გოჩა ლაღიძე
გოჩა ლაღიძე, დაიბადა 1965 წლის 18 მარტს ქ. თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1989 წელს. მის პედაგოგთა შორის აღსანიშნავია საქართველოს ისტორიის მასწავლებელი ჯუანშერ ჯურხაძე. ისტორიის მასწავლებელი გოჩასთვის სამაგალითო პიროვნება შეიქმნა. მან გააღრმავა გოჩას ინტერესი საქართველოს ისტორიისადმი და დააინტერესა ქართველი რაინდების გმირული ცხოვრება-მოღვაწეობით და მათი საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშებით, რომლის შესანიშნავი კოლექციასაც გოჩამ 14 წლის ასაკში მის ოჯახში ნახა. ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან საუცხოო ქართულმა საჭურველმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და გადააწყვეტინა თავისი ხელით მუზარადი დაემზადებინა. 1979 წლიდან გოჩა მუშაობს საავტორო იარაღზე. 1988 წლიდან არის საქართველოს ხალხური რეწვის ოსტატი. 2005 წლიდან - საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1994 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ჰოლანდიაში. მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში საქართველოში და საზღვარგარეთ.
ბიოგრაფია ვრცლად, მნიშვნელოვანი დაკვეთებისა და გამოფენების ნუსხა იხილეთ გვერდზე: www.gotscha.nl/ge-biografie.htm
პერსონალური ინტერნეტ გვერდი: www.gotscha.nl
მისამართი: ნიდერლანდების სამეფო
ნამუშევრის ფოტოები © გოჩა ლაღიძე - საავტორო უფლებები დაცულია
გიორგი სააკაძის ხმალი, 2014
***
ხანჯალი "გიორგი პირველს", 2013-2014 მიჰყევით ბმულს
გასულ წელს ჩემს სახელოსნოში სარესტავრაციოდ მომიტანეს აქამდე უცნობი ტიპის ძველი ქართული ხანჯალი, რომელიც ჩემთვის დიდ აღმოჩენა იყო - ეს არის სამოსლის ქვეშ ტყავგადაკრულ ლითონის ქარქაშში წელზე სატარებელი იარაღი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მსგავსი ტიპის კავკასიური იარაღი დღემდე არ აიყო დაფიქსირებული არცერთ ცნობილ კოლექციაში, ეს მოვლენა ეცნობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.
ნივთის რესტავრირების დროს დამებადა იდეა მსგავსი საავტორო ნამუშევარი შემექმნა, რაზედაც მფლობელის ოფიციალური თანხმობა/ნებართვა მივიღე. ზომა და ფორმები გარკვეულწილად შეიცვალა და გაკეთდა ორიგინალური ესკიზი და ზუსტი ნახაზი. აგრეთვე შეიცვალა ტარის დიზაინი და მასალა. ესკიზი გაკეთდა ტრადიციული კავკასიური იარაღის სტილის და კანონიკის პატივისცემით და დაცვით. რამდენიმე ექსპერიმენტის, კონსულტაციების და მთლიანი პროექტის ლოგისტიკური ანალიზის შემდეგ გადავწყვიტე ხანჯლის პირი საქართველოში დამეკვეთა. პირი ესკიზის სრული დაცვით ბრწყინვალედ შეასრულდა თბილისში მოღვაწე მხატვარ-მეიარაღემ და მჭედელმა ლევან ბუკიამ. ლევანის შემოქმედება შეგიძლიათ იხილოთ გერდზე: http://www.georgians-weapons.com/levan-bukia.htm
ჩემს მოღვაწეობაში როგორც მჭედელი მესაჭურვლე აღნიშნული პროექტი შეიძლება შეედაროს ჩემს მიერ "ახალი ამერიკის" აღმოჩენას და გადავწყვიტე ამ ნამუშევრისთვის "გოჩაური" დამერქმია.
მინდა მადლობა მოვუხადო
ლევან ბუკიას დაკვეთის შესანიშნავი შესრულებისთვის და პოეტ კობა ჭუმბურიძეს ამ
ნამუშევრისადმი მიძღვნილი
ლექსისათვის:
„სარტყელივით მომისალტე, სამღერელად ანალესი,
ელდასავით საშპუნები, ელვასავით დასაკვესი.“
* სამღერელად - მღერება ძველქართულში ასევე ნიშნავს იარაღის ოსტატურად ბზრიალს,
ტორღვებას.
* საშპუნები - შპუნება იარაღის სწრაფად ამოღებას
ხანჯალი "გიორგი პირველს", მასალა: ფოლადი, ოქრო, ზარნიში, ტყავი. 2013-2014 წელი.
