არნოლდ თეთრუაშვილი

"მეც ერთი ჩვეულებრივი არაგველთაგანი ვარ სულით, სისხლ-ხორცით, ზნე-ჩვეულებებით, წინაპრებითაც და მომავლითაც.სადღეისოდ, ღვთის მადლით და ძალით, ვმუშაობ ჩემს ვაჟიშვილთან – ლევანთან ერთად. ვებრძვით რკინას, ვკვერავთ რაც საკვერ-საჭედია. ვღებულობთ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში. არნოლდ თეთრუაშვილი.

arnold ლევანის ძე თეთრუაშვილი, დაიბადა 1949 წლის 11 ივლისს დუშეთის სოფელ არანისში. დამთავრებული აქვს საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტი 1971 წელს. მუშაობს ისტორიულ საავტორო იარაღზე, გამორჩეულად კი - ხევსურულ იარაღზე და დამცავ აღკაზმულობაზე. მისი ნამუშევრები დაცულია როგორც საქართელოს, ასევე სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.

გამოფენები:

2005, 2006, 2007 და 2008 - “არტ-გენის” საერთაშორისო ფესტივალი.  

2007 - საგამოფენო დარბაზი -"მუზა".

2007 -თბილისის ისტორიის მუზეუმი -'"ქარვასლა".

2008 - სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენა.

2008 - გამოფენა სიღნაღში.

2008 - პერსონალური გამოფენა გალერეა “უნივერსში”.

2008 - 2009 - თბილისობა.

2009 - ხევსურული საღამო მზიურში.

      2009-  გამოფენა “ თბილისი "meriotSi”

2009 - "მცხეთობა".

2009 - წლის 24 დეკემბერს დაჯილდოვებულია ფოლკლორის ეროვნული პრემიითა და ოქროს მედლით, ხალხურ საწყისებზე შექმნილი ორიგინალური შემოქმედებისათვის.

 

მისამართი: თბილისი
ტელეფონი: 96-26-31 / 591 155150

***

ჯაჭვის პერანგი ჩაჩქან-სამკლაურით და ხევსურული ფარ-ხმალი თითბერით გაწყობილი.

***

ჩაჩქანი, დამბაჩები, საპირისწამლეები: ა)თითბერსა და ვერცხლში. ბ)ხე-ტყავით, სევადიანი ვერცხლით. 

კაბიანი ხმალი ვერცხლის ტარით და თითბერით გაწყობილი ქარქაშით.

ხევსურული ხმალი სევადიანი ვერცხლის ტარითა და თითბერით მოზარნიშებული რკინის ვადაჯვრით. ხე-ტყავის ქარქაში მოსევადებული თითბერით.

ხევსურული რკინის ფარი ორგირგოლიან ტყავის ფუძეზე.

ხევსურული კაჟიანი თოფი თითბერით და ვერცხლით გაწყობილი.

***

ხევსურული ტალავრის ფონზე:

ხევსურული ხმლები ვერცხლის ტარებით და თითბრით გაწყობილი ქარქაშებით.

კაბიანი ხმალი. ვერცხლი, ფოლადი, თითბერი, ხე და ტყავი.

სატევრები. ფოლადი, რქა, მოოქრული რკინის დეტალებით.

ხევსურული ფარი. რკინა და ტყავი.

თოფი ვერცხლის სალტეებით.

დამბაჩა თითბერით გაწყობილი.

საპირისწამლეები. ხე-ტყავი, ვერცხლი, თითბერი და რკინა, ძვალი.

ახლად გაჭედილი ფოლადის პირები.

***

ხევსურული ფარი. რკინა და ტყავი.

ხევსურული “გორდა” ხმლები ვერცხლის ტარებით.

ხევსურული კაჟიანი თოფი ვერცხლის სალტეებით.

დამბაჩა თითბერით გაწყობილი.

საპირისწამლე თითბერითა და ვერცხლით გაწყობილი.

 ***

ხევსურული ხმალი ვერცხლის ტარითა და სალტეებით. ქარქაში - ვერცხლი და თითბერი.

ყაწიმი - ჩვეულებრივი ხევსურული “ჯიხვის რქებით”.

რკინის მუზარადი შავად დაფერილი მოოქრული კიდით.

ხევსურული ფარი რკინასა და ტყავში.

სამკლაურები. შავად დაფერილი რკინა, კიდეები და ორნამენტი მოოქრული, ტყავის თასმები.

***

ქართული მახვილი “აორი”. ტარის დაბოლოება, ვადა-ჯვარი, ქარქაშის საკიდები და სათიხარი - მოოქრული რკინა. პირი ორლესული ფოლადის მოოქრული ორნამენტით, ქარქაში – ხე-ტყავი.

***

კაბიანი ხმალი ვერცხლის ტარით და თითბერით გაწყობილი ქარქაშით.

