ქართველი ქალის სამკაულიც მისი სილამაზის შესაფერისი იყო მუდამ.

ვერავინ იტყვის, როდის შეიმკო პირველად თავი ადამიანმა, მაგრამ უეჭველია, რომ პირველი სამკაული ის იყო, რასაც ბუნება მზამ¬ზარეუ¬ლად აძლევდა მას. 

მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით სამკაულის ერთადერთი დანიშნულება ადამიანის გალამაზებაა. ამდენად, სამკაულის ფორმა და ხასიათი საკმაოდ სწრაფად იცვლებოდა ქალის სილამაზის ეპოქალური იდეალისა და ჭირვეული მოდის ცვალებადობის კვალდაკვალ.
ოქრო-ვერცხლისა და ძვირფასი თვლების ნაკეთობას, გარდა მხატვრულ-ესთეტიკური დანიშნულებისა, უძველესი დროიდანვე ჰქონდა მათი მფლობელის ეთნიკური ვინაობის, სოციალური და ეკონომიკური სტატუსის განმასხვავებელი ნიშნებისა (ინსიგნია) და ავგაროზის ფუნქ¬ცია. ძველ დროს ფართოდ იყო გავრცელებული საიუველირო და სანახე¬ლავო ქვებისგან დამზადებული ბეჭდები. აგრეთვე ძვირფას ქვებს მაგიური იდუმალი ძალა მიენიჭა. მათ იყენებდნენ ავგაროზად, თილისმად, რომელიც ადამიანს დაიცავდა მტრული ძალებისაგან და მოუტანდა ბედ¬ნიერებას. ქვები იცავდა ადამიანს ბოროტი ძალებისაგან, იცავდა მის ჯანმრთელობას.

ადამიანმა აზროვნების დაბალ საფეხურზე, ქვის ხანაში პირველად გახვრიტა და ყელზე სამკაულად ჩამოიკიდა ცხოველთა კბილები, ხმელე-თის თუ წყლის მოლუსკების ნიჟარები. უძველესი დროის სამარ¬ხებ¬ში (ინდოეთი, ბირმა) აღმოჩენილი, დამუშავებული საიუველირო ქვების ფორმები მიუთითებს მათ გამოყენებას სამკაულებად, იარაღის და საყო¬ფაც-ხოვრებო საგნების მოსართავად. ჩინელები სამკაულების დასამ¬ზადებ¬ლად ლითონთან ერთად ფართოდ იყენებდნენ მარჯანს, ნეფრიტსა და ქარვას. რამდენიმე ათასი წლის წინ დამზადებულ ზოგიერთ ამგვარ ნაკეთობას დღემდე არ დაუკარგავს ესთეტიკური მიმზიდველობა. ამას ადასტურებს საგვარჯილეში ნაპოვნი სტეატიტის (ტალკის) ყელსაკიდები. პალეოლითური ხელოვნების ნიმუშია ნეოლითური დროის კისტრიკის (გუდაუთა) დასახლებაში წვრილი კენჭების სახით ნაპოვნი მუქი წითელი ფერის ეშმა, გიშერი, სარდიონი. არ არის გამორიცხული ამ ქვების გამოყენება სამკაულებად.
ეგეოსური სამყაროს (ტროა, ძველი საბერძნეთი) საიუველირო ხელოვნებაში მთავარია ცვარვა და ფილიგრანული ტექნიკა, რომლის სტილი ერთგვარად ემსგავსება მცირე აზიურ საიუველირო ხელოვნებას.

საქართველოში ოქრომჭედლობის აღმავლობის რამდენიმე პერიო¬დია ცნობილი. პირველი დიდი აღმავლობა საქართველოს ტერიტორიაზე განიცადა ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში. ამ ხანის სამკაულ¬თა უბრწყინვალესი ნიმუშების დიდი რაოდენობა აღმოჩენილია საქართ¬ველოს ტერიტორიაზე გათხრილი ადრეული ხანის სხვადასხვა სიმდიდ¬რის ყორღანებში.