***
ერეკლე მეფის გორდა ხმალი, 2013
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნიმუშის მიხედვით, დამასკური ფოლადი, ფოლადი, ოქრო, ლალი, ხე, ტყავი, ზარნიში გიორგი ნონიაშვილის, 2013
***
***
სვიმონ მეფის ხმალი, 2011
ფოლადი, ოქრო, ზარნიში, სპილოს ძვალი, ხე, ტყავი, 2011
***
ვახტანგ გორგასალის ფარი, 2013
მესტიის მუზეუმში დაცული ნიმუშის მიხედვით, ფოლადი, ტყავი, 2013
***
***
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული პროექტი (მიჰყევი
ბმულს)
***
გიორგი ელიზარაშვილის ხმლის ასლი, 2012 (მიმდინარე პროექტი)
***
ბაგრატიონების გორდა ხმლისა
გორდა ხმალი, ჩემი დარი,
ცისქვეშეთში არის განა?
კოხტაურად სატორღვები
ღვთითკურთხეულ გვარისგანა.
კოხტაურად აქვს ნახმარი
ფარსადან გორგიჯანისძეს, როცა
იგი აღწერს სიმონ მეფის ომში
შესვლას - მისებურად,
კოხტაურადო.
ტორღვება იარაღის ოსტატური
ტრიალია, იგივე - ქიჩილობია,
ქიჩილორია. ადრე მღერა ერქვა.
კობა ჭუმბრურიძე, 2011 წელი.
***
სოლომონ მეფის ჭოლაური, 2012
ფოლადი, ვერცხლი, ოქრო, ვერცხლი სევადით, ხე, ტყავი, 2011
სოლომონ მეფის ხმლისა
რკინის
მარჯვენმა გამაწრთო,
ვერცხლისამ მასევადაო,
ოსტატმა შუფრა ამიწყო
მტარვალთა მოსრევადაო,
მამულის მოდარაჯე ვარ,
მომხდურთა ზაფრა-მერეხი,
ქარქაშ-აშურმით შემამკეთ,
ჯვარიც დამწერეთ, მერე კი
დავლურში გავედევნები ალგეთს
დაზრდილსა მგლებსაო,
დავენათები მტრებსაო,
დავაკვნეტ ჯაჭვის თვლებსაო.
შუფრა არის ხმლის გალესილი
პირი, მერეხი არის თავსხმა,
აშურმა არის ხმლის დასაკიდი
თასმა, იგივე ყაწიმი. კობა
ჭუმბურიძე, 2012
***
"Prix autour du Couteau" - "Salon International de la Coutellerie d’Art et de Collection" (SICAC) in Parijs - Prins Mauritsharnas
***
ერეკლე მეორის ოქროზარნიშიანი ჭოლაური, 2011-2012 (ვრცლად)
"თუ
ერეკლეს ირანული ტიპის ხმალი ნახევარი ირანი
ღირდა, ეგ მართალს გეტყვი
ბევრად აღემატება ყელაფრით.
ქუდის მოხდისა და მარჯვენაზე
კოცნას იმსახურებთ. სიტყვები
არ მყოფნის. დაამშვენებდა
ნებისმიერ მუზეუმს, პირველ
რიგში ქართულს!" ზ. ნ.
წარწერა
გოჩას ჭოლაურზე
მე ვარ ხრმალი, ჭოლაური, მცველი
იმერ-ამერისა,
ძარღვი მომდევს ხალიბური
რკინის, პირველნაკვერისა.
მტერი კაფე, მალაპლაპე, ჯავრი
ნუ გაქვს შამოკვრისა,
მე რად მინდა სამარქაფე, ნაფერი
ვარ ჯადოქრისა.
შემამკობიც დამილოცე
მოლიცლიცე ფიალითა
მემრე კვალში ჩამიდექი,
გაგიძღვები წკრიალითა.
"ჭოლაური”, რაიც ერქვა ცხენოსნის უვადაჯვრო ხმალს დასავლეთში. წყარო პირადად არ მინახავს, მაგრამ მსმენია, რომ კაზაკური ცხენდაცხენ ჩეხვა სწორედ მეგრული მორქიადანაა ნასესხები." კობა ჭუმბურიძე
***
"Coup de Couer Wootz" - BKS 2011 - Belgian knife Society - Dolk "Prins"
***
გიორგი სააკაძის ხმალი, 2011 წელი (ვრცლად)
გიორგი
სააკაძის ხმალი (ინტერპრეტაცია),
2011 წელი - მე-16 საუკუნის ირანული
ნიმუშის მიხედვით
***
"Best of Show" - Dutch Knife Exhibition 2011 - Dolk "Prins"
***
კავკასიური ხანჯალი "თავადი დადიანი", 2011 წელი. იდეა & პროექტი: გოჩა ლაღიძე. დიზაინი: ირაკლი მეგრელიშვილი / გოჩა ლაღიძე. შესრულება: ირაკლი მეგრელიშვილი. მასალა: ვერცხლი 750 გრამი, ოქრო 5 გრამი, "ცხელი" მინანქარი, ბულატის ფოლადი: ზაქრო ნონიკაშვილი. ტექნიკები: ჭედვა, გრავირება, ცხელი მინანქარი, მოოქროვება. ზომა: 500X56 მმ.
