
ბორის თათეშვილი
ბორის ამირანის ძე
თათეშვილი დაიბადა 1965 წლის 21
სექტემბერს ადიგენის რაიონის
სოფ. არალში. 1990 წელს დაამთავრა
საქართველოს
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ინჟინერ-მექანიკოსის
სპეციალობით. 1990 - 2002 წლებში
მუშაობდა ახალციხის
სამშენებლო ტრესტში
ინჟინერ-მექანიკოსად. ამჟამად
მუშაობს გაეროს განვითარების
პროგრამის ახალციხის ოფისში.
1995 წლიდან მუშაობს ხეზე და
ლითონის ჭედვაზე.
მჭედლობისადმი ინტერესი
დაიწყო ძველი იარაღის
კოლექციით და მჭედლობის
უძველესი ტრადიციების
შესწავლა-აღდგენის სურვილით.
ამ მიზნით ხვდებოდა
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ
უხუცეს მჭედლებსა და
შეისწავლა მჭედლობის
სხვადასხვა ტექნოლოგიები,
რომლებიც ფაქტიურად უკვე
დავიწყებას იყო მიცემული.
ამჟამად თანდათან დახვეწა
ტექნოლოგია და ამზადებს
საბრძოლო და სანადირო
დანიშნულების ფოლადის
დანა-ხანჯლებს, საბრძოლო და
სარიტუალო ნაჯახებს, ძველი
ბრინჯაოს ხანის კოლხური
ნიმუშების მიხედვით; აგრეთვე
ბაწარაულ-გრეხით ნაჭედ დანებს.
ამჟამად დამზადებული აქვს
ოცამდე ნიმუში.
მიღებული აქვს მონაწილეობა
ამერიკული ა/ო CHF-ის მიერ
ორგანიზებულ ხალხური რეწვის
ოსტატების გამოფენაში.
ჯერ-ჯერობით მოსწავლეები არ
ჰყავს შესაბამისი ფართის
უქონლობის გამო, მაგრამ
მომავალში აუცილებლად აპირებს
სპონსორების მოძიებას, რათა
გააფართოვოს საქმიანობა და
შეასწავლოს ახალგაზრდებს უკვე
დავიწყებას მიცემული ხელობა.
ბორის თათეშვილი
მისამართი: საქართველო,
ახალციხე 0800, მანველიშვილის ქ. 16
ტელეფონი: +995
599 95 91 41
ელ-ფოსტა: borisknives@gmail.com
.jpg)
სატყავებელი დანა, 2005 წ. მთლიანი სიგრძე: 23 სმ; პირის სიგრძე: 11 სმ; სიგანე: 2,5 სმ. ბაწარაული, ხელით ნაჭედი, სახელური - არყის ხის კორძი, ინკრუსტაცია ვერცხლით.
.jpg)
სანადირო დანა, 2005 წ. მთლიანი სიგრძე: 25 სმ; პირის სიგრძე: 16 სმ; სიგანე: 3,2 სმ. ბაწარაული, ხელით ნაჭედი, სახელური - ვაშლის ხის კორძი, ინკრუსტაცია თითბერით.
.jpg)
კოლხური ცული, 2005 წ. მთლიანი სიგრძე: 40 სმ; პირის სიგრძე: 17 სმ. ფოლადი - 65 Г, ხელით ნაჭედი, წრთობა, თერმული დამუშავება, სახელური - კაკალი, ინკრუსტაცია მელხიორით.
.jpg)
აღმოსავლური დანა, 2000 წ. მთლიანი სიგრძე: 30 სმ; პირის სიგრძე: 18 სმ; სიგანე: 3,2 სმ. ფოლადი - ШХ 15, წრთობა, თერმული დამუშავება, სახელური - კაკალი, ინკრუსტაცია მელხიორით.
.jpg)
საჩეხი დანა, 2002 წ. მთლიანი სიგრძე: 29 სმ; პირის სიგრძე: 17 სმ; სიგანე: 3 სმ. ფოლადი - ШХ 15, წრთობა, თერმული დამუშავება, სახელური - კაკალი, ინკრუსტაცია მელხიორით.
.jpg)
სანადირო დანა, 2005 წ. მთლიანი სიგრძე: 28 სმ; პირის სიგრძე: 16 სმ; სიგანე: 3 სმ. ფოლადი - 65 Г, ხელით ნაჭედი, წრთობა, თერმული დამუშავება, სახელური - კაკალი, ინკრუსტაცია მელხიორით, პირის გრავირ
.jpg)
კოლხური ცული, 2005 წ.
მთლიანი სიგრძე: 28 სმ; პირის
სიგრძე: 16 სმ. ფოლადი - 65 Г, ხელით
ნაჭედი, წრთობა, თერმული
დამუშავება, სახელური - კაკალი,
თუთა, არყის ხის კორძი,
ინკრუსტაცია - მელხიორი,
თითბერი, პირის გრავირება.
.jpg)
სანადირო დანა, 2005 წ. მთლიანი სიგრძე: 35 სმ; პირის სიგრძე: 20 სმ. ბაწარაული, ხელით ნაჭედი, სახელური - ირმის რქა.
.jpg)
კოლექცია, 2005 წ.
.jpg)
.jpg)
.jpg)
კოლექცია, 2007 წ.
.jpg)
.jpg)
კოლექცია, 2008 წ.

.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
კოლექცია, 2009 წ.
ბორის თათეშვილი
მთავარი გვერდი I ჩვენს შესახებ I გალერია I პუბლიკაციები I სიახლე I ბმულები
Copyright © 2005 www.georgians-weapons.ge