სპილენძ-ბრინჯაოს ხანიდან (ძვ.წ. IV-II ათასწლეული), როცა ადამიანი ლითონს დაეუფლა, სამკაულის წარმოშობაშიც უპირველესი ადგილი დაიმკვიდრა ლითონმა, განსაკუთრებით კი კეთილშობილმა ლი-თონმა (ოქრომ და ვერცხლმა). ამის ძირითადი მიზეზი გახდა ოქროს და ვერცხლის მიმზიდველი ფერი და ბზინვა, მათი ქიმიური მდგრადობა და პრაქტიკულად უცვლელობა. გარდა ამისა ორივე ლითონი, განსაკუთ¬რებით კი ოქრო არაჩვეულებრივად პლასტიკურია, რის გამოც ისინი შეუცვლელი მასალებია სამკაულის წარმოებაში. 

საქართველო სამართლიანად ითვლება კეთილშობილი ლოთონების მოპოვების და დამუშავების ერთ-ერთ უძველეს კერად მსოფლიოში, რისი დასტურია დღემდე შემორჩენილი უცხოელი ისტორიკოსების და მკვლევა-რების წერილობითი წყაროები, რომლებშიც პირდაპირი თუ არაპირდაპი¬რი მინიშნებებითაა ოქროს არსებობა. ასევე, მოცემულია კონკრეტული ცნობები ოქროს მოპოვების ხერხებსა და ქართველი ხელოსნების მიერ ხალასი ოქროს ნედლეულისაგან საიუველირო ნაკეეთობების დამზადების ტექნოლოგია. ძველად ოქროს მოპოვება ხდებოდა, როგორც მდინარეული ნალექებიდან უმცირესი ნაწილაკების სახით (ოქროს ქვიშა), ასევე სამთო გამონამუშევრებიდან. 

საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილ ადრებრინჯაოს ხანის ყორღანებში აღმოჩენილი ფერადი და შავი მეტალურგიის წარმოების მძლავრ კერებთან ერთად ნაპოვნია კეთილშობილი ლითონების სადნობი და საწარმოო კერებიც, სადაც შემორჩენილია გარკვეული დანიშნულების სხმული და სხვადასხვა შემცველობის ზოდები, რაც დასტურია იმისა, რომ აქაური ოქრომჭედლები ოქროს ნედლეულს ამუშავებდნენ _ რო¬გორც ძირეული საბადოებიდან მოპოვებულ ოქროს, ასევე ქვიშრობი საბადოებიდან მოპოვებულ ხალას მასას. 

ოქრომჭედლობა, როგორც ხელოვნების დარგი, ჩასახვიდანვე მნიშვნელოვანწილად სწორედ სამკაულთა წარმოებას ემსახურებოდა. ამრიგად, ოქრომჭედლობის განვითარების ისტორია არსებითად ემთხვევა სამკაულის ისტორიას.

ბრინჯაოს ხანაში ძვირფას ქვებზე მოთხოვნილებათა მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია მათი მასობრივი გამოყენება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მინერალი სარდიონი. საკმარისია ითქვას, რომ მარტო სამ-თავროს სამაროვანზე აღმოჩენილია სარდიონის რამდენიმე ათასი ფაქიზად დამუშავებული მძივი. გარდა სარდიონისა კვარცის ჯგუფის მინერალები-დან ბრინჯაოს ხანაში გამოყენებულია მთის ბროლი, აქატი, ონიქსი და სხვ. არქეოლოგიური მასალებიდან ჩანს, რომ ბრინჯაოს ხანაში გიშრიდან მძივების დამზადებას უკვე მასობრივი ხასიათი ჰქონია. ადგილობრივ მო-პოვებულ ძვირფას და სანახელავო ქვებთან ერთად ბრინჯაოს ხანის არ-ქეოლოგიურ ძეგლებს შორის არის შემოტანილი ქვები _ მარჯანი, ქარვა.

საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილ ადრებრინჯაოს ხანის ყორღანებში აღმოჩენილი ოქროს უძველესი სამკაულის განხილვა გვიჩ-ვენებს, რომ ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრის აქაური ოქრომ-ჭედლები უკვე ფლობდნენ ლითონის დამუშავების უმთავრეს ხერხებს – ჭედვას, ჩამოსხმას და რჩილვას. კახეთში ალაზნის ველზე ერთ-ერთ გორასამარხში აღმოჩენილია მცირე ზომის ოქროს ლომის ქანდაკება, რომელიც თრიალეთის კულტურის წინარე ხანას მიეკუთვნება და გარკ-ვეულ მნიშვნელობას იძენს ამ კულტურის გენეზისისთვის.

