ზურაბ ბიჩინაგური

ზურაბ ბიჩინაგური დაიბადა 1963 წლის 19 მარტს, ქ. თბილისში. 1991 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ВГИК) ეკონომიკის ფაკულტეტი. 1996 წლამდე მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში".

ისტორიული იარაღით დაინტერესება გამოიწვია გერმანული გამოცემის წიგნმა, სადაც განთავსებული იყო ალბრეხტ დიურერის (1471-1528) მიერ მოხატული მახვილის ილუსტაციები. მას შემდეგ ზურაბმა, როგორც თვითნასწავლმა მხატვარმა, დაიწყო ძველი ოსტატების ნამუშევრების დაკვირვება და შესწავლა. ასე აღმოჩნდა იმ უდიდესი ევოლუციის ლაბირინთებში, რასაც საბძოლო იარაღის განვითარება და დახვეწა ჰქვია. მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ისტორიულ ქართულ იარაღზე მუშაობა, გამორჩეულად კი - ხევსურულ იარაღზე და დამცავ აღკაზმულობაზე. მისი ნამუშევრები დაცულია როგორც საქართელოს, ასევე სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.

 

მონაწილეობდა ხალხური რეწვის ფესტივალებსა და გამიფენებში:

2005-2006 ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი.

2006-2007 ფესტივალი არტ-გენი-მონაწილე.

2007 გამოფენა მხატვარ მერაბ ბერძენიშვილის მუზა-ში.

2007 გამოფენა წმინდა სამების საკათედრო ლავრის ახალგაზრდობის ცენტრში.

2008 მონაწილეობდა წმინდა სამების საკათედრო ლავრის ახალგაზრდობის ცენტრში საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაში.

2008 გამოფენა თბილისის ისტორიის მუძეუმში, ქარვასლა.

2008 ჩვენება ციხე ქალაქ სიღნაღის გახსნაზე.

2008 პერსონალური გამოფენა უნივერს-ში.

2007-2008-2009 ჩვენება თბილისობა-ზე.

2009 ჩვენება ხევსურულ საღამო-ზე.

2009 ჩვენება ვაჟაობა-ზე ჩარგალში.

2009 ჩვენება შატილობა-ზე.

1

ქართველი ჯვაროსნის ფარი და მახვილი. ფურცლოვანი რკინის ფარი. მოხატულია კლასიკური მცენარეული ორნამენტით, ასომთავრული წარწერით: ქრისტეს საფლავის წმინდა მიწისთვის, ძლევაი საკვირველი, მხედრებისა და წმინდა გიორგის გამოსახულებით. 2007 წელი. (ვრცლად პროექტის შესახებ - დააჭირეთ ფოტოზე).

 2

ქართული მახვილი. ფოლადის პირის ფორმის 5 გრადაცია. მოხატულია ორნამენტებითა და ასომთავრული წარწერით: წმინდა გიორგი - მესიის მახვილი. ვადაჯვარი, ტარისა და ქარქაშის დეტალები ასევე მოხატულია შესაბამისად. ხე, ტყავი სპეციალური დამუშავებით. 2007 წელი. (ვრცლად პროექტის შესახებ - დააჭირეთ ფოტოზე).

***

3

ხევსურული ექსკლუსიური საავტორო ხმალი მე-17 საუკუნის ორლესული მახვილის ფოლადის პირით, ვერცხლის სამხარიღლიო-თი და ხევსურული 2 გირგოლიანი ფარი რკინის ფუძით. (ვრცლად პროექტის შესახებ-დააჭირეთ ფოტოზე).

ხმალი. რკინის ვადანი - ძველი. ლომვეშაპის ეშვის ტარისა და ქარქაშის დეტალები: სალტეები, საცვეთები, სანეჯურის სალტეები და ბუნი - ვერცხლის, რომელთა გარეთა (საჩინო) მხარე შემკულია სევადის ორნამენტებითა და ჯვრებით, ღრმა ჭრითა და კონტურ გრავირებით. ხოლო დეტალების შიდა მხარე - მცენარეული ორნამენტით, ჯვარ-ხატთა - ღვთისშვილები-ს აღმნიშვნელი პეტროგლიფური ნიშნებითა და მათი დამახასიათებელი წარწერებით. ბუნზე სევადით შესრულებულია ხევსური მეომრის გრაფიკული გამოსახულება.

