ზაზა ავალიანი

ზაზა ავალიანი. დაიბადა 1960 წლის 31 მარტს, ქალაქ თბილისში, განათლებით მეტყევე-ინჟინერი, ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

ანოტაცია

გამარჯობათ. მე ვარ ზაზა ავალიანი საქართველოდან. ჩემი ხელობაა დასაკეცი და დაუკეცავი დანების გაკეთება. ჩემს მიერ შექმნილი ყოველი დანა ერთ ეგზემპლარად კეთდება და არასოდეს მეორდება. 

6 წლის წინ, ე.წ. “backlock” ჩაკეტვის სისტემა გავაუმჯობესე, ჩემმა გამოგონებამ საშუალება მომცა, უფრო დიდი ზომის პირი ჩაკეცილიყო ტარში, რადგან ტარის უკანა მხარეს მექანიზმი აღარ უშლის ხელს. 

დანის პირისათვის მე ვიყენებ როგორც ფოლადის მზა მასალებს, ასევე სამჭედლოში გამოჭედილ ან ღუმელში ჩამოსხმულ ფოლადის, ბულატისა და დამასკოს ფირფიტებს. დანის ტარად გამოიყენება ნატურალური მასალები როგორიცაა: ძვირფასი ხის მერქანი, შინაური და გარეული ცხოველის რქები, სპილოსა (ლეგალური მასალა) და მამონტის ეშვები , ზღვის ძუძუმწოვრების კბილები და სხვადასხვა ეგზოტიკური მასალები.

დამკვეთის გემოვნებისა და ნაკეთობის ფასის მიხედვით დანის შემკობა ხდება ხელით შესრულებული ყველანაირი სტილისა და ფორმის დეკორირებით, რომლებიც ასევე ინდივიდუალურია კონკრეტული დანისათვის და არ მეორდება. დანის პირისათვის გამოყენებული ფოლადის სიმაგრე სხვადასხვაა და მერყეობს 57-63 (HRC) დიაპაზონში.

ჩემს დანებს ძირითადად ორ დევიზს ვაწერ ხოლმე, ესენია: “Ex ungue leonem”- `ლომი კლანჭებით იცნობა." _ რაც, ვფიქრობ, ყველაფერ წარმატებულსა და გამორჩეულს ესადაგება და მეორე: `ეძიე, ჰპოვე და უკან არ დაიხიო!~ _ ეს კი ჩემი საყვარელი დევიზია და ვგონებ, თქვენთვისაც არ უნდა იყოს უცხო. 

დანარჩენს ჩემი დანები გეტყვიან და ბედნიერი ვიქნები, თუ ისინი თქვენი მეგობრები გახდებიან და არ შემარცხვენენ.  

 

მისამართი: საქართველო, თბილისი
ელფოსტა:
ostati117@gmail.com

ტელეფონი: 577 410004

ქართველი მეიარაღეები მწუხარებას გამოთქვამენ ოსტატ-მეიარაღის ზაზა ავალიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. უდროოდ, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ხელნაკეთი დანების ცნობილი ოსტატი ზაზა რევაზის ძე ავალიანი. მისი ჰობი ყოველთვის იყო ხელოვნება, უყვარდა მუსიკა, მხატვრობა, მაგრამ ყველაზე მეტად დააინტერესა ლითონის მხატვრულმა დამუშავებამ. ჰობი თანდათანობით ოსტატობაში გადაიზარდა. თავდაპირველად იგი ჰქმნიდა დაუკეცავ სანადირო დანებს, შემდეგ კი მაღალი ოსტატობით შესრულებულ საკეც დანებს. ზაზამ შექმნა დასაკეცი დანის ჩაკეტვის საკუთარი სისტემა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. მისი ნამუშევრები ინახება იარაღის მოყვარულთა კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. საკუთარი ხელობა მან თავის უფროსს ბიჭსაც შეასწავლა და შეაყვარა. ზაზა ავალიანი იყო საუკეთესო მამა, მეუღლე, მეგობარი, თავმდაბალი ადამიანი და თავისი ქვეყნის ერთგული შვილი. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული.

ივნისი, 2018 წელი.

თუ დანა მოხატულია, უმეტეს შემთხვევაში გრავირება შესრულებულია გელა ხუციშვილის მიერ

1

2

3

a

b

c

d

e

f

g

h

4

5

***

წარმოგიდგენთ უნივერსალურ სანადირო დანას. მისი პირი დაკეცილ მდგომარეობაში მთლიანად არ იმალება ტარში და 12-13 სმ გარეთ არის გამოსული. ასეთი დანა მოსახერხებელია როცა მონადირეს უნდა ნანადირევის ტყავის გადარჩენის მიზნით დაჭრილი ცხოველის მოკვდინება დამატებითი სროლის გარეშე....ასეთ დროს დანის გრძელი პირით შეგიძლიათ ’’დააწყნაროთ’’ ცხოველი. ... ხოლო დაკეცილ მდგომარეობაში [ჩემ დაკეცვის სისტემაში მცირე დამატებითი ნიუანსის რეალიზებით დანა დაკეცვის დროსაც მყარად ფიქსირდება ტარში] ასეთი დანით მოსახერხებელია ხორცის დაჭრა-დამუშავება, ასევე ნადირობისას სადილისთვის პროდუქტების გათლა-დაჭრა და სხვა სამუსაოები...
დანა თავსდება სპეციალურ ქარქაში რომელიც ქამარზე მაგრდება.
დანის პირი გაკეთებულია ლეგირებული ფოლადით ’’8х6 нфт’’, ეს ფოლადი კარგადაა დაბალანსებული სიმტკიცესა და ჭრადობის მიმართ.... მისი სიმაგრეა 59-60 hrc
 

5a

***

5d

დათო ჭიპაშვილის დამასკოს მასალა

***

5e

***

5f

***

5j

***

5b

***

5c

***

6

6

6a

7

8

9

9

10

11

დანის პირის მასალად გამოყენებულია ზაქრო ნონიკაშვილის ნაკეცი ბულატი / ბაწარაული.

 

12

13

14

15

15

16

17

დანის პირის მასალად გამოყენებულია ზაქრო ნონიკაშვილის ნაკეცი ბულატი / ბაწარაული.

 

18

19

20

21

21

22

დანის პირის მასალად გამოყენებულია ზაქრო ნონიკაშვილის ნაკეცი ბულატი / ბაწარაული.

 

23

დანის პირის მასალად გამოყენებულია ზაქრო ნონიკაშვილის ნაკეცი ბულატი / ბაწარაული.

 

24

25

25

26

27

28

29

30

31

32

33

34

დანის პირის მასალად გამოყენებულია ზაქრო ნონიკაშვილის ნაკეცი ბულატი / ბაწარაული.

 

35

36

39

დანის პირის მასალად გამოყენებულია ზაქრო ნონიკაშვილის ნაკეცი ბულატი / ბაწარაული.

 

44

45

46 

დანის პირის მასალად გამოყენებულია ზაქრო ნონიკაშვილის  ბულალი.

 

47

დანის პირის მასალად გამოყენებულია ზაქრო ნონიკაშვილის ნაკეცი ბულატი / ბაწარაული.

 

ზაზა ავალიანი

  მთავარი გვერდი  I  ჩვენს შესახებგალერია I პუბლიკაციები I სიახლე  I  ბმულები

Copyright © 2005 www.georgians-weapons.ge