სურ. 1. ლომის ფიგურა. XXIII ს. ძვ.წ. წნორი, კახეთი. ჩამოსხმული ოქრო, შემკული რელიეფური ორნამენტით, გავარსისა და გრეხილის იმიტაციით

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია შუაბრინჯაოს ხანის თრიალეთის დიდი ყორღანების კულტურა, როდესაც შეიქმნა პო-ლიქრომული სტილის მსოფლიო მნიშვნელობის შედევრები _ თრიალეთ¬ში ნაპოვნი სარდიონებით შემკული ოქროს თასი. ისტორიულად ამ დროს, ტომთა დიდი გაერთიანებების წარმოქმნის პერიოდია საქართ¬ველოში და თრიალეთის ყორღანებშიც სწორედ ამ გაერთიანებათა ბელა¬დები დაკრძალულია მეფური პატივით. თრიალეთის ოქროს ნივთებზე შეიძლება ითქვას, რომ აქ ჩვენ საქმე გვაქვს საკმაოდ განვითარებულ ოქ-რომჭედლობასთან, რომელიც უკვე ხელოვნების დონემდეა. თრიალეთელი ხელოსნებისთვის უკვე ცნობილი იყო თითქმის ყველა ტექნიკური ხერხი. ისინი იყენებდნენ ოქროს ნივთების მხატვრული დამუშავების ხერხებს, როგორიცაა გავარსი ანუ გრანულაცია, ე.ი. ნივთის შემკობა ზედ დარ-ჩილული ოქროს წვრილი ბურთულე¬ბით; გრეხილი ანუ ფილიგრანი _ ნივთის შემკობა ოქროს მავთულებით; ამზადებენ დაფანჯრულ და ფუყე ნივთებს. თრიალეთის კულტურის არქეოლოგიურ მასალაში გვერდიგვერდ არსებობს მარტივი და რთული ტექნოლოგიური სქემით დამზადებული ნივთები. იგივე ითქმის მათ მხატვრულ მხარეზეც _ ერთი და იმავე სა-მარხებში გვხვდება სტილისტურად მკვეთრად განსხვავებული ნაწარმი: ერთი მხრივ სადა ოქროს თხელკედლიანი საკიდები და მეორე მხრივ პოლიქრომული სტილის ყელსაბამი. ამ დროისათვის ჩვენ გვაქვს მაღალ-მხატვრული, რთული და ფაქიზად დახვეწილი გემოვნებით შესრულებუ¬ლი ოქრომჭედლური ნაკეთობანი. ჩანს, რომ ოქრომჭედელნი _ იუველი¬რები დაუფლებულნი ყოფილან მაღალ ოსტატობას. ოქროს ნივთები გამოირჩევა ოქრომჭედლური _ საიუველირო მხატვრული ტექნიკის მაღა¬ლი დონით.

სურ. 2. ოქროს თასი. XIX-XVIII სს. ძვ.წ. თრიალეთი, წალკა.


ოქროს ერთი ფურცლისაგან დამზადებულ თასს ორმაგი კედელი და ღრუ ფეხი აქვს. ოქროს ბუდეებში ჩასმულია სარდიონი, ლაჟვარდი, წითელი იასპი, გიშერი, მინისებრი პასტა

ოქრომჭედელთა განსაცვიფრებელ დახელოვნებას ცხადს ხდის ფაქიზი გამოჭედვა ან კვერვა, ტვიფრვა, მჭალვა, რჩილვა, წვნა, გაწელ¬ვა, მოცვარვა, მომინანქრება, მოსევადება, თვალედი ან მომინან¬ქ¬რებული პოლიქრომია, ოქროცურვის ელემენტები~ (საქართველოს ისტორიის ნარ-კვევები, ტ. I, 1970წ., გვ. 750).