***

ქართული მოკლე მახვილი ვერცხლის მოსევადებული დეტალებით.

***

ქართული გორდა. ფოლადის პირი, ვადაჯვარი და რკინის დეტალები თითბერის ზარნიშით.

***

ხევსურული ხმალი ვერცხლის მოსევადებული ტარ-ქარქაშ-ყაწიმით. ფოლადის სწორი ორღარიანი პირით და საკუთარი დამღით.

***

ხევსურული ფარ-ხმალი ყაწიმით. მოოქროვილი ფოლადის სამღარიანი პირი და მოოქრული რკინის ვადა-ჯვრით. ტარი - სევადიანი ვერცხლის ლენტებით და “ცვრით”, თითბერით გაწყობილი ქარქაშით. ყაწიმი კლასიკური ჯიხვის რქებით. ხევსურული რკინის ფარი ტყავის ფუძეზე.

***

ხევსურული დაშნა თეთრი ძვლის ტარით, რკინის ვადა-ჯვარი და სალტეები თითბრის ზარნიშით.

***

ხევსურული ორღარიანი ხმალი მოსევადებული ვერცხლის ტარით და ვადა-ჯვარი. ქარქაში - მოსევადებული თითბერის ვერცხლის ჯვრებითა და ბორჯღლებით.

***

ქართული ნისკარტისებური თეთრი ძვლისტარიანი ხმალი მოოქრული დეტალებით.

***

კავკასიური “შაშკა” მოსევადებული ვერცხლის დეტალებით.

***

ვერცხლით გაწყობილი ორღარიანი სატევარი, პირზე წარწერით : ”ევჰბ პკჯლტქ ჯნ] ჰერბ ვჯტქ”. ხევსურული ხმალი სევადიანი ვერცხლით.

***

ხევსურული სამღარიანი სწორი ხმალი, ტარი სევადით და ვერცხლით, რკინის ვადაჯვარი თითბერის ზარნიშით, ქარქაში ხე-ტყავითა თითბერით გაწყობილი.

ხევსურული ხმალი ხის ყუთით, ვერცხლის ტარით და თითბერით გაწყობილი ქარქაშით.

***

ხევსურული ხმალი უღარო გლუვი პირით. ტარი, ვადა-ჯვარი და ქარქაშის დეტალები მოოქრული რკინის.

***

ხევსურული ხმლის ვერცხლის ტარი წარწერით: “თეთრო არაგველი".

***

ხევსურული ტალავრის ფონზე გადაღებული ხევსურული ვერცხლით გაწყობილი ხმალი ყაწიმით.

***

სპარსული შიმშერი და ქართული სატევარი მოოქრული რკინის დეტალებით.

***

ჩემი პირველი ბულატის ("ველური დამასკი") პირი, სპარსულ სტილში. ბულატი, ძვალი, რკინა თითბერის ზარნიშით. 

***

 ოსმალური “კილიჩი”, მოოქრული რკინის დეტალებით.

***

ქართული სატევარი მოოქრული რკინის დეტალებით.

***

ქართული სატევარი მოოქრული რკინის დეტალებით. ფოლადი, ძვალი, ტყავი, რკინა და ოქრო.

***

ქართული მოკლე საბრძოლო ცული. ფოლადი თითბერის ზარნიშით, ხის ტარი თითბერით და ტყავით გაწყობილი.

***

ქართული კაჟიანი თოფები.

***

ხევსურული კაჟიანი თოფი. ძვალი, თითბერი, ვერცხლისა და თითბერის ზარნიშით.

***

ტყავის სასწრაფო თითბერის მასრებით.

ჩაჩქანი რკინის, მოოქრული კიდით.

    კაჟიანი თოფი - თითბერის და ვერცხლის “ცვრით” და ძვლით გაწყობილი.

    საპირისწამლე თითბერის ვერცხლით გაწყობილი.

    დამბაჩა და თოფი თითბერით და ვერცხლით გაწყობილი.

***

ხევსურული დამბაჩა, ფარი და საპირისწამლე.

***

საპირისწამლეები: თითბერი, ვერცხლი სევადით, რქა, ხე-ტყავი, ძვალი და რკინა.

***

პრეზიდენტი ჩვენს გამოფენაზე სიღნაღში

***

პატრიარქის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე წმ. სამების საკათედრო ტაძარში.

***

მე და ლევანი სამჭედლოში.

არტ-გენის ფესტივალზე, 2008 წლის ზაფხულში, ჩემს ნამუშევრების ფონზე.

 

არნოლდ თეთრუაშვილი

  მთავარი გვერდი  I  ჩვენს შესახებგალერია I პუბლიკაციები I სიახლე  I  ბმულები

Copyright © 2005 www.georgians-weapons.ge