სამხარიღლიო გაწყობილია ვერცხლით. ყაწიმები და ქამრის სხვა და სხვა დეტალები შესრულებულია ხმლის დეტალების მსგავსად. სამხარიღლიოს საქონზე გამოკვეთილი ცხენის ფიგურა სრულ შესაბამისობაში მოდის ხმლის ტარის ცხენის თავიან ვაშლთან.

ფარი ორ გირგოლიანი. რკინის ფუძეზე ერთმანეთთან დამოქლონებული ფურცლოვანი რკინისვე ხიდები, სახიდავები, გუმბათის ტოტები და გირგოლები ქმნიან ერთ მთლიან მონოლითად შეკრულ ისეთ თავდასაცავ საშუალებას, რომელმაც მრავალ საუკუნეთა სიღრმიდან თითქმის შეუცვლელად მოაღწია აწმყომდე და მას, ისევე როგორც ხევსურულ ხმალს, ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოში!

 

12

ხევსურული ვერცხლის ყაწიმებიანი ქამარი სამხარიღლივე დანამატზე თანდართული ჯვრებით, ზოგად კავკასიური ორლესული დანა, მოხატულპირიანი სატევარი და საგულე ჯვარი წმინდა გიორგის მედალიონით და ჯაჭვით. ვერცხლი გლუვი და მოსევადებული, ფოლადი, ტარები - კამეჩის რქა და სპილოს ძვალი. 2006 წელი.

***

13

ქართული უღარო ხმალი, 2006 წელი. მოხატული ფოლადის პირით. ტარი, ვადაჯვარი და ქარქაშის დეტალები მოსევადებული ვერცხლისაა. სევადის ორნამენტი გამოყოფილია კონტურ-გრავირებით. ხე, ტყავი სპეციალური დამუშავებით.

***  

ხევსურული საავტორო ხმალი და დანა-ურსა, 2007 წელი. ფოლადი მოხატული მცენარეული ორნამენტით, ვერცხლის მოსევადებული ტარი, რკინისა და თითბერის ჭედური დეტალები ქარქაშზე. ხე, ტყავი სპეციალური დამუშავებით. (ვრცლად პროექტის შესახებ - დააჭირე ფოტოზე).

***

16

17

ხევსურული ხმალი. ფოლადის პირი მოხატული წმინდა გიორგისა და ხევსური მებრძოლის გამოსახულებებით. რკინის ვადაჯვრი. ტარი მოსევადებული ვერცხლით. ქარქაში თითბერის დეტალებითაა გაწყობილი და სანეჯურის სალტეები ვერცხლგადაკრულა. ხე, ტყავი სპეციალური დამუშავებით.

***  

18

ხმალი მგელი, სატევარი და სამ გირგოლიანი რკინის ხევსურული ფარი ტყავის ფუძეზე, 2002 წელი. ფოლადი მგელი-სთვის დამახასიათებელი ნახატით. სატევრის პირი - მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის თბილისური დამღით. ტარების მასალად გამოყენებულია კამეჩის რქა, ვერცხლის მგლის თავითა და გლუვი დეტალებით. ქარქაში - ვერცხლისავე გლუვი და რკინის მოხატული დეტალებით. ხე, ტყავი - მოუთრიმლავი და სპეციალური დამუშავებით. 

***  

20

19 

19

ხევსურული სწორი ხმალი, 2007 წელი. კლასიკური ტარი, მოსევადებული ვერცხლის დეტალებითა და კოპებით (დვარი). ვერცხლის ვადაჯვარი ასევე მოსევადებულია. ქარქაში თითბერის დეტალებით არის გაწყობილი, თასმით შემოჭიმული დახვეული ბალნიანი ტყავით. ხე, ტყავი - მოუთრიმლავი და სპეციალური დამუშავებით.  