***
მეფე ერეკლე II-ს ხმლის საავტორო ასლი, 2008-2009 წლები. შესრულებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ერეკლე II-ს ორიგინალური ხმლის მიხედვით. ბულატი ("ბოჩკოვანი დამასკო"), ფოლადი ც-45, ბაჯაღლო ოქრო, ლომვეშაპის ეშვი, ხე-მაგნოლია, შაგრინის ტყავი. ტექნოლოგიები: ჭედვა, ღრმა გრავირება, ზარნიში, ტყავის სპეციალური დამუშავება. (ვრცლად პროექტის შესახებ - დააჭირეთ ფოტოს.)
***
მე-18 საუკუნის დასავლეთ-ევროპული არბალეტი (რეკონსტრუქცია), ჰოლანდიის საარმიო მუზეუმში დაცული ისტორიული ნიმუშების მიხედვით, 2008 წელი. ფოლადი, ხე (კაკალი, ბზა), ძვალი, კანაფი.
***
"როკეტერის" მუზარადი, 2008 წელი. ფურცლოვანი ფოლადი, მოთითბერება. წონა 5200 გრამი.
***
არისტოკრატი ფრიტს ფრიტსენის გოთური აბჯარი, 2008 წელი. შესრულებულია მუზეუმ "დონ კიხოტის" (ტურნჰაუტი, ბელგია) დაკვეთით, მე-15 საუკუნის ნიმუშების მიხედვით. ფურცლოვანი ფოლადი, მოოქროება, ტყავი, ტილო.
***
მინიატურული მახვილები, 2008 წელი. ზომები: 20 და 23 სმ. ფოლადი, კამეჩის რქა, ვერცხლი.
***
არისტოკრატი რაინდის სატურნირო მუზარადი(ზუჩი), მე-18 საუკუნის ნიმშის მიხედვით
, 2007 წ.ელი. დამზადებულია 3 მმ სისქის მაღალ ნახშირბადიანი ფურცლოვანი ფოლადისგან, იწონის 7300 გრამს. კერძო კლექცია, შვეიცარია.
***
Photo © Legermuseum
12 წლის პრინც მორიც ორან-ნასაუს აბჯარი, 1578 წლით დათარიღებული პორტრეტის მიხედვით, 2006 წელი. შესრულებულია ნიდერლანდების სახელმწიფო მუზეუმის დაკვეთით. ფურცლოვანი ფოლადი, გრავირება, მოოქროვება, ტყავი, ბარხატი.
Photo © Legermuseum
დედოფალი მაქსიმა გამოფენის ხსნის - "მაურიცი და ორანიეების საიდუმლო", საარმიო მუზეუმი ქ. დელფტი, 15 მარტი 2007 წელი.
*** მეთხუთმეტე საუკუნის ჰოლანდიელი გმირის, იან ვან შხაფელარის საჭურველი, 2004 წელი. პრეზენტირებულია ჰოლანდიის ქ. ბარნეველდის "ნაირაკ" მუზეუმში. დამზადებულია ქალაქ ნორდლინგენის (გერმანია) ისტორიულ მუზეუმში დაცული, ფრედრიხ ჰერლინის 1460 წლით დათარიღებული ფერწერული ნამუშევრის მიხედვით - წმ. გიორგის სასწაული.
