ომარ გოგიშვილი

დავიბადე 1942 წლის 5 იანვარს. 1961-64 წლებში ვიმყოფებოდი საბჭოთა ჯარში. 1964 წელს ჩავაბარე ნიკოლაძის სასწავლებელში რომელიც დავამთავრე 1968 წელს. ამავე წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1973 წელს. გამოფენები მქონდა საფრანგეთში და მოსკოვში. ვიმუშავე ფილმ “დონკიხოტზე”, სადაც შევასრულე რაინდებისა და დონკიხოტის აღჭურვილობა. დღემდე ვმუშაობ ძველ ქართულ და ევროპულ საავტორო საბრძოლო იარაღებზე.

ტელეფონი: 555 403837

ელფოსტა: lade1983@mail.ru

"ფარ-ხმალი, დამბაჩები, ხანჯლები და ბევრი სხვა" - ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც 72 წლის მხატვარი და მეიარაღე ომარ (ნიკოლოზ) გოგიშვილი ძველ ქართულ სტილში ამზადებს... გოგიშვილს რამდენიმე გამოფენაც აქვს გამართული, სადაც დამთვალიერებელს მისი საავტორო ნამუშევრების შეფასების საშუალება ჰქონდა. ასევე მიღებული აქვს ვერცხლის მედლები, თუმცა, ხაზგასასმელია მისი დამსახურება კინოფილმ "დონ კიხოტში", სადაც რაინდებისა და თავად დონ კიხოტის აღჭურვილობა დაამზადა", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი სტატიაში სათაურით თბილისელი მეიარაღე ოსტატი.

"1975 წლიდან ამ საქმიანობას მივდევ, ასე რომ, ჩემი გამოცდილება მრავალ წელს ითვლის. ჩემი საქმიანობა უფრო აქტიურად 1987 წლიდან დაიწყო, მაშინ უამრავ რეჟისორთან მომიწია მუშაობამ - ვამზადებდი ფილმებისთვის საჭირო სამოსსა და აღჭურვილობას. თანდათან ნამუშევრებიც უფრო გავაუმჯობესე. შეკვეთა მიღებული მაქვს დავით თევზაძისგანაც, რომელმაც ამერიკელი გენერლის ჯონ შალიკაშვილისთვის დამბაჩის გაკეთება მთხოვა... ჩემთვის სულერთია, ხმალზე ვიმუშავებ თუ იარაღზე, ეს ხელოვნებაა და ყველა ნამუშევარი ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. გამოფენა ქარვასლაში მქონდა, მიღებული მაქვს რამდენიმე მედალი, რომელიც საფრანგეთმა და მოსკოვმა გამომიგზავნა", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ომარ გოგიშვილი და დასძენს:

"რაც შეეხება თავად იარაღის ფორმას, ტრადიციების მიხედვით ვქმნი, თუმცა, ორნამენტული გაფორმების დროს ჩემს მოფიქრებულ დეტალებს ვამატებ. ეს იარაღები ბუტაფორია არ არის, ყველა მუშა მდგომარეობაშია, კედელზე დასაკიდებლად არ არის შექმნილი... ნამუშევარს რაც მეტი ჩუქურთმა აქვს, დრო მით მეტი მჭირდება, მხოლოდ ხეზე მუშაობას არ მიაქვს ამდენი დრო. თუ ნამუშევარში ძვლის ელემენტებია გამოყენებული და მასზე სხვადასხვა სცენაა ამოსატვიფრი, მაშინ დრო სამმაგდება, ვინაიდან ეს რთული შესასრულებელია... ".
 

 

 

ომარ გოგიშვილის ვაჟის შავლეგის ტიხრული მინანქარი

  

   

შავლეგ გოგიშვილი - ომარ გოგიშვილის ვაჟი - ხევსურულ სამოსში

 

  მთავარი გვერდი  I  ჩვენს შესახებგალერია I პუბლიკაციები I სიახლე  I  ბმულები

Copyright © 2005 www.georgians-weapons.ge