***

21

მე-18 საუკუნის ხევსურული გორდას რესტავრაცია. ტარი - ახალი, მოსევადებული ვერცხლით, 5 ნაწილიანი.

***

 

ხევსურული დანა ნახური სახელწოდებით ურსა. მე-19 საუკუნის ორლესული პირით და ვადაჯვრით. ტარი - ტყავგადაკრული ხეზე დვარებით და ვერცხლის მოსევადებული სალტეებით გაწყობილი. ქარქაშის დეტალები მოჭედილი თითბერით. ხე, ტყავი სპეციალური დამუშავებით.

პატრონი რომ არ მიშორებს მტერი შიშით გაილურსა,

კარგად ვიცი სისხლის გემო მე სახელად მქვია - ურსა!

ხმალს სატევარს გვერდით ვყევარ ერთი მცირე ძმა ვარ მათი,

ჩვენს მოძულე ურჯულოსა ბევრჯერ მოვაჭერი თათი!

ტყეში-ღრეში, ლაშქრობაში მე ვარ უცილობლად მარგი,

ჩემზედ რჩება არჩევანი, ცუდთან-ცუდი, კარგთან-კარგი...

ზურაბ ბიჩინაგური, 2008 წელი.

***

22

სანადირო დანები, 2009 წელი. ფოლადი, მცენარეული ორნამენტებით, ტარები - კამეჩისა და ირმის რქით და სპილოს ძვლით.

***

23

ჭოლაური, 2006 წელი. ფოლადი მოხატული ტრადიციული მცენარეული ორნამენტით, ვერცხლის დეტალებით კამეჩის რქის ტარზე. ქარქაშზე და ქამარზე ღრმა ჭრითა და შემდგომი გრავირებით. ხე, ტყავი სპეციალური დამუშავებით.

 ***

24

შიმშერი, 2004 წელი. ფოლადი და რკინის ვადაჯვარი ნახევრად ძვირფასი მეტალის ინკრუსტაციით. ტარი - არწივის ვერცხლის თავი და ლომვეშაპის ეშვი. ქარქაშის ვერცხლის დეტალები სევადით, ღრმა ჭრითა და გრავირებით. ხე, ტყავი - სპეციალური დამუშავებით.

 ***

25

პირველი ხმალი. ფოლადი მოხატული ორიგინალური ორნამენტით. მელხიორის არწივისთავიანი ტარი.

***  

26

თავისუფალი ინტერპრეტაციის საავტორო საბრძოლო ცული კომბინირებული ხანჯალთან, 1999 წელი. ფოლადი, ხე, მელხიორი.

***

27

მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული უნაგირისა და აღვირის სრული რესტავრაცია.

***

29

საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დალოცვა წარმატების ჭეშმარიტი საწინდარია!

*** 

 28

მეუფე თადეოზის - თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსის, პოეზიისა და ხალხური შემოქმედების დიდი გულშემატკივრის ლოცვა-კურთხევა დიდად მეხმარება როგორც საქმიანობაში, ასევე ცხოვრებისეულ სხვა ასპექტებში.  

***

28a

ხევსურული გორდა ვერცხის ტარითა და ვადანით, მხოლოდ ხევსურული ხმლის ტარისათვის დამახასიათებელი ბრტყელი ვაშლით ზემოდან სევადის ჯვრებით მორთული. სამხარიღლიო ვერცხლისავე დეტალებით გაწყობილი. პირი - ფოლადი, ქარქაში - თითბერის დეტალებით, სანეჯურის სალტეები - მოხატული რკინის. ხე, ტყავი - მოუთრიმლავი და სპეციალური დამუშავებით. 2007 წელი

***

31

გამოფენა.

32

"თერმული დამუშავება - ურთულესი პროექტი...

ზურაბ ბიჩინაგური

 

 

 მთავარი გვერდი  I გალერეა I იარაღის ისტორია საქართველოში სიახლე  I  ბმულები

Copyright © 2005 www.georgians-weapons.ge