***
მხედრის საჭურველი, 2000-2004 წ.. ქ. ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში დაცული 1590 წლით დათარიღებული პრინცი მორიც ორანიე-ნასაუს გრაფის საჭურვლის ასლი, შესრულებულია განმეორებით. ფურცლოვანი ფოლადი, მოოქროვება, გრავირება, ტყავი. *** არისტოკრატ მორკენის მუზარადი, მოოქრული მუზარადი სპანგენჰელმი- მე-6 საუკუნის ორიგინალური ნიმუშის მიხედვით. დამზადებულია სხვადასხვა სისქის მაღალ ნახშირბადიანი ფურცლოვანი ფოლადისაგან, 2003 წელს. დაცულია ბრუნო მაურერის კოლექციაში, შვეიცარიის საარმიო მუზეუმი. ფოლადი, ჭედვა, ჭედურობა, გრავირება, მოოქროვება, ჯაჭვის პერანგის ტექნიკა, ტყავი, ტილო. *** ფარეშიანი ჯაჭვის ნიმუში, 2000 წელი. ***
მინიატურა, 1999 წელი. ქ. ვენის ხელოვნების მუზეუმში დაცული, 1590 წლით დათარიღებული, პრინცი მორიც ორანიე-ნასაუს გრაფის, საჭურვლის მოდელი, მასშტაბით 1/4 - სიმაღლე 45 სმ. შედგება 177 ფოლადის გამოჭედილი ფირფიტისაგან, რომლებიც ჭედვით ერთმანეთზეა მორგებული და ერთმანეთთან დაკავშირებულია 700-მდე სხვადასხვა ზომის მოოქრული დეტალით (შიდა მხრიდან - ტყავის თასმებით), როგორც ჩვეულებრივი ზომის აბჯარში. მასალა: ფოლადი, ოქრო, ვერცხლი, ტყავი, კალის ხე. ხის სადგარის ორივე მხარეს ვერხლის ფირფიტებზე მონოგრამებით. ფიგურა გამოძერწილია სანთელში და შემდეგ ჩამოსხმულია 925 სინჯის ვერცხლში, რასაც სულ 4,5 კგ ვერცხლი დასჭირდა. ლუქსემბურგში ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმ-გამოფენაზე თანამედროვე ჭერური ლითონი დაჯილდოვდა გრანპრით. ფურცლოვანი ფოლადი, გრავირება, მოოქროება, ვერცხლი, ფრანგული კაკალი, ტყავი. *** პრინცი მაურიცის საჭურველი, 1998 წელი. დამზადებულია ქ. ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში დაცული, 1590 წლის დროინდელი, პრინცი მორიც ორანიე-ნასაუს გრაფის საჭურვლის მიხედვით. პრეზენტირებულია ნიდერლანდების სახელმწიფო მუზეუმში - ე.წ. 80 წლიანი ომის საგამოფენო დარბაზში, ქ. დელფტში. ფურცლოვანი ფოლადი, გრავირება, მოოქროება, ტყავი. *** წმინდა ლუარსაბ მეფის მუზარადი და ფარი მუზარადი, ფარი და სამკლავეები, 1997 წელი. შესრულებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნიმუშების მიხედვით - ინტერპრეტაცია. მსგავს საჭურველს საქართველოში იყენებდნენ 16-18 საუკუნეებში, როდესაც სპარსელების და ოსმალების ლაშქრობებმა და სხვა გარემოებებმა გარკვეულწილად იმოქმედა იარაღის მოდაზესაქართველოში ფოლადი, ლატუნი, ტყავი, ჯაჭვის პერანგის ტექნიკა. *** თორღვას აბჯარი ხევსურული აბჯარი, 1997 წელი. შემადგენელი ნაწილები: ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი, სამკლაურები, საფუხრეები(ჯაჭვის ხელთათმანები), ხევსურული ხმალი, სამხარიღლიოთი(საკიდი ქამარი), ფარი. აბჯარი შესრულებულია საქართველოს მუზეუმებში დაცული ნიმუშების მიხედვითის . ფოლადი, ლატუნი, რქა, ტყავი, ქეჩა, შალი. *** უბის fari, 2000. ფოლადი, ტყავი. *** ხევსურული ფარი, 1986 წ. *** ხევ სურული აბჯარი, 1987-1988
ხევსურული აბჯარი, თბილისი, 1987 წელი. შემადგენელი ნაწილები: ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი (წონა 9კგ, მოქსოვილია დაახლოებით 56000 დაჭედილი რგოლისგან, უფარეშო), სამკლაურები, საფუხრეები(ჯაჭვის ხელთათმანები), ხმალი, სამხარიღლიოთი(საკიდი ქამარი), ფარი. შესრულებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნიმუშების მიხედვით. ფოლადი, ლატუნი, რქა, ტყავი. ქეჩა, შალი. xevsuruli xმალი, თბილისი 1987 წელი. ხმლის პირი გაჭედილია "რესორის" ფოლადისგან, სამღარიანი გორდას ნიშნით, რკინა, ვერცხლი, თითბრი, ხე და ტყავი. ***
ფოტოები © გოჩა ლაღიძე - საავტორო უფლებები დაცულია გოჩა ლაღიძე |
მთავარი გვერდი I ჩვენს შესახებ I გალერია I პუბლიკაციები I სიახლე I ბმულები
Copyright © 2005 www.georgians-weapons.ge