ოქრომჭედლობის თრიალეთურ ნაწარმში უკვე შეიმჩნევა ზოგიერ¬თი ისეთი ნიშანი, რომელიც მიჰყვება ქართულ ოქრომჭედლობას მთელი მისი განვითარების მანძილზე და, ამდენად, მის ეროვნულ-განმასხვავე¬ბელ თავისებურებად შეიძლება მივიჩნიოთ. ესაა ფერების თავშეკავებული გამოყენება და მათი შერჩევა-შეხამება. ქართველი ხელოვანი მუდამ გაურ-ბოდა ცივ, კაშკაშა ტონებს და ერთ ნივთში იშვიათად ხმარობდა ორზე მეტ ფერს. ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები არასოდეს ყოფილა ჭრელი.

თრიალეთის კულტურის (ძვ.წ. XV საუკუნიდან ახალი წელთაღ-რიც¬ხვის II_III საუკუნეები) ძეგლების შესწავლისას მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ `იმ დროისათვის ჩვენ წინაპრებს სცოდნიათ ლითონის ფურცლების გაწნევით დამუშავება და ჰქონიათ ამ პროცესების შესრულებისათვის საჭირო ჩარხი და სახელოსნო იარაღები~. (ფ. თავაძე, შ. მესხია, ვ. ბარქაია, ფურცლოვანი ლითონების ჩარხზე დამუშავება ძველ საქართველოში, 1954).



 

კარლ ჰუგო ჰუბერტის გამონათქვამი

თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე." - ნაწყვეტი ავსტრიელი პოეტის და “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელის კარლ ჰუგო ჰუბერტის (1902-1982) “თბილისის აპოლოგიიდან”.


მითი თუ რეალობა

იური ყეინაშვილი, წიგნიდან “რაინდულო საქართველოვ, აღსდექ!”, 2002

“ქართველებს გაგვაჩნია მახვილის (ხმლის) ფლობის ხელოვნება, ხევსურული ფარიკაობა, ანუ ქნევა-ფარება, რომელიც იაპონურ კენ-დოს არც ფილოსოფიით, არც რაინდულობით, არც ტექნიკით, არც სილამაზით და არც სიძლიერით არ ჩამოუვარდება; ამის დასტურად შეიძლება ორი ისტორიული მაგალითი მოვიყვანოთ.

პირველი ეხება იმ ისტორიულ ფაქტს, როცა ხევსურმა ლიქოკელმა სამურაების ოცეული გაანადგურა. ეს ფაქტი ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში ალბათ ერთადერთია, როდესაც ქართული სკოლა იაპონურს დაუპირისპირდა და ეს პაექრობა პირველის აშკარა უპირატესობით დასრულდა. მე-19 საუკუნეში პრისტავის მოკვლის გამო კუნძულ სახალინზე გადაუსახლებიათ ხევსურეთის მკვიდრი, ვინმე ლიქოკელი. ეს უკანასკნელი თავის კუთხეში შესანიშნავ მოფარიკავედ ითვლებოდა. იმ ხანად, რუსეთ-იაპონიის ომი მიმდინარეობდა და იაპონელთა ერთმა რაზმმა კუნძული დაიკავა. ლიქოკელი მტერს მედგრად დაუხვდა. ერთ სახლში გამაგრდა და შენობაში შესულ მოწინააღმდეგეთაგან გარეთ ცოცხალი ერთიც არ გამოუშვია. ბოლოს და ბოლოს იაპონელებმა საერთო ძალებით კარი შეანგრიეს და ყველასათვის გასაოცრად თვალწინ შემდეგი სურათი გადაეშალათ: ოთახის შუაგულში ერთადერთი კაცი იდგა, გვერდით კი რამდენიმე ათეული იაპონელი მეომრის გვამი ესვენა. თანამემამულეთა “პრესტიჟის” ხსნა რაზმის მეთაურმა მოისურვა, რომელიც სამურაების კასტას განეკუთვნებოდა – ამ წრის წარმომადგენლებს კი იაპონიაში ფარიკაობის ილეთების საიდუმლოებებს ბავშვობის ასაკიდან ასწავლიდნენ – ამოიღო ხმალი სამურაიმ და დაიძრა ხევსური ლიქოკელისაკენ. მისდა სამწუხაროდ, იარაღის მოქნევა ვერ მოუსწრია, რომ ოთხად გაჭრილა. ბოლოს და ბოლოს ლიქოკელი ჯერ დაუტყვევებიათ, შემდეგ კი დაუხვრეტიათ (?!), მაგრამ ერთი უბრალო ხევსური გლეხის ფარიკაობაში ამგვარი გაწაფულობა, ალბათ საყურადღებო ფაქტია...”.

მეორე მაგალითი კი უკვე მე-17 საუკუნეში მომხდარა და ხევსურული ფარიკაობის უდიდეს ხელოვნებაზე მიგვითითებს:...ხევსურეთში შუღლი ჩამოვარდა იმ დროისთვის ვაჯკაცობით განთქმულ ორ პიროვნებას; ხირჩლა არაბულსა და აფციაურს შორის. აფციაური დაუძინებელ მეტოქეს შურისძიების მიზნით ბუჩქებში ჩასაფრებია, მაგრამ სამალავიდან აღარ გამოსულა და მოწინააღმდეგესთან შერკინებისთვისაც თავი აურიდებია. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ როდესაც ხირჩლა აფციაურის სამალავს მიახლოვებულა, ბუჩქიდან როჭო ამოფრენილა. არაბულს ხმლის ამოღება და ფრინველის ჰაერში გაკვეთა წამის მეათედში მოუსწრია, თანაც, ილეთი ისეთი ელვის სისწრაფით შეუსრულებია, რომ ხმალი სისხლით არ გაუსვრია. ამის შემხედვარე აფციაურს თავი დასაკარგად არ გაუმეტებია და ამიტომაც, სამალავში დარჩენა ამჯობინა. ყოველივე ეს ცხადს ხდის რომ ხევსურეთში საბრძოლო ხელოვნების სწავლება უმაღლეს დონეზე ყოფილა აყვანილი.... *

*გიორგი გაჩეჩილაძე, გაზ. “ალია” 7-8 ნოემბერი, 1996 წ., #139, “მითი თუ რეალობა”.

 

ჩივილი ხმლისა

- დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში.

სადა გყავს შენი პატრონი დაგაწყებინოს კაშკაში?

- სადა მყავს, ძმაო, პატრონი: შამქორს გავწირე მკვდარია,

ორმოცგან სჭირდა ნახმლევი, სდიოდა სისხლის ღვარია.

ომში წინ წასვლა უყვარდა, ხელთ დაბღუჯვილი ფარია;

არას დასდევდა სიკვდილსა, ოღომც არ შარცხვეს ჯარია,

მეფის თამარის გვირგვინი, ქართველთ სამეფო გვარია.

ახლა უშნოდ ვარ... დამკიდეს ლაჩართ კედელზე უქმადა;

ვისღა სცალიან ჩემთვისა, ქვეყანა იქცა დუქნადა.

გადამიგდებენ გირაოდ... და გზირ-ნაცვლების ხელითა

ქვეყანა მხედავს მდებარეს "არშინის", "ჩოთქის" გვერდითა.

შვიდასი წელი გამიხდა, არ გავპოხილვარ დუმითა.

არ ვულესივარ ქართველსა დაღიღინებით ჩუმითა.

მისი ხმა აღარ მსმენია: "გასჭერ, გამიშვი წინაო,

თუ სახელს არ მაშოვნინებ, როგორ დავბრუნდე შინაო!"

 

 ტრადიციული ქართული იარაღი (დააჭირე ბმულს)

ქართული ხმლის ისტორიიდან, კოტე ჩოლოყაშვილი (ვიდეო)

შავფაროსნები, კოტე ჩოლოყაშვილი (ვიდეო)

ქართული საბრძოლო ხელოვნება, გიორგი ცაცანაძე (ვიდეო)

ქართველთა იარაღი

Caucasian craftsmanship keeps traditions alive

 

  მთავარი გვერდი  I გალერეა I იარაღის ისტორია საქართველოში სიახლე  I  ბმულები

Copyright © 2005 www.georgians-